ჩავი ერნანდეს,
უკვე დაგვემშვიდობე, ყოველგვარი ბრაზისა და წყენის გარეშე. შესაძლოა გაბრაზდი და მაგრად გეწყინა კიდეც, მაგრამ ბოლო სიტყვას არაფერი ეტყობოდა ამისა, ეგ კი არა, მადლობის თქმა არც იმ კაცისთვის დაგვიწყებია, რომელმაც კლუბიდან გაგიშვა. აბა, ჩვენ რა უნდა გასწავლოთ ფორმასა და არსზე, ახალი რა უნდა გითხრათ, როცა მთელი კარიერა ამას უყურე, ფეხბურთი ხომ მუდმივად ძველების წასვლა და ახლების მოსვლაა, ისევე როგორც ცხოვრება. მთავარი კი ამ წასვლა-მოსვლაში ის არის რას უტოვებ ისტორიას.
ეს ბოლო წასვლა ცუდი ფორმით მოხდა, არ იყო არსთან თანხვედრა და არ მოგვეწონა ეს ამბავი. ლეგენდები ასე არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, მივეჩვიეთ. ეს სამწუხაროდ “ბარსას” თანმდევი ნაწილია და ტრადიციად არის ქცეული – გვახსოვს როგორ გაუშვეს იოჰან კრუიფი, მასზე ჯავრის საყრელად ჟორდიც თან მიაყოლეს, გვახსოვს ბრაზილიელები, ვიცით მარადონა და ვიცით მესი.
ამის მერე არეფერია გასაკვირი.
მადლობა კი ჩვენც გვაქვს სათქმელი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ აბსოლუტური უიმედობის ჟამს გამოჩნდი. ვაღიარებ, ვბრაზობდი კიდეც, როცა თავს იკავებდი ამ ნაბიჯის გადადგმისგან და მაგრად გაიწელა კიდეც კონტრაქტის ამბავი. ვფიქრობდი ჩემთვის – რას ელოდება? რატომ არ მოდის? როგორ შეიძლება ასეთ წინადადებაზე უარის თქმა? ეს ხომ ბედისწერაა? ჩვენ ხომ ვიცით, რომ გარდაუვალია ანდრეს ინიესტას მწვრთნელობა, სერხიო ბუსკეტსის მწვრთნელობა, ჩავი ერნანდესის მწვრთნელობა. ჟერარ პიკეს პრეზიდენტობა, მესის დაბრუნება “ბარსელონაში” თუნდაც მხოლოდ ელჩის რანგში.
ეს გარდაუვალია და არ შეიძლება გეშინოდეს იმის, რაც გარდაუვალია.
ბედნიერი ვიყავი, თუმცა, ვხვდებოდი, რომ არ ხარ გვარდიოლა. არც ის გარემო და სიტუაცია დაგხვდა, რაც გვარდიოლას ჰქონდა, პეპის მთავარი დავალება “ზედმეტი ვარსკვლავებისგან” უმტკივნეულოდ გათავისუფლება იყო, შენ კი სანთლით გყავდა ვარსკვლავები საძებარი, თანაც, ეს პოსტ-მესის შემდგომი “ბარსა” იყო, ფაქტობრივად თავმოკვეთილი “ბარსა”, რომელიც ინერციით აგრძელებდა ფართხალს.
მიუხედავად ამისა, ვნახეთ ცვლილებები და გვახსოვს 4:0 “ბერნაბეუზე”. რამდენიმე გამორჩეული მატჩი დაგვიტოვე გასახსენებლად და ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა, სუპერ თასის ფინალთან ერთად.
იმედი მოგვეცა, შუა სეზონში მოსული რომ ასეთ მატჩს გვჩუქნი მერე სულ სხვაგვარად შევხედავდით ყველაფერს, ჰოდა, სულ სხვა სიმაღლეებს კი ვართ მიჩვეულნი, მაგრამ სეზონნახევარში ლა ლიგის მოგება მაინც დიდი ამბავია. ასეთ პირობებში, ამ კრიზისის ჟამს, ესპაეთის ჩემპიონობას მოხერხება უნდა, შესაძლოა, ყველაზე ფასეული ჩემპიონობაც იყოს, 21-ე საუკუნეში ნამდვილად ასეა, მოვიგეთ მაშინ, როცა ბევრს უკვე დამარხულიც ჰყავდა “ბარსა” თავის საფეხბურთო კულტურიანად.
რთულია მწვრთნელობა. ძალიან უმადური საქმეა. თანაც, როგორც შენმა მასწავლებელმა თქვა თანამედროვე ფეხბურთში ხანგრძლივი პროექტები არ არსებობს – თუ შედეგს ვერ დებ დროს არავინ მოგცემს, დიდძალმა ფულმა წლები დღეებად აქცია, ამის გაძლება ქაოტურ და არეულ-დარეულ გარემოში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. თანაც, ერთი მოიგე და მეტი მოვითხოვეთ, აბა, ქომაგი რის ქომაგია თუ უფრო მეტი არ მოუნდა? სანახაობა ხომ პურზე მაგრადაც იჭმევა?!
ველოდით ტიტულებს, ერთ ცალს მაინც. სეზონის წინ ველოდით, მიუხედავად იმისა, რომ სახლი მილეწ-მოლეწეს და ნაქირავებში გადავედით. მეზობლად, სხვის სახლში ცხოვრება კიდე არ ვარგა, სულ არაკომფორტულად გრძნობ თავს, მოსვენებას არ გაძლევს ეს უცხო კედლები და მუდმივად სახლში გინდა დაბრუნება. ცუდია რომ არ დაგცალდა. კიდევ მოგვიწევს ლოდინი, თუ მუშებმა არ დახოცეს ერთმანეთი.
ახალ “კამპ ნოუზე” დიდი სიხარულით დაგელოდებით.
კრიტიკა კიდევ არ უნდა გეწყინოს. რამდენიც არ უნდა გაგაკრიტიკოთ იმ ქებას ვერ გადაწონის, რაც შენთვის გაგვიმეტებია. ხშირად ყოფილა, კარგის დაწერა გვსურდა, მაგრამ ცუდი იყო დასაწერი. არ გვაძლევდი საშუალებას ქებად დავღვრილიყავით შენი სამწვრთნელო უნარების მიმართ. არა გაქვს ეგ უნარები. გაკლია ჯერჯერობით. მართალი ყოფილხარ, ადრე ყოფილა ეს საქმე შენთვის. და ამიტომაც გაფასებთ ასე მაგრად, იცოდი რომ ადრე იყო, იცოდი რომ რისკი იყო, მაგრამ მაინც მოხვედი, იმიტომ, რომ შენი გული “ბარსასთვის” ძგერს.
ცხოვრება უსამართლოა.
ფეხბურთიც უსამართლოა, იმიტომ რომ ძალიან ჰგავს ცხოვრებას.
ამ უსამართლობაში კიდევ სამართლიანი კაცის პოვნა ყოველთვის დიდი სიხარულის მომტანია.
ნახვამდის მაესტრო!
კაცმა არ იცის კიდევ როდის გნახავთ “კამპ ნოუზე”, მეტოქისა და ქომაგის რანგში. ერთის თქმა კი ყველას შეგვიძლია, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის გაგვახარებს შენი დანახვა.
პატივისცემითა და სიყვარულით,
პატარა ქვეყნის დიდი ფანობა,
და,
ფეოლა.
არ არის საჭირო ასეთი ტრაგედია, ის გუნდის ლიდერი, ტვინი, კაპიტანი და ლეგენდა იყო. შორს არ წასულა, სულს მოითქვამს პრაქტიკას გაივლის და აუცილებლად დაბრუნდება გაზრდილი და დაღვინებული. სასწავლი ბევრი აქვს ფეხბურთელებისთვის, რასაც ხშირად თვითონაც ვერ ახერხებდა(ნერვების მოთოკვაზეა ლაპარაკი). 2 წელში საკმაოდ გაიზრდება და აუცილებლად დაბრუნდება ამაში ეჭვიც არ მეპარება, ფანტაზია არ აკლდა და ეს დაამტკიცა კიდეც როცა ცოცხალმკვდარი გუნდით ლა ლიგა მოიგო. ახლა გუნდს გაცოცხლება უნდა და ამისთვის სწორედ გერმანელი სპეციალისტია საჭირო. რომელიც ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე სპორტსმენებში პროფესიონალიზმის დონეს მაქსიმუმზე აიყვანს და მეცოდებიან კია, მაგრამ მაგრაც გაწურავს და გააოფლიანებს. ვინც ვერ გაუძლებს შეიძლება გაუშვას კიდეც. ძალიან დიდი იმედი მაქვს რო ფლიკი ისე მოხოდავს გუნდს, რომ მოგებული თამაშები აღარ წააგოს, პსჟ, ვილიარეალი, კლასიკო, ჟირონა და რა ვიცი რომელი გავიხსენო. მთავარია ფეხბურთელებმა გაიგონ, რო ბურთის გატანა არ არის საბოლოო გარანტია მოგების. თამაში მხოლოდ მსაჯის სასტვენის შემდეგ მთავრდება.
გადაუთარგმნეთ ვინმემ და გაუგზავნეთ.
რეალში. აღარ ექცევიან ეგრე
დროებითია ჩემო კარგო მოექცევიან ისევ
ვინღა დარჩა რო? ვასკესი ნაჩო და მოდრიჩი მოდრიჩი ალბათ შუა სეოზნში უნდა გააგდონ რო დაუფასებლობად ჩანდეს ან კონტრაქტი არ უნდა გაუხნაგრძლივონ ახლა იცი რა არის კიდე? არცერთ ლეგენდას ვინც ეგრე გააგდეს გუკი არ აცრუვებია დეკუს კიდე დღემდე ბოღმა აქ ჩადებული გვარდიოლაზე და ჩავიზს
რეალში. აღარ ექცევიან ეგრე
დროებითია ჩემო კარგო მოექცევიან ისევ
რეალში. აღარ ექცევიან ეგრე
ფეოლას ტექსტმა გული დამწყვიტა და თითქოს კიდევ ერთი ნაწილი ჩამწყდა სადგაც შორს და მაგარი გულნატკენი ვარ რომ ამ კაცის ლანძღვას ვუყირებდი და ზოგჯერ ვისმენდი კიდეც და ნამდვილად არ იმსახურებს არავითარ შემთხვევაში… ასე ლეგენდებს არსად არ ექცევიან ბარსას და რეალის გარდა…
მაგ რელთანვე სუპერთასის ფინალში ულამაზესი ფეხბურთით რომ მოიგეს ეგ არაფერი? ან თუნდაც ატლეტიკოსთან ის 4-2 რომ მოიგეს ალბამ რო გაიტანა, ისევ რეალთან საჩემპიონო თამაში? ამ სეზონიდან ბევრი არაფერი იყო მართალია, ერთი პესეჟესთან პირველ თამაშს თუ ვიტყოდი, მარა ბოლოსდაბოლოს ესპანიოლის მოედანზე აღნიშნა ჩავიმ ჩემპიონობა და კიდეც გაყარა ის ღორები მეორე დივიზიონში, ეს არაა დასამახსოვრებელი?
4-2 უფრო ლამაზი ფეხბურთი პირველ წაგებულ სუპერთასის ფინალის ითამაშეს❤️ ჩავის პირველი 6 თვე იყო ძან კარგი დანარჩენი? საზიზღრობა ეგ 4-2 გავიმ ითამაშა
მაგ რელთანვე სუპერთასის ფინალში ულამაზესი ფეხბურთით რომ მოიგეს ეგ არაფერი? ან თუნდაც ატლეტიკოსთან ის 4-2 რომ მოიგეს ალბამ რო გაიტანა, ისევ რეალთან საჩემპიონო თამაში? ამ სეზონიდან ბევრი არაფერი იყო მართალია, ერთი პესეჟესთან პირველ თამაშს თუ ვიტყოდი, მარა ბოლოსდაბოლოს ესპანიოლის მოედანზე აღნიშნა ჩავიმ ჩემპიონობა და კიდეც გაყარა ის ღორები მეორე დივიზიონში, ეს არაა დასამახსოვრებელი?
ცუდი ის არის რომ რეალთან მარტო 4-0 გვაქ ჩავიზე სასიამოვნო სალაპარაკო და მონეტის მერე მხარეს რომ შევხედოთ ეგ 4-0 წინა სეზონშივე გააბათილა რეალმა ისტორიული მოგებით 21 საუკუნეში)) და წელს გაიმეორა კიდევაც
ყოჩაღ ფეოლა, ასეთების წერა არ გიჭირს ვიცით❤️ ბოლო დღეებში რასაც ვკითხულობ ამ საიტზე დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩავის დაუფასდა საბოლოო ჯამში რაც აკეთა ბარსაში, შეცდომები რაც ქონდა იქვე აღინიშნა უმეტესწილად და ეგ კრიტიკა დარჩა იქვე, საბოლოოდ ყველამ გაიაზრა სად ვიყავით ჩავიმდე და სად ვართ ჩავის შემდეგ, ვარსკვლავებს არ ვწყვეტთ მაგრამ გუნდი ქვია და აღარაა ნახირი, არაა იდეალური მწვრთნელი და ვერც გახდება დიდი ალბათობით, გამოცდილება აკლია და არაერთხელ მითქვამს ჩავის ერთადერთი და უმთავრესი შეცდომა ბარსაში პირდაპირ ყატარიდან მოსვლა იყო, ახლა სადც მინდა რომ წავიდეს ჯერ იქ რომ ყოფილიყო და მერე ბარსაში, სავარაუდოდ ბევრად მეტსაც შეძლებდა, მაგრამ ასე მოხდა, მოვიდა, ნახა, ვერ დაიპყრო, თუმცა მცდელობა არ დაუკლია.
ბრავო ფეოლა 🙏🙏🙏
ქალებმა ლიგა მოიგეს
ისე ქალების ტრენერი რო დავნიშნოთ არა? ;დდდდდდდდ