მცირე ხნის წინ ლუი ვან გაალს სიმსივნე დაუდგინეს და დაიწყო მისი ბრძოლა დაავადებასთან. ლუი ჩვენიანია, „ბარსელონელია“, ორჯერ იყო კლუბის წევრი, ერთხელ ნაწილობრივ წარმატებული, მეორედ ძალიან წარუმატებელი. დიდი სიყვარული არ დაუმსახურებია, იმ დროს რთული იყო სიყვარული დაგემსახურებინა რივალდოსთან კონფლიქტით, მეორედ საერთოდ გუნდიდან გაუშვა, აბა, რა სიყვარულზეა საუბარი?! თანაც, რონალდ კუმანივით კლუბის ლეგენდა არ ყოფილა, რომ რაღაცები ეპატიებინათ მისთვის.
თუმცა, ისე მგონია, რომ ლუის მაგრად ახატია ვის უყვარს და ვის არა. ეგეთი კაცია, საშინლად ჯიუტი რთული ხასიათით. აქაც კუმანთან ივლება პარალელი, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ლუი უფრო დიდი მწვრთნელია, რაღაც მხრივ, რევოლუციონერიც კია, უბრალოდ, მისი რევოლუცია არც მასშტაბური ყოფილა და არც ახალი დღის წესრიგი მოუტანია.
გამოცდილი ხალხისა და სულ პატარა ბიჭების სინთეზი ჰყავდა “აიაქსში”, სწორედ ამ დროს მოიგეს ამსტერდამელებმა უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგა. მომდევნო წელს დუბლის შანსიც კი ჰქონდათ, მაგრამ, ფინალი დათმეს, მესამედ კი ნახევარფინალში გააბითურა ზინედინ ზიდანმა, მოკლედ, მაგარი გუნდი იყო.
სურინამელები გზას თავისითაც გაიკვლევდნენ, მაგრამ, პატრიკ კლუივერტზე არ ვარ დარწმუნებული, კლუივერტი ყოველთვის ის ადამიანი იყო, რომელსაც განსაკუთრებული ნდობა სჭირდებოდა, თუ ამ ნდობას ვერ გრძნობდა, თამაშიც არ მისდიოდა, ვან გაალისგან კი ჰქონდა ის ნდობა, რომელიც ამჟამად დემბელეს აქვს ჩავისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავის მხრივ, პატრიკის გოლმა მოუტანა ლუის ერთადერთი ჩემპიონთა ლიგა.
ახალგაზრდების მიმართ მისი დამოკიდებულება ცნობილია, კი გავუწყალე ამ კუმანს ეს დაავადებული გული, მაგრამ, აქაც მასთან შეიძლება პარალელი, ლუიმ პირველი მუშაობის დროს ჩავი ერნანდესს გაუხსნა გზა, მეორედ მუშაობის დროს კი ანდრეს ინიესტას. რა უნდა გაეკეთებინა ამაზე უკეთესი?!
თავის მხრივ, კუმანმა პედრისა და გავის გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები. ეს მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო „ბარსაში“ ყოფნის დროს და არ დაივიწყებენ, პირიქით, რაც უფრო წარმატებულნი გახდებიან ეს ფეხბურთელები, მით უფრო დაუფასდება კუმანს ეს ნაბიჯი, ისე როგორც ლუის დაუფასდა. თითქმის ყველა ინტერვიუში ჩავიც ემადლიერებოდა და ინიესტაც. აგერ, მცირე ხნის წინ, კიდევ ერთხელ გამოხატა ჩავიმ მადლიერება და ლუი თამაშზე დაპატიჟა, ერთი შეხედვით უბრალო ჟესტია, მაგრამ ბევრის მთქმელი.
მაინც მიყვარს ეს ოხერი, ალბათ იმიტომ, რომ „ბარსას“ ქომაგობა მაშინ დავიწყე, როცა ის იყო გუნდის მწვრთნელი. მაშინ არ მეგონა, რომ მწვრთნელებს უშვებდნენ, ბავშვური მიამიტურობით ვთვლიდი, რომ მხოლოდ მაშინ ტოვებდნენ პოსტს, როცა თვითონ მოუნდებოდათ, თურმე, არ ყოფილა საქმე ასე.
რივალდომ ამოისუნთქა, თავისუფლება მიიღო, მერე კი ლუიმ წამოაძახა, ფლანგზე რომ გათამაშებდი ოქროს ბურთი მოიგე, ახლა კიდე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ძლივს გადიხარო. კონტექსტის ახსნა არ დაუწყია, მაგრამ, სიმართლე თქვა.
თავის მხრივ, როვალდომ წამოაძახა, ნიდერლანდები იმიტომ ვერ გავიდა მუნდიალზე (2002 წელს) რომ მწვრთნელად ვან გაალი ჰყავდაო. ეს მაშინ თქვა, როცა გუნდიდან გაუშვა.
გოლს ყოველთვის ემოციურად აღნიშნავს, ხანდახან ისე აღნიშნავს, თითქოს თავად გაეტანოს, ხელში ყოველთვის ბლოკნოტი აქვს მოგდებული, ისეთი სიხშირითა და სისწრაფით წერს კაცი იფიქრებს „კრესწიკი ნოლიკს“ თამაშობსო, არ გამიკვირდება, რომ ბლოკნოტში წაუფილოსოფოსებდეს კიდეც, იქნებ ლექსებესაც წერს… რავიცი.
არის მეორე მწვრთნელიც, რომელსაც ბლოკნოტს ვერ აგდებინებდნენ ხელიდან, საუბარია ჟოზე მოურინოოზე, ალბათ ვან გაალისგან ისწავლა, მისი ასისტენტი იყო, ჟოზეს გაშვებას უპირებდნენ, მაგრამ წამოიყვირა, ასე და ასე ვიმუშავე, ამდენი გავაკეთე კლუბისთვის და როგორ მიშვებთ თქვე უნამუსოებოო, ჰოდა, ვან გაალმა დაისვა ასისტენტად, ასეთი შეშლილი გამომადგებაო.
მერე ფინალშიც გადაიკვეთნენ „ბერნაბეუზე“, ჩვენს საოცნებო ფინალში ორი ყოფილი „ბარსელონელი“ გავიდა. იმან მოიგო. მეორემ.
“ბაიერნი“ ყოველთვის ძალიან მძიმე გუნდი იყო. მომწონდა კიდეც ამ სიმძიმის გამო, სანახაობრივი ნამდვილად არ ყოფილა, ვერც იქნებოდა, აბა, ციკლერი-იანკერის დუეტში რა უნდა ყოფილიყო სანახავი, მაგრამ ხასიათი ჰქონდათ, ეფეს და კანის ხილვა ერთ რამედ ღირდა, მერე კრიზისი დაიწყო და გერმანული ფეხბურთის მამებმა ვან გაალს დაურეკეს, მოდი და გუნდი სხვა ლიანდაგებზე გადაიყვანეო.
რთულად, მაგრამ მაინც, გამოვიდა ეგ ამბავი. სილაღე, სისწრაფე, მოკლე პასები „ბაიერნში“ ვან გაალმა მოიტანა. მაინც მანქანად დარჩა, მაგრამ, შედარებით ახალი მოდელი მივიღეთ. რა თქმა უნდა, არც ჰაინკესის დონის გუნდი ჰყოლია, არც გვარდიოლასი და არც ფლიკის, მაგრამ, საფუძველი მან ჩაყარა ამ გრძელ და ისტორიულ გზაზე. მარტო ის რად ღირს, რომ არიენ რობენი მიიყვანა გუნდში. ვინ მიიყვანდა მის გარდა? კაცი ყოველ წელს იმტვრეოდა, კუნთი, სახსარი, ნერვი, მყესი, არტილერია, (გამოყენებულია ჟორჟოლიანის ლექსიკონი) ყველაფერი დაიზიანა, ლუიმ კიდე მაინც მოიყვანა, ენდო, არიენსაც არ მოკლებია ტრავმები, მაგრამ მაინც „ბაიერნის“ ლეგენდად იქცა.
გერმანიამდე „ალკმაარი“ იყო, „აიაქსთან“ აჭიდავა, მოგეხსენებათ რა რთული საქმეა. შოთაც იქვე იყო, ვეტერანი ქართველი მიიყვანა და კინაღამ საჩემპიონოდ გაისროლეს. საერთოდ, კარგი დუეტი ჰქონდათ, ბევრ რამეში გაუგეს ერთმანეთს, ორივე მაგარი ჯუჯღუნაა.
„მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ ირბინე და ბევრი იმოძრავეო, ამან მითხრა გაჩერდი და ბურთი თვითონ მოვა შენთანო“, – შოთა ყვებოდა, თუ გავიხსენებთ როგორ ითამაშა და რა გოლები შეყარა „ალკმაარში“, გამოდის, მართალი უთქვამს ლუის.
თუმცა, ადრეული ვან გაალი უკეთესი იყო. უკეთესი გუნდებიც ჰყავდა. ახლა კი ისევ კუმანთან გაიცვალა. ერთი მოვიდა, ერთი წავიდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.
ვან გაალს კუმანი შეცვლის ნაკრებშიო, ასე დაიწერა.
ჩვენ კი დაავადებები არ გვიკვირს, სამწუხაროდ.
კუმანის გული ვახსენეთ, სუარესმა რომ შეგვიგდო კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა პრესკონფერენციაზე.
აბიდალს აგერ გადანერგილ ღვიძლზე ედავებიან, საიდან მოიტანე ეგ ღვიძლი გაგვაგებინე, შენი ბიძაშვილის ნაღდად არ ყოფილა, იმას ყველაფერი ადგილზე აქვსო.
ფატალური შემთხვევებიც გვახსოვს, – ტიტო ვილანოვა დავკარგეთ, დაკარგა კლუბმაც და საფეხბურთო მსოფლიომაც.
იოჰან კრუიფი წაგვართვა სიმსივნემ, ყველაზე დიდი გავლენის მქონე კაცი თანამედროვე ფეხბურთში.
ლუის კი ჯანმღთელობა უნდა ვუსურვოთ, ფეხბურთს სჭირდება აქტიური ვან გაალი, თავის უცნაურობებით, პრეტენზიებით, წარბშეკრული სახითა და დიდი შუბლით.
“სემპრე ნეღატივა, სემპრე ნეღატივა, ნუკა პოზიტივა!!“ – ჩხუბობდა პრესკონფერენციაზე.
არა ლუი, კარგიც გვახსოვს, კარგსაც ვამბობთ.
იმედია რომელიმე მატჩზე მართლა გვესტუმრება, ტრიბუნაზე ამ კაცის დანახვა ნამდვილად გამახარებს.
გამაგრდი ლუის
კაი რა იყო ხუმრობის პონტში დავწერე დაიმტვრეს,აბა ისე 12(9) ქულას რა ამოქაჩავს თქო.ან რა გულთან ახლოს მიგაქვთ ბენზემაზე დაწერს,თუ სხვა ფეხბურთელზე ადამიანი.პირიქით შევაქე რეალის 75% ბენზემაა თქო და აქ ხალხს გული ეტკინა.შენ თუ ჩემს კომენტარზე არ გიგულისხმია,რაც დაწერე კონკრეტულად შენ არც გეხება ეს კომენტარი,ქვევითაც შემხვდა მსგავსები და მაგიტო ვწერ,რომ ხალხმა იფიქრა მართლა მინდა ბენზემას დედა ეტიროს.ყველაფრის გაზვიადება და თავისებურად გადაკეთება უყვარს ხალხს ზოგადად.
კონკრეტულად შენზე არ დამიწერია ეს კომენტარი, ზოგადად ბევრია ასეთი
წარმატებები ლუისს ამ ჭირთან ბრძოლაში!
სტაბილურობა ჯერჯერობით ლივერპულს უჭირავს (მართალია არცთუისე ძლიერი მოწინააღმდეგების პირობებში), მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფსონის დადაების არ შეგეშინდება.
ისე გასაკვირი არც ის იქნება ვილიარეალი ფინალში ვიხილოთ
რეალის თამაშს თუ კარგად დააკვირდები დაინახავ, რომ უფრო მეტ შემთხვევებში, გუნდის მიერ წამოწყებული შეტევა-კომბინაცია მთავრდება ბურთის დაკარგვით ან აცილებით. მაგრამ თუ კონტრშეტევაზე ან შეცდომაზე დაცვაში დაგიჭირეს, მაშინ უმეტეს შემთხვევაში გააქვთ გოლი. თუ რეალთან მოწინააღმდეგე გუნდს ჭირდება 0:0 ანგარიში, ბურთს აგორავებენ საკუთარ ნახევარზე და 11-ვე ფეხბურთელი უკან არის, რისკი შეცდომის (შეძლებისდაგვარად) 0-მდეა დაყვანილი, ანუ ვლაპარაკობთ ავტობუსებზე და მის მძღოლებზე, რეალის მქკ (მარგი ქმედების კოეფიციენტი) უკვე ტრ****ია. არადა პიველად რომ მოვიდა პაპა კარლო, ბევრად უფრო ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა. ასე გამართლებით ნაჩუქარი გოლებით რამდენი თამაში უნდა მოიგოთ. არ გაჩუქათ ბარსამ გოლები და კი გაგიყარათ 4 ბურთი.
4:0 სანამ მოიგებდა.კლასიკოს . ეხლააა. ბოლოს რომელ წელს აღნიშნე გამრჟჯვება რეალთააან… . იცი რა ტეხაავს.. რატო ოცნებოობთ და ლოცულობთ..რო ბენზემა დაიმტვრეეს ვინიციუს გულმა დაარტყაას კაზემიროს ტანკმა გადაუაროს მოგდრიჩშს მეტეორი დაეცეს, კურტუას ამზეზია დაემართოს, და მსგაავს რაამებს.. მე გუნდი რაცარ უნდა მეზიზღებოდეს იმას ვერ ვუსურვებ. გავცხე ეგეთ გამარჯვებას ვიღაცის ტრანვას რო ინატებს და და გაუხარდებაა.. ხო მოიხოდა ბარსა და იგებს თამაშებს. ხო ასწორებს ფორმაში როა..ხოდა ისე უსწორდება თავის გუნდის წარმატებაა. თუ ბარსა ვერ გავიდა ლიგაზე ეგ რეალის ბრალი არაა. თუ ლალიგაში დიდი ანგარიშით ჩამორჩება ბარსა ეგ რეალის ბრალი არაა. კლასიკო რო წაგო მე რეალში დავინახე პრობლემა და დამსახურებულათ მოიