Ziggo Sport-ის ეთერში ლუი ვან გაალი “ელ კლასიკოს” კომენტატორი იყო. მან თამაშის მიმდინარეობისას ფრენკი დე იონგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი “აიაქსში” გაცილებით პროდუქტიული იყო. ვან გაალმა ამის მიზეზებზეც ისაუბრა.
“თუ გავიხსენებთ, რომ დე იონგი ჯერ კიდევ 22 წლისაა, უცხო ქვეყანაში თამაშობს, კულტურულად განსხვავებულ ატმოსფეროში უწევს ყოფნა და მასში დიდი ფულია გადახდილი, რაც წნეხს აძლიერებს, იგი შესანიშნავად თამაშობს. ვალვერდე ფრენკის ბევრ სათამაშო დროს აძლევდა. ახლა გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და საინტერესოა, რამდენად შეინარჩუნებს დე იონგი ძირითად შემადგენლობაში ადგილს.”
“მედია აზვიადებს, თითქოს, დე იონგი ვერ თამაშობდეს ისე კარგად, როგორც გასულ სეზონში. ამის ახსნა მარტივად შეიძლება – ჰოლანდიელი საკუთარი პოზიციაზე არ თამაშობს.”აიაქსში” ყოფნისას ყველა მას უყურებდა, იგი იყო თამაშის მთავარი გმირი. ამ კუთხით კი, “ბარსელონაში” განსხვავებული სიტუაციაა.”
“ეს “აიაქსის” დე იონგი არ არის. ჩვენ კი მას ყოველთვის წინა დე იონგს ვადარებთ. ამას არ უნდა ვაკეთებდეთ.”
“ბარსელონას” დე ლიხტი უნდა შეეძინა, რადგან გუნდი უკანა ხაზში სუსტია.” – განაცხადა ლუი ვან გაალმა.



ბუსკეცის ნაპოლისთან პასი მაგარი იყო , მაგრამ , ის რომ ასაკშია , არაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება . რაც შეეხება დე იონგს , მოდი ბუსკეცი ვათამაშოთ იმ პოზიციაზე სადაც დე იონგი დგას და გაჩვენებთ რას ქვია თამაშის განმავლობაში ფეხბურთელის დაუნდობად წინ და უკან თრევა . დე იონგმა რეალთან , მარტო აუტის ხაზიდან რომ პასი გააკეთა , მანდ ჩანს მისი კლასი და ოსტატობა . მისთვის ბურთი მთავარი იარაღია , მან უნდა ამოიტანოს სიღრმიდან და სივრცეები ეძებოს . ეს იგივეა , კალათბურთში გამთამაშებელი სამ ნომერზე დააყენო და პასები მოსთხოვო უბურთოთ დარჩენილს . იმედია ბართუშა დაახვევს გუნდიდან და მიყვება ბალასტი უკან , ვისაც სკამზე ჯდომა არ უნდა .
მაგრად მიტყდება აქ ხალხი რო ბუსკეცს ლანძღავს ან გაშვებაზე ლა0არაკობენ, რეალისგან რაც მძულს ისაა რო ლეგენდებს არ აფასებს და ისეთი ფეხბურთელები ფაუშვა როგორც რაული და იკერია და აქ ბარსას ფანები ითხოვთ იგივე ქნას ბარსამაც? ჯერ ბუსკეცზე მაგარი საყრდენი არ ვაჭარბებ და მსოფლიოში არ მოიძებნება და დღემდე კლასი აქვს ისეთი რო ნაპოლისთან ერთი პასით გადაგვარჩინა წაგებას და ალბათ უპირობო გავარდნას. აქ ბევრმა დაივიწყა ის ლიგის თასები რაც ბარსამ მოიგო და ამ მოგებებში სერხიოს წვლილი. თუ მართლა წავიდა ბუსკეცი მერე ნახეთ ბარსას კრიზისი.
მომავალ წელს სკამზე გადაინაცვლებს ბუსკეცი და ფრენკისაც ეშველება.
ამ ფორმაციის ბარსაში ვერ ითამაშებს ეს ვერასდროს .
ყველაზე მაგრად ნახევარდაცვაში ზუსტად დე ბეეკი გვჭირდება პირველ რიგში იმიტომ რომ შემტევი ნახევარმცველია მეორე დე იონგთან ნათამაშევი აიაქსში და მესამე მესის ეშველება ამ სიბერეში უკან ჩამოსვლა და ბურთის ამოტანა დიდ იდიოტიზმად მიმაჩნია (სუბიექტური ვარ)
დე ლიხტმა ხო ააშენა იუვენტუსი, რამდენი ავტოგოლი აქვს უკვე, გაასწრო პიკეს თუ ჯერ ვერა.
ბეეკი რო გვყვავდეს. არტური დეიონგი ბეეკი უკვე კაი შეტევა იქნებოდა. არ შეუძლია ამ დეიონგს შეტევა ეს არის ბუსკეცის პოზიცია
ამ ვან გალმა შეგვიდო. მთლად გამოჩურჩუტდა ეს ბებერი. ვერ ხედავს სხვაობას აიაქსი და ბარსელონა შორის, პრიმერა-სა და ერედივიზიონ შორის. დრო უნდა რომ 1) წამოიწიოს და წამოიზარდოს, 2) ადაპტაცია სრულად გაიაროს, 3) შეთამაშდეს და ზოგადად მთლიანად ჩაჯდეს ბარსას დონეზე და სქემაში. ხავიც მის ასაკში არ იყო ТОР-იგროკი… პლეიმეიკერი…მაესტრო. იგი 28 წლისთვის როცა მოვიდა გვარდიოლა და დააყენა პლეიმეიკერად გახტა მაესტრო, პასების მეფე. იონგი ჯერ ბარტყია… დრო უნდა და მოვა მისი დრო და დაწერს ის ბარსაში ისტირიას ოქროს ასოებით.
არ არი ეს ბიჭი შემტევი ნახევარ მცველი და რა ქნას საყრდენ ზონაშინუფრო კომფორტულად გრძნობს თავს
დეიონგი რომ თავის პოზიციაზე არ თამაშობს და აიაქსისგან განსხვავებით სტადიონზე სულ სხვა დავალებები აქვს მწვრთნელისგან აშკარაა, სანამ ბუსკეცი იქნება ასე გაგრძელდება სამწუხაროდ ბუსკეცს ბოდიში მაგრამ სკამზე გადაჯდომის დრო მოუვიდა ან წავიდეს სკამი თუარ უნდა რითია ხავიესტაზე მაგარი გუნდს აეკიდა ტვირთად უნდა მიხვდეს დროა. დელიხტს რაც შეეხება იყოს სადაცაა მაგის არასტაბილური დედაც, ტოდიბო არ უნდა გაეშვათ და მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცად.