workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლოთარ მათეუსი: ლეო მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი გახდება

ლოთარ მათეუსი: ლეო მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი გახდება

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონას” მეტოქე მიუნხენის “ბაიერნი” იქნება. 

გერმანული კლუბის ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი საოცარ ფორმაშია: მას მიმდინარე სეზონში გოლებისა და საგოლე პასების კომბინაციით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მის ანგარიშზე 44 შეხვედრაში 53 გოლი და 8 ასისტია, “ბარსას” კაპიტან ლეო მესის კი 43 მატჩში 31 გოლი და 27 საგოლე გადაცემა აქვს. 

მატჩის “ბაიერნის” ლეგენდა, ლოთარ მათეუსი პოლონელ თავდამსხმელს აქებს. 

“ლეო მესი შეხვდება ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მომდევნო მფლობელი იქნება. ის საუკეთესო ფეხბურთელია და არა უბრალოდ საუკეთესო ფორვარდი”. – ამბობს მათეუსი. 

“ბარსა”-“ბაიერნის” დაპირისპირება 14 აგვისტოს, ლისაბონში, “ეშტადიუ და ლუშზე” გაიმართება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 11 აგვ 2020, 17:01
    #6

    ამან ენა წაიგრძელა ეს დღეები.

  • JUZI
    schedule 11 აგვ 2020, 09:53
    #5

    მესის დონეზე ეს ვერასდროს მივა.

  • Gio Mzarelua
    schedule 11 აგვ 2020, 09:30
    #4

    მოიცა, გახდებაო და არ არის უკვე მესის მერე საუკეთესო?

  • Iniesta_8
    schedule 11 აგვ 2020, 00:53
    #3

    ციტატა: marco reus 11
    ლევანა რაცაა ეგაა აწი რაღას გახდება, ბავშვი კიაღარარი ,30ის კი იქნება. უდაოდ საუკეთესო 9 ნომერი როა დღესდღეობით ფაქტია


    31 წლისაა

  • marco reus 11
    schedule 11 აგვ 2020, 00:41
    #2

    ლევანა რაცაა ეგაა აწი რაღას გახდება, ბავშვი კიაღარარი ,30ის კი იქნება. უდაოდ საუკეთესო 9 ნომერი როა დღესდღეობით ფაქტია

  • Sergio5
    schedule 11 აგვ 2020, 00:21
    #1

    აი ესეთი ლაუტარო არ შემოგვტენონ არაფერი მინდა

    საშინლად ითამაშა