“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “იუვენტუსთან” ხვალ გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია, რომელსაც, მიუხედავად ტრავიმრებული ფეხბურთელებისა, ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. დიბალამ და მორატამ, შესაძლოა, საქმე გაგვირთულონ.
“იუვესთან” მატჩი გადამწყვეტი არაა, თუმცა, ეს იქნება დიდებული გუნდის წინააღმდეგ მაღალი დონის დაპირისპირება და გვინდა, კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.
მაყურებლებისთვის შეხვედრაში რონალდუს მონაწილეობა უკეთესი იქნებოდა. მისი თამაშის შემთხვევაში მომზადებულები ვართ.
არ ვნანობ იმას, რაც “ელ კლასიკოს” შემდეგ VAR-ზე ვთქვი. არ მანაღვლებს, დავისჯები თუ არა ამის გამო. ხვალინდელ თამაშზე ვარ ფოკუსირებული.
როდესაც აქ მოვედი, ვიცოდი, რომ ეს ადვილი გამოწვევა არ იყო გუნდში განხორციელებული ცვლილებების გამო, კორონავირუსის გამო… თუმცა, დროსა და მოთმინებას ვითხოვ. მიუხედავად ამისა, ჩვენი სიტუაციის შესახებ ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს პატივს ვცემ.
“რეალთან” 60 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით.
მე ვარ მწვრთნელი, რომელსაც სურს, რომ მის გუნდს გამარჯვების მენტალიტეტი ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ შეტევაზე ვერ იფიქრებ. გვინდა, რომ დომინანტები ვიყოთ მოედნის სიღრმეშიც. თავდასხმასა და დაცვას შორის ბალანსი უნდა ვიპოვოთ.
შეტევაში სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელი გვყვავს. არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც უკეთ არიან მომზადებულები. ხვალინდელ შეხვედრაში მოგება გვინდა და თავდამსხმელებს უნდა დავეყრდნოთ.
პირლო? მასზე აზრის დაფიქსირება ფეხბურთელის ამპლუაში უფრო მარტივია. ის შესანიშნავი მოთამაშე იყო, რომელმაც იტალიაში დიდ წარმატებებს მიაღწია. მწვრთნელად ყოფნას ცოტა დრო სჭრიდება. ის რომ “იუვნეტუსშია”, ეს რაღაცას ნიშნავს. იმედი მაქვს, ის წარმატებული იქნება”.
ხვალაც თუ წავაგეთ და გამოვა რო ყველა ნორმალურ გუნდს შეუძლია ბარსას დამარცხება.სევილია ხეტაფე რეალი ამათთან უკვე წავაგეთ და მარტო ფერენცვაროშზე გადავლა ვერ შეუნაღჩუნებს ბულდოგას პოსტს