workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოზეპ მარია ბართომეუს ინტერვიუ

ჟოზეპ მარია ბართომეუს ინტერვიუ

გთავაზობთ “ბარსელონას” პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს ახალ ინტერვიუს Barca Tv-სთან.

შემადგენლობა

“გეგმა დიდი ხნის წინ იყო შედგენილი და ისეთი ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლების შეძენაც დაგეგმილი გვქონა – ნახევარმცველი, ფორვარდი და მცველი. ასევე, დავაწინაურეთ მუსა ვაგე და მეკარეც შევცვალეთ, რადგან სილესენს წასვლა უნდოდა.”

“ახლა უფრო კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს, ვიდრე წინა სეზონში – პატარა, მაგრამ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა. ერნესტო ვალვერდე აცნობიერებს კლუბის მოთხოვნის დონეს. ამ სეზონისგან ბევრს ველი.”

“დე ლიხტი ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ მან გადაწყვიტა, “ბარსელონაში” არ გადმოსულიყო.”

“მოთამაშეებს გრიზმანის მოსვლა არ უნდოდათ? არა, კლუბის შენაძენებზე ფეხბურთელები თავიანთ აზრს არ აფიქსირებენ. ყველაფერს ჩვენი ტექნიკური გუნდი წყვეტს.”

“მიხარია, რომ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც რიკი პუჩი, კარლეს პერესი და ანსუ ფატი არიან, პირველ გუნდში ადაპტირდებიან. მომწონს, როცა მწვრთნელი ამ ფეხბურთელებს იყენებს. მათ საუკეთესოებისგან უნდა ისწავლონ.”

ნეიმარი

“როგორც ვთქვი, “ბარსელონას” თავისი სატრანსფერო კამპანია დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ნეიმარის დამატების შესაძლებლობა გაჩნდა, რაც “ექსტრა” შენაძენი იქნებოდა. ეს დაგეგმილი არ ყოფილა.”

“პსჟ ტრანსფერში “ბარსელონას” მოთამაშეების ჩართვას ითხოვდა, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია.”

“შეთანხმება არ შედგა, რადგან კლუბმა პსჟ-ს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.”

კონკურენტუნარიანი გუნდები

“პროფესიონალურ გუნდებში არცერთ სხვა კლუბს არ ჰყავს “ბარსელონაზე” უკეთესი შემადგენლობა.”

“გასული სეზონის ბოლოს, ყველა ჩვენი პროფესიონალური გუნდით შეგვეძლო ევროტურნირების მოგება. ეს ადასტურებს იმას, რომ ძალიან კარგი გუნდები გვყავს.”

“შიდა ჩემპიონატი ბოლო 11 გათამაშებიდან 8-ჯერ მოვიგეთ, ასევე ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი… თუმცა, მართალია ისიც, რომ გარკვეულ მომენტებში გუნდი ისე არ თამაშობს, როგორ ჩვენ გვინდა.”

ლიონელ მესის კონტრაქტი

“მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2020/21 წლამდე აქვს, მაგრამ მას შეუძლია კონტრაქტის ამოწურვამდე დაგვტოვოს.”

“ეს იგივე შემთხვევაა, რაც პუიოლის, ჩავისა და ინიესტას ბოლო კონტრაქტების დროს ხდებოდა. ისინი ისეთი მოთამაშეები არიან, რომლებიც თავისუფლებას იმსახურებენ და ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ, რადგან მათ “ბარსა” ძალიან უყვართ.”

“გვინდა მესიმ “ბარსელონაში” 2021 წლამდე და უფრო დიდხანსაც ითამაშოს. ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ.”

კლუბში კარლეს პუიოლის დაბრუნება

“პუიოლთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და გვინდა, რომ ის დაბრუნდეს. კარლესი კლუბს ბევრ რამეს შემატებს.”

“ეს სასწრაფო არ არის, თუმცა აუცილებელია, რომ კლუბში გენერალური დირექტორის პოზიცია დაკავებული იყოს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 02 აგვ 2020, 13:36

    ანუ რატო? რატოარის ეს კაცი ბარსას პრეზიდენტი????????????

  • Don_Andresito
    schedule 02 აგვ 2020, 00:26

    მოუხშირა კრისამ ინტერვიუებს. არჩევნები მოდის თორე ადრე არც არავის არაფერს ეუბნებოდა, არ ეკიდა ჩმორი კატალონიელების აზრი? გააქტიურებულია, თუ კიდე მოიგო არჩევნები წარმატებებს ვუსურვებ ბარსას საფლავისკენ მიმავალ გზაზე

  • M10 S9 D11
    schedule 07 სექ 2019, 19:08

    ხოდა თუ ბევრს ელოდები ბართუშ ამ სეზონში შემოულაწუნე ვალვერდეს გამოფხიზლდეს

  • Johan Cruyff14
    schedule 07 სექ 2019, 10:38

    "თუმცა, მართალია ისიც, რომ გარკვეულ მომენტებში გუნდი ისე არ თამაშობს, როგორ ჩვენ გვინდა."
    გარკვეულ. გარკვეულ კი ადა გადამწყვეტ ეტაპზე ვერ თამაშობს და ვერ ათამაშებს ვალვერდე გუნდს. არ არის ეგ კაცი ბარსელონას დონის და გაუშვით ისევ ბილბაოს, ვალენსიას, ვილიარეალის დონის გუნდებში, იქ დადებს გუნდის შესაბამის შედეგს. წარმოუდგენელი ჩანს მაგ კაცის ხელში ლიგის მოგება და ნეტა ვცდებოდე, მაგრამ ამ წელსაც თუ ვერ მოიგო და კიდე დატოვეს მერე მართლა უნდა ამოიღონ ხმა ფეხბურთელებმა.