ვიცით რომ “ბარსა” აღარ არის იმ სიმაღლეზე რომელზეც ჩავის ფეხბურთელობის დროს იყო, მაგრამ ისიც მართალია რომ ამ ფორმაციის გუნდებს ერთმანეთს არ ვადარებთ, როგორც წესი, ამ “ბარსელონას” ბოლო ორი წლის “ბარსას” ვადარებთ, იმისათვის რომ მცირე პროგრესი მაინც დავინახოთ, მაგრამ ვერ ვხედავთ.
სხვა მწვრთნელებისა კი არა, მე პირადად წინა წლის “ბარსა” უფრო მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა. როგორც მინიმუმ, დაცვა მაინც იყო მოწოდების სიმაღლეზე. თუ ჯანმრთელად იყვნენ, რა თქმა უნდა.
სიმბოლიზმი არ მუშაობს
კაპიტანი დავკარგეთ. შტეგენი კაი ხნით გამოგვაკლდა, რა ძალაა გერმანელი ამის ახსნა მგონი არ არის საჭირო, დაგროვდა ისეთი მატჩები სადაც მარტო შტეგენის გამორჩევაა შესაძლებელი. ეს დროც დადგა. არადა, სულ საპირისპირო სურათიც მახსოვს, მაგალითად, ვან გაალის, ფერერისა და რეშახის დროინდელ “ბარსაში”, სადაც გადასარევი შეტევა იყო, დაცვას არაუშავდა და მეკარე აბსოლუტური კატასროფა გვყავდა.
ახლა მეკარე გვყავს სუპერვარსკვლავი და ისიც საკაცეზე წევს.
მიუხედავად ამისა, ოთხი გოლი მეტისმეტია. პირველ რიგში, დაცვამ ითამაშა საშინლად, პენიას კი ყველამ თავისი ხედვით მოთხოვოს. შეიძლება რაღაცაში დავეთანხმოთ ერთმანეთს, რომელი ბურთი უნდა აეღო და რომელს ვერ აიღებდა, მაგრამ ის რაზეც ყველა შეთანხმდება არის ის რომ დაცვა ჩავარდა.
არც კრისტენსენი-არაუხოს ასეთი ცუდი მატჩი მახსენდება. უმტიტი-ლანგლეს დუეტი გამახსენა. ტფუ ტფუ ტფუ..
არადა, რა სიმბოლურია, კაპიტანი არაუხო სამკლავურით და ნიღბით რომ გამოვარდა მოედანზე, კარლეს პუიოლის მსგავსად. კარლესს სხვა ნიღაბი ეკეთა, მერე დუბლებში მყოფ მესის მისცეს სახის ძვლის დაზიანების გამო, მაგრამ დიდი ჰქონდა.
ჰოდა, გამახსენდა ეს ნიღბიანი ხალხი და ავივსე სიამაყით, მაგრამ რად გინდა.. საშინლად ითამაშეს.
კიდევ ერთს გავიხსენებ და ამით დავამთავრებ – “ბარსა” – “ვალენსია” გამახსენდა, მაშინაც 2:4 წავაგეთ, მაშინაც სახლში, ოღონდ “კამპ ნოუზე”. ეს ის თამაში იყო სადაც კლუივერტს მაგრად უსტვინეს, მიუხედავად იმისა, რომ გოლი შეაგდო. ხალხს ყელში ამოუვიდა, თეთრი ხელსახოცები დააძრეს და ისეთი ამბავი ატეხეს კედლები ზანზარებდა, მაშინდელი პრეზიდენტი ჟუან გასპარი ფეხზე წამოდგა და გადათეთრებულ “კამპ ნოუს” უყურებდა, ისმენდა სტვენას, ლანძღვასა და გინებას, მის ირგვლივ ხალხი დაიშალა, ხელს ართმევდნენ, დატოვე სტადიონიო მოუწოდებდნენ, მაგრამ ეს იდგა ასე ბოლომდე, ჰოდა, იყო ამაში რაღაც ბარსელონური. ყველაფერი თავზე დაემხო გასპარს, ბართომეუზე ოდნავ უკეთეს პრეზიდენტს მაგრამ მაინც ჰქონდა თავისი პრინციპები.
ახლა რა ხდება კაცო.. გასაგებია, რომ ასე ცუდად არ გვაქვს საქმე, როგორც მაშინ, მაგრამ ან ამ ხალხს რა უხარია გოლის მერე, იმასაც ვერ გაიგებ რომელ კარში გატანილს აღნიშნავენ, ან ჩავი რას ასავსავებს ამ ხელებს, რას თამაშობს, საით მიდის.. ვერაფერი ვერ გავიგე.
მარტო ფეხბურთი კი არა, ცხოვრება შეიცვალა.
ვნახეთ “ჟირონაც”
პირველად ისტორიაში, “ჟირონამ” “ბარსას” მოუგო, დააგდო ბეჭებზე! გადააფრინდა “მადრიდს” და ლიდერობს ჩემპიონატს. მართლაც კარგი გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს, ეტყობათ ტაქტიკური განსწავლულობა, მაგრამ მეეჭვება ჩემპიონატის ბოლოს ისევ პირველ ადგილზე იყვნენ. არა მგონია რესურსი ეყოთ.
ისე კი “ჟირონა” CFG-ის წევრია, ამ მულტიკლუბური სისტემის მთავარი გუნდი “მანჩესტერ სიტია” მერე კიდევ 11 კლუბი, სხვადასხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე. ზოგან სრული პაკეტი აქვთ, ფორმებსა და გერბებსაც ეტყობა, ამ შემთხვევაში 50%-საც არ ფლობენ, მაგრამ გავლენა მაინც დიდია. მაგალითად, სატრანსფერო ბაზარზე, რადგან CFG-ის ერთიანი სკაუტინგის სისტემა აქვს.
მოკლედ, ეს ჩვენი “ჟირონა” დიდი პროექტის ნაწილია, და იცით ვინ ჩაუყარა ამ სისტემას საფუძველი? ფერან სორიანომ. ჩვენმა “ბარსელონელმა” ძმამ. ახლა “სიტის” აღმასრულებელი დირექტორია. თავის დროზე კი ლაპორტას გუნდში იყო. დაგვიწერია მასზე და შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ.
დე იონგმაც წააგო
აქამდე მხოლოდ ვიგებდით ფრენკისთან ერთად. ამ სეზონში. ახლა კი მასთან ერთადაც წავაგეთ. ისიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. არადა, ყველაზე მეტად მისი თამაში მომეწონა. უფრო მეტად ვიდრე გიუნდოგანის, რომელსაც ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერეს.
დაიბრუნა თავისი ცნობილი დრიბლინგები, ერთი გენიალური პასიც გააკეთა, მაგრამ რაფინიამ ვერ ივარგა, მე კიდე არ მჯერა იმ გარემარბების, რომელთაც ხუთმეტრიანი ფორა აქვთ და მაინც არაფერი გამოსდით. არ მჯერა, რა ვქნა..
ლევანდოვსკიმ როგორც იქნა შეაგდო, მაგრამ მე უფრო ის მომენტი დამამახსოვრდა, ბოლო წუთებზე გათანაბრება რომ შეეძლო და მხარი დაარტყა. თავი არა. მხარი.
რა ჭირს კაცო ამ კაცს?!
ისე გადაიღალა თავი და მხარი ვეღარ გაარჩია? ჟანგბადი არ ჰყოფნის? ტვინს აღარ მიეწოდება ბოლო წუთებზე?
პირველ ტაიმში კიდევ ერთი ეპიზოდი მენიშნა, ცუდი ჩაწოდების მერე ჩავი კანსელუს ეძახდა, გაიხა შუაზე, მაგრამ ვერაფრით გააგონა, ახტა, ხელები იქნია, ჩირაღდანი აანთო, – No reaction როგორც ჟოზე იტყოდა, ჩაიქნია ჩავიმ ხელი, პუტა მადრე ამოსძახა და დადგა ვინი პუჰივით.
აღარ უსმენენ.
“ბარსა” მეოთხზე მიჩანჩალებს. ისე კი, საინტერესო მატჩი გამოვიდა, ყველაფერი შეიძლებოდა ამ შეხვედრაში მომხდარიყო, მოგებაც, ფრეც და გამანადგურებელი მარცხიც, მაგრამ როგორც მორჩა, ალბათ ყველაზე ლოგიკური ეგ იყო.
ოთიკო, მე მაგას უკვე დიდი ხანია ვიძახი.მე ერთს დავამატებსი ხავისთან რრთად უნდა გაასხან პირველ რიგში რაფინიამ.ტორესიმ.რომეომ.და უკვე გასაშვებია ლევანაც
La Pulga10, შენ ჩავის იმედი გაქ?მესამეზე თუ გავედით ლა ლიგაზე მაგარი შედექი იქნება.ლიგის მოგება ეგ ზღაპარია.ჩავის ნამუსი რომ ქონდეს ჟირონას თამაშის მერე უნდა გადამდგარიყო
PUIOL5,
როდრი
დეკლანი გამორიცხულია,
მე პირადად დღეს ამათ მერე პარტეი მომწონს მაგრამ ეგეც გამორიცხულია, ვერ ვხვდები ვინ უნდა მოვიდეს ამ ბარსაში ეხა ერთი ტონალი თუ მოვა იქითა წელს მაგის სკანდალის მერე მისი ფასი განახევრებული იქნება , მარა ტონალის მოყვანა დიდი რისკია როდის რა წამოუვლია და კლასიკოზე რეებს დაწერს კაცმა არ იცის 🤣
ნუ ისიც მოჟნა ტოტეში როა, ვერასდროდ ვამბობ მის გვარს დანიელი ტიპი.
სხვა ძაან სუსტია
Araujoze xsenda ragac,da dzaaan swori agnishvna iyo is ro sheidzleba tavshi utrialebda ragacaebi. Tumca mainc magari culea da guliani bichia. Rac sheexeba tamashis xarisx,rac eg gamoicheka misi tanmdevia poziciuri shecdomebi,ki artmevaze magaria,tavze,siswrafe kai tumca udidesi naklia pasis da poziciuri tamashis sicude,tumca gamosworebadia. Xavi kide ukve gulwrfelad mecodeba. Dagupa gundshi avtoritetebis moyvanam,imdenad ampartavani mastia tvitonac(barca bshi ar mosvla da ambebi) ro vegar gauqacha amden avtoritetiani fexburtelis ablatavebas. Iq taktikuradac jer ise ganswavluli veraa factia. Tumca gundshi instituciuri problemebic ro ari magas tqma ar unda. Ager laportas pirveli bordis xalxi da scoutebi dgesac reebs shvebian cityshi tu yvelgan. Axla kide si*ebi gvyavs da egaa. Mentaluri problemaa gundshi aseve udidesi. Mokled yvelaferi paraleluri mushaobit und agamoswordes tore erts meore sr adzlevs gamosworebis sashualebas.
და დე ხეა რო მოიყვანონ შენი აზრით რომელი დაჯდება ზამენაზე შტეგო თუ დე ხეა? არცერთი რადგან ორივე ტოპ მეკარეა
არაუხო არსად არ მიდის სულით და გულით კულეა
დეხეა რო მაგარი იყოს ახლა თავისუფალი აგენტი იქნებოდა?. გუშინ რაც მოხდა მეკარეს როგორ ადანაშაულებთ, დაცვა და ნახევარდაცვა გვყავდა საერთოდ?
დაცვა უდანაშაულო არისთქო არ ვამბობ მაგრამ პენიას გუტიერესის დარტყმული არ უნდა გაეშვა . მოკლედ რო ვთქვა გამოცდილება აკლია თან ესეთი მოცუცქნული ტანის მეკარეები არ მომწონს ცოტა მოშნი უნდა იყო
გუნდს ჩამშლელი არ ყავს, ყველაზე დიდი პრობლემა აქედან იწყება და შემდეგ თავდასხმა, ბუსის და ალბას ასე გაშვება იყო სისულელე, აუცილებელი იყო შემცვლელების მოყვანა ან უნდა დაეტოვებინათ და ახლა გამოგვადგებოდა, ბუსი დეიონგი პედრის ტრიო ბევრად უფრო მაგარი ცენტრი იყო ვიდრე ეს სლეობა რაც ახლაა. ზაფხულზე აუცილებლადაა მოსაყვანი ჩამშლელი ფორვარდი მარჯვენა შემტევი და მარცხენა მცველი
და დე ხეა რო მოიყვანონ შენი აზრით რომელი დაჯდება ზამენაზე შტეგო თუ დე ხეა? არცერთი რადგან ორივე ტოპ მეკარეა
არაუხო არსად არ მიდის სულით და გულით კულეა
დეხეა რო მაგარი იყოს ახლა თავისუფალი აგენტი იქნებოდა?. გუშინ რაც მოხდა მეკარეს როგორ ადანაშაულებთ, დაცვა და ნახევარდაცვა გვყავდა საერთოდ?
ხალხო რატომ ვნერვიულობთ და ზიანს ვაყენებთ ჩვენს ჯამრთელობას? ხომ ვხედავთ, რომ ჩვენს მეტი არავინ არ ზარალდება….. მიაჯ…ნ თავიანთ პატრონს და მერე გამოდიან და უტიფარ სისულელეებს როშავენ…. არ არის ეს გუნდი ტიტულის ღირსი და ვერც ეღირსება….რეალის ჩავარდნას უმადლოდნენ , როცა უტიფრად იტყვიან შარშანდელი ლა ლიგა მოვიგეთო … იქნებ ჰგონიათ რომ რამეს წარმოადგენენ? არაფერს აბსოლუტურად… ერთი დიდი ნოლია მთელი გუნდი… გაგიჟებას ვარ, როგორ შეიძლება ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლეკტებულმა გუნდმა წააგოს ყველაფერი და ყველასთან…. ჩაკვდეს ყველა პრინციპულ მატჩში და 31 დარტყმიდამ, ძლივს გაიტანოს ორი? როგორ შეიძლება ყველა უდიდესი მოტივაცია გააცამტვეროს და ყველა უღიმღამო მოწინააღმდეგეს ტ……ი. მიუშვიროს? ეს არის კატასტროფა და ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ერთი ხელის მოსმით დავშლიდი ამ მატრაბაზების ჯოგს, ტორრესიდან დაწყებული, ლაპორტათი დამთავრებული…. და რას ვიზამდი? ვიცი, რომ ბევრი კითხვა დაისმება ამ ჩემ გამონათქვამზე, მაგრამ ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს? ხელმძღვანელობა ( და არა ქვს მნიშვნელობა გვარებს, ყველა მანდ იყო თავის დროზე), გარედან ხრწნის და ანგრევს კლუბს ,მწვრთნელები და მოთამაშეები კი შიგნიდან….. ისეთი გამწარებული ვარ, გავგლიჯავდი თითოეულ მათგანს….. ბარსას ყოფილი დიდების გზაზე ვართო, ამ თავისი ცოდვით სავსემ თქვა, და ეგრევე უსირცხვილოდ ფაასხა შახტიორთან…..მეორემ ამაყად დაუდასტურა – წელს ჩემპიონები ვართ უეჭველიო… და მწარედ ჩაისვარა გუნდთან, რომელსაც ისტორიაში არ მოუგია ბარსასთვის და პატარა ბიჭებით არის დაკომპლექტებული…. ვაი თქვენს პატრონს!!!! ყველა პიჯაკზე და კოსტუმზე ბარსას ნიშანი მიკეთია და ვამაყობ ამით, ვამაყობ რომ უდიდესი ისტორიის დს ტრადიციების კლუბის ქომაგი ვარ და არა ამ უთავმოყვარეო დეგენერატების ჯოგის…
სანამ ეს სირბანჯო ჩავი გვყავს ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ.ამას მწვრთნელობა დაბრალებული აქვს
nika 54,
კუნდე იმენა ზოგჟერ ლენგლე ხდება ისე დებილდება
არაუხო ზედმეტად გაპიარებულია,
ბალდე ლენჩია,
ერთი დაცვა გვყავდა მაგარი და მაგანაც ჩაიკუკა
ეჰ ჩავი ლა ლიგაც თუ წააგე და ჩლ ზეც ჩაიჯვი კი ამოგკრავენ პანღურს