The Athletic – პედრი რისკის ზღვარზე

The Athletic – პედრი რისკის ზღვარზე

       The Athletic-მა პედრის სტატია მიუძღვნა. მის ტრავმასა და დაბრუნებას. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია, გარდამტეხი მთელი სეზონისთვის, ამიტომ, პედრის მონაწილეობა მთავარი ფაქტორი იქნება. ვნახოთ აბა რას წერს The Athletic-ი. 

„ბარსელონა“ ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. საბედნიეროდ, მათი საუკეთესო ფეხბურთელი დაბრუნებასთან ახლოს არის. მოსალოდნელია, რომ პედრი „ლევანტეს“ წინააღმდეგ ითამაშებს. 21 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, როცა ჩემპიონთა ლიგაზე “სლავიასთან” მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. 

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ლა ლიგაში ბარსას “რეალ მადრიდმა” გადაასწრო, ხოლო ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” განადგურდნენ და მხოლოდ სასწაული თუ გაიყვანთ ფინალში. ამ მარცხების შემდეგ ჰანსი ფლიკს დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, მის არჩეულ სტრატეგიასა და ტაქტიკას. თითქოს უკვე ყველა მზად არის, რომ ბარსას ცენტრამდე ამოწეული დაცვის ბარიერი დაძლიოს, მაგრამ ფლიკი ჯიუტად არაფერს ცვლის. 

საპასუხოდ, „ჟირონასთან“ მატჩის შემდეგ ფლიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ნახევარდაცვაშია.

გარდამავალ ეპიზოდებში ძალიან ცუდად ვიცავდით თავს, ზედმეტად გახსნილები ვიყავით,“ – განაცხადა 60 წლის გერმანელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, – „ჩვენი ნახევარდაცვა სწორ პოზიციაზე არ იდგა და დაცვის ხაზს ამის გამო ძალიან გაუჭირდა.“

ამიტომაც პედრის დაბრუნება მაქსიმალურად დროულია. ის და რაფინია მიიჩნევიან იმ ორ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად, რომლებიც ფლიკის სარისკო სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ – განსაკუთრებით მოწინააღმდეგის ნახევარზე აგრესიული პრესინგისა და მაღალი დაცვის ხაზის პირობებში. პედრის ყველაზე ღირებული თვისება მის უნარებშია – ზეწოლის ქვეშ მშვიდად თამაში. მას პრაქტიკულად ნებისმიერი სახის პრესინგის დაძლევა შეუძლია, რაც „ბარსელონას“ მცველებს დამატებითი სამუშაოსგან ათავისუფლებს.  კლუბში ასევე აფასებენ მის შრომას ბურთის დაბრუნებისას, ტაქტიკურ ხედვასა და პოზიციურ ინტუიციას.

ჩვენი თამაშის დიდი ნაწილი ეფუძნება ბურთის კონტროლს და მის იმ ზონებში გადატანას, საიდანაც შეტევა გვინდა, მაგრამ ამავე დროს მყისიერ თავდაცვას, თუ ბურთს დავკარგავთ,“ – ამბობს კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, რადგან კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, – „სწორედ აქ არის პედრის გავლენა წარმოუდგენელი. მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს და დიდ მანძილს ფარავს, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე.“

კლუბში ყველამ იცის, რომ მისი დაბრუნება არ უნდა დაჩქარდეს. პედრის ტრავმების ისტორია მიანიშნებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. გავიხსენოთ მისი სადებიუტო სეზონი, 2020-21 წლების სეზონში პედრიმ კლუბსა და ეროვნულ გუნდში ჯამში 73 მატჩი ჩაატარა. ეს იყო მისი პირველი სეზონი „ბარსელონაში“, რომელიც ევროპის ჩემპიონატით და შემდეგ ოლიმპიური თამაშებით დასრულდა. სწორედ ამიტომ, შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში მუდმივად აწუხებდა კუნთის ტრავმა. რის გამოც 84 მატჩი გამოტოვა.  

ამ ჩავარდნებმა ფეხბურთელზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც მოახდინა და კლუბში დაიწყეს ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება. როგორც ჩანს იმუშავა. გასულ სეზონში პედრი ჯანმრთელი იყო. მოსამზადებელ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამა დაიგეგმა და მშვენიერი სეზონიც ჩაატარა. 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ექვსი გოლი და შეასრულა რვა საგოლე გადაცემა. თუმცა, პედრის სარგებელი სტატისტიკით არ იზომება. ის გუნდის ტვინია, რომლის გარშემოც ეწყობა თამაში. მოიგო სამი ტიტული, და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც მივიდა, რაც სეზონის წინ პროგრამა მაქსიმუმი იყო. ტრავმის გამო კი მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა. 

ამ სეზონშიც შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ კუნთის ტრავმის გამო უკვე ორი პაუზა ჰქონდა. ფლიკი როგორც წესი ძალიან ფრთხილია, როცა ფეხბურთელის დაბრუნებას ეხება საქმე. რაფინია “ჟირონასთან” საუკეთესო იყო, მაგრამ მალევე შეცვალა, რადგან ასეთი იყო ექიმების რეკომენდაცია. პედრის ასე ნელ-ნელა უნდა შევიდეს ფორმაში. არ აქვს მნიშვნელობა მატჩის მნიშვნელობას, ფლიკი პედრის ჯანმრთელობით არ გარისკავს. 

ხუთშაბათის ვარჯიშის დიდი ნაწილის გუნდთან ერთად ჩატარების შემდეგ, „ბარსელონა“ ელოდება, რომ პედრი კვირას განაცხადში იქნება. თუმცა ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყებს და სავარაუდოდ მეორე ტაიმში მხოლოდ მოკლე დროით ითამაშებს. დატვირთვა ეტაპობრივად გაიზრდება, სრულად თამაში კი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის უნდა შეძლოს. ასეთია გათვლა. ბარსას შესაძლო მეტოქეები არიან – “მონაკო”, პსჟ, “ნიუკასლი” და “ყარაბაღი”. თავად განსაჯეთ ვისთან ჯობია თამაში. პირველ მატჩს ბარსა ნებისმიერ შემთხვევაში გასვლაზე ჩაატარებს, 10 ან 11 მარტს. თუმცა, ქომაგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პედრი 3 მარტს “ატლეტიკოსთან” უკვე ძირითადში უნდა იყოს. 

კვირას ძირითადში მარკ ბერნალს ელიან. ვერა და ვერ შევიდა სასურველ ფორმაში. თითქოს დრო არ ყოფნის. სექტემბერში დაბრუნდა ჯვარედინი იოგების ტრავმის შემდეგ. ყველაზე მეტი მიმდინარე სეზონში 66 წუთი ითამაშა. აღმოჩნდა, რომ ესეც ექიმების რეკომენდაცია ყოფილა. ბერნალს თამაში სჭირდება, მაგრამ ფიზიკურად ბოლომდე მზად არ არის. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის მდგომარეობასაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, გავია. აგვისტოში მენისკის დაზიანების შემდეგ 21 წლის ნახევარმცველი ამ კვირაში ვარჯიშს დაუბრუნდა. მის შემთხვევას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილით მიუდგებიან, რადგან 2023 წლის ნოემბერში მან ასევე გადაიტანა იოგების ტრავმა. 

ერიკ გარსია, რომელიც ფლიკის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფეხბურთელია ამ სეზონში (ყველა ტურნირზე 2,938 წუთი) 73-ე წუთზე კუნთის დაჭიმულობის გამო გაიყვანეს მოედნიდან. სამშაბათის გამოკვლევებმა სერიოზული დაზიანება არ დაადასტურა, მხოლოდ მცირე გადატვირთვა. საბედნიეროდ, 24 წლის ფეხბურთელს დასვენების დრო ექნება.

„ჟირონასთან“ მარცხის შემდეგ ფლიკმა აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები გადაღლილები ჩანდნენ, 45 დღეში 13 მატჩი ჩაატარეს. ფლიკმა გუნდი ორი დღით დაასვენა და ვარჯიში ხუთშაბათს განაახლა. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი, ასეთია კალენდარი. იგებს ის, ვინც უკეთ მართავს პროცესებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (45)

  • Visca-barca
    22 თებ 2026, 12:30

    ხუსანოვი რამაგარი ბიჭია და პლოუს გეჰიც ძაან კლასნია ამ იდიოტებმა როგორ გაუშვეს ხელიდან

    🎙️ პეპ გვარდიოლა: “ თუ ბარსელონა დამირეკავს, წავალ, ეს ჩემი კლუბია” 💙❤️

  • Lasha Mamuladze
    22 თებ 2026, 11:44

    Aron, მე მგონი უკვე მიხვდნენ, აყაყნდნენ როგორც იქნაა გარკვეული წილი მადრიდის ფანობა, მიხვდნენ რომ პედრის რონადარებდნენ დიდი შეცსომა დაუშვეს, ზოგიერთ მათგანს შერცხვა კიდეც..😆😆 კარგი რეალის, მსაჯების გარეშე ნახვის დიდი სურვილი და ინტერესი მკლავს, ისე ადუღდება ეხლა
    მადრიდი იმ მსაჯზე რამე ინფორმაცია ხოარ აქ ვინმეს, ლინჩის წესით , ან დახვრეტით გასამართლება ხომარ ემუქრება, გუშინდელი რეაპის მარცხის შემდეგ 😆😆

  • rivaldo80
    22 თებ 2026, 01:24

    ლუკმანი გადასვამს ალვარეს სკამზე კაი ხნით

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: rivaldo80
    10-12 დაჯდება მუნოზი სასწაული ცეცხლი თავხედი ბავშვია თან ესპანელი.


    შარშან ლალიგის ბოლო კლასიკოზე მაგან არ გამაზა?
    მადრიდისტაა არ გადმოვა


    კანტენაროა კასტილიას აღზრდილია, იყოს იქ, სადაც არის, ან სადმე ეპლ-ის მელეხებში;
    ეგ რაულ გარსია ხომ არ გვეყიდა? 25 წლისაა და 9-იანისთვის ახალგაზრდაა, ტანმაღალია, მაგრამ ტექნიკა კაი ჰქონია, 25-30-ში გამოუშვებს ოსასუნა;
    მცველები სუპზე გაუშვა და გადაუგდო ტექნიკურად, კაი შესრულება იყო


    უი ხოო ეგ აღარ მახსოვდა მასტურბინიოს ასი თავით ჯობია არადა.ეგ რაული მეც მომწონს

  • vaiman . vamsdrane
    22 თებ 2026, 00:58

    ციტატა: GiorgiM4
    ოსასუნა ის არაა ზოროს რომ გაუსხა?!


    – შენ იცი რეალს რომ მოეგო რამდენს მოვარტყამდი?
    – რამდენს?
    – აზრზე ხარ? 1200.
    – მერეეე, მაარტი?
    ზახარიჩი ❤️❤️
    არამარტო ზოროს გაუტეხა რეალმა 😂😂😂

  • Albicelecte
    22 თებ 2026, 00:40

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: rivaldo80
    10-12 დაჯდება მუნოზი სასწაული ცეცხლი თავხედი ბავშვია თან ესპანელი.


    შარშან ლალიგის ბოლო კლასიკოზე მაგან არ გამაზა?
    მადრიდისტაა არ გადმოვა


    კანტენაროა კასტილიას აღზრდილია, იყოს იქ, სადაც არის, ან სადმე ეპლ-ის მელეხებში;
    ეგ რაულ გარსია ხომ არ გვეყიდა? 25 წლისაა და 9-იანისთვის ახალგაზრდაა, ტანმაღალია, მაგრამ ტექნიკა კაი ჰქონია, 25-30-ში გამოუშვებს ოსასუნა;
    მცველები სუპზე გაუშვა და გადაუგდო ტექნიკურად, კაი შესრულება იყო

  • me da barca
    22 თებ 2026, 00:36

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: me da barca
    სოსიედადთან და ჟირონასთან, რომ არ დაგვეკარგა 6 ქულა რა კომფორტულად ვიქნებოდით ახლა წინ.


    ამ სოსიედადთან როგორ ვერ მოვიგეთ


    მსაჯის წყალობით.

  • GiorgiM4
    22 თებ 2026, 00:29

    ოსასუნა ის არაა ზოროს რომ გაუსხა?!

  • La Pulga10
    22 თებ 2026, 00:28

    ახლა ატკეტიკოს ნუ გადააყოლებენ პედრის. ჯობია ბოლონდე ჯანზე იყოს და აღარ გაიტრამვოს.

  • Aron
    22 თებ 2026, 00:23

    იმედია კიდე დიდი ხანი ვერ მიხვდებიან რო გიულერი მოდრიჩი არ არის და ვერც გახდება…

  • Frenkie de Jong_
    22 თებ 2026, 00:15

    ციტატა: rivaldo80
    10-12 დაჯდება მუნოზი სასწაული ცეცხლი თავხედი ბავშვია თან ესპანელი.


    შარშან ლალიგის ბოლო კლასიკოზე მაგან არ გამაზა?
    მადრიდისტაა არ გადმოვა

  • MESSI 2017
    22 თებ 2026, 00:11

    ციტატა: Visca-barca
    🚨❌ | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ბარსელონამ საბოლოოდ გამორიცხა ნიკო შლოტერბეკის ტრანსფერის ვარიანტი.

    📝 რეალი სერიოზულად განიხილავს ნიკოს ტრანსფერს და ახლო მომავალში აპირებს ოფიციალური შეთავაზების გაგზავნას.

    🔴 ნიკოს დორტმუნდის დატოვება სურს და თანახმაა მადრიდში გადასვლაზე

    🔴 ბარსელონას შიგნით მკაფიო პოზიციაა, რომ თუ მას სურს მადრიდში წასვლა, ისინი ხელის შეშლას არ აპირებენ…

    ✍️ [SPORT]


    რეალში წასვლა ყველას ენდომება😀 და გაატანონ ყველა😀 რომელი <<ცენზურის დარღვევა>> იტყვის რეალის წასვლაზე უარს მითუმეტეს როცა ბარსელონა ამბობს თუ იქ გადასვლას განიხილავ წადიო😀 რავი ილოცეთ რომ ლაპროტამ ვერ მოიგოს თორე პიზდეც გვაქ ტრანსფერებზე არც იოცნებოთ😀 ვიღაც ყვერანზე უარესი ფორვარდი ნახეს მექსიკაში და იმას მოათრევენ ბოლოს ვითომ ტალანტად შერაცხავენ

    ციტატა: Kakkia
    რეალს ნახევარ დაცვაში აქვს უდიდესი პრობლემა ბურთის დამჭერი არ ყავთ რომელსაც შეუძლია ტემპის კონტროლი ამას + ზევიდან ვინისიუსის და მბაპეს პრესინგის ართამაში.


    მაგას ზაფხულში გამოასწორბენ ჩვენ რას ვიზამთ ეგაა საქმე😀 ეს <<ცენზურის დარღვევა>> ლაპორტა ნელ-ნელა ყვეკა ტრასნფერს რიცხავს ხომ უყურებთ და ბოლოს სირების იმედად დავრჩებით 🤦🏻‍♂️

  • rivaldo80
    22 თებ 2026, 00:04

    10-12 დაჯდება მუნოზი სასწაული ცეცხლი თავხედი ბავშვია თან ესპანელი.

  • PUIOL5
    22 თებ 2026, 00:03

    ციტატა: me da barca
    სოსიედადთან და ჟირონასთან, რომ არ დაგვეკარგა 6 ქულა რა კომფორტულად ვიქნებოდით ახლა წინ.


    ამ სოსიედადთან როგორ ვერ მოვიგეთ

  • Visca-barca
    21 თებ 2026, 23:50

    🚨❌ | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ბარსელონამ საბოლოოდ გამორიცხა ნიკო შლოტერბეკის ტრანსფერის ვარიანტი.

    📝 რეალი სერიოზულად განიხილავს ნიკოს ტრანსფერს და ახლო მომავალში აპირებს ოფიციალური შეთავაზების გაგზავნას.

    🔴 ნიკოს დორტმუნდის დატოვება სურს და თანახმაა მადრიდში გადასვლაზე

    🔴 ბარსელონას შიგნით მკაფიო პოზიციაა, რომ თუ მას სურს მადრიდში წასვლა, ისინი ხელის შეშლას არ აპირებენ…

    ✍️ [SPORT]

  • me da barca
    21 თებ 2026, 23:39

    სოსიედადთან და ჟირონასთან, რომ არ დაგვეკარგა 6 ქულა რა კომფორტულად ვიქნებოდით ახლა წინ.

  • Kakkia
    21 თებ 2026, 23:39

    რეალს ნახევარ დაცვაში აქვს უდიდესი პრობლემა ბურთის დამჭერი არ ყავთ რომელსაც შეუძლია ტემპის კონტროლი ამას + ზევიდან ვინისიუსის და მბაპეს პრესინგის ართამაში.

  • Aron
    21 თებ 2026, 23:37

    👏👏👏

  • araujo4
    21 თებ 2026, 23:36

    ციტატა: BojanKrkic
    ფატიმ გაიტანა..

    რაიქნება ტრამვები რო აღარ მიიღოს მაგ ბიჭმა.. 23 წლის არის ჯერ არადა


    15 თამაშში 8 გოლი აქვს. ბევრია სტატისტიკის მწვრთნელი და იქნებ რაღაც ორი კაპიკი ავიღოთ. დიდი ხელფასი აქვს და გამოანთავისუფლებდა ჭერს

  • Barca
    21 თებ 2026, 23:36

    რა გოლიიი

  • me da barca
    21 თებ 2026, 23:36

    საღოლ ოსასუნა, ძმა ხარ.

    შიგ მადრიდშიო