workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
სტატისტიკა, რომელიც “ნაპოლის” “ბარსელონასთან” თითქმის უშანსოდ ტოვებს

სტატისტიკა, რომელიც “ნაპოლის” “ბარსელონასთან” თითქმის უშანსოდ ტოვებს

რაც არ უნდა ცუდად გამოიყურებოდეს “ბარსელონა”, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშს მაინც ძალიან იშვიათად აგებს. რამდენად იშვიათად? დაახლოებით, ათ წელიწადში ერთხელ.

პეპ გვარდიოლას ეპოქის დასრულების შემდეგ, “ბარსამ”, “კამპ ნოუზე” გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან მხოლოდ ერთი წააგო, ისიც 7 წლის წინ. იმის წინა წაგება კი 2009 წლით თარიღდება.

2013 წლის 1 მაისს, “ბაიერნთან” განცდილი ძალიან მტკივნეული მარცხის (0-3) შემდეგ, კატალონიურმა კლუბმა, ჩემპიონთა ლიგაზე, 35 თამაში ჩაატარა, საიდანაც 31 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. ამ 35 მატჩში, “ბლაუგრანამ” გაიტანა 104 (საშუალოდ, 2.97) და გაუშვა 14 (საშუალოდ 0.4) გოლი, რაც ძალიან კარგი შედეგია.

7 წლის წინ განცდილი მარცხის შემდეგ, “ბარსამ” 4 მწვრთნელი გამოცვალა – ტიტო ვილანოვა, ტატა მარტინო, ლუის ენრიკე და ერნესტო ვალვერდე.

გთავაზობთ ბოლოო 7 წლის განმავლობაში “კამპ ნოუზე” ჩატარებული საჩემპიონთალიგო თამაშებში დაფიქსირებულ შედეგებს.

  1. 18.09.2013 | ბარსელონა – აიაქსი 4-0
  2. 06.11.2013 | ბარსელონა – მილანი 3-1
  3. 11.12.2013 | ბარსელონა – სელტიკი 6-1
  4. 12.03.2014 | ბარსელონა – მანჩესტერ სიტი 2-1
  5. 01.04.2014 | ბარსელონა – ატლეტიკო 1-1
  6. 17.09.2014 | ბარსელონა – აპოელ 1-0
  7. 21.10.2014 | ბარსელონა – აიაქსი 3-1
  8. 10.12.2014 | ბარსელონა – პსჟ 3-1
  9. 18.03.2015 | ბარსელონა – მანჩესტერ სიტი 1-0
  10. 21.04.2015 | ბარსელონა – პსჟ 2-0
  11. 06.05.2015 | ბარსელონა – ბაიერნი 3-0
  12. 29.09.2015 | ბარსელონა – ლევერკუზენი 2-1
  13. 04.11.2015 | ბარსელონა – ბატე 3-0
  14. 24.11.2015 | ბარსელონა – რომა 6-1
  15. 16.03.2016 | ბარსელონა – არსენალი 3-1
  16. 05.04.2016 | ბარსელონა – ატლეტიკო 2-1
  17. 13.09.2016 | ბარსელონა – სელტიკი 7-0
  18. 19.10.2016 | ბარსელონა – მანჩესტერ სიტი 4-0
  19. 06.12.2016 | ბარსელონა – გლადბახი 4-0
  20. 08.03.2017 | ბარსელონა – პსჟ 6-1
  21. 19.04.2017 | ბარსელონა – იუვენტუსი 0-0
  22. 12.09.2017 | ბარსელონა – იუვენტუსი 3-0
  23. 18.09.2017 | ბარსელონა – ოლიმპიაკოსი 3-1
  24. 05.12.2017 | ბარსელონა – სპორტინგი 2-0
  25. 14.03.2018 | ბარსელონა – ჩელსი 3-0
  26. 04.04.2018 | ბარსელონა – რომა 4-1
  27. 18.09.2018 | ბარსელონა – პსვ 4-0
  28. 24.10.2018 | ბარსელონა – ინტერი 2-0
  29. 11.12.2018 | ბარსელონა – ტოტენჰემი 1-1
  30. 13.03.2019 | ბარსელონა – ლიონი 5-1
  31. 16.04.2019 | ბარსელონა – მანჩესტერ იუნაიტედი 3-0
  32. 01.05.2019 | ბარსელონა – ლივერპული 3-0
  33. 02.10.2019 | ბარსელონა – ინტერი 2-1
  34. 05.11.2019 | ბარსელონა – სლავია 0-0
  35. 27.11.2019 | ბარსელონა – დორტმუნდი 3-1

როგორც ხედავთ, ამ 35 მატიჩდან მხოლოდ 2 დასრულდა იმ ანგარიშით, რომლის გამეორების შემთხვევაშიც, “ნაპოლი” “კამპ ნოუზე” დამატებით ტაიმებამდე მიაღწევს. დანარჩენი 33 თამაშის ანგარიშის გამეორების შემთხვევაში, “ბარსა” 1/4-ფინალში პირდაპირ გავა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • M10 S9 D11
    schedule 04 აგვ 2020, 17:04
    #8

    უპრობლემოდ გავცდებით ნაპოლის

  • nikusha
    schedule 04 აგვ 2020, 16:39
    #7

    ციტატა: Mes cue un club 1899

    ციტატა: nikusha
    სწორი ტაქტიკით არ აქვთ შანსი ნეაპოლელებს. ანუ 4-3-1-2

    ტერ შტეგენი
    სემედუ-პიკე-ლენგლე-ალბა
    ს.რობერტო-რაკიტიჩი-დე იონგი
    მესი
    სუარესი-გრიზმანი

    მესიმ და გრიზმანმა პოზიციები უნდა ცვალონ.

    ფრე კამპ ნოუზე ტეხავს მითუმეტესს 1-1 და არც 0-0 არ ვარგა

    პ.ს. 2009 წელს კამპ ნოუზე ვისთან და რა ანგარიშით დავმარცხდით? გმადლობთ.


    1-2 რუბინთან ჯგუფური ეტაპი იყო სალუქვაძემ მესი რო გადაკეტა 😂


    დიდი მადლობა შეხსენებისთვის

  • romani23
    schedule 03 აგვ 2020, 21:10
    #6

    სტატისტიკა რომ თამაშობდეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბი უკვე ბავარიას თამაშის შესწავლაზე… ათვისებაზე და "დამუშაობაზე" იქნებოდა გადასული. 😃

  • Iniesta_8
    schedule 03 აგვ 2020, 21:10
    #5

    ზატო ისეთ ფორმაში ვართ საკაიფოდ ვუზრდით შანსებს

  • Mes cue un club 1899
    schedule 03 აგვ 2020, 20:43
    #4

    ციტატა: nikusha
    სწორი ტაქტიკით არ აქვთ შანსი ნეაპოლელებს. ანუ 4-3-1-2

    ტერ შტეგენი
    სემედუ-პიკე-ლენგლე-ალბა
    ს.რობერტო-რაკიტიჩი-დე იონგი
    მესი
    სუარესი-გრიზმანი

    მესიმ და გრიზმანმა პოზიციები უნდა ცვალონ.

    ფრე კამპ ნოუზე ტეხავს მითუმეტესს 1-1 და არც 0-0 არ ვარგა

    პ.ს. 2009 წელს კამპ ნოუზე ვისთან და რა ანგარიშით დავმარცხდით? გმადლობთ.


    1-2 რუბინთან ჯგუფური ეტაპი იყო სალუქვაძემ მესი რო გადაკეტა 😂

  • Don_Andresito
    schedule 03 აგვ 2020, 19:59
    #3

    მერე როდისიყო მანდ კამპ ნოუ ცარიელი? სად გადავსებული სტადიონის ოვაცია და სად ფარჩაკი დიჯეი

  • nikusha
    schedule 03 აგვ 2020, 18:50
    #2

    სწორი ტაქტიკით არ აქვთ შანსი ნეაპოლელებს. ანუ 4-3-1-2

    ტერ შტეგენი
    სემედუ-პიკე-ლენგლე-ალბა
    ს.რობერტო-რაკიტიჩი-დე იონგი
    მესი
    სუარესი-გრიზმანი

    მესიმ და გრიზმანმა პოზიციები უნდა ცვალონ.

    ფრე კამპ ნოუზე ტეხავს მითუმეტესს 1-1 და არც 0-0 არ ვარგა

    პ.ს. 2009 წელს კამპ ნოუზე ვისთან და რა ანგარიშით დავმარცხდით? გმადლობთ.

  • JUZI
    schedule 03 აგვ 2020, 18:48
    #1

    აუუუ წინასწარ ნუ იცით ხოლმე რა ამ რაღაცეების წერა, მაგრად ცუდად მაქვს დაცდილი.