ესეც თქვენი აზორ აჰაი!
16 წლის ვარსკვლავმა კიდევ ერთი ზღაპარი დაწერა, ამჯერად ისე დაწერა რომ თამაშიც მოიგო. პატარა ზღაპრებია ჯერჯერობით, მაგრამ ყველა დიდი ზღაპარი, პატარა შესავალით იწყება. მომდევნო სეზონში ილუსტრაციებსაც ჩაამატებს და მერე იქნებ დიდი რომანიც დაიწეროს. ლიონელ მესის მსგავსად, მესიც ხომ ეგრე იყო? კითხულობდი კითხულობდი და ბოლო არ უჩანდა, საერთოდ არ ჰქონდა დასასრული და ახლაც ასეა, მარადონას მსგავსად მარადისობაში გადაიზარდა.
ეს გამხდარი ბიჭი კიდევ ახლა იწყებს და რა მაგრად იწყებს. ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება. სულ რაღაც 16 წლის არის, ძალიან საშიში პოტენციალით! აღსანიშნია ის რომ წყალწაღებულ “ბარსელონაში” ახერხებს თავის გამოჩენას, იმ გუნდში, რომელსაც ბევრი არაფერი გამოსდის და თითქოს დაშლის პირასაა. წესით და რიგით, დალაგებულ გუნდში ბევრად დიდი ნაბიჯებით უნდა განვითარდეს. მოკლედ, ახალი ვარსკვლავი ნაპოვნია, ჯერ არ ღირს მისი დამძიმება 10 ნომრიანი მაისურით, მაგრამ დიდი გზის გამგრძელებელი სწორედ ის არის.
პარალელურად
ისე მოხდა რომ “ბარსას” და “ნაპოლის” მატჩები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. პარასკევსაც კი დაემთხვა. ისევ პარალელურად, ორ მონიტორზე მივადევნე თალყური და პირველი რაც თვალში მოხვდებოდა ადამიანს სათამაშო ტემპია. “ნაპოლი” გაცილებით მაღალ ტემპში თამაშობს, უფრო მეტი სიმძლავრე და აგრესია აქვს, უფრო სწრაფად გადადის შეტევაზე, “ბარსა” კიდევ სტატიკურია.
გასაგებია, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია და “მალიორკასთან” ვიღაც-ვიღაცებმა დაისვენეს კიდეც, მაგრამ ეს სტატიკურობა მაინც მთელი სეზონის სურათია და არა ერთი კონკრეტული მატჩის. ვინც გინდა ის იყოს ძირითადში, “ბარსა” ძალიან ნელია.
ვერც გამარჯვებისკენ საკმარისი სწრაფვა ვერ დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლიმ” ვერ მოიგო თავისი შეხვედრა, “ბარსამ” კიდევ სამი ქულა ჩაიწერა, მაინც იტალიელებმა უფრო გამოავლინეს გამარჯვების სურვილი. უფრო ცოცხალი გუნდია და მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ჩანს რომ გუნდში არსებული ატმოსფეროც უკეთესია.
ამ დანაკლისის ფონზე, როცა ისედაც პრობლემური ნახევარდაცვა საერთოდ მოშლილია, “ბარსა” “ნაპოლისთან” ფავორიტად ვერ ჩაითვლება. ისეთი, თანაბარი თამაში იქნება და დეტალები გადაწყვეტს ყველაფერს. აქით იამალის იმედი გვექნება, იქით კიდევ კვარაცხელია დაფრინავს.
იამალი vs კვარა
ორი ახალგაზრდა ვარსკვლავი – ნახეთ რა სასაცილოდ ჟღერს. კვარა იამალზე 7 წლით უფროსია! შვიდი წელი ფეხბურთში ხანდახან მთელ კარიერას უდრის. ორივე ახალი სახეა ევროპულ ფეხბურთში, მაგრამ ეს ასაკობრივი სხვაობა მაინც შოკისმომგვრელად გამოიყურება. კიდევ ერთხელ გვახსენებს რამხელა გზა აქვს ლამინეს გასავლელი.
რა თქმა უნდა, ახლა კვარა გაცილებით მაღლა დგას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ლამინეს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლის აღნაგობა აქვს, ნებისმიერი ფიზიკურად კარგად მომზადებული მცველი პრობლემებს შეუქმნის, თუმცა, მებრძოლი ბიჭი ჩანს და როგორმე უნდა გადაურჩეს დაზიანებებს, ჭკუით თამაში მართებს, ჯერჯერობით ახერხებს კიდეც, კარგად აზროვნებს და ბურთი რომ არ ეშლება ფაქტია.
საუკეთესო იყო “მალიორკასთან”, გოლის შეგდების ყველაზე კარგი შანსიც მას ჰქონდა, პირველი მცდელობით ხარიხა შეარხია, ლამაზი გოლი იქნებოდა, მაგრამ მცირედი დააკლდა. ტურიდან ტურამდე ჩანს რომ კარში დარტყმაზე ბევრს ვარჯიშობს. მომდევნო ეპიზოდში კი ყველაფერი იდეალურად დასრულდა, ჩვეულ სტილში წაიღო ბურთი, ერთი მოძრაობით ცენტრში შემოწია და ძალიან რბილად ჩასვა ცხრიანში. დარჩა მეკარე გაღიმებული.
ვარსკვლავია, აბა რა არის?!
იქით კიდევ კვარა დაქროდა, ვერა და ვერ გააჩერეს. შორიდანაც ურტყა, თავითაც კარგად მოსინჯა, გოლიც შეაგდო და ალბათ მეტიც უნდა გაეტანა. ვუყურებდი ამ ორ თამაშს და ვფიქრობდი, მომდევნო სეზონში რომ “ბარსას” ფორმა გადაიცვას რა მოხდება-მეთქი.. აქით ლამინე, იქით კვარა.. უფ, გადასარევი!
მანამდე კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ თამაში. ისე დალაგდა მერვედფინალები რომ მეოთხედფინალებში ნებისმიერ შემთხვევაში კლასიკური მატჩების ბუმი იქნება. დიდი ამბავია იქ მოხვედრა. გინდა თუ არა, ისტორიის ნაწილი გახდები. უბრალოდ, რამდენად არის “ბარსა” ამისთვის მზად? არ ვიცი. ამ დანაკლისით წარმოუდგენელია მზადყოფნაზე ლაპარაკი.
ლა ლიგა კი ნელ-ნელა მიდის. “მადრიდამდე” ხუთი ქულაა. თამაშით ნაკლები აქვთ და ჯუდ ბელინგემი აკლიათ. თუმცა, მოსაგებს ალბათ მაინც მოიგებენ.
რათ უნდა რეალს ბელინგემი ან ვინისიუსი, მსაჯები იყვნენ კარგად და, ორად ორი მსაჯი რომელმაც რეალი გააბრაზა წელს… ერთი ტაიმის მერე შეცვალეს, მეორეს დისკვალიპიკაცია მისცეს, ბარსას რო მასხარადად იგდნებდნენ ეგეთი მსაჯები დაუსჯიათ? არა. რეალს კიდე დამთავრებულზე გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს და ტიპი დასაჯეს :D:D:D რაც შეეხება სტატიას, ფატი გამახსენდა. რამდენიმე სტატია დაიწყო ესე ფატიზეც. სულ არაა კაი ნიშანი.
ნაპოლი რომ ამოგვისმევს 100% ისევ ამ აზრზე იქნები?
ფეხები ვერ მოგვჭამონ რა
ამინ✌️ რაღა დარჩა. აგერ შენ და აგერ მე მეგობარო.
ნაპოლი რომ ამოგვისმევს 100% ისევ ამ აზრზე იქნები?
ფეხები ვერ მოგვჭამონ რა
ნაპოლი რომ ამოგვისმევს 100% ისევ ამ აზრზე იქნები?
შეჭამა გუშინ კუბარსიმ ის ვებერთელა ზანგი და მთელი შეტევა იმათი. ეს კიდე რა სასწაული გვყავს. რო შეხედავ გაჩხიკინებულია და არადა რა უდარა ავს ბაღანას, ხარიხას რო გაარტყა ბურთი მდივნიდან გადმოვარდი კინაღამ იმხელა ხმა ქონდა მოტეხა კინაღამ. ფერმინი კიდე ძალიან შიშხათიანი ნახ მცველი ბიჭია, რომელიც ძაან დიდი ხანია არ გვყოლია ისეთი ტიპის ფეხბურთელია. ფორტი, ბალდე, ფაიეც ძაან ძლიერი და ჭკიანი ბიჭია. მოკლედ 3-4 კაი ტრანსფერი გვინდა და მკაცრი, დისციპლინირებული, შემტევი სტილის მწვრთნელი და 1-2 წელიწადში ისევ ის გუნდი ვიქნებით რო აცალმტვერებდა ყველას. კლოპი აღარ მგონია საკლუბო ფეხბურთში ვიხილოთ დიდი ხანი აწე, ვფიქრობ ნაკრებისთვის ამზადებენ და მაგიტო აიღო ის პაუზაც რო მერე ნაკრებში მივიდეს, თორე კლოპი დაგვაკვდებოდა ზედ, ამ ბავშვებს მონსტრად ჩამოაყალიბებდა.
არვიცი მეგობრებო კუბარსი და იამალი არიან ლა მასიის მორიგი შედევრევი, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო მაგრამ 16-17 წლის ბიჭები ამხელა სამუშაოს სწევდნენ კლუბისთვის პირველად ვნახე, ნუ იამალს რო ბოლო თამაშებში მომატებული აქვს და სითამამეც აღარ აკლია ვხედავთ, მაგრამ კუბარსის უბურთო მოძრაობებს აკვირდებით? სასწაულია ტიპი, რა პასის კულტურა, რა მაგარი “პატკატი”, კორპუსი, არვიცი… + ამათ ბერნალიც უნდა მოიხოდოს და ჩათვალეთ დაცვის-ჩამშლელის-მარჯვენა ფლანგის უმაღლეს დონეს დავიჭერთ მომავალ წლებში.
ვინმე გამოუცდელი მწვრთნელის მოსვლას ისევ ხავი იყოს ჯობია, როდის ამას ვამბობდი ისევ ვალვერდე ჯობდა ყოფილიყო ვიდრე გაგვეგდო და კი ხედავთ როგორც მიდის კლუბის მწვრთნელების საქმე
ფეოლასი არ იყოს მეც ორ ტელევიზორში ვუყურებდი ამ თამაშებს და ჯერ კვარას გოლმა ნახტომში და მერე მისმა უძლიერესმა დარტყმამ გამაცია. არვიცი წინა თამაშში რა ჭირდა, მაგრამ გუშინ ვერ იცნობდით. აი ამის მეშინოდა რო ვიძახდი ავადმყოფი ლოგინში უნდა მოამთავრო მეთქი. ის ავადმყოფი მოძლიერდა ჩვენ კი ჩავიფალით ჭაობში კიდევ უფრო. არ შეიძლება ამათი ყურება, ისე მოძრაობენ თითქოს ვალს იხდიდნენ ვიღაცის წინაშე. როგორც კი გოლი გავიტანეთ ხო საერთოდ აღარ უნდოდათ სირბილი. ტერ შტეგენსაც კი აერია ერთი-ორჯერ და მეტოქეს კონტრშეტევაც აჩუქა. ამას ნაპოლი არ გვაპატიებს, დაიჯერეთ ჩემი სიტყვა. და თუ პირველი თამაშის შემდეგ შანსებს 80%-20% ვაფასებდი ახლა ეს შეფარდება სრულიად შემობრუნდა 20-80-ზე. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ გუშინდელი თამაშით შანსის ნატამალიც არ ჩანს.
პსჟ იამალში 200 მილიონს სთავაზობს ბარსელონას… მაგრამ ბარსელონას დაუბლოკია შეთავაზება… იამალს ვენდობი მაგრამ მამამისს არა წინაზეც წასვლაზე ეჩალიჩებოდა თურმე და ლამინმა უარი თქვა
BREAKING: PSG are offering €200M to FC Barcelona for Lamine Yamal, but the club has rejected the offer. @Luis_F_Rojo
არ ვჩქარობ შეფასებას!!ბევრმა გაგვიცრუა იმედები!!ვნახით შევხედოთ და იმედი გვქონდეს რო უდიდესი გახდება!!!კვარა უნდა ვიყიდოთ !
არ ვიცი მგონი 16 წლის ასეთ დონეზე არავის უთამაშია , არავინ ყოფილა გრანდის ძირითადში , არავინ ყოფილა გრანდის ლიდერი და არავის მოუგია მატჩები მარტოს.. პატარა სასწაულია ეს ბიჭი და რომ მახსენდება რომ ჯერ სრულწლოვანიც კი არაა ჟრუანტელი მივლის , კიდევ და კიდევ ბევრი უნდა მოუმატოს , სწორი მწვრთნელი სწორი ტრანსფერები და სწორი მიდგომა ამ გუნდს ისევ მწვერვალზე დააბრუნებს , სასწაული თაობა გვყავს და უნდა გავუფრთხილდეთ , კვარა ხო იმენა ოცნებაა ეგ თუ დაიდო პიზდეცი იქნება , ვნახოთ ზაფხულში რა მოხდება , იმედია ლიდერებს არ დავკარგავთ.. რაც შეეხება მატჩს , კატასტროფა იყო…
მე მეჩვენება თუ ამ ფოტოზე ბიცებსები ცოტათი გაზრდილი აქვს?
Remember he's name, 16 years old, Lamine Yamal 😁😁😁😁
ისე კვარა და იამალი ფლანგებზე აიკლებენ მცველებს.
კვარა ალვარესი იამალი😁 სადაა ეს ფუფუნება თორე ჩვენ ბედს ძაღლი არ დათეფდა.სულ რო 2 სეზონი უტიტულოდ დავრჩეთ იამალს უნდა გაუფრთხილდნენ ყველაფრის ფასად
რაფინიაზე რა ისმის ახალი? ტრამვირებულია თუ არა?