MD: სილესენი “ბენფიკაში” გადადის

MD: სილესენი “ბენფიკაში” გადადის

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი, მომდევნო სეზონიდან, პორტუგალიურ “ბენფიკაში” ითამაშებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და 30 წლის მეკარე კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს.

დღეს, “ბარსელონა” “ხეტაფეს” უმასპინძლებს. სეზონის ბოლო საშინაო შეხვედრაში სილესენი, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ის კატალონიელ გულშემატკივარს გამოემშვიდობება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    12 მაი 2019, 19:15

    ხოდა ფელიშზე მოგვცენ უპირატესობა ან იჯარით გამოგვატანონ

  • Albicelecte
    12 მაი 2019, 18:57

    ბენფიკაში გაშვებით და ბენფიკასთან "ჯიგრობით" ფელიშის ყიდვის საფუძველი მზადდება
    ბენფიკას ხელმძღვანელობას რეალი არ ევასება, ასე იყო ისტორიულად,
    ბენფიკა არის კომუნისტური პარტიის გუნდი, პორტუგელიელი კომუნისტები და სოციალისტები ყველა ბენფიკას გულშემატკივარია

    რონალდუ სპორტინგის აღზრდილია, ბენფიკას ლისაბონური ანტაგონისტური ფრთა, კაპიტალისტები და "ბურჟუები"

    ამიტომაა, რომ ბარსადან ბენფიკაში ფეხბურთელის ტრანსფერი იოლად მიმდინარეობს, იჯარაც და ა.შ.
    სავარადდოდ ფელიშში 100-ზე მეტს არ მოითხოვენ
    ან კოუტინიოში გაცვლაც მოსულა

  • Don_Andresito
    12 მაი 2019, 17:01

    ციტატა: Basi
    rabemfikashii xoarr akachaveben ramdens ixdiann bemfikam raunda gadaixadoss


    ფელიშის პრიორიტეტი მოგვცენ ყიდვის და სულ უფასოდ მივცეთ. აიაქსთან ერთად ბენფიკა ყველაზე მაგარ ტალანტებს დებს. ისე პორტუში წასულიყო კასილასს შეცვლიდა. ბენფიკას მაგარი მეკარეები ყავს, ვლახოდიმოსი ძალიან მაგრად დგას და ეგ წამოიყვანონ, სვილარიც კაი ბიჭია ცოტას აფრენს მარა ახალგაზრდაა

  • Basi
    12 მაი 2019, 15:51

    rabemfikashii xoarr akachaveben ramdens ixdiann bemfikam raunda gadaixadoss