ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი ლიონელ მესიზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დონის არავინაა.
“მესისთან ახლოს არავინაა. მითხარით, ვინ: კრიშტიანუ გოლეადორია, ინიესტა გონებით გამოირჩევა, სალაჰი, მანე, აზარი და მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მესის ეს ყველაფერი აქვს. მისი დონის სხვა არავინაა, ის Playstation-ის მოთამაშეს ჰგავს.” – ციტირებს რუდ ვან ნისტელროის სიტყვებს Mundo Deportivo.
რუდ ვან ნისტელროის “დენ ბოსხში”, “ჰეერენვენში”, პსვ-ში, “მანჩესტერ იუნაიტედში”, “რეალში”, “ჰამბურგსა” და “მალაგაში” უთამაშია. მესის ის სულ 6-ჯერ დაუპირისპირდა – ორივე ფეხბურთელის აქტივში 2-2 მოგებაა. თუმცა, არგენტინელი ჰოლანდიელს გოლებში მნიშვნელოვნად სჯობნის – 9-4.
ყოველთვის მევასებოდა ნისტელროი პატარაობისას მისტერ როით ვიმახსოვრებდი ამის სახელს მანჩეში რო იყო <3
100%-მართალია.
რონალდოს პერსო ფანებს ვერ დააჯერებ მაგას ვერაა