სწორედ ეს არის სიკვდილის ჯგუფი. “ბარსასთვის” და “ინტერისთვის”, თორემ, “ბაიერნს თავი ქუდში აქვს. ასეც იყო მოსალოდნელი. რას ნიშნავს, როცა ასეთ ჯგუფში ხვდები? ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს დეტალები წყვეტს, ერთი გოლიც კი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. არ მინდა, კონსპირაციულ თეორიებს ჩავუღრმავდე, მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა, – რა ამოძრავებდა უეფას, როცა კვლავინდებურად პოლ ვან ბუკელს ნიშნავდა არბიტრად? მოთავსდა პატივცემული VAR-ის კაბინაში და განაგრძო თავის დაბრმავება, ოღონდ ცალმხრივად დაბრმავება. თვალში რომ ვერ იხედებოდეს, არ იქნებოდა ასეთი პრობლემა, ვინმე ღვთისნიერი აღუწერდა მოვლენებს, მაგრამ, ვაი რომ გონებრივ სიბრმავესთან გვაქვს საქმე, ან რაღაც კიდევ უარესთან.
ძალიან ბევრს ნიშნავდა დემბელეს მომენტი “ბაიერნთან”, “ბარსა” კარგად თამაშობდა და დანიშნული თერთმეტმეტრიანი სულ სხვა თამაშს მოიტანდა, თუმცა, არ მოხდა ასე. ის კაცი ხომ ვერ ხედავს?!
ამ საშინელი შეცდომის მერე, უეფა ადგა და კვლავინდებურად ბუკელი მოგვისაჯა. ახლა წივილ-კივილი დაგვიანებულია. “ბარსას” მაშინვე უნდა გაესაჩივრებინა ეს ამბავი, “ბაიერნთან” დაშვებული შეცდომის მერე აღარ უნდა მიეცათ საშუალება, რომ “ინტერთანაც” ამ კაცს მიეღო საერთოდ რაიმე გადაწყვეტილება. ახლა გვიანია, ადრე უნდა გვემოქმედა.
არ ვიტყვი, “ბაიერნთან” რა იქნებოდა, რთული სათქმელია, მაგრამ ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ კაცმა ქულა წაგვართვა, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს, რადგან პირდაპირმა კონკურენტმა სამი ჩაიწერა, ჩვენ კი ნულზე დავრჩით.
სიტუაცია დამძიმდა, კატასტროფას ვუახლოვდებით. ეს აღარ არის სეზონი, რომლის დროსაც ვიტყვით, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და გუნდს შეცდომები ეპატიება. ახლა ყველაფერი სასწორზეა. როგორც ფინანსური, ისე სპორტული თვალსაზრისით, ამ ჯგუფში ჩარჩენა ისეთი დარტყმა იქნება, რომელიც ხანგრძლივ ნოკაუტში გაგვიშვებს.
ორი საკვანძო მომენტი იყო:
1. პედრის გოლი, – გაგვიხარდა, კაცი იფიქრებდი, რომ ყველაფერი სამართლიანად წავიდა, თუ ვინმე იმსახურებდა გოლს, პედრი იყო, ერთადერთი ნათელი წერტილი “ბარსადან”, მერე კი გოლი გაუქმდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ხელზე შეხება იყო, ტრაექტორია არ შეცვლილა, სამაგიეროდ, ბურთმა სისწრაფე დაკარგა, ფაქტია, რომ ფატის ხელმა მომენტზე გავლენა იქონია.
2. დუმფრისმა ხელბურთი ითამაშა. “ბარსას” ფეხბურთელები ერთობლივად ითხოვდნენ გადამოწმებას, მთელი წუთის განმავლობაში, როგორც იქნა, საწადელს მიაღწიეს, გამეორებაზე ყველა გონიერმა არსებამ დაინახა, რომ პენალტი იყო, მაგრამ, ჩვენ დაგვავიწყდა, რომ VAR-ის კაბინაში გონიერი არსება არ ყოფილა.
არ ვიცი, ამას რა ჰქვია.
ლა ლიგაში ესპანელ მსაჯებს ვაბრალებთ ხოლმე. მათგან ყველაფერი გვინახავს, მაგრამ, ეს რა არის?! თან ზედიზედ, თან “ბაიერნთან” და “ინტერთან”?!
აღსანიშნია, რომ მთავარი მსაჯი ხელით თამაშზე მატჩს არ აჩერებდა. არ გააჩერა შეხვედრა, როცა ერიკ გარსიას მოხვდა ხელში, თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ არ დაინიშნა, მანამდე თამაშგარე მდგომარეობის გამო.
არ გააჩერა ფატის შემთხვევაში.
არ გააჩერა დუმფრისის შემთხვევაში.
ეს ნიშნავს, რომ მთავარმა არბიტრმა ეს საქმე მთლიანად VAR-ს მიანდო. VAR-მა კი გაგვწირა.
მატჩზე..
თამაშის ხარისხი მაღალი არ ყოფილა. ტემპიც დაბალი იყო და ხარისხიც. მეორე ტაიმში ტემპმა მოიმატა, ხარისხმა არა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გონივრულად მოქმედებდა, პედრი იყო. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლევადოვსკის გარეშე არც არაფერი შეგვიძლია. “ინტერის” დავალებაც ეს იყო, – გაანეიტრალე ლევანდოვსკი და თამაშს მოიგებ.
დემბელე აქტიურობდა, რაფინია ვერა. არც კი ვიცი, რომელი ჯობია, ის, რომ ცხრაჯერ გაიქცე და ათჯერ დაკარგო ბურთი, თუ ის, რომ საერთოდ ვერ გაიქცე. ეს არჩევანი გვქონდა დემბელესა და რაფინიას შემთხვევაში. “დამბოს” იგივე პრობლემები აქვს, მოუგვარებელი პრობლემები, გადაწყვეტილების მიღებას ძალიან აგვიანებს და როცა იღებს, როგორც წესი, არაზუსტია.
მოდი, კვარას შევადაროთ. ბევრი ნახავდით მის თამაშს, ალბათ ყველა ნახავდით. მასაც აქვს შეცდომები, ბუნებრივია, მაგრამ ნახეთ, რა სწორად თამაშობს, რა ზუსტ გადაწყვეტილებებს იღებს და რა სწრაფად აკეთებს ამას. აზროვნება არის ის, რაც განვითარების საშუალებას გაძლევს. ფაქტობრივად, მთავარი საწვავია განვითარებისთვის.
დემბელეს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ფეხბურთელმა ინატროს, მაგრამ, თავში სიცარიელეა. კვლავ მოგვაწონებს თავს ძლიერი დარტყმით, დრიბლინგით, განსაკუთრებით არაორდინალური ქმედებით მოედანზე, მაგრამ თავის თავს ვერ გადაახტება, ეს ვერცხლისწყალივით ფეხებიც კი ვერ მისცემს იმას, რისი მოცემაც აზროვნებას შეუძლია.
თუ “ბარსას” მომავალი მასზეა გათვლილი, უნდა ვიცოდეთ, რომ მისგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე შეუძლია. სხვა შემთხვევაში კი სარგებელს მოიტანს, ამ სეზონში ექნება კარგი თამაშები, შესაძლოა, საუკეთესოც ჰქონდეს.
მომდევნო ვიდეოანალიზს პერსონალურად დემბელეს დავუთმობთ.
ლევანდოვსკი ჩაყლაპეს. რაფინია საერთოდ არაფერს ჰგავდა. ფატის ხელზე მაინც მოხვდა ბურთი, რაფინია დაკარგული ბავშვივით იყო, ჰოლივუდურ ფილმებში რძის შეფუთვის ფოტოზე როა შემორჩენილი.
დაიკარგა რაფინია, – მპოვნელს შეუძლია დაიტოვოს.
გაშვებული გოლის დროს ბუსკეტსმა დააგვიანა. გაიშალა ვარდნაში, და არ აღმოჩნდა საკმარისი. დაგვიბერდა. დიდი ხანია, დაგვიბერდა. დანაკლისი კი ძალიან დიდი იყო, აღვნიშნეთ, რომ შეცვლებზე მთავარი ძალა ნიდერლანდელები არიან, მათ გარეშე თამაში ვერ გავაძლიერეთ. არც დე იონგი გვყავს, არც დეპაი. აგრესიაც დაგვაკლდა, როცა არაუხო და კუნდე არ არიან, აგრესიის ნაკლებობა ყოველთვის შეინიშნება.
მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ჯერ კიდევ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჯერ კიდევ ჩვენ ვართ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები, “ინტერი” ჩამოვა “კამპ ნოუზე”, სადაც რამდენიმე ათასიანი ვან ბუკელის დედის ფანკლუბი დახვდება. წინა სეზონისგან განსხვავებით ახლა ყველას ესმის, როგორი დახვედრაა “კამპ ნოუზე” საჭირო.
მგონია, რომ “ბაიერნი” “ინტერთან” უფრო დაზოგავს ძალებს, ვიდრე “ბარსასთან”, რაც დიდი პრობლემაა, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენს ხელშია.
მიუხედავად ამ კატასტროფისა, მაინც გულწრფელად მჯერა, რომ ყველაფერს მოვატრიალებთ.
არ ვიცი, რა მაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ასე ვგრძნობ ამ ამბავს.
ნუ ამ ინტერსაც თუ ვერ ვუგებთ ვიღას უნდა მოვუგოთ. იმედია ჩავი რამე აზრს გამოიტანს ამ თამაშიდან და ბარსელონაში ინტერის დამარცხება თუნდაც 2-0-ით, ჯგუფიდან გაგვიყვანს.
Don_Andresito,
არც ლევაა ჰოლანდი მაღალ ბურთზე?? 😁 ბეევრად უკეთესია თავზე ლევანდოვსკი, შედარებაც არ შეიძლება ამ კონკრეტულ თვისებაში ამ ორის. ძალიან დამაჯერებლად თამაშობენ ლა ლიგაში, წელს თამაში სადაც დაიჩაგრნენ არ ყოფილა, შეიძლებოდა მიუხენშიც მოეგოთ და გუშინაც, არაა ადვილი იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც საკუთარ მოედანზე 10 კაცით თავს იცავს და მთელი ტაიმის განმავლობაში ერთხელაც კი არ ცდილობს კარისკენ დარტყმას. რატო ადარებ სიტის, რომელსაც 5-6 წელია აშენებს პეპი, ყველანაირი ხელშეწყობა აქვს, მაგრამ ლიგას მაინც ვერ იგებს, ჯგუფიდან გავლენ, ინტერი 3 ქულას აიღებს კიდე დარჩენილ 3 ტურში, გამორიცხულია ბაიერნმა საკუთარ მოედანზე თამაში მისცეს, გუნდს 2017 წლის შემდეგ არ წაუგია ჯგუფურ ეტაპზე, 31 შეხვედრიდან 28 მოიგეს, საკუთარ მოედანზე ხო საერთოდ ბოლოს ჯგუფში 10 წლის წინ წააგეს. ასე რომ საკუთარ თავზეა დამოკიდებული ბარსა, მოუგოს ინტერს სახლში და 100% გავა ჯგუფიდან.
სხვების გადმოსახედიდან ადვილია ლაპარაკი, რა ენაღვლებათ, ჩაეჭიდებიან პოპულარულ აზრს და ატრიალებენ. მშიშარა კაცის ქცევაა ეგ. ყველას აზრი, თუ ვინმეს არ შეურაცხყოფს, მისაღებია, კი ბატონო.
მე ვფიქრობ რო ჩავი ზედმეტად ცდილობს გვარდიოლას სტილის ათვისებას, საკუთარის შექმნაზე მეტად პეპის მეთოების კოპირებას ცდილობს, არ მჭირდება აქ არავის აზრი იმაზე თუ რა გენიალურია ჩავი და როგორ ესმის ბარსას რაც ესაჭიროება. ჩავიზე აქეთ ჩავუტარებ ბევრს აქ ლექციას. უბრალოდ, ამ ეტაპზე სწავლის პროცესშია. კონკრეტული გეგმის გარეშე გამოვიდით, საერთოდ არ იცოდა რას დაუპირისპირებდა ინტერი, ან იცოდა, უბრალოდ აქეთ რა დაეპირისპირებინა მაგას ვერ მიხვდა. გუნდი რო ჩამოწებებზე გადავიდა, მანდ გამოჩნდა რო ჯერ ჯერობით პრაქტიკულ ამბავში სეტიენის დონეზეა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ამბობდა, გაგვიჭირდება ინტერის 5 მცველთან თამაშიო, 3 კაციჭამია ცენტრალური მცველიდან ორს ხელში ეჭირა ლევანდოვსკი და ტიპმა ჩაწოდებები დააყწებინა. პეპი აწვდის იმიტო რო ცენტრში ჰოლანდი, ხოლო ჩამწოდებლად დე ბრუინი ყავს, თუნდაც სილვა, კანსელო, ფოდენი, უაზროდ არავინ აწვდის. მაგრამ როცა მაიმუნის ინტელექტის დემბელე, ცალფეხა რაფინია და ჭ კლასის რობერტო გყავს, არც ლევაა ჰოლანდი მაღალ ბურთზე, რა ჩაწოდებები? კარში რო უპრაქტიკო მეკარე უდგათ, შორიდან რატო არ ვურტყით? 7 დარტყმა სულ, წაგებულ თამაშში, სეტიენიც არ დააფიქსირებდა მსგავს შედეგს. მეორე რთული მატჩია სადაც ტაქტიკურად ჩაიჩაგრა. ისწავლის კი მაგრამ ახლა იმის დროა რო ფეხბურთელებთან ერთად, მწვრთელს ვზრდიდეთ? გვაქვს კი ამდენი დრო? ჯგუფში ჩარჩენა და მოავალ წელს ხელფასს ვეღარ გადავუხდით ლევას და სხვებს. რა მესის დამატებაზეა ლაპარაკი. მოვუგეთ სოსიედადს ძლივს, ბოლო 15 წუთში, მოვუგეთ სევილიას რომელიც დღს ყველაზე ცუდი გუნდია მსოფლიოში, 10 კაციან ელჩეს, მალიორკას ძლივს და პლზენს. და შევიქმენით წარმოდგენა რო კარგი გუნდი ვართ. რეალურად ახალოსაც არ ვართ კარგ გუნდობასთან. ლა ლიგაში მოგებები არაფერს ნიშნავს იმდენად ჭ კლასის დონეა ლა ლიგა
ბარსელონას მაშინ ეშველება, როცა ჯერ მესი დაბრუნდება კამო ნოუზე და მერე Boixos nois 😂😂
ეგენი არიან ტიპები ვისაც ბარსა მართლა უყვართ
როგორც ვთქვი ისე მოხდა!.. მძიმე მატჩი და დაუნდობელი საფეხბურთო ბიუროკრატია, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყო!.. აბა რისთვის "აქუჩებდი" ამდენ ნაგავ ფეხბურთელებს, თუ შემცველად არ გამოდგება? … მესის ცოდვა არ გაგახარებთ!!!
Barca for life, რას ამბობ ძმა, პირიქით
ძალიან მაგარი შემადგენლობა ყავთ, პედრი და გავი აღარ არიან იმედის მომცემი ტალანტები, უკვე ჩამოყალიბებულ ძლიერ დუეტს ქმნიან ცენტრში, რომელთაც ყველა მეტოქის წინააღმდეგ შეუძლიათ ტოლსწორად თამაში, 90% დაჯაბნაც კი, მაოფლიოს საუკეთესო ცხრიანი გყავთ, დემბელეც როცა ფორმაშია, აქვს შესაძლებლობა საუკეთესო იყოს მის პოზიციაზე, დაცვის ხაზიც ძალიან კარგია, რაც უფრო დრო გავა, მით მეტად დაინახავს ამას ყველა, არაუხო, კუნდეს აქვთ ყველაფერი, რაც ტოპ მცველს სჭირდება, ძალიან ღრმა შემადგენლობაა, სკამიდან ფატი, ტორესი, კესიე, დეპაი, დე იონგი რომ ერთვება მატჩში ფუფუნებაა, შეიძლება დღეს ყველაფერი ისე არაა ლიგაზე, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ფაქტია რო ბარსა ათი თავით უფრო ძლიერია ვიდრე წინა სეზონებში იყო, თან ეს განვითარება, მზარდია და რაც დრო გავა, უფრო მეტად დამაჯერებელ და ძლიერ ბარსას ვნახავთ
შემადგენლობას რეკალიბრაცია უნდა ჩაუტარდეს, ჩემპიონთა ლიგა თუ გვინდა რაფინია , დემბელეს იმედზე არ 7ნდა იყვნენ მაგ დუოს მაჰრეზი და სონი გვყავდეს ბევრად ჯობია. დაუმატე ჟესუსი.
ხშირად ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს, როგორც ბაიერნის გულშემატკივარი, აქ ბევრს მოვუწოდებდი პატივი ეცით გერმანულ გრანდს და ეგრე აგდებულად ნუ ილაპარაკებთ წინასწართქო, მაგრამ რასაც ვუყურებ მეტოქეს კი არა, საკუთარ გუნდსაც უსაფუძვლოდ ლანძღავს ძალიან ბევრი ამ გვერდზე, ხავიზე ენა როგორ გიბრუნდებათ, კაცმა სრულად ჩამოშლილი, დემორალიზებული გუნდი ჩაიბარა, სადაც გამარჯვებულის მენტალიტეტი და შეგრძნება რომ ბარსას ფორმას ატარებენ სრულად დაკარგული ქონდათ, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მცირე დროში ბევრ პრობლემა გადაჭრა, აბსოლიტურად ყველა გუნდს გაუჭირდება ბარსასთან ბრძოლა, ეს ორი მარცხი ლიგაზე არ ნიშნავს იმას რო ცუდი მწვრთნელია, პირიქით მასზზე უკეთესი ვარიანტი ახლა არ არის ხელმისაწვდომი, ხავიზე უკეთ არავის ესმის ბარსას ფილოსოფია და რა სჭირდება გუბდს წინსვლისთვის, მე რო ნაგელსმანს ვაგინებდე ლოგიკურია, უფარჩაკესი მწვრთნელია, მაგრამ ხავის ლანძღვა ტეხავს, ნუ გავიწყდებათ რა დღეში იყო ბარსა წინა წლებში. დარწმუნებული ვარ უძლიერეს გუნდს შექმნის, არაფერია სანერვიულო, მთავარია არიან ახალგაზრდები ვინებიც მომავალში მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელები გახდებიან.
რა არის იცი, გვარდიოლას ბარსელონას დროს ბარსას 3-0 რომც წაეგო განმეორებითი მატჩისას დარწმუნებული ვიყავი ხოლმე რო ამოვუქაჩავდით, ეხლა თუნდაც ხეტაფეს და ოსასუნას რო ვეთამაშებით და 2-0-ს ვუგებთ, მაშინაც კი დაძაბული ვარ, ბარსა რო გვიყვარს და ვგულშემატკივრობთ მაგიტომაცაა რო ვაკრიტიკებთ, თითქმის 30 წელია ბარსას ვგულშემატკივრობ და რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყვენ და რაც არ უნდა ბანძ გუნდს ეთამაშებოდნენ მე მაინც ბოლომდე ვუყურებ თამაშს და არ გადავრთავ სხვაგან, ბარსას ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია ამ შემადგენლობით, ოღონდ შეაბამისი ტაქტიკური მონახაზით, რომელსაც მე ვერ ვხედავ, გვარდიოლას დროიდან მოყოლებული ტაქტიკაში არაფერი არ შეცვლილა და მაგიტომაცაა რომ ვაკრიტიკებთ, მე მირჩევნია კარგად ვითამაშოთ და წავაგოთ ვიდრე რეალივით ჩემპიონთა ლიგები მოვიგოთ და საზიზღარ ფეხბურთს ვთამაშობდეთ
ჩავი ბოლები და რეალის ხმარება კაი იყო?!
შეიძლება არ ვიმსახურებდით გამარჯვებას მარა ინტერი იმსახურებდა? აი უსაზიზღრესი თამაში იყო მაგრამ არა წასაგები. ხოლო როცა ჩვენი ბედი სასწორზე კიდია და გუნდი მართლა არ იმსახურებს ჯგუფში ჩარჩენას, მაშინ სწორედაც რომ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა.
რატო აბუქებთ ბარსას ამჟამინდელ მდგომარეობას?
ანუ ამბიციურად რომ იძახით ჩვენო ასეთი და ისეთი შემადგენლობა გვყავსო, 2 ქინქილა ვარსკვლავის მეტი გუნდში არ გვიგდია, პლუს 5-6 ტალანტი და დალშე საშუალო-დაბალი დონის ხალხი გვყავს, გუშინ კი საერთოდ 1 ვარსკვლავით, 3 ტალანტითა და 7 საშუალო დონით ვითამაშეთ, საიდანაც ის ვარსკვლავი ვაბშე თამაშიდან გამოთიშეს, იმ ტალანტებიდან მხოლოდ ერთადერთმა ივარგა, ერთიც სკამზე დატოვეს და შესაბამისად თამაშის წარმართვა საშუალო-დაბალ დონეს მიენდო, ხოლო ამას იქეთ 5 ისეთი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული ვინც უეჭველი ძირითადის კაცია და აი რაღას ითხოვთ?
მაგრამ ამხელა დანაკლისის მიუხედავადაც ინტერზე უკეთ მაინც ვითამაშეთ და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით, რადგან გუნდი რომელიც ავტობუსს თამაშობს საერთოდ არაფრის ღირსი არაა.
ორი თამაში წავაგეთ, ორივეში გადამწყვეტი როლი მსაჯმა ითამაშა, აქედან პირველში ტოლი არავის დავუდეთ ხოლო გუშინ საერთოდ თავზე ვეჯექით და ერთადერთი რაც გვაკლია შედეგია. ხოდა რახანია უკვე ვიძახი რო ტაბლო არაა ყველაფერი, 2 წაგებიდან 2ჯერვე ვჯობდით მეტოქეს, შეცდომებიც დავუშვით, უიღბლოებიც გამოვდექით, ცალკე მსაჯმაც დაგვაღალატა, მარა ამის გამო ხელის ჩაქნევა არ ღირს.
გუნდში ტრავმიანობაა
არაუხო-კუნდე-დე იონგი-ბელერინი-დეპაი
უდიდესი ძალის გარეშე დავრჩით
პლუს უიღბლობაცაა და კიდე ზემოდან გვემატება მსაჯის ფაქტორიც, მარა თან ეს ყველაფერი ხდება იმ გუნდში რომელიც შენების პროცესშია და არაა აწყობილი.
ფინანსური თვალსაზრისით არაა ჩარჩენა ნორმალური, თან რეალურად არც ვიმსახურებთ, მარა ჩავრჩეთ ჰა, რას შეცვლის, მთავარი პრობლემები რაცაა იმათ მოგვარებას მივაწვეთ და დრო და დრო თამაშებსაც ვუყუროთ, აბა ახლა აქ ჩივილით ვეღარაფერს შევცვლით და ტყუილად ნერვების შლაც უაზროა.
აქ სულ ასე იქნება მოგების შემთხვევაში ცაში აყვანა და ქება დიდება,ჩავარდნის დროს იმ ქება დიდებიდან აღარაფერი დარჩება,წამოვა კრიტიკის ქარცეცხლში გატარება და თავზე გადავლა, ბოლოსდაბოლოს ეს ადამიანი ლეგენდაა თუ ვიღაც რიგითი გამვლელი მეტი პატივისცემა და მორიდება რომ არ აქვთ,სულ რომ ყველა სეზონზე დადოს ხავიმ ლა ლიგაც და ჩემპიონთა ლიგაც,რეკორდი მოხსნას ერთიც რომ ჩაუვარდეს იმ ერთს არავინ დაივიწყებს და მის დამსახურებას რომ ამდენჯერ მოაგებინოს გუნდს და სულ რომ ყოველ სეზონზე ტიტულები დადოს ეგრევე წყალში ჩაუყრიან თან სულ ერთიდაიგივე კამანდა.