ამსტერდამის “აიაქსის” მარჯვენა მცველის, სერჟინიო დესტის “ბარსელონაში” ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, “ბარსელონა” და “აიაქსი” დესტის ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ. გამორიცხული არაა, 19 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში ამაღამ ჩაფრინდეს და კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
იმავე წყაროს ცნობით, ამერიკელი მოთამაშის პრეზენტაცია, შესაძლოა, პარასკევს, 2 ოქტომბერს გაიმართოს.




რა ვერ ჩამოფრინდა სამი დღეა მოფრინავს გვაღირსეთ ერთხელ და სამუდამოდ ეს ბიჭი
მერამდენე დღეა უკვე ამ ამაღამ ჩაფრენაზე ვკითხულობ:))))))))))
მაგარი ამბავია
egre ra gvegirsa rogorc iqna