მოგეწონათ რამე? მე კი, ფორმა მშვენიერია.
სხვა არაფერი.
“ბარსამ” გამპერის თასზე 0:3 წააგო. საშუალო დონის “მონაკოსთან”. სეზონის წინ გამპერის თასზე თამაში ყოველთვის ზეიმთან ასოცირდება ხოლმე, ჯერ ის ვერ მომინელებია, რომ ეს თამაში “კამპ ნოუზე” არ გაიმართა, ახლა კიდევ ეს ზეიმი ტრაგედიად გადააქციეს. იმ ძველი კულტურის ნაგლეჯებიც აღარ არის დარჩენილი, საერთოდ კითხვა გაგიჩნდება ადამიანს – ეს რა გუნდია? საიდან მოვიდნენ? ან სად მიდიან?
ამ მატჩით ყველა ის წარმოდგენა, რაც მოსამზადებელ ეტაპზე, ამერიკის ტურნეზე შეგვექმნა წყალში ჩაიყარა. რა მაღალი პრესინგი? რა ორგანიზება? ან ერთი სად იყო, ან მეორე?! ინდივიდუალურად ვინც აქეს, ყველაზე ცუდი მატჩები მათ ჩაატარეს. როგორც ჩანს, სეზონის დაწყების სუნი იგრძნეს და სულ სხვა პასუხისმგებლობაც მოვიდა, რომელსაც ვერ გაუძლეს. ვერც პაუ ვიქტორმა, ვერც მარკ ბერნალმა. უჰ, კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო.
ფლიკის “გენიალური” სტრატეგია
ლა ლიგა სულ რაღაც ოთხ დღეში განახლდება, “ბარსას” პირველი მატჩი გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიასთან” უწევს. გიორგი, შესაძლოა აღარც დაგვხვდეს, მაგრამ მატჩი ნამდვილად რთული იქნება. ფლიკმა კი გადაწყვიტა ყველას თავი მოაჩვენოს, რომ მისი გუნდი არაფრად ვარგა. ერთგვარი ხრიკია, ვფიცავ! ასეა! ყველას დასანახად გაფარჩაკდა “მონაკოსთან”, ეს სტრატეგიის ნაწილია, რომ შედარებით კარგად დაიწყოს ლა ლიგა, კარგი დასაწყისი ხომ საქმის ნახევარია.
სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად უსახური პირველი ტაიმი გვაჩვენა, სადაც ერთი ნახევარმომენტი შეიქმნა, სხვა არაფერი. რაფინიას გარღვევას და გამჭოლ გადაცემას პაუ ვიქტორი დახვდა, წესით უნდა გაეხსნა კიდეც ანგარიში, სადღაც ამერიკაში შეაგდებდა, მაგრამ ბარსელონაში თურმე სულ სხვა კლასია საჭირო, ჰოდა, ვერ შეაგდო.
ეგ იყო და ეგ. “ბარსას” სხვა არაფერი შეუქმნია. არც “მონაკოს”. ასეთი მოსაწყენი ტაიმი ბოლოს ერთი პატარა ქვეყნის ჩემპიონატში ვნახე. განსხვავება ის იყო, რომ ამ ჩემპიონატში სულ რაღაც ხუთი კაცი იყო ტრიბუნაზე, “მონჟუიკი” კიდევ თითქმის გაივსო, მატჩის დაწყების წინ ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები დაასაჩუქრეს აპლოდისმენტებითა და ტკბილი შეძახილებით, მერე კი რაღაც კატასტროფას უყურეს.
მე მაინც არ გავტყდები – ეს ფლიკის სტრატეგიის ნაწილია, მეგობრებო!
რაღაც გამახსენდა კიდეც..
მეორე ტაიმი ბევრად კარგი იყო, გაცილებით კარგი, სამი გოლი გავიდა ბოლოს და ბოლოს, მათ შორის, ლამაზი გოლებიც. მართალია “ბარსას” არ შეუგდია, მაგრამ ფეხბურთი გოლით ფასდება და “ბარსამ” მსხვერპლი გაიღო, “თუ ჩვენ ვერ გაგვაქვს, ფეხბურთს ასე სჭირდება და სხვას გავატანინოთო” – ღირსეული საქციელია! მეტი, ვიდრე კლუბი!
აბა, მაყურებელი ტყუილად ხომ არ მოვიდა სტადიონზე?!
სამივე გოლი იხილეს. ტელემაყურებელმა კი ორი ნახა. პირველი გამოგვაპარეს ოპერატორებმა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მარკ ბერნალი შეცდა., ინიგოს პასს უსასრულობის განმავლობაში ელოდა, ბუსკეტსივით მიიხედ-მოიხედა, სანამ ბურთს მიიღებდა და თავი რომ ასწია აღარც ბურთი შერჩა და აღარც ნამუსი.
მეორე გოლიც ეგზისტენციალურ გამოცდილებაშია განსახილველი, შტეგენის წინ ხუთი კაცი იდგა, მაგრამ მეტოქის შეტევის დროს დაცვა მაინც ვერ დავინახეთ. ხომ უცნაურია? ხომ ძალიან საინტერესოა? ასეთ თავსატეხებს გვიმზადებს როგორც ჩანს ფლიკი. ჯადოქარი მოვითხოვეთ და ფოკუსნიკი მოიყვანეს.
ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია, თანაც, გამპერის თასი. რა თქმა უნდა, შეფასების დრო ახლა არ არის. პირველი შეფასება ახალი წლისთვის იყოს, დანარჩენი კი სეზონის ბოლოს. მანამდე, პატარ-პატარა შეფასებებს ყოველი მატჩის მერე მოვაყოელბთ.
მე კიდევ ერთი უცნაური მატჩი გამახსენდა. ისიც სეზონის წინ შედგა და ისიც ზეიმი უნდა ყოფილიყო, წესით. მონაკოში გაიმართა სუპერ თასის ფინალი, ლიგის გამარჯვებული “ბარსა”, უეფას გამარჯვებულ “სევილიას” შეხვდა, გვქონდა რაღაც ძალიან დიდის მოლოდინი და 0:3 დავმარცხდით. წლების მერე, კარლეს პუიოლი იტყვის, რომ ეს რაიკაარდის “ბარსელონას” დასასრულის დასაწყისი იყო.
ჯანდაბას ჩემი თავი, რამ გამახსენა.. რა სიტყვა იყო ახლა ესა?!
ვუნდერკინდი
ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩვენი ევროპის ჩემპიონი, ჩვენი ლამინ იამალი. შემოვიდა თუ არა პაუ ვიქტორს ძალიან კარგი პასი მისცა, შეატოვა მეკარეს პირისპირ, მაგრამ პაუმ ესეც ვერ გამოიყენა. არ იყო მისი დღე. იამალი აქტიურობდა, ბურთის მიღება და ხიფათი ერთი იყო, მაგრამ ჯერ 17 წლის ბიჭია, თანაც, ზედ ევროს ფინალის წინ გახდა 17 ის. მთელი სეზონი წინ აქვს, ახლა ყველას ერთი ფიქრი აქვს თავში, რომ ჯანმრთელად იყოს მომდევნო ხუთი წელი. 22 წლამდე რასაც მისცემ შენს ორგანიზმს, ის გაგყვება მთელი დარჩენილი კარიერა.
ჰოდა, აბა შენ იცი ლამინე!
ფლიკმა კი გადაწყვიტა ყველას თავი მოაჩვენოს, რომ მისი გუნდი არაფრად ვარგა. ერთგვარი ხრიკია, ვფიცავ! ასეა! ყველას დასანახად გაფარჩაკდა "მონაკოსთან", ეს სტრატეგიის ნაწილია, რომ შედარებით კარგად დაიწყოს ლა ლიგა, კარგი დასაწყისი ხომ საქმის ნახევარია.
🤣🤣🤣🤣😄😄😃😃😃😃 ნეელა ზვიადი არ შეგეშალოს ხელი
გამპერის თასი წაიღო წყალმა.ბარსა ვალენსიასთან განსხვავებულ ფეხბურთს ითამაშებს
მონაკოში გაიმართა სუპერ თასის ფინალი, ლიგის გამარჯვებული "ბარსა", უეფას გამარჯვებულ "სევილიას" შეხვდა, გვქონდა რაღაც ძალიან დიდის მოლოდინი და 0:3 დავმარცხდით. წლების მერე, კარლეს პუიოლი იტყვის, რომ ეს რაიკაარდის "ბარსელონას" დასასრულის დასაწყისი იყო.
ჯანდაბას ჩემი თავი, რამ გამახსენა.. რა სიტყვა იყო ახლა ესა?!
რა სიტყვა იყო და სწორი სიტყვა იყო ფეოლა, ეს ჩავის ბარსელონას დასასრულის დასრულება იყო. იმედია ყველაფერი ცუდი იმ გუნდიდან ისტორიას სამუდამოდ ჩაბარდა. ბარსა წელს გაჩემპიონდება დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა.
არაფრად არ ჩათვალოთ ეს თამაში, მინიმუმ იმას ვიტყვი ხანდახან სხვასაც ხომ უნდა გავატანოთ ეგ თასი თორე ვინღა მოვა სათამაშოდ, ვის ეხალისება ამ სიცხეში სირბილი🤣🤣🤣🤣 ნუ სირბილი ეზარებოდათ აშკარად, მართლა რაღაც მოხდა, იქ ამერიკაში რაც ითამაშეს ბევრად მონდომებულები და გააზრებულები იყვნენ, როგორც ვხვდები იმ თამაშებს მისცეს მეტი მნიშვნელობა რომ გაეგოთ ვის ენდონ და ვის არა, ახლა კიდე გამპერზე გასახურებლად ათამაშეს უბრალოდ, აბა ფლიკის გუნდს სირბილი ეზარებოდეს რავი სულ რო გამოშტერდეს ეგ კაცი და ვერანაირი ტაქტიკური დარიგება ვერ მისცეს გუნდს იმას ხო მაინც ეტყვის ირბინეთ თქვე შობელძაღლებოვო🤣🤣🤣🤣 დაიწყება სეზონი, ზოგს შვებულება დაუმთავრდება და ზოგი ტრავმებს მოირჩენს, ფლიკიც ბოლომდე დაძაბავს გონებას და ვნახოთ რა გამოვა, იწყება სეზონი და გავხურდეთ აწი ჩვენც✊
უმაღლესი დონის თამაში ჩაატარა ბერნალმა რომ არა ეს უაზრო შეცდომა რაც ცალსახად შეუთამაშებლობის ბრალი იყო და სხვა დროს აღარ მოხდება.
პაუსაც უბრალოდ უიღბლო დღე ჰქონდა და ყოველჯერზე ძალიან ცოტა დააკლდა გასატანად მარა ეგ გამტან პოზიციებზე მაინც რჩებოდა მაშინ როცა ლევანასგან 0 სარგებელი იყო.
სხვათაშორის მე მართლა დამრჩა ის შთაბეჭდილება რომ ძალით იჩალიჩებდნენ რაღაცეებს, აბა სხვა ვერაფრით ავხსენი ამხელა კონტრასტი წინა 3 თამაშსა და ამ თამაშს შორის. თითქოს მესამოცე წუთამდე სირბილიც კი ეკიდათ და ვაბშე სხვა რამეზე ფიქრობდნენ, ხოლო მეორეც რომ გაგვიტანეს უკვე გაუტყდათ და რომ არ წაეგოთ მერე ათამაშდნენსავით, თუმცა გვიანი იყო.
არ ჩანდა არც ტაქტიკა და არც ფეხბურთელების კლასი, საზიზღარი გადაცემები, 0 პრესინგი, 0 შეთამაშება..
აშკარად იმის საპირისპირო რაღაც ვნახეთ რაც ამერიკაში დაატრიალეს და მართლა ვერ ვხვდები ესე როგორ უნდა შეიცალო ორ წამში თუკი რამე გათვლასთან ან უბრალოდ ცუდ დღესთან არ გაქვს საქმე.
ნუ რავიცი გუშინდელი დღე მართლა ყველანაირად ცუდი გამოდგა, ჯერ ნიკომ გაგვიშვა ნახ*იზე, მერე პაუს ეტაკა რაღაცა და ესეთი ბურთები ააცილა, მერე კიდე ყველას უიღბლობა დაატყდა. იამალიც კი ვერ იყო ისეთი როგორიც გვახსოვს (იმ ერატი გადაცემის მეტი რა გააკეთა?) ამიტო მე მაინც ამ ერთი მატჩით არაფერს ვიტყოდი.
აგერ მოვა ვალენსიასთან პირველი თამაში და ნახავთ როგორ გადაბუგავენ.
ამ თამაშში ხო ლამის პრესინგი საერთოდ არ უთამაშიათ და ახლა ყველაფერი ამოტრიალდება. ეგერ მე და აგერ თქვენ.
ვაბშე დახატავს ლევანასაც თუ მოსვამენ და პაუს თავის ადგილას დააყენებენ, 2 წამში აალაპარაკებს მსოფლიოს.
მოკლედ დრო გვიჩვენებს
ჩავი რო ყოფილიყო მაგას სერიოზულად დაწერდა რო ეგრე ჩაიფიქრა გუნდმა ეს ხო ბარსას ფანების სენია ყვეკა კატალონიელი ბოლომდე უნდა გაწურონ და რაც არ უდნა ჩაისვაროს ბოლომდე აქებენ😀 წინა 3 თამაშთან გასხვავებუკი კონტრასტი და შედეგი იკიტომ იყო რომ წინა თამაშებში ახალგაზრდები თამაშობდნენ ბოლომდე და მონდომებით + ის ნახევარ მცველი სახელი აღარ მახოსვს ძაან კარგი არის
ანუ იგივე შედეგზე დ ახაირეხზე ჩავის აქებდით და პოზიტიურს ეძებდით ყვეკაფერს და ფლიკი ფოკუზნიკი ყოფილა 😀 მოკლედ რა <<ცენზურის დარღვევა>> კატალონიელი და ლაჩარი უნდა იყო რო დაგაფასონ ამ კლუბში ადეკვატურად შეფასეთ ყველაფერი და იიი ჩავუ რახან კლუბის ლეგენდა იყო არ უნდა გავაკრიტიკოთ არა ლაპორტა დეკუ და ფლიკი არიან ამ შედეგში დამნაშავეები მარა ამ სამიდან ფლიკი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე როცა ტრანსფერები არ გაკეთებულა პაუ ვიქტორი კიდე მარგალიტი იყო მახანაგურების და ახლა არ ყოფილა ბარსას დონის?🤔 სექტემბერში როგორ ხარისხს და შედეგებს გვაჩვენებენ ეგაა მთავარი გამპერის თასი ვილანივამაც წააგო მარა როგორ ფეხბურთს თამაშობდა როცა იყი კლუბში ვიცით გუნდს არ ყავს მარცხენა ვინგერი ჩამშლელი და მარჯვენა მცველი ასევე დაცავში არის ინგიო რომელიც კატასტროფაა
მერე ლაპორტამ რაო? წელს ყველაზე კაი ოლმოს ყიდვა შეგვრჩება, კონკურენტები ისე ძლიერდებიან ,,ფოკუს-მოკუსებით'' ფონს ვერ გავალთ, ვერც ამ დაცვით ასე მგონია! მაგრამ ყველაფერი წინ არის და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ გუნდს
რავიცი მე ისე დავინახე რომ თვითონ ინიგომ გაუკეთა ძალიან ცუდი პასი . თავდასხმელი იმდენად ახლოს იყო ბერნანთან ორმ ჩემი აზრით პასი არ უნდა მიეცა ინიგოს.