workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ფონტი ჰოლანდის პრიორიტეტული ყიდვის უფლებაზე მუშაობს

ვიქტორ ფონტი ჰოლანდის პრიორიტეტული ყიდვის უფლებაზე მუშაობს

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება. ვიქტორ ფონტის გუნდმა “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრა გამართა, სადაც შესაძლო სტრატეგიულ ტრანსფერზე – ერლინგ ჰოლანდის მომავალზე ისაუბრეს. 

Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრა მადრიდში, სასტუმრო Four Seasons-ში გაიმართა, სადაც ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ იყო დაბინავებული. ფონტის სპორტული მიმართულების წევრები – კარლეს პლანჩარტი და ჩავიერ აგილარი – შეხვდნენ “სიტის” აღმასრულებელ დირექტორს ფერან სორიანოსა და სპორტულ დირექტორ უგო ვიანას. 

მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ჰოლანდის დაუყოვნებლივი ტრანსფერი არ არის. ფონტის გუნდი ცდილობს, მიიღოს პრიორიტეტული ყიდვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ნორვეგიელი თავდამსხმელი მომავალში “მანჩესტერ სიტის” დატოვებას გადაწყვეტს, “ბარსელონას” სხვა კლუბებთან შედარებით უპირატესი პოზიცია ექნება.

ჰოლანდმა ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბთან ხელშეკრულება 2034 წლამდე აკავშირებს, რის გამოც ტრანსფერი მოკლევადიან პერსპექტივაში პრაქტიკულად გამორიცხულია. მიუხედავად ამისა, ფონტის პროექტი ცდილობს წინასწარ მოამზადოს ნიადაგი, რათა მომავალში კატალონიურმა კლუბმა მსოფლიო დონის თავდამსხმელის შეძენა შეძლოს.

ფონტის კანდიდატურა ამტკიცებს, რომ მისი სპორტული გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე და სხვადასხვა ევროპულ კლუბთან კონტაქტებს ამყარებს. გეგმის მიხედვით, გამარჯვების შემთხვევაში ეს ნაბიჯები უნდა გახდეს პროექტის ნაწილი, რომელიც “ბარსელონას” სპორტულ განვითარებას და ჰანსი ფლიკის გუნდის გაძლიერებას ემსახურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 12 მარ 2026, 17:40
    #12

    ჯერ ეს ერთი სად აქვს გუნდს ამის საყიდი ფული თუნდაც 3 წლის მერე, ან ამის ხელფასის ფული, რომელიც დარწმუნებული ვარ ასტრონომიული იქნება. ეს ერთი და მეორე, მე პირადად ეს მოუქნელი, გაპიარებული აყლაყუდა საერთოდ არ მომწონს. რაც იყო გუშინ კი ვნახეთ და საერთოდ ყველა დიდი თამაშში იკარგება თვითმფრინავის მძ***ით. თანაც ეს საარჩევნო ტრიუკი მგონია და ფონტიც კაი აფერისტი ჩანს. ბარსას არჩევანიც კი არ აქვს ნორმალური. ორი აფერისტიდან ერთი უნდა აირჩიოს და ჩემი აზრით ისევ შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველს.

  • shu1987
    schedule 12 მარ 2026, 17:15
    #11

    რა ჰალანდი ფარჩაკია, ბარსას ჭირდება მოძრავი ფორვარდი და არა საჯარიმოს აყლაყუდა მანდაც ვერ შვრება

  • nika 54
    schedule 12 მარ 2026, 16:59
    #10

    წავიდა საარჩევნო ბრძოლა სიაფანდობებით. როგორც ლაპორტამ რო მესით იმანიპულირა. კაცს 8 წლიანი კონტრაქტი აქვს და ხელფასი აქვს სადღაც 30 მილიონამდე. რისი მომყვანი ეგ იქნება.

  • Don_Andresito
    schedule 12 მარ 2026, 15:52
    #9

    მორიგი მონაჩმახი გამოაგდო. შეხვდა და რა? მოიპოვა რამე? ან სიტის ვინ კითხავს, ჰოლანდი გადაწყევტს მაგას სად წავა, დიდი ალბათობით რეალს აირჩევს და პერესი მბაპე ჰოლანდის დუეტის შექმნის თუ ვინი წავიდა. ჩვენ ვინმე ლა მასიელი თუ გვიშველის თორე ბაზარზე შანსი არ გვაქ არავის ყიდვის

  • INI_BARCA
    schedule 12 მარ 2026, 15:25
    #8

    ჰოლანდი გამორიცხულია და არც მინდა, 200 მილიონი ღირს და არ შეუძლია ამ კაცს რთულ სიტუაციაში გუნდის ლიდერობა. როცა გუნდს თამაში არ მისდის მოედანზე ყველაზე ცუდი ფეხბურთელია.

  • Moriarti
    schedule 12 მარ 2026, 14:27
    #7

    ზღაპარია ლოლანდის ტრანსფერი, რამე რეალობასთან მიახლოვებული მაინც მოიტყუოს

  • კულე1899
    schedule 12 მარ 2026, 14:14
    #6

    ოსიმენი ხალხნოოოო!!!! ნუთუ ასეთი <<ცენზურის დარღვევა>> სასტავი მართავს ამ დონის კლუბს! ტოპ ფორვარდებიდან ყველაზე იაფი დაჯდება და ტიტულები სწყურია!!!

  • Just_Barca_Lover
    schedule 12 მარ 2026, 13:55
    #5

    ჰოლანდი არა იხვის ტოლმა, ვინმე წესიერი მაინც აერჩია… ტყუილიც არ ცოდნია ამ უბედურს.

  • rivaldo80
    schedule 12 მარ 2026, 13:02
    #4

    იმენა შალვა ნათელაშვილია ტიპი 😂😂😂

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 12 მარ 2026, 12:48
    #3

    ეს ჯერ კიდევ ზალცბურგიდან უნდა მოგვეყვანა. ახლა ზღაპარია

  • Rick Sanchez
    schedule 12 მარ 2026, 12:23
    #2

    ესეც კაი აფერისტი ყოფილა

  • Lasha Mamuladze
    schedule 12 მარ 2026, 11:15
    #1

    არც ფონტი ჩანს ურიგო მატყუარაა 😃 არ ჩამოუვარდება მგონი ლაპორტას, ეს ვერზილა კიდე მაგარი ლუზერიააა ან გვარდიოლა ბოჭავს, არ გვჭირდება ეგდოს სადაც არი