workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისტორიული ექსკურსი/ტურნე რომელმაც ბარსა გადაარჩინა – და რატომ არ დაბრუნდა სახლში გუნდის ნახევარი

ისტორიული ექსკურსი/ტურნე რომელმაც ბარსა გადაარჩინა – და რატომ არ დაბრუნდა სახლში გუნდის ნახევარი

“ბარსას” ამერიკული ტურნე დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, როგორც ფინანსური ისე სპორტული თვალსაზრისით. პირველად ვნახეთ საქმეში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, გარკვეული მონახაზი და სათამაშო სტილიც გამოიკვეთა, გავიცანით ახალი ფეხბურთელები, რომელთაც კონკურენციაში ჩაბმის პრეტენზია ექნებათ და უკვე ველით ახალ ფეხბურთელებსაც. გამპერის თასზე დანი ოლმოს დებიუტი უნდა შედგეს, მერე კი ვინ იცის.. იქნებ უილიამსიც ჩავიგდოთ ხელში. 

მანამდე კი პატარა ისტორიული ექსკურსი – ეს ამბავიც ამერიკულ ტირნეს უკავშირდება, ოღონდ ძალიან ძალიან დიდი ხნის წინათ. 

ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი თავია “ბარსელონას” ისტორიაში, რომელმაც კლუბის მომავალი განსაზღვრა. ამ ისტორიას შორეულ 1937 წელში მივყავართ, ეს არის პერიოდი, როცა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში დიქტატორები სისხლს ღვრიან, მათ შორის, საქართველოს და მთლიანად საბჭოთა კავშირს შეეხო სტალინური რეპრესიები, ესპანეთში კი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და სულ ორიოდ წელში მემარჯვენე სამხედრო ხუნტამ მოიპოვა კიდეც გამარჯვება, გენერალი ფრანკოს მმართველობა დეკადების განმავლობაში გაგრძელდა. 

ფეხბურთი შეჩერდა მთელ ესპანეთში, მოედნებიდან გაქრა ბურთი. ფრანკოს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოკლა “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ სუნოლი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მადრიდის მახლობლად მდებარე ფრონტზე გაემგზავრა ჯარების მოსანახულებლად. ამ ტრაგიკული სურათის ჟამს ჯიუტმა და მამაცმა ხალხმა გადაწყვიტა უკან არ დაეხია და ბარსელონასა და ვალენსიის პროვინციაში ხმელთაშუა ზღვის ლიგა ჩამოყალიბდა, რომელშიც “ბარსაც” იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ფრანკოს პოზიციები დღითიდღე მყარდებოდა, ამიტომ, კატალონია იზოლირებული დარჩა, შესაბამისად, მომდევნო წელს ლიგის ჩატარება შეუძლებელი გახდა. 

“ბარსა” ძალიან მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, შეხვედრებს ვეღარ ატარებდნენ, კლუბს დიდი ვალი ჰქონდა და მათი წევრების რაოდენობა 7’719 ადამიანიდან 2’500-მდე დაეცა. სწორედ ამიტომ გადაწყდა ოკეანის გადაღმა ტურნეს მოწყობა, ამას კლუბის ფინანსური მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა და გუნდი გადაერჩინა, ჰოდა, გასწიეს მექსიკისკენ. 

“ბარსამ” რამდენიმე შეთავაზება მიიღო მექსიკის პრეზიდენტის ლაზარო კარდენასისგან, – ამბობს ისტორიკოსი ფედერიკ პორტა, – პირველი ორი-სამი შეთავაზება უარყოფილ იქნა არასაკმარისი გარანტიების გამო, მაგრამ კარდენასი დაჟინებით მოითხოვდა მათ ჩასვლას და საქმეში მანუელ მას სერანო ჩართო, იმ დროის ბიზნესმენი, რომელიც წინა წლებში ბეისბოლს თამაშობდა “ბარსას” შემადგენლობაში, სერანოს აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ დააფიქრა ტურნეზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ კარდენასი იყო დემოკრატი პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერდა ესპანეთის მეორე რესპუბლიკას, რომელიც დიდ საფრთხეში იმყოფებოდა”. 

ტურში “ბარსას” თექვსმეტ მოთამაშესთან ერთად მათი ირლანდიელი მწვრთნელი პატრიკ ო’კონელი წავიდა, რომელიც პორტას ცნობით, სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სახლში დაბრუნდა. ტურს საშტაბო კომიტეტი ხელმძღვანელობდა – როსენდ კალვე, მასაჟისტი ანხელ მური და ლოჯისტიკის მენეჯერი მოდესტო ამოროსი. 

გზა ცენტრალური ამერიკისკენ ურთულესი გამოდგა, მოგზაურობა 1937 წლის 18 მაისს დაიწყო და მაშინვე გაჩნდა საშიშროებაც. გუნდი საფრანგეთის საპორტო ქალაქ სენ-ნაზერისკენ დაიძრა მატარებლით, და როცა ქალაქ პორტბუს მიუახლოვდნენ, საფრანგეთის საზღვარის მახლობლად, ფრანკოს თვითმფრინავებიც გამოჩდნენ და ტერიტორია დაბომბეს. ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ რამდენიმე საათი გვირაბში გაეტარებინათ, თუმცა, მუდმივად იყო საშიშროება, რომ გვირაბიც დაიბომბებოდა. 

გუნდი გადარჩა და საფრანგეთშიც შეძლეს გადასვლა, იქიდან კი გემით წავიდნენ მექსიკაში, სადაც რესპუბლიკის წარმომადგენლებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს.

“დაე კატალონიელი ფეხბურთელების სტუმრობამ და ჩვენმა დახვედრამ წაშალოს ის ტრაგედია და მწუხარება, რაც თავიანთი სამშობლოდან მოიტანეს, დაე, მექსიკურმა ფეხბურთმა მოიმკას ის სარგებელი, რასაც კატალონიელი ელჩების  ვიზიტი მოუტანს”, – წერდა ადგილობრივი გაზეთი. 

“ბარსას” ტურნე მარცხით დაიწყო, “ამერიკასთან” 0:2 დამარცხდნენ, შემდეგ მოგების სერია ჰქონდათ “ატლანტესთან” (2:1) “რეალ ესპანიასთან” (5:4) ნეკახასთან (4:2 და 2:1) შემდეგ იყო ისევ მარცხი “ასტურიასთან” (1:5) და რევანში “ამერიკასთან” (3:2), მექსიკის ნაკრებთან კი ორივე შეხვედრა დათმეს – (2:5, 1:3). 

28 აგვისტოს, მექსიკური ტურნეს ბოლოს 7:2 დაამარცხეს კისოდა. ეს წესით მოგზაურობის დასასრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ.. 

“ზიხარ? დაჯექი! ტურნე კიდევ ოთხი თამაშით გაგრძელდება, ნიუ-იორკში მიდიხართ!” – უთხრა მას სერანომ კალვეს სატელეფონო საუბრისას. ყოველ შემთხვევაში, ასე აღწერს ამ ამბავს ერიკ კალპენა, წიგნში სახელწოდებით – En Guerra, დოკუმენტური პროზა სწორედ “ბარსას” მოგზაურობის ამბავს აცოცხლებს. 

ამ ამბის ირგვლივ ისტორიკოსთა მოსაზრებები იყოფა, ზოგი მიიჩნევს, რომ დარჩენის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში მიიღეს, რადგან გემის ბილეთები ვერ იშოვეს. სხვები კი ამბობენ, რომ ოჯახების კარნახით იმოქმედეს, რადგან ესპანეთიდან ხმა მოდიოდა, რომ სიტუაცია დამძიმდა, სახლში დაბრუნება არ ღირდა, და თუ მაინც დაბრუნდებოდნენ განწირულნი იყვნენ შიმშილისათვის. 

ასე გასწია “ბარსამ” ამერიკისკენ, მაგრამ ერთი წევრი მექსიკაში დატოვეს. მარტი ვენტოლრას მექსიკის პრეზიდენტის დისშვილი შეუყვარდა, კარგი მოთამაშე იყო და თავისი თამაშით მოხიბლა კიდეც პირველი პირის უსაყვარლესი დისშვილი, მალევე იქორწინეს და მას მერე ვენტოლრას სახლი აღარ უძებნია, მათი შვილი ხოსე ვენტორლა სამომავლოდ 1970 წლის მექსიკის მუნდიალზე ითამაშებს. 

კალპენას წიგნის მიხედვით ტურნე ფეხბურთელების მეგობრებმა და გუნდის მხარდამჭერებმა დააფინანსეს. “ბარსას” არ დახვდნენ ნიუ-იორკში ისე თბილად როგორც მექსიკაში, რადგან ამერიკაში ფეხბურთი ნაკლებად პოპულარული იყო, მაგრამ ფეხბურთელებს ამერიკელებიც უყურებდნენ როგორც ანტიფაშისტური მოძრაობის ელჩებს.

ისტორიკოსები წერენ, რომ კლუბის წევრები შოკში იყვნენ თავისუფლების ქანდაკების ხილვით, და მაშინვე დაიწყეს მსჯელობა საკუთარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, თავისუფლების ხარისხი ორ ქვეყანას შორის წარმოუდგენლად დიდი იყო. ისინი კი დარდობდნენ და არც იცოდნენ შეძლებდნენ თუ ვერა ოდესმე დაბრუნებას. 

პირველი მატჩი 6 სექტემბერს გამართეს, “ბრუკლინ ჰისპანო” 4:2 დაამარცხეს, შემდეგ “ნიუ-იორკი” დაამარცხეს 4:3, შემდეგ დაამარცხეს გუნდი, რომელიც წყაროებში იხსენიება როგორც “ამერიკის სოკერის ლიგა”, (2:0), ბოლო მატჩი კი “ებრაული წარმომადგენლობის” საფეხბურთო გუნდთან მოიგეს – 3:0. 

ტურნეს წყალობით “ბარსამ” 461’799 ესპანური პესეტას მოგება ნახა. ახლა რთულია დღევანდელი ღირებულების განსაზღვრა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს თანხა დაახლოებით 1 მილიონი ევროდან, 10 მილიონ ევრომდე მერყეობს. კლუბმა ვალი (200’000 პესეტა) ბოლომდე დაფარა, დანარჩენი თანხა კი პარიზის ბანკში დატოვეს, რათა ფრანკოს არ ჩამოერთვა. 

ისტორიკოსი პორტა ამბობს, რომ “ბარსას” ტურნეს თავიდან ბოლომდე თვალყურს ადევნებდა “ჯაშუში” ესტევ პედროლი, რომელიც ეტაპობრივად აგზავნიდა ინფორმაციას ბურგოსში, სადაც ფრანკოს მთავრობა იყო გამაგრებული. 

ტურნე სამი თვის განმავლობაში გაგრძელდა. წარმატებული გამოდგა, რადგან ამის შედეგად გადარჩა კლუბი და განაგრძო არსებობა. თუმცა, 16 ფეხბურთელიდან 9 აღარ დაბრუნებულა. ეს ოჯახების გადაწყვეტილება იყო, მათ მოუწოდეს ფეხბურთელებს, რომ არ დაბრუნებულიყვნენ. უმეტესი მათგანი საფრანგეთში დარჩა. 

“ბარსას” ამჟამინდელი ტურნეს ფარგლებში პატარა ღონისძიებაც მოეწყო, ფეხბურთელებმა ბრუკლინში მოინახულეს ის ადგილი, სადაც პირველი ტურნეს დროს შედგა ამხანაგური შეხვედრა. ახლა ამ მოედანზე ბავშვები ვარჯიშობენ. ღონისძიებაზე პატარებს “ბარსელონას” 1937 წლის გუნდური ფოტოსურათი ეჭირათ, სტუმრებს შორის იყვნენ ჟოან ლაპორტა და ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 10 აგვ 2024, 23:34
    #7

    ფეოლა როგორც ყოველთვის საუკეთესო და უკონკურენტო ხარ!

  • araujo4
    schedule 09 აგვ 2024, 00:06
    #6

    რატო ჩავკვდით? ხულიან არაუხო ბორნმუთთან ახლოს არის 10მილიონად. არაფერი არ იწერება აქ…

  • ზურაბ
    schedule 08 აგვ 2024, 20:38
    #5

    ციტატა: barca75
    სტალინისთვის სირზე რომ არ გეკბინა სტატია არ გამოიდოდა? მითუმეტეს არაფერი იცი იმ პერიოდის შესახებ გარდა ტროცკისტების და უსინდისო ადამიანების მონაყოლისა


    ყველა დიქტატორი რომ არასწორია და მკვლელია ეგ ეხლა გავიგეთ? გინდა სტალინი გინდა ჰიტლერი ორვე ჩვეულებრივი ფაშისტები მკვლელები იყვნენ.. სტალინი არ იყო ბევრი გამოჩენილი მოღვაწე ქარტველი რომ მოგვიკლა.

  • Tyler Durden
    schedule 08 აგვ 2024, 18:29
    #4

    ციტატა: barca75
    სტალინისთვის სირზე რომ არ გეკბინა სტატია არ გამოიდოდა? მითუმეტეს არაფერი იცი იმ პერიოდის შესახებ გარდა ტროცკისტების და უსინდისო ადამიანების მონაყოლისა


    ხალხი რაებზე იშლით ნერვებს. იიი ბელადი

  • nika 54
    schedule 08 აგვ 2024, 17:50
    #3

    ეხლაც მაგ დღეში არ არიან, ვერაფრით ვალიდან ვერ ამოდიან, როცა რეალი თვეში 2-3 ვარსკვლავს იმატებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და მერე მადრიდისტებს უკვირთ ნაკრებში რატომ რეალის ფეხბურთელებს არ იძახებენო.

    არგენტინელი შემტევი ხულიან ალვარესი "მანჩესტერ სიტიდან" კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
    წყაროს ცნობით, "როხიბლანკო" "ქალაქელებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონს გადაუხდის და ეს თანხა ბონუსების ჩათვლით 95 მილიონ ევრომდე მიაღწევს.
    ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

  • mari
    schedule 08 აგვ 2024, 16:34
    #2

    მადლობა ფეოლა!!!!
    heart_eyes heart_eyes heart_eyes

  • Don Vinton
    schedule 08 აგვ 2024, 15:55
    #1

    ყოვაღ ავტორს ,ძალიან საინტერესო იყო. ასეთი ისტორიული ფაქტებით თუ ხშირად გაგვანებივრებთ სასიამოვნოა