The Athletic-მა “ბარსას” სატრანსფერო ამბებს სტატია მიუძღვნა, რომელსაც მცირედი ცვლილებით გთავაზობთ.
“მოედნის საქმე დასრულდა, ახლა ოფისში მუშაობის დროა“, – თქვა ჩავი ერნანდესმა სეზონის დასრულებისთანავე. მას დასვენების დრო არ აქვს, კლუბის გადარჩენის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ჩავიმ კუმანის გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა „ბარსა“ და ცუდად დაწყებული საქმის მერე, გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა. მისაღები შედეგია, თუმცა, უტიტულოდ დასრულებული სეზონი კმაყოფილს ვერავის დატოვებს.
„უამრავი რამ არის შესაცვლელი იმისათვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანნი გავხდეთ, კიდევ ერთი ცარიელი სეზონი ვერ გვექნება, უნდა გავძლიერდეთ და წინ სვლა განვაგრძოთ“, – თქვა ჩავიმ.
როგორც იწერება, თავისუფალ აგენტებთან, კრისტენსენსა და კესიესთან ყველაფერი შეთანხმებულია. „ბარსა“ უკვე ნაცად გზას მიჰყვება, კლუბს დიდი ტრანსფერებისათვის საჭირო თანხა არ აქვს, ამიტომ, თავისუფალი აგენტების დამატებაზეა გადასული, თუმცა, ეს ფეხბურთელები ჩამოწერილები ნამდვილად არ არიან, მათ რეალურად სძალუძთ კლუბის გაძლიერება.
გარდა ამ ფეხბურთელებისა, იდენტიფიცირებულია ორი მთავარი სამიზნე, – რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნიდან” და რაფინია “ლიდსიდან”. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, სანამ „ბარსა“ კიდევ ერთხელ არ შეამცირებს სახელფასო ჭერს, მანამდე კრისტენსენისა და კესიეს დარეგისტრირებასაც კი ვერ შეძლებენ, არათუ ორი ფეხბურთელის გადმოყვანას. თუმცა, როგორც ზამთარში, ისე ახლაც, ლაპორტა ირწმუნება, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
კლუბი დატოვა კოუტინიომ, წავიდა ლუკ დე იონგი, ჯერჯერობით გაურკვეველია სერჟი რობერტოსა და დანი ალვესის მდგომარეობა, ხოლო უსმან დემბელეზე თითქოს ხელი ჩაიქნიეს, ფრანგისგან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ ელიან.
იმისათვის, რომ ჩავიმ თავისთვის სასურველ შემადგენლობას მოუყაროს თავი, მოუწევს რაც შეიძლება სწრაფად შეელიოს რამდენიმე ფეხბურთელს, The Athletic-ი 11 მათგანს გთავაზობთ.
ნეტუ
ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორი კონტრაქტი არ უნდა დაუდო ფეხბურთელს, რომელიც დიდად არ გჭირდება. ნეტუ უკვე სამი სეზონია „ბარსელონაშია“ და მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, კონტრაქტის მიხედვით კი კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი. „ბარსას“ მის თაობაზე კარგი შეთავაზებები არ მიუღია.
თავისუფლად შეიძლება მისი გაშვება და კლუბის აღზრდილი მეკარის დაწინაურება. ეს ყველაფერი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, თუმცა, „ბარსასთვის“ ახლა სწორედ ასეთი დროა.
სერჟინიო დესტი
კუმანი უფრო მეტად ენდობოდა, ჩავი ნაკლებად. ერნანდესის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება დანი ალვესის დაბრუნება იყო. ნდობა რომ ჰქონოდა დესტის მიმართ ამას არ გააკეთებდა.
სერჟინიომ სეზონის ბოლოსკენ მოუმატა, მაგრამ საერთო ჯამში იმედებს ვერ ამართლებს. მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადეს და კლუბი სიამოვნებით მიიღებდა იგივე თანხას მისი გასხვისების სანაცვლოდ.
