მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სად წავიდა ლევანდოვსკის ფეხი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სად წავიდა ლევანდოვსკის ფეხი

                           ბოლო წუთებისკენ “კამპ ნოუ” იწყებს სიმღერას, ერთ ხმაში, ერთიანი სიხარულია სტადიონზე, რაც ძალიან დიდი ხანია აღარ მინახავს, მანამდე კი ბევრჯერ ნანახია და რატომღაც 2006 წლის ნახევარფინალი გამახსენდა, განმეორებითი მატჩი “მილანთან”, ხალხი ფინალში გასვლას ზეიმობდა და როგორც კი მსაჯმა ჩასტვინა ერთიანად იფეთქა სტადიონმა. იგივე აურა ტრიალებს ამ კედლებში, მოენატრა “კამპ ნოუს” ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი. 

პსჟ-ი და “ნიუკასლი” დაზავდნენ, ორივემ დაკარგა ქულები და ორივე რვა გუნდს მიღმა დარჩა. ასევე, წააგო “მადრიდმა” დრამატულ ორთაბრძოლაში და ისიც მიღმა დარჩა. პეპს კი ალბათ აღარ ეგონა, რომ “სიტი” რვა გუნდში მოხვდებოდა, მაგრამ ამ ამბების მერე შეძვრა მაინც. 

ბარსამ ისარგებლა კონკურენტების გაფლანგული ქულებით, თავისი მატჩი მოიგო, დაგეგმილი გოლებიც შეყარა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი. დასასვენებლად მეტ დროს მიიღებს მომავალ მეტოქესთან შედარებით. მატჩზე კი რა უნდა ითქვას? წინა შეხვედრის აჩრდილი ისევ დაძრწის “კამპ ნოუზე”. პირველი ტაიმი კატასტროფა იყო, მეორე კი ბევრად უკეთესი. 

ცუდი ტაიმი

საინტერესო ფორმა აქვს “კოპენჰაგენს”, ასეთ ფორმებში, თეთრი ჯიპებით, 90-იანებში წითელი ჯვრის თანამშრომლები იყვნენ გამოწყობილნი. ახლა კი 17 წლის დადასონი დარბის ამ ფორმით და მხოლოდ კი არ დარბის, გოლიც გააქვს. დანიელებმა პრესინგით დაიწყეს და კუნდეს პასიც ჩაიჭრა. მეტი ყურადღებაა ასეთ დროს საჭირო, მოედნის ცენტრში, ზონებს შორის თუ ასეთ პასს აკეთებ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ადრესატამდე მივა, კუნდეს პასი კიდევ გარსიამდე ვერ მივიდა, ბურთი ჩაიჭრა და ერთი პასით დადასონი ერთი-ერთზე დარჩა, გოლიც შეაგდო, ანგარიშიც გაიხსნა. 

მეათე წუთზე იყო შანსი ანგარიშის გათანაბრების. მეორე ტაიმში ამაზე კარგი შანსი ბარსას არ ჰქონია. მცველების შეცდომის შედეგად რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ასეთები გააქვს ხოლმე როგორც წესი, მაგრამ ამჯერად ვერ შეირგო, მეკარეს ვერ ააცილა. 

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო კაცი მეტოქისთვის ერიკ გარსია იყო, რომელმაც საყრდენზე დაიწყო თამაში. უცნაური ამბავია, მაგრამ ფაქტია, ნამდვილად ასეა, ორჯერ დაემუქრა “კოპენჰაგენის” კარს, ერთხელ მეკარემ აჯობა, ლამაზ ნახტომში მოიგერია გარსიას დარტყმული, მეორედ კი საჯარიმოს გარედან გაუშვა კარისკენ და ხარიხა შეაზანზარა. მოუხშირა გარსიამ შორეულ დარტყმებს და აშკარად ჩანს, რომ ამ კომპონენტზე ბევრს ვარჯიშობს. 

დამარცხდა ბარსა პირველ ტაიმში. 

გამოღვიძება 

მეორე ტაიმში სულ სხვა ბარსა ვიხილეთ, აქვს ფლიკს უნარი გუნდის თამაში რადიკალურად შეცვალოს. ბევრჯერ გვინახავს გასულ სეზონშიც და მიმდინარეშიც. მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ამბობენ და ასე თუ დავითვლით ფლიკს უამრავი მატჩი აქვს მოგებული. ოლმოც უკეთესი იყო, პედრის არყოფნაში შემტევი ნახევარმცველების როლი თითქოს შემცირებულია, მაგრამ მეორე ტაიმში რაღაცას დაემსგავსნენ. სწორედ ოლმოს პასით გაიჭრა იამალი თავისუფალ სივრცეში და თავადაც შეეძლო შეტევის დასრულება, მაგრამ პასი არჩია, სწორადაც მოიქცა, ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა. ოლმოს პასი კი მართლაც მშვენება იყო ამ შეხვედრისა. 

შემდეგ კი ლამინე იამალის ჯერი დადგა. ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მერე კი გოლიც შეაგდო. და საერთოდ, ამის თამაშს რომ ვუყურებ, თითქოს ჩანს, რომ ერთი სული აქვს პლეიოფები როდის დაიწყება, გრძნობს ამის მოახლოვებას, მშვენივრად ახსოვს გასული სეზონი, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ დეტალებმა გადაუწყვიტეს მარცხი, ახლა კი გაორმაგებული ენერგიით ეცდება სანუკვარ მიზანს მიაღწიოს. აგერ, გზად “კოპენჰაგენიც” დაამარცხა, დასცხო ბურთს და მცველისგან ასხლეტით პირდაპირ კარში ჩაეშვა, კარგი “პარაშუტი” გამოვიდა, მეკარეს თავზე გადააფრინდა, ამის მოგერიების შანსი არ იყო. 

გადის წუთები და ლამინეს წესით კიდევ ერთი საგოლე გადაცემა უნდა მიეთვალა, პასი გადასარევი იყო, ლევანდოვსკიმაც მშვენივრად დაამუშავა და უნდა შეეგდო ისე, როგორც სუარესმა შეაგდო “სელტიკთან”, მოიქნია ფეხი და გადააგდო ტრიბუნებზე, დაიჭირა ლევანდოვსკის ფეხი ყველაზე მოხერხებულმა ქომაგმა, გადასცა იქვე მყოფ ბავშვს საჩუქრად, ბავშვმაც გაიხარა და სწრაფად სცადა ჯიბეში ჩადება, მაგრამ სტიუარდები ჩაერივნენ საქმეში, ფეხი მოედანზე დააბრუნეს და კითხვაც დაისვა – ტრიბუნაზე ფეხს რა უნდა? რანაერად? საქმეში VAR-ი ჩაერთო და აღმოჩნდა, რომ მცირე შეხებამ შეცვალა ყველაფერი, “კოპენჰაგენის” მცველმა ოდნავ მიარტყა ლევანდოვსკის, ამის გამო ბურთს ააცილა და გაისროლა ფეხი სადღაც ცაში. 

დაინიშნა პენალტი და წესით ხომ ლევანდოვსკის უნდა დაერტყა, მაგრამ უფეხოდ რას დაარტყამდა? ამიტომ, რაფინია მივიდა და ზუსტად შეასრულა. ესეც 3:1. წარბი არ შეუხრია. ძლიერად და უზუსტესად დაარტყა. 

ბოლო წუთები კი მარკუს რაშფორდისა იყო, შემოვიდა ცვლილებაზე და მთელი ყურადღება მასზე იყო მიპყრობილი. ყველაზე მეტს სწორედ ის ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც საქმე. კარგი ჯარიმა შეაგდო. ზუსტად იმ პოზიციიდან საიდანაც ნეიმარმა გაუტანა პსჟ-ს. ჯარიმები იშვიათად გადის მესის წასვლის მერე, ნეიმარი კარგად ურტყამდა, მაგრამ ის ხომ მესიმდე წავიდა, სუარესიც კარგად ურტყამდა, მაგრამ ისიც მესიმდე წავიდა, ცავიც ურტყამდა ჯარიმებს და დავიდ ვილიაც, ყველას შეუგდია ჯარიმა ბარსას მაისურით, ახლა კი აღარ გვყავს ეგეთი შტატიანი მეჯარიმე. ხან ლევანდოვსკის გაუვარდება, ხან რაფინიას, ხანაც მარკუს რაშფორდს. 

ბოლო წუთებზე კიდევ ერთი გოლის შეგდების შანსი ჰქონდა, შორიდა გაუქანა, რიკოშეტიც წაეხმარა, მაგრამ ისევ ხარიხას მოხვდა ბურთი. კარგი იყო მარკუსი. 

გავიდა ბარსა მერვედფინალში. დაველოდოთ მეტოქეს. 

წინ რა გველის 

იოლი კალენდარი გრძელდება. ბარსა მომავალ ტურში “ელჩეს” ესტუმრება. “მადრიდი” ერთი ფეხის ნაბიჯზეა და შეცდომის უფლება აღარ აქვს ფლიკის გუნდს. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (34)

  • Sandro b
    31 იან 2026, 09:30

    Frenkie de Jong_, სწორად მოიქცნენ და ალბათ არბეოლას მითითებაც იყო. გადმოვარდნილ ბურთზე ცარიელ კარში გაიტანდნენ. 4-2 წააგებდნენ თუ 3-2 არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა

    shu1987,

    ციტატა: shu1987
    არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო რეალს რა დაქნეული კამანდა გულშემატკივრობს რაფინია საუკეთესო ასისტენტი ბომბარდირი რა სეზონი დადო და თასებიც მოიგო ლიგის გარდა მოეგო ლიგა ისე არ იმსახურებდა ოქროს ბურთსო და თურმე მბაპე ახლავე იმსახურებს 20-იდან ლამის 20-ივე პენალტი გაიტანა და ნახევარი საეჭვო ასე რა ბოღმა გუნდია შიგნიდან მოდის ბოღმა ფეხბურთელები ნაბიჭვრობის მეტს არაფერს აკეთებენ და გულშემატკივარსაც ბოღმა ახრჩობს არაობიექტური სექტაა ჩვეულებრივი ვისაც აეწვა თითი მიიჭიროს.


    ფაქტია რომ ჯერჯერობით მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და თუ ასე გააგრძელა აუცილებლად დაიმსახურებს ოქროს ბურთს. მარტო პენალტებს რომ ითვლი, უყურე თამაშებს და ნახავ რა ლამაზად თამაშობს და რა გოლები გააქვს

  • gio-rakitich
    30 იან 2026, 22:28

    ციტატა: vaiman . vamsdrane
    ბრაგას დამაარსებლის საფლავზე დავაფსი, რა 72 კუში გატეხა, 3600 ლარს ვიგებდი.


    მეტობა მეწერა მეც და ისეირნეს ტიპებმა

  • Frenkie de Jong_
    30 იან 2026, 16:01

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ბენფიკას ჯარიმის დროს დააკვირდით მბპე,ვინი და ბელინგემი არ ჩანან..
    ანუ გუნდი 9 ფეხბურთელოთაა და ტიპებს კიდიათ -3.
    ფლიკისთვის ეგ რო ექნათ დაახევდა ბურთებს თავზე

    3 გოლის ხამი….


    როგორც გალაქტიკოს არაფერი ეშველა ისე იქნება ესენი ეხლაც თან პერესის ბოლო ვადაა რეალში მიდის და ვაფშე დაენძრევათ მისნაირი არცარავინაა… პერესის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო ალონსოს დატოვებდა და თავისუფლებას მისცემდა კაი ვადის ამოწურვამდე მაინც🤭🤭🤭


    ალონსოს გასახდელი გაექცა.
    რეალს ეხა ვინც უნდა არის დონე მკაცრი ტრენერი
    რო ამ მეგა **ე ვარსკვლავებს შენიშვნა მისცეს
    ეგეთი ზიდანი, ენრიკე, პეპი და კლოპია
    კიდეკაი ენრიკე და პეპი კულეები არიან.
    ზიზუს აღარ უნდა ეს კლუბები და ეს კლოპი მაგრა მაშინებს.
    იმედია უარს იტყვის

  • Lasha Mamuladze
    30 იან 2026, 14:22

    CHEPE, ჯერ მსაჯებით და ინერციით მიდიან მაინც წინ

  • CHEPE
    30 იან 2026, 12:18

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ბენფიკას ჯარიმის დროს დააკვირდით მბპე,ვინი და ბელინგემი არ ჩანან..
    ანუ გუნდი 9 ფეხბურთელოთაა და ტიპებს კიდიათ -3.
    ფლიკისთვის ეგ რო ექნათ დაახევდა ბურთებს თავზე

    3 გოლის ხამი….


    როგორც გალაქტიკოს არაფერი ეშველა ისე იქნება ესენი ეხლაც თან პერესის ბოლო ვადაა რეალში მიდის და ვაფშე დაენძრევათ მისნაირი არცარავინაა… პერესის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო ალონსოს დატოვებდა და თავისუფლებას მისცემდა კაი ვადის ამოწურვამდე მაინც🤭🤭🤭

  • Rick Sanchez
    30 იან 2026, 12:00

    ციტატა: ggiiorgi

    ციტატა: Barca

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: Barca

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: Guro
    Barca, და ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები? თუ ნაკლებად დაბალანსებული ნახევარდაცვა და შეტევა გვყავს. არ გავკარი
    მაგ ფრანგულ-არაბულ გუნდს როცა ბარსელონაა საქმეში? ან რაის დაბალანსებული სპორტინგს და ნიუკასლს ვერ მოუგეს თამაში.


    ზუსტადაც დაბალანსებული შეტევა გვყავს. სანდო ფორვარდი არაა გუნდში და სულ, რომ ნახევარდაცვაში და შეტევაში უპირატესობა გვქონდეს პსჟ-თან, დაცვა ისე საზიზღრად თამაშობს, ამოგვტენის პარიზული გუნდი


    ბოლო თამაშზე რას იტყვით რა მოხდა იქ და რატო წავაგეთ პსჟსთან? სადაც ლიდერები აკლდა პსჟს


    ბოლო თამაშში პსჟ-მა მაიულუებით და ზაირე ემერიებით მოგვიგო. მათაც ჰქონდათ დანაკლისი, მაგრამ პსჟ მიჩვეულია სკამის ფეხბურთელებით თამაშს, ეს ჩვენ ვართ პედრის გარეშე რომ გვენ*რევა თამაშიდან თამაშამდე, თორემ ლიგა ერთში დემბელე უფროა სკამის ფეხბურთელი ვიდრე მაიულუ.


    მერე ესეიგი სიღრმე აქვთ და უპირატესობაც აქვთ მარტო ამ კამპონენტში სხვა დაბალანსებას და ფიზიკურობას აღარ ვამბობ


    ხო და როგორც გამოვიტანე დასკვნა საქმე ისაა რომ პსჟს აკლდება თუ არა რამდენიმე მოთამაშე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ჩვენ უეჭველი უნდა ყველა გვყავდეს და მართლაც სანამ ვინმე დამტვრეულა ახლავე ჯობს შეხვედრა პსჟსთან, ჩვენი ძირითადი ალბათ უკეთესია ვიდრე პსჟს ნებისმიერი სასტავი


    ჩვენი ძირითადი ბალდე-მარტინი-კუბარსი-კუნდეა, მითხარი ამ ოთხიდან რომელი ჯობია მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს პსჟ-ს შემადგენლობაში?

  • shu1987
    30 იან 2026, 10:24

    არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო რეალს რა დაქნეული კამანდა გულშემატკივრობს რაფინია საუკეთესო ასისტენტი ბომბარდირი რა სეზონი დადო და თასებიც მოიგო ლიგის გარდა მოეგო ლიგა ისე არ იმსახურებდა ოქროს ბურთსო და თურმე მბაპე ახლავე იმსახურებს 20-იდან ლამის 20-ივე პენალტი გაიტანა და ნახევარი საეჭვო ასე რა ბოღმა გუნდია შიგნიდან მოდის ბოღმა ფეხბურთელები ნაბიჭვრობის მეტს არაფერს აკეთებენ და გულშემატკივარსაც ბოღმა ახრჩობს არაობიექტური სექტაა ჩვეულებრივი ვისაც აეწვა თითი მიიჭიროს.

  • Frenkie de Jong_
    30 იან 2026, 09:24

    ბენფიკას ჯარიმის დროს დააკვირდით მბპე,ვინი და ბელინგემი არ ჩანან..
    ანუ გუნდი 9 ფეხბურთელოთაა და ტიპებს კიდიათ -3.
    ფლიკისთვის ეგ რო ექნათ დაახევდა ბურთებს თავზე

    3 გოლის ხამი….

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    30 იან 2026, 07:51

    პსჟ-ს როცა შევხვდით, ჩვენც გვაკლდა ლიდერები და პსჟ-ზე არანაკლები დანაკლისი იყო საბოლოო ჯამში.

  • vaiman . vamsdrane
    30 იან 2026, 02:06

    ბრაგას დამაარსებლის საფლავზე დავაფსი, რა 72 კუში გატეხა, 3600 ლარს ვიგებდი.

  • Barca
    30 იან 2026, 01:03

    ციტატა: rivaldo80
    სულ უარყოფით და პესიმისტურ კომენტარებს რატომ წერთ?ხანდახან მგონია ამ საიტზე ბევრი სხვა გუნდის ფანია🤣ვიზე ნაკლები შემოადგენლობა გვყავს? სკამი არ გვაქვს გრძელი თორე ვის ადარებთ ბიჭო უხერხულია.ელემენტარულს ვერ ტვინავს ბევრი რომ ეს გუნდი ახალია და ეგრევე რაღაცა სასწაულებს ითხოვთ ლალიგის მოგება ხავის დროს იყო მეგა სასწაული მაგრამ
    მაგასაც ბევრი ვერ ვხდება.ამ დაცვაზე საუბარიც გამუდმებუთ უკვე მოსაბეზრებელია🤣 ყველას მოგვწონს ვანდევენი და თუ უყურებთ ტოტჰემის თამაშებს? შეცდმები და დირკა ეგ როა მომენტებში არცერთი ბარსას მცველი არა ეგეთი.ახლა დაფიქრდი აამოწეულ დაცვაში რა მოუვაა 🤣 რეალმა იყიდა მცველები და კი გაუკეთეს ტრუბაა🤣🤣 წინასწარ პესიმიზმი ძაან ცუდი ჩვევა ✌🏻


    სამარცხვინო წაგება არ გვინდა და მაგას ვიძახით. ფორვადი გვყავს? ჩამშლელი გვყავს? დაცვის ხაზში რომელია სტაბილურად ნორმალური? ბოლო პსჟ და ბარსას თამაში რო ნახო სადაც ყველამ იცით რაც მოხდა იგივეს გამეორება არ გვინდა. რეალურად პსჟ ფავორიტია ჩვენთან. ან სკამი არ გვყავსო რო ამბობ სასტარტოში რამდენ პოზიციაზე გვაკლია ფეხბურთელი: ფორვარდი ჩამშლელი და დაცვა (თითქმის მთლიანი ხაზი) . რომც არ გვაკლდეს ახლა არ ვართ ისეთ ფორმაში რო ვთქვათ შანსები თანაბარიაო ან ფავოროტები ვართ და შანსი გვაქო. აი შარშან რო ფორმაში ვიყავით აი მანდ კიდე ხო რაღაც შეიძლებოდა.

  • rivaldo80
    30 იან 2026, 00:48

    სულ უარყოფით და პესიმისტურ კომენტარებს რატომ წერთ?ხანდახან მგონია ამ საიტზე ბევრი სხვა გუნდის ფანია🤣ვიზე ნაკლები შემოადგენლობა გვყავს? სკამი არ გვაქვს გრძელი თორე ვის ადარებთ ბიჭო უხერხულია.ელემენტარულს ვერ ტვინავს ბევრი რომ ეს გუნდი ახალია და ეგრევე რაღაცა სასწაულებს ითხოვთ ლალიგის მოგება ხავის დროს იყო მეგა სასწაული მაგრამ
    მაგასაც ბევრი ვერ ვხდება.ამ დაცვაზე საუბარიც გამუდმებუთ უკვე მოსაბეზრებელია🤣 ყველას მოგვწონს ვანდევენი და თუ უყურებთ ტოტჰემის თამაშებს? შეცდმები და დირკა ეგ როა მომენტებში არცერთი ბარსას მცველი არა ეგეთი.ახლა დაფიქრდი აამოწეულ დაცვაში რა მოუვაა 🤣 რეალმა იყიდა მცველები და კი გაუკეთეს ტრუბაა🤣🤣 წინასწარ პესიმიზმი ძაან ცუდი ჩვევა ✌🏻

  • shu1987
    30 იან 2026, 00:14

    ბარსელონას პრობლემა სისწრაფეებში და ფიზიკაშია რომელმა გუნდმაც ინტენსიური ფეხბურთი გვეთამაშა პრესინგი და სწრაფი შეტევა გუნდმა ყველასთან ჩაისვარა პსჟს მეორე გუნდი ყავდაო სირცხვილია მოქმედი ჩემპიონია და ზუსტად ფიზიკური მომზადების და სისწრაფის ხარჯზე გვაჯობეს როგორც ჩელსიმ, ბარსელონას ჭირდება მოძრავი ფორვარდი სტილიდან გამომდინარე ისტორიულადაც მასე იყო ასევე ამ ბარსას იაია ტურეს მსგავსი საყრდენი მგელი იყო ეგ კაცი და ინტელექტუალი მცველი რომელიც ულიდერებს გუნდს ტვინით არაუხოსავით გაუთლელის ადგილი არაა არც გარსია არაა საიმედო ერთი ეგაა ყველგან თამაშობს და იხარჯება მარა შეცდომები აქვს სერიოზული, ნუ ფლანგის მცველები ხო საერთოდ სუსტები არიან წინაც და უკანაც, ერთადერთი ნახევარდაცვის შეტევითი პოტენციალია რასაც გუნდი გამარჯვებამდე მიყავს ასევე ბავშვი და რაფინია დანარჩენი მეკარის გამოკლებით ბალასტია.

  • Bakero
    29 იან 2026, 23:21

    ოლმო პირველ ტაიმში და ოლმო მეორე ტაიმში ორი სხვადასხვა ფეხბურთელი იყო ისევე როგორც მთლიანად ბარსელონა პირველ და მეორე ტაიმებში იყო სხვადასხვა გუნდი ! ოლმო ჩემი სუბიექტური აზრით მაღალ კლასთან ერთად (როცა ფორმაშია) მომენტუმის კაცია გადამწყვეტ მომენტში ძალიან მაგარი პასი გააკეთა იამალზე ! ვნახოთ 1/8 ფინალში ვის შევხვდებით პსჟ ნამდვილად არ მინდა ამ ეტაპზე მირჩევნია ლიგაზე მაქსიმალურად შორს გავიდეთ რათა გუნდმა ფინანსური სარგებელი ნახოს