workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნი” ტერ შტეგენით დაინეტერესებული აღარაა

“ბაიერნი” ტერ შტეგენით დაინეტერესებული აღარაა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნი” “ბარსელონას” მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენით დაინტერესებული აღარაა.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, “რეკორდმაისტერი”, ტერ შტეგენსა და “ბარსელონას” შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს თვალს ყურადღებით ადევნებდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენელები მოლაპარაკებების ჩაშლასაც კი აპირებდნენ. მათი მიზანი კი ის იყო, რომ ტერ შტეგენი მანუელ ნოიერის შემცვლელად გადაებირებინათ.

Sport-ის ცნობით, “ბაიერნმა” მანუელ ნოიერთან, ახალი კონტრაქტის თაობაზე, მოლაპარაკებები დაიწყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერ შტეგენის ტრანსფერი აღარ განიხილება.

როგორც ჩანს, ტერ შტეგენი ნოიერს “ბაიერნში” ვერ შეცვლის, მაგრამ გერმანიის ნაკრებში?..

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 09 აპრ 2020, 20:48
    #2

    თორე დაინტერესებული რო იყო ხო რა ამბობ შეფუთულს ვატანდით

  • Iniesta_8
    schedule 09 აპრ 2020, 19:17
    #1

    დროა უკვე შტეგენი ნაკრებში ძირითადში ჩაჯდეს, როგორც ნოიერი ჩაჯდა თავის დროზე