როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელს, სერჟინიო დესტს განიხილავს.
ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბლაუგრანა” 19 წლის ნიდერლანდელ მოთამაშეს ნელსონ სემედუს წასვლის შემთხვევაში შეიძენს, თუმცა, Catalunya Radio-ს მტკიცებით, კატალონიელებმა დესტი, შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც კი დაიმატონ, თუ პორტუგალიელი ფეხბურთელი დარჩება.
აქამდე გავრცელებული ცნობებით, “აიაქსი” სერჟინიო დესტს 25 მილიონ ევროდ აფასებს.




ე ბიჭო არიქა მოიყვამეთ და დაგვაღირსეთ
როგორ იყიდონ ამ ფასში გარსია ვერ იყიდეს კიდევ დაკლებაზე ეჩალიჩებიან.
კარგ რა რა უნდა იყიდონ, ამათმა იციან განხილვა მარტო:))))))))))
ებიჯო იყიდეთ ამ ფასად და ამაზე კარგი ნიჭიერი და პერსპექტიული ვინ უნდა იყიდონ… სემედუ ან წავა ან სკამს ხეხავს…