workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ინიესტას დებიუტი, რიკელმე და მენდიეტა – რა გვახსოვს ბრიუგესთან

    “ბარსა” ჩემპიონთა ლიგაზე “ბრიუგეს” შეხვდება. ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია ამ კლუბებს არ აქვთ, გასაგებ მიზეზთა გამო, მაგრამ რაც ითამაშეს იმათგან რაღაც დასამახსოვრებელი შემოგვრჩა. ოთხი მატჩია ჩატარებული, ორი უეფას თასზე (2000/01 წლების სეზონში) ორიც ჩემპიონთა ლიგაზე. (2002/03 წლების სეზონში). ესე იგი, დიდი ვერაფერი “ბარსა” იყო. ერთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ და ისე გადაინაცვლეს უეფაზე, ლა ლიგაში მეოთხე ადგილი რივალდოს სასწაულით გაინაღდეს. მეორე შემთხვევაში კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნენ “იუვენტუსთან”, მაგრამ ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებული იყო მთავარ დამნაშავედ მიჩნეული ლუი ვან გაალი. ლა ლიგაში “ბარსამ” ბოლო ტურში გაინაღდა მეექვსე ადგილი. 

მაგრამ, “ბრიუგეს” მოგებას რა უნდა… 

რივალდო & კლუივერტი 

ლიგიდან გავარდნის მერე “ბარსა” უეფას თასზე მთავარი ფავორიტი იყო. ფიგუს წასვლის მერე რივალდო გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. სწორედ ეს სეზონი შემორჩა ყველაზე კარგად რივალდოს ქომაგების მეხსიერებას, რადგან ფაქტობრივად მარტო თამაშობდა. “ბარსას” ხელმძღვანელებმა კი გააკეთეს ის, რაც ბართომეუმ გააკეთა ნეიმარის გაყიდვის მერე, ფიგუში აღებული თანხა გაფლანგეს, მიახლოვებული შემცვლელიც კი ვერ მოუნახეს და გუნდი ჩამოიშალა. თანაც, მთავარ მწვრთნელად ლორენცო ფერერი დანიშნეს, რომელიც ძალიან საყვარელი, მაგრამ მაინც პატარა კაცი გამოდგა. 

“ბარსამ” ვერც უეფას თასი მოიგო, ნახევარფინალამდე იარა და იქ “ლივერპულთან” დამარცხდა. კლუივერტის სისულელის გამო. რატომღაც საჯარიმოში ხელით თამაში გადაწყვიტა და პენალტით დაისაჯა. ეგრე გავარდა “ბარსა”, ფინალში კიდევ “ლივერპული” და “ალავესი” გაუშვეს და იყო იქაც დიდი სპეკტაკლი. გამოიჩინეს თავი ყოფილმა “ბარსელონელებმაც” – ხავი მორენომ და ჟორდი კრუიფმა. 

სხვათა შორის, ფინალის წინ, იოჰან კრუფს ჰკითხეს აზრი და მანაც უპასუხა “ლივერპული” მოიგებს მინიმალური სხვაობითო. ამაზე ჟორდი გაბრაზდა და მაისურზე გვარის ნაცვლად მხოლოდ “ჟორდი” დაიწერა. საბოლოოდ, ზღაპრული ფინალი იყო და “ლივერპულმა” 5:4 მოიგო. 

სანამ ეს ამბები იქნებოდა მანამდე “ბარსამ” “ბრიუგე” გააგდო. სახლში 1:1 ითამაშეს, რივალდომ პენალტი გაიტანა, მერე კიდევ ემანუელ პეტიმ და რეინამ გოლი მოიგონეს საკუთარ კარში. მათი შეცდომით ვერჰეინმა ისარგებლა. ბელგიაში “ბარსამ” ორი უპასუხო გოლი გაიტანა. ჯერ რივალდომ გახსნა ანგარიში თავისი ცაციათი, დაბალი დარტყმით კუთხეში, მერე კი პატრიკ კლუივერტმა შეაგდო თავური დარტყმით. ეგ იყო და ეგ. 

მენდიეტა, რიკელმე და ინიესტა 

მთავარი ამბავი რაც “ბრიუგეს” უკავშირდება, რა თქმა უნდა, ანდრეს ინიესტას დებიუტია. ლეგენდარული ესპანელი პირველად სწორედ ბელგიელებთან ვნახეთ. ჩავისი არ იყოს, ანდრესიც ლუი ვან გაალმა დააწინაურა მთავარ გუნდში და მის ხელში შედგა ანდრესის დებიუტიც. ბრწყინვალე იყო. თავიდანვე ძალიან გამორჩეული. მოედნის ცენტრში მართლა კარგი სანახავი გამოდგა ინიესტასა და რიკელმეს ხილვა. და მიუხედავად იმისა, რომ რიკელმესგან იყო გაცილებით დიდი მოლოდინი, ამ პატარა ბიჭს რაღაც სხვა ჰქონდა, რაღაც ისეთი, რაც არავის ჰქონია მოედანზე. მოგვიანებით მაგია დაარქვეს ამ ამბავს. კი ბატონო, იყოს მაგია. 

თავის მხრივ, ალბათ “ბარსელონურ” კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა არგენტინელმა, ძალიან კარგი გოლიც შეაგდო. ამის მერე კი ვიფიქრეთ, არიქა, ეშველა რიკელმეს… მაგრამ არა. ვერაფერიც ვერ ეშველა. 

“კამპ ნოუზე” გამართულ მატჩს რაც შეეხება, აქაც იმედიანად ვიყავით, რადგან მეორე კაცმა შეძლო კარგი გოლის შეგდება, მეორე ვარსკვლავმა, რომლისაც ყველას ეიმედებოდა, განსაკუთრებით რივალდოს წასვლის მერე, გაისკა მენდიეტას კარიერაც ვერ გამოდგა წარმატებული, რიკელმეს მსგავსად, მანაც ერთ წელში დატოვა კლუბი. რივალდოსთან ახლოს ვერ მივიდა, ვერც ერთი და ვერც მეორე. “ბრიუგესთან” კი კარგი ჯარიმა გაიტანა. აქაც ვიფიქრეთ, ვაჰ, მოვიდა აზრზე, იქნებ “ვალენსიას” დროინდელი მენდიეტა ვიხილოთ, მაგრამ არა, მაგის ნახევარიც ვერ ვნახეთ. 

იმავე შეხვედრაში გაიტანეს ლუის ენრიკემ და სავიოლამ. არგენტინელმა ძალიან კარგი გოლი შეაგდო, თავის სტილში იძრომიალა მცველებში და გაიტანა. “კამპ ნოუც” სულ სხვაგვარად აღნიშნავდა მის გოლებს, განსაკუთრებით უყვარდათ, რატომღაც, რა ვიცი. 

აბა შეხვედრამდე, ბრიუგეში. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (54)

  • Barsamani messi
    schedule 06 ნოე 2025, 16:23
    #54

    ციტატა: pedro rodrigez 27-17-7
    ამ საიტზე შემოვდივარ დაახლოებით 2008 წლიდან და რავი ალბათ ჩემსავით ბევრი ხართ! სად იყო ფბს ჩატები ან მსგავსი… ხალხი აქ ერთმანეთს რო ვიცნობდით და ვძმაკაცობდით… საიტი გადაჭედილი იყო ხოლმე შანსი არიყო სტატია დადებულიყო და 1000 კომენტარი 20 წუთში არ დაწერილიყო… ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას დარჩა ეს საიტი და ისევ ისე ვარ აი რო ვრთავ კომპიუტერს ეგრევე ხელი ავტომატურად ამ საიტს რთავს, რადგანაც მიჩვეული ვიყავი აქ ხალხთან ურთიერთობას,სიახლეების გაცნობას და ფეხბურთის მიმართ სწორ აზროვნებას! უბრალოდ არვიცი რატო უნდა მოკლა საიტი ასე :/ ვერ ვხვდები. იქნებ რომელიმე თქვენგანმა გაგვაგებინოთ რა ხდება? ხო ვიძახდით ამ საიტზე რო ყველა ვართ პატარა ოჯახი და თუ პატარა ოჯახი ვართ გაგვაგებინეთ რაშია პრობლემა? მწერალი არაა ადამინი არაა თუ ხელფასი? არ ვიცი ვერ ვერკვევი შიგნით რა ხდება მარა აქ ვართ და არიან ის ხალხი იმის ღირსები რო ორი სიტყვა შეგვაწიოთ! და რამე რჩევა თუა მოგცემთ ან განვიხილოთ! ვიღაც ორიწლის ლაწირაკები შემოეთრევიან და რამჯენჯერ მინახავს უმიზეზოდ აყენებენ შეურაცყოფას ყველას. სად ხდებოდა ესეთი აქ გამაგებინეთ გახსოვთ? აი ძველები თუ ვინმე ხართ ალბათ დამეთანხმებით. უბრალოდ რავი რა მიტყდება საიტი სააუკეთესო იყო და უცებ მოკვდა… კიდდე ბევრის დაწერა მინდა მარა…

    კაი დრო იყო, ევროპასთანაც უფრო ახლოს ვიყავით ვიდრე დღეს.

  • Clever liar
    schedule 05 ნოე 2025, 19:45
    #53

    ციტატა: Barca for life
    აუ ეგ და სპენსი როგორ მინდა რამდენი ხანიააა
    არაუხო, ბალდეში გავცლიდი დღევანდელი გადმოსახედიდან..
    ნუ ვანდევენი კიდე ასე თუ ისე დაფასდა უკვე მაგრამ სპენსზე როგორ არავინ საუბრობს უბრალოდ ვერ ვხვდები და სანამ დროა უნდა ავახიოთ ტოტენჰემს.
    აი როჟამ ჯერ ხო ევროპის სუპერთასზე დემბელე და მენდეში ერთად ჩაისვა ჯიბეში და ამ შაბათს ჩელსის არცერთი ფორვარდი გაუხარებია. ძალიან სწრაფი, ჭკვიანი და ჯანიანი ბიჭია, საოცარი დაცვით, აი კედელია სრული ამ სიტყვის მნიშნელობით, პრაიმ არაუხოს მახსენებს ხოლმე, 22-23ში ერთიერთზე ვერავინ რომ სცდებოდა, ხოდა ჩათვალე ეგ რომ მოვიყვანოთ მარცხნიდან ფიზიკურად შეტევას ვერ გაგვიკეთებს ვერავინ.

    შენ მიიტანე ჩვენი ხმა ლაპომდე და დანარჩენი შენს გვერდით მიგულე ბოლომდე :))

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 05 ნოე 2025, 18:14
    #52

    ციტატა: Barca

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: pedro rodrigez 27-17-7
    ამ საიტზე შემოვდივარ დაახლოებით 2008 წლიდან და რავი ალბათ ჩემსავით ბევრი ხართ! სად იყო ფბს ჩატები ან მსგავსი… ხალხი აქ ერთმანეთს რო ვიცნობდით და ვძმაკაცობდით… საიტი გადაჭედილი იყო ხოლმე შანსი არიყო სტატია დადებულიყო და 1000 კომენტარი 20 წუთში არ დაწერილიყო… ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას დარჩა ეს საიტი და ისევ ისე ვარ აი რო ვრთავ კომპიუტერს ეგრევე ხელი ავტომატურად ამ საიტს რთავს, რადგანაც მიჩვეული ვიყავი აქ ხალხთან ურთიერთობას,სიახლეების გაცნობას და ფეხბურთის მიმართ სწორ აზროვნებას! უბრალოდ არვიცი რატო უნდა მოკლა საიტი ასე :/ ვერ ვხვდები. იქნებ რომელიმე თქვენგანმა გაგვაგებინოთ რა ხდება? ხო ვიძახდით ამ საიტზე რო ყველა ვართ პატარა ოჯახი და თუ პატარა ოჯახი ვართ გაგვაგებინეთ რაშია პრობლემა? მწერალი არაა ადამინი არაა თუ ხელფასი? არ ვიცი ვერ ვერკვევი შიგნით რა ხდება მარა აქ ვართ და არიან ის ხალხი იმის ღირსები რო ორი სიტყვა შეგვაწიოთ! და რამე რჩევა თუა მოგცემთ ან განვიხილოთ! ვიღაც ორიწლის ლაწირაკები შემოეთრევიან და რამჯენჯერ მინახავს უმიზეზოდ აყენებენ შეურაცყოფას ყველას. სად ხდებოდა ესეთი აქ გამაგებინეთ გახსოვთ? აი ძველები თუ ვინმე ხართ ალბათ დამეთანხმებით. უბრალოდ რავი რა მიტყდება საიტი სააუკეთესო იყო და უცებ მოკვდა… კიდდე ბევრის დაწერა მინდა მარა…

    ეჰ იმპერიები ეცემა და საიტი,რომ დაეცეს რა გასაკვირია. ხუმრობა იქით იყოს და მართლა პასუხი გვჭირდება ხალხს.

    მწერლის სტატუსის მოსაპოცებლად შევავსებ კითხვარს თუ რაც არის და თუ მომცეს სტატუსი გამოფხიზლდება საიტი

    მიდი ძმასვენაცვალე თუ მაგას იზამ გენაცვალე გულში <3

  • La Pulga10
    schedule 05 ნოე 2025, 17:44
    #51

    ციტატა: pedro rodrigez 27-17-7
    ამ საიტზე შემოვდივარ დაახლოებით 2008 წლიდან და რავი ალბათ ჩემსავით ბევრი ხართ! სად იყო ფბს ჩატები ან მსგავსი… ხალხი აქ ერთმანეთს რო ვიცნობდით და ვძმაკაცობდით… საიტი გადაჭედილი იყო ხოლმე შანსი არიყო სტატია დადებულიყო და 1000 კომენტარი 20 წუთში არ დაწერილიყო… ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას დარჩა ეს საიტი და ისევ ისე ვარ აი რო ვრთავ კომპიუტერს ეგრევე ხელი ავტომატურად ამ საიტს რთავს, რადგანაც მიჩვეული ვიყავი აქ ხალხთან ურთიერთობას,სიახლეების გაცნობას და ფეხბურთის მიმართ სწორ აზროვნებას! უბრალოდ არვიცი რატო უნდა მოკლა საიტი ასე :/ ვერ ვხვდები. იქნებ რომელიმე თქვენგანმა გაგვაგებინოთ რა ხდება? ხო ვიძახდით ამ საიტზე რო ყველა ვართ პატარა ოჯახი და თუ პატარა ოჯახი ვართ გაგვაგებინეთ რაშია პრობლემა? მწერალი არაა ადამინი არაა თუ ხელფასი? არ ვიცი ვერ ვერკვევი შიგნით რა ხდება მარა აქ ვართ და არიან ის ხალხი იმის ღირსები რო ორი სიტყვა შეგვაწიოთ! და რამე რჩევა თუა მოგცემთ ან განვიხილოთ! ვიღაც ორიწლის ლაწირაკები შემოეთრევიან და რამჯენჯერ მინახავს უმიზეზოდ აყენებენ შეურაცყოფას ყველას. სად ხდებოდა ესეთი აქ გამაგებინეთ გახსოვთ? აი ძველები თუ ვინმე ხართ ალბათ დამეთანხმებით. უბრალოდ რავი რა მიტყდება საიტი სააუკეთესო იყო და უცებ მოკვდა… კიდდე ბევრის დაწერა მინდა მარა…

    ეჰ იმპერიები ეცემა და საიტი,რომ დაეცეს რა გასაკვირია. ხუმრობა იქით იყოს და მართლა პასუხი გვჭირდება ხალხს.

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 05 ნოე 2025, 17:36
    #50

    ამ საიტზე შემოვდივარ დაახლოებით 2008 წლიდან და რავი ალბათ ჩემსავით ბევრი ხართ! სად იყო ფბს ჩატები ან მსგავსი… ხალხი აქ ერთმანეთს რო ვიცნობდით და ვძმაკაცობდით… საიტი გადაჭედილი იყო ხოლმე შანსი არიყო სტატია დადებულიყო და 1000 კომენტარი 20 წუთში არ დაწერილიყო… ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას დარჩა ეს საიტი და ისევ ისე ვარ აი რო ვრთავ კომპიუტერს ეგრევე ხელი ავტომატურად ამ საიტს რთავს, რადგანაც მიჩვეული ვიყავი აქ ხალხთან ურთიერთობას,სიახლეების გაცნობას და ფეხბურთის მიმართ სწორ აზროვნებას! უბრალოდ არვიცი რატო უნდა მოკლა საიტი ასე :/ ვერ ვხვდები. იქნებ რომელიმე თქვენგანმა გაგვაგებინოთ რა ხდება? ხო ვიძახდით ამ საიტზე რო ყველა ვართ პატარა ოჯახი და თუ პატარა ოჯახი ვართ გაგვაგებინეთ რაშია პრობლემა? მწერალი არაა ადამინი არაა თუ ხელფასი? არ ვიცი ვერ ვერკვევი შიგნით რა ხდება მარა აქ ვართ და არიან ის ხალხი იმის ღირსები რო ორი სიტყვა შეგვაწიოთ! და რამე რჩევა თუა მოგცემთ ან განვიხილოთ! ვიღაც ორიწლის ლაწირაკები შემოეთრევიან და რამჯენჯერ მინახავს უმიზეზოდ აყენებენ შეურაცყოფას ყველას. სად ხდებოდა ესეთი აქ გამაგებინეთ გახსოვთ? აი ძველები თუ ვინმე ხართ ალბათ დამეთანხმებით. უბრალოდ რავი რა მიტყდება საიტი სააუკეთესო იყო და უცებ მოკვდა… კიდდე ბევრის დაწერა მინდა მარა…

  • Oto
    schedule 05 ნოე 2025, 17:10
    #49

    Barca, კი. გაიყიდა სრულად ბილეთები.

  • vaiman . vamsdrane
    schedule 05 ნოე 2025, 15:07
    #48

    მწერლებს შავი ჭირი აქვთ თუ ასე ერთიანად სად გაქრნენ?

  • Sandro b
    schedule 05 ნოე 2025, 13:30
    #47

    ისე დაიწერა, ეომ ფლიკი უკმაყოფილოა ხელმძღვანელობით და ფეხბურთელების დამოუკიდებელითო და სეზონის მერე წასვლა უნდა

  • Barca
    schedule 05 ნოე 2025, 12:54
    #46

    პარასკევს რო ღია ვარჯიშია ეგ კამპ ნოუზეა?

  • KAIKHOSRO
    schedule 05 ნოე 2025, 12:27
    #45

    https://www.facebook.com/share/r/1A6MWqf5cc/?mibextid=wwXIfr

    აქ მეორე მომენტი რო იწყება გამეორების სად ჩანს რო ასხლეტილი ხვდება?არასდორა მოყვარდა მსაჯების თემაზე საუბარი მაგრამ რაც ბოლო პერიოდში მადრიდის თავს ხდება უკვე სიბინძურეა და მეტი არაფერი.1000% დადებდა საპირისპირო მხარეს რო ყოფილიყო.ყველა სადაო სიტუაცია ჯერ ხო რეალის სასარგებლოდ წყდება და მერე უკვე იავნად რაც დასანიშნია იმასაც არ ნიშნავენ.ბალდეზე ასე არ დაგვიდეს პენალტი?

    ციტატა: Lasha Mamuladze
    GRIEZMAN✓™, მაგას ვიძახი და უფრო მეტსაც გეტყვი, რომ თვითონ მადრიდისტები უბრალოდ საჩვენებლად აკეთებდნენ იმას რასაც აკეთებდნენ კლასიკოს მერე, თორე გულში იცოდნენ, რომ მათი მოგება მეტ წილად ბარსას დამსახურებააა, ფრე უნდა ყოფილიყო ეგ თამაში, მარა იღბალი თითქმის არასდროს არი ჩვენს მხარეს.. არაუშავს კიდე გამოჩნდება რეალის დიდი გუნდობა ამ სეზონში..ბარსას რაც შეეხებააა მეორე ნახევარში უფრო მეტად იფრენს ვიდრე რომელიმე გრანდი დაფრინავს ეხლა…

    ფრე არანირად არუნდა ყოფილიყო.გვაჯობა რეალმა და ამის არ დანახვა დანაშაულია.მაგრამ ის ფაქტია რაც კლასიკოს მერე რეალის ფანებმა რეალი მწვერვალზე დააბრუნეს არაა მასე.რომ არა კურტუა გუშინ შერცხვებოდა ალონსო და რეალი.

  • Clever liar
    schedule 05 ნოე 2025, 10:42
    #44

    მიკი ვან დე ვენი ხომარ გვიდნებოდეს იქნება? :))))

  • Lasha Mamuladze
    schedule 05 ნოე 2025, 09:50
    #43

    GRIEZMAN✓™, მაგას ვიძახი და უფრო მეტსაც გეტყვი, რომ თვითონ მადრიდისტები უბრალოდ საჩვენებლად აკეთებდნენ იმას რასაც აკეთებდნენ კლასიკოს მერე, თორე გულში იცოდნენ, რომ მათი მოგება მეტ წილად ბარსას დამსახურებააა, ფრე უნდა ყოფილიყო ეგ თამაში, მარა იღბალი თითქმის არასდროს არი ჩვენს მხარეს.. არაუშავს კიდე გამოჩნდება რეალის დიდი გუნდობა ამ სეზონში..ბარსას რაც შეეხებააა მეორე ნახევარში უფრო მეტად იფრენს ვიდრე რომელიმე გრანდი დაფრინავს ეხლა…

  • Mariami Kh
    schedule 05 ნოე 2025, 08:31
    #42

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: ☠️•Spooky•☠️
    გააპეს რეალი. დატკბიიით ახლა მაგათ უსამართლო დედას შვც! პსჟც მიამყნა ბავარიამ,მაგარი გუნდია და ვიცოდი ლაბაოი ორიანი იყო. ლივერს მაინც არ ეყოფა რესურსი. ბაიერნი,არსენალი არიან მთავარი ფავორიტები,მერე პსჟ, მერე ლივერი და იქ ახლოს ჩვენც შეიძლება. 8 გუნდში უეჭველი უნდა მოვხვდეთ,მერე ცოტა გამართლება,ცოტა გუნდის დალაგება/გაძლიერება და ეგება რამე გამოვიდეს. ნახევარშიც რო გავიდეთ სერიოზულია. მომავალ წელა უკვე ლიგის გუნდიბუნდა იყოს გამოცდილებითაც და შემადგენლობითაც…ვლაჰოვიჩს ოსიმენი მირჩევნია მარა კაი ძვირი იქნება ეგეც, კეინი ასაკის პონტში თორე ყველას მირჩევნია,სისწრაფის ფონტშიც ცოტას ვიწუნებ. ალვარესი კაია პროსტა თავზე სუსტია და ცოოტა სტაბილურობა აკლია. ყვრლაზე კაი ვარიანტები ჰოლანდი და ოსიმენია ალბათ. ერთი ფანტასტიკაა . ვანდევენი მაგარი ბიჭია პროსტა თითქოს დაცვაში პოზიციურად ცოტას მოიკოჭლებს,დალშე ცხოველია. ნეტა გაბრიელი დაგვათრევინა მარა ფანტასტიკაა. საყრდენიც გვჭირდება უსიკვდილოდ. მოკლედ ზამთარში და ზაფხულში მაგარი სამუშაოა,შედეგებიც გვინდა რამე რო გავქაჩოთ…

    თუ მოახერხა ფლიკმა შარშანდელ რელსებზე დააბრუნოს გუნდი არსენალთან და ბავარიასთან ერთად ჩვენც გავიჩითებით პირველ ეშელონში. ეს დაბრუნება ტრანსფერების გარეშე წარმოუდგენელია თითქმის და ტრანსფერებითაც შეიძლება გაჭირდეს მაინც იმიტორო დაცვაში სრული დირკა გვაქვს და მაგის ამოვსება რავი…. ფორვარდიც მაგრად გვინდა მარა ზამთარში ვერ იზამენ ასე მგონია, ნუ არც ვაპირებთ ყიდვასო იძახის დეკუ და არაა პოზიტიური განწყობის საფუძველი, რაშფორდი რაფინიას დუეტზე თუ დავამყარებთ ისევ იმედს რო ორივე ათამაშდეს და ერთად თამაშიც გამოუვიდეთ. ეს რეალი ამ ლივერპულმა თუ დაამარცხა ესეიგი ჩვენთან რა დონეზე გაუმართლათ სიტუაციის არევა და ტრავმები ერთად რომ დაემთხვა თორე მინიმუმ დავამარცხებდით და დაცვაში ისე თამაშობდნენ საუკეთესო შემთხვევაში 5-2 მონაგონი იქნებოდა laughing აღარც პესეჟეა შარშანდელი მონსტრი, მინიმუმ დონარუმას არყოფნა სერიოზული ცვლილებაა, დემბელეც უბრუნდება ჩვეულ ლოკაციას – საავადმყოფოს, რაც დაიწყო სეზონი სულ დამტვრეულია. მოკლედ ერთი ტრანსფერი მაინც თუ დაიდო ზამთარში და ფლიკმა ხასიათის დაყენება თუ შეძლო ისევ გუნდში ყველაფერი კარგად იქნება ისევ და ლიაგზეც წინ გაჭრის პოტენციალი გვექნება.

    ზამთარში რამენაირად მცველი ან ნორმალური საყრდენი მოსაყვანია რომ რამეს დავემსგავსოთ. ამ დაცვას ყველა გუნდი შუაზე ჭრის ყოველ მეორე პასში და შეუძლებელია რამე ნორმალური შედეგი დაიდოს რაც არ უნდა ცხოველივით დაბრუნდეს რაფინია და მაგარი დუეტი შექმნას რაშფორდთან ერთად. დეკუ კი იჭაჭება არავის მოვიყვანთო, ფაქტია გახვრეტილი შაურიანიც არ გვაქვს რომ ჩავდოთ ტრანსფერში, მაგრამ იქნებ მოხდეს სასწაული. მართლა დამღლელია სულ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა რომ ოდესმე რამე გამოგვივა ლიგაზე

  • C.PC5
    schedule 05 ნოე 2025, 07:53
    #41