workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ფარე – პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი

ჟორდი ფარე – პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი

კატალონელმა ბიზნესმენმა, ჟორდი ფარემ, განაცხადა, რომ 2021 წლის არჩევნებზე, მონაწილეობას მიიღებს.

ფარეს ამის სურვილი 2015 წელსაც ჰქონდა, მაგრამ ხელი მოეცარა, სულ რაღაც 2033 ხმა მიიღო, ეს კი 500 ხმით ნაკლებია, ფინალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად იყო საჭირო.

ფარე 44 წლის არის და კატალონიაში დაიბადა, ის აქტიურად უჭერს მხარს კატალონიის დამოუკიდებულობას, თუმცა ჯერჯერობით, არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი არ არის.

ფარე კლუბში, ტურისტული ფირმის ჩამოყალიბებას აპირებს. მისი აზრით ეს შემოსავლებს გაზრდის, ასევე, მიაჩნია, რომ კლუბმა თავი შორს უნდა დაიჭიროს ნუნიესის სასამართლო პროცესისგან და მისი სახელი, “ბარსას” მუზეუმიდან უნდა გააქრონ.

2021 წლის არჩევნებისთვის, ორი კანდიდატი დანამდვილებით ვიცით, ესენი არიან ვიქტორ ფონტი და ლუის ფერნანდეს ალა. მათ შეუერთდებათ ჟორდი ფარე და სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს ჟოან ლაპორტაც, ამ შემთხვევაში კი ვარაუდობენ, რომ ვიქტორ ფონტი კანდიდატურას, ლაპორტას სასარგებლოდ მოხსნის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • El pistolero 9
    schedule 31 მაი 2020, 21:10
    #1

    ლაპორტამ უნდა მოიგოს.ფონტის მხრიდან უდიდესი დიდსულოვნება იქნება კანდიდატურის მოხსნა