workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მეოთხედფინალშია!

“ბარსელონა” მეოთხედფინალშია!

თითქმის 6-თვიანი პაუზის შემდეგ, “ბარსელონამ” “ნაპოლის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩი გამართა. კატალონიელებმა მეტოქე 3-1, ორი მატჩის ჯამში კი 4-2 დაამარცხეს. 

“ბარსა” შეხვედრის დაწყებიდან მალევე თავური დარტყმით კლემან ლანგლემ დააწინაურა, რომლისთვისაც ეს ჩემპიონთა ლიგაზე “ბლაუგრანას” მაისურით პირველი გოლი იყო. 23-ე წუთზე, სხვაობა ლეო მესიმ გაზარდა. არგენტინელმა ულამაზესი ინდივიდუალური გოლი შემოგვთავაზა. მესიმ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ხელით თამაშის გამო მსაჯმა მისი გაუქმება გადაწყვიტა. 

ტაიმის მიწურულს “ბარსელონას” კაპიტნის წინააღმდეგ “ნაპოლის” დაცვის ლიდერმა, კალიდუ კულიბალიმ, ძალიან უხეშად ითამაშა, რასაც იტალიელთა კარში პენალტის დანიშვნა მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი ლუის სუარესმა ზუსტად შეასრულა. 

პირველი ნახევრის დასრულებამდე “ნაპოლიმ” სხვაობის შემცირება მაინც მოახერხა – გოლი ლორენცო ინსინიემ პენალტით გაიტანა. 

მეორე ტაიმში ნეაპოლელების ამოცანა მატჩის არწაგება იყო, მაგრამ კიკე სეტიენის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტრადიცია არ გაიმეორა და სასურველი შედეგის ბოლომდე მიყვანა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხი სრულყოფილისგან ბევრად შორს იყო. 

მატჩის შესახებ: 

ფოტოები

ვიდეო

ფაქტები

ფეხბურთელთა შეფასებები

“ბარსა” ლიგის დასკვნით ეტაპზე პორტუგალიაში იასპარეზებს. ერთმატჩიან მეოთხედფინალში კატალონიური გრანდის მეტოქე მიუნხენის “ბაიერნი” იქნება, რომელმაც ლონდონის “ჩელსის” ჯამში 7-1 მოუგო. თამაში 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • o.dembele11
    schedule 09 აგვ 2020, 14:55
    #9

    ციტატა: grizmann
    საინტერესოა რომ მეოთხედფინალში გასული 8 გუნდიდან 6 ჩემიონთა ლიგა არსდროს მოუგია და2 გუნდი რომელმაც მოიგო ბარსა და ბაიერნი ერთმანეთს ხვდებიან დიდი ალბათობაა იმისა რო ახალი ჩემპიონი გვყავდეს


    Ან სიტი, ან ბარსა სხვა არა

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2020, 11:22
    #8

    აი ეს თამაში რო სტუმრად ყოფილიყო, რომა-ლივერპული გამეორდებოდა.

    აფსუს, ეხლა ნეიმარი გვყავდეს…ლიგას დავდებდით.

  • Henry
    schedule 09 აგვ 2020, 09:29
    #7

    გილოცავთ ! ნაპოლის რო გავცდებოდით ეჭვიც არ მეპარებოდა. ეხლა ბაიერნი გველოდება რომელიც ძაან მაგარ ფორმაშია მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რო ბაიერნსაც გავცდებით, ამას იმიტომ ვფიქრობ რომ დაცცვა ყავთ ძალიან სუსტი ვგულისხმობ დაცვით ასპექტს და თუ მესი გამორჩეულ თამაშს შემოგვთავაზებს მემგონი მათაც უნდა გავცდეთ. წარმატებები კარგი თაამაში ჩაატარა მთლიანად გუნდმა და ყოჩაღ ლენგლეს.

  • JUZI
    schedule 09 აგვ 2020, 07:59
    #6

    აბა სად უნდა ვიყოთ?

  • 18.04.2006
    schedule 09 აგვ 2020, 01:33
    #5

    ბაიერნს ისე დავუმსხვრევთ ოცნების კოშკწბს როგორც მაშინ დაგვიმსხვრიეს სამარცხვინოდ, ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს და ბარსასთან ისეთი “ქილერი” გუნდი ვერავინ იქნება, როგორსაც ზოგიერთი ბაიერნს წარმოიდგენს, მგონი როდღეს ბიჭების შემართება გამოჩნდა, იმედიმაქვს ჩვენთვის ეს წელი დასამახსოვრებელი იქნება, მიდით ლომებო

    ციტატა: Lionel Messi – 10
    ბარსას ლიგის მოგება სასწაულზე მეტი იქნება. (არამგონია მარა მაინც) ვინაიდან ბარსა ძაან ცუდად თამაშობს და მეტოქეებიგვყავს ქვას ქვაზე რო არ ტოვებენ ეგეთები ჯერ ბავარია და თუ რაღაც მოხდა და მაგათ გავცდით მერე უდიდესი ალბათობოთ სიტი დაგვხვდება იქ. ჯერ ბავარიასთან როგორი შანსიგვაქვს და მერ
    ე მიდი და გვარდიოლას სიტის მოუგე… ამიტო ეს მოგება მაიმცდამაინც ნუ დაგაიმედებთ. ნაპოლისთან რო ასე შენარჩუნებაზე ვითამშეთ და საკმაოდ ქმნიდა მომენტებს ნაპოლი ბავარია და სიტი რო ბურთს გადაგვახევს თავზე ასე თუ ვითამაშებთ ხო ფაქტია. ერთადერთი რაც იმედს მაძლევს რათქმაუნდა ლეოა და ის ფაქტი რო ერთმათჩიანი დაპირისპირებებია.

    თავიდანვე ლეოთი დაგეწყო))) ქვას ქვაზე არც ლეო ტოვებს და მეორე ტაიმი დიდი დასვენება იყო შემდეგი მატჩისთვის, რაღაც მომენტებში დაცვაც უნდა ვისწავლოთ და ამისთვის კაი შესაძლებლობა იყო

  • Fati
    schedule 09 აგვ 2020, 01:29
    #4

    ლენგლე არი ძაიან მაგრი მცველი ❤️❤️იქ არაუხოც არი გარსიაც დაბრუნდა.მჯერა ლიდერი გახდება დაცვის ცენტრში ❤️❤️

  • GioKakiashvili
    schedule 09 აგვ 2020, 01:16
    #3

    Baierntan demboc gveyoleba da fatic ertertma sastartodan unda daiwyos uechveli!

  • grizmann
    schedule 09 აგვ 2020, 01:14
    #2

    საინტერესოა რომ მეოთხედფინალში გასული 8 გუნდიდან 6 ჩემიონთა ლიგა არსდროს მოუგია და2 გუნდი რომელმაც მოიგო ბარსა და ბაიერნი ერთმანეთს ხვდებიან დიდი ალბათობაა იმისა რო ახალი ჩემპიონი გვყავდეს

  • Alien messi
    schedule 09 აგვ 2020, 01:10
    #1

    გილოცავთ!!!❤️