workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” პირველი ოფიციალური შეთავაზება ზაგრების “დინამოს”

“ბარსელონას” პირველი ოფიციალური შეთავაზება ზაგრების “დინამოს”

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელის, დანი ოლმოს დაბრუნების განაღდებას იანვარში აპირებს. 

წყაროს ცნობით, “ბარსამ” ზაგრების “დინამოს” პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. კლუბს ოლმოს იანვარშივე დამატება არ სურს და ზაფხულამდე მოიცდის, მაგრამ სურს, რომ შეთანხმებას იქამდე მიაღწიოს, სანამ საქმეში სხვა კლუბებიც ჩაერთვებიან. 

დანი ოლმო “ბარსელონას” წევრი 2007-14 წლებში იყო და “ლა მასია” 16 წლის ასაკში დატოვა. შემდეგ, ის ხორვატიაში წავიდა, “დინამოს” ძირითად გუნდში ადგილი კი მალევე დაიმკვიდრა. 

კატალონიურმა გრანდმა ფეხბურთელის დაბრუნებაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, თუმცა ოფიციალური შეთავაზება აქამდე არ ყოფილა. 21 წლის შემტევის სურვილი “ბარსელონაში” გადმოსვლაა, ზაგრების “დინამოს” პრიორიტეტი კი მისი იმ კლუბისთვის მიყიდვაა, რომელიც ყველაზე მეტს გადაიხდის. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 01 იან 2020, 10:11
    #2

    რავი აბა აზრზე არ ვარ რას ყომაროს მარა პირველ გუნდში არის რო ამის ადგილი?

  • Don_Andresito
    schedule 31 დეკ 2019, 20:16
    #1

    სხვათაშორის საკმაოდ კარგი ბიჭია, იმედია დენისივით არ ჩავარდება, თან ამის მოსვლისთვის ვალვერდე წათრეული უნდა იყოს თორე მიაკლავს. სხვა ყველაფერი აქვს ბარსაში სათამაშოდ.ფლანგზეც შეუძლია თამაში მარა უფრო ნახევარმცველია, ინის პონტში. არტურის იმედზე ჩემი მტერი იყოს, ჩემი აზრით ოლმო გაცილებით დიდი პროფესიონალია. კიდე ერთი ბიჭი გვყავს ძალიან მაგარი, პედრი, ლას პალმასში როა გაიჯარებული, 17 წლისაა და ძალიან ნიჭიერია. მაგის დიდი იმედი მაქვს