დესტის მიმართ ინტერესს მუდმივად იჩენდა „ბაიერნი“, ბოლოს კი „ჩელსიც“ ახსენეს, თუმცა, დესტი ჯერ ტრანსფერზე არ დაუყენებიათ და არც შეთავაზებით შეუწუხებია თავი ვინმეს.
მას კი მოსწონს კატალონია და როგორც დაიწერა სახლსაც იშენებს.
უმტიტი და ლანგლე
უმტიტი ყოველთვის თანხმდება უფრო დაბალ ხელფასს, მას უყვარს კლუბი, თუმცა, ძალიან დიდი ხანია არანაერი სარგებელი არ მოუტანია. ქრონიკულ ტრავმებს ვერა და ვერ მოერია. ხშირად იწერება დემბელეს გამოტოვებულ თამაშებზე, აი, უმტიტიზე კი დიდი ხანია აღარ დაწერილა, რადგან, მისგან უკვე აღარაფერს ელიან.
ვის შეიძლება სჭირდებოდეს ფრანგი? ნებისმიერ შემთხვევაში დიდი რისკი იქნება და მხოლოდ იჯარას თუ ისურვებს ვინმე.
უმტიტისა არ იყოს, ლანგლეც მშვენიერ ასაკშია, მაგრამ ისიც უსარგებლოა. თავდაპირველი ნორმალური სეზონის შემდეგ სამარცხვინო სეზონებს ატარებს და ბევრს ვერც გაუგია როგორ შეიძლებოდა, რომ ფეხბურთელის დონე ასე დაცემულიყო.
მის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები იჩენენ, „ბარსას“ „ევერტონთან“ კარგი ურთიერთობა აქვს და, შესაძლოა ეს შანსიც კი იყოს. კრისტენსენის მოსასვლელად ფრანგების წასვლა აუცილებელია.
ოსკარ მინგესა
23 წლის მცველს კუმანი უფრო ენდობოდა, ჩავის ის დიდად არ მოსწონს, ვერც პერსპექტივას ხედავს მასში და მზად არის 10 მილიონ ევროდ შეელიოს. მინგესა ის შემთხვევაა, რომლის მიმართაც ინტერესი ესპანური კლუბების მხრიდან ყოველთვის იქნება, საშუალო და დაბალი დონის კლუბები ულაპარაკოდ დაიმატებენ, საკითხავია, რამდენ მილიონს გაიმეტებენ.
რა თქმა უნდა, სენტიმენტებსაც აქვს ადგილი, ის „ბარსას“ აღზრდილია და სხვაგან წასვლა არ უნდა სურდეს, ჰგავს რაღაცით ოლეგერის ამბავს.
რიკი პუჩი
კიდევ ერთი იმედგაცრუება. დიდ მომავალს უწინასწამეტყველებდნენ და არაფერი გამოდის. რეალურად, გავისა და პედრის ნახევარიც კი არ არის. ჩავი არ ენდობა, არადა, სეტიენისა და კუმანის შემდეგ სწორედ ჩავის იმედი ჰქონდა, მას ესმის რას ვთამაშობ და დროსაც გამიზრდისო, აღმოჩნდა, რომ არც ჩავის ესმის მისი ფეხბურთის.
რიკის კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტის მიხედვით დარჩენილი, საუკეთესო ვარიანტი მისი გაყიდვა იქნება, გამოსყიდვის უფლების დატოვებით. რა იცი როდის გაიხსნება, ჯერ კიდევ 22 წლის არის. თუმცა, ისეთი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს როგორიც „ბარსას“ ბევრი ჰყოლია და მერე დაბალი რანგის ესპანურ გუნდებში გაუშვია.
რიკი პუჩი, ჯერ ივან დე ლა პენიას დონეზეც არ არის.
მირალემ პიანიჩი
დიახ, არ მოგესმათ. ეს კაცი ჯერ კიდევ „ბარსელონელია“. წაითამაშა „ბეშიქთაშში“ და ახლა დაბრუნება უწევს. „ჩემს თავს „ბარსელონაში“ ვხედავ“, – თქვა მირალემმა მცირე ხნის წინ. ომახიანი განცხადებაა. კონტრაქტის მიხედვით ორი წელი აქვს დარჩენილი, ჩავის მოსწონს მისი სტილის ფეხბურთელები, მაგრამ, საეჭვოა, რომ ახლა მის გეგმებში შედიოდეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი დამატებით მილანის „ინტერი“ და „ნაპოლი“ არიან დაინტერესებულნი. თუმცა, რამდენს გადაიხდიან 32 წლის პიანიჩში? ეს ტრანსფერი ბართომეუს კიდევ ერთი გენიალური დანატოვარია.
ფრენკი დე იონგი
ყველაზე მძიმე მისი ბედის გადაწყვეტაა, რადგან ფრენკი ვარსკვლავია და ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან შედარებით სარგებელიც დიდი აქვს მოტანილი. ჩავის ის მოსწონს და სათამაშო დროც ყოველთვის ექნება, მაგრამ, თავად ერნანდესმაც აღნიშნა, რომ ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მსხვერპლის გაღებაა საჭირო.
კლუბი 90-მდე მილიონს ითხოვს. სამართლიანი ფასია. მთავარი ინტერესი „მანჩესტერიდან“ მოდის. ინგლისელებს შეუძლიათ ამ თანხის გადახდა, ხოლო, ფრენკი დე იონგი ნამდვილად რა გაუცრუებს ფანებს იმედებს ისე, როგორც ეს პოგბამ გააკეთა. ტენ ჰაგმა იცის როგორ გამოიყენოს მისი უნარები.
თუმცა, თავად ფრენკის დარჩენა სურს. ეს ამბავი ასე მარტივად არ მოგვარდება.
ტრინკაუ
2 გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა „ვულვზში“. ბრწყინვალე შედეგია იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც აუცილებლად ტრანსფერზე უნდა დააყენო. თუმცა, ამ შედეგის მერე, რამდენს გაიღებს ან „ვულვზი“, ან ვინმე სხვა?
ის უკეთესია თუ ადამა ტრაორე? ზამთარში ჩათვალეს, რომ ადამა უკეთესი იყო, ახლა, შესაძლოა ორივეს ერთ დონეზე აყენებდნენ. ფაქტია, რომ „ბარსას“ არც ერთი სჭირდება და არც მეორე.
მასში ბართომეუმ 31 მილიონი ევრო გადაიხადა!
ბრეითუეიტი
მასში თითქმის 18 მილიონი ევრო გადაიხადეს. ერთ-ერთი მთავარი პარადოქსი გამოდგა. სუარესის ნაცვლად მოიყვანეს, რადგან ურუგვაელმა ტრავმა მიიღო, შემდეგ პანდემია დაიწყო და სანამ სეზონი განახლდა სუარესიც დაბრუნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დროებით მოყვანილ ბრეითუეიტს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ისიც დავამატოთ, რომ ამ დროს „ბარსას“ ჰოლანდის დამატება შეეძლო, მაგრამ „დორტმუნდს“ დაუთმეს, რადგან ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჰოლანდი მათი გუნდის სტილში არ ჯდებოდა.
ძველი ამბებია, თუმცა, „ბარსას“ ბრეითუეიტის სახით დღემდე მოჰყვება. დანიელს ტრავმა ჰქონდა რის შედეგადაც ლუკ დე იონგთან კონკურენცია წააგო. სათამაშო დრო მის ხარჯზე ლუკს ერგო.
გადაიხდის ვინმე 18 მილიონს ბრეითუეიტში? ამ ყველაფრის მერე რა გასაკვირია, რომ ეს გუნდი კოტრდება.
მემფის დეპაი
არ ჰქონია ცუდი სადებიუტო სეზონი, იმის გათვალისწინებით, რომ კუმანის მოყვანილი იყო. ნახევარი სეზონის შემდეგ მისთვის ყველაფერი შეიცვალა.
დეპაი წამსვლელთა სიაშია, ჩავი ფატისა და ტორესს ამჯობინებს, თუ ლევანდოვსკი და რაფინიაც დაიმატეს, შემდეგ აუცილებლად გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდება და დეპაის მსურველი წესით არ უნდა მოაკლდეს. როგორც მინიმუმ, პრემიერ ლიგიდან და ერედივიზიონიდან ყოველთვის დაუკავშირდებიან.
ასეთი ამბავია. კლუბში დიდი ხანია იციან ვინ უნდა წავიდეს, მაგრამ, მათთან ისეთი კონტრაქტებია დადებული რომ ყველაფერი ძალიან რთულად არის. სხვაგვარად კი “ბარსას” განახლება არ გამოვა. ასე რომ, ლაპორტას, ალემანსა და კრაიფს, ძალიან ბევრი საქმე ექნებათ.
ჩავის გაძლებას ვუსურვებ, საცოდაობაა. კაცი მოიყვანეს გუნდი ჭაობიდან ამოიყვანეო და ვერც ფებურთელებს ყიდულობენ და ვერც ხელფასებს უხდიან მოქმედ ფეხბურთელებს. ეს კაცი ჯადოქარი ხო არ გონია ლაპორტას. რა გვეშველება წარმოდგენაც მიჭირს.
როჟას ერთი სასტარტო 11ეული ყავს მოსაცილებელი და ჩვენ შედეგბს ვთხოვდით 😀 დიდება მოთმინებასა შენსა უფალო ისეო და მერე შენს მოთმინებასაც საღოლ ჩავი :))))
ტორესს მიზანი აქვს გასასწორებელი და დანარჩენში კარგია, ჯერ სულ 4 თვე ითამაშა და შემდეგი სეზონიდან უკვე გამოჩნდება რეალურად რა შეუძლია. ტრინკაუს ნაღდად ჯობია და მაგისნიარებსაც ობიექტურად.
მე რომ ვიყო 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივას ავამოქმედებდი დეპაიზე და დავტოვებდი 1 წლით
დეპაი და დეიონგი არუნდა გავუშვათ შეცდომა იქნება
ამათ რო ტორესი შეითხარეს ტრინკაუზე ძვირად. მე არც ტრინკაუ მინდოდა ერთი სეზონი წაიფაფხურა პორტუგალიაში. სიფათზევე ეტყიბოდა ტიპს ლენგლეს ორეული იყო შემტევ პიზიციაზე
დე იონგი დარჩეს და ტრინკაოს შანსი მისცენ
პიკე რობერტო ბრაიტვაიტი უმტიტი ლენგლე მინგესა ნეტუ ტრინკაო პიანიჩი პუჩი ალვეში ესენი უნდა წავიდნენ
რო წერთ არაუხომ ულიდეროსო გუნდსო, კი ბატონო აქვს ეგ ქარიზმა, მაგრამ პიკეს გატეშე რა სიქაჯეებს ჩადიოდა მაგას რატომ ვერ ხედავთ???
ძალიან აკლია ამ სიას რობერტო პიკე ალბა და ბუსკეტსი, დაბერდნენ ესენი ვსო ხალხო, კარგები იყვნენ მაგრამ ეხლა ამათი დრო აღარაა, ინიესტა ადგა და წავიდა, მიხვდა რო ასაკის მატებასთან ერთად ის ვეღარ იყო იმ მოწოდების სიმაღლეზე რაც ბარსელონას სჭირდება, ეხლა არ დაწეროთ აბა ვინ დადგება და აბა ვინ, ძალიან ბევრი დადგება ამ პოზიციებზე…არვიცი რამდენად მოგეწონებათ ეს რაც დავწერე, მარა მე რასაც ვგიქრობ იმას ვამბონ, შეიძლება არავარ ცამდე მართალი მაგრამ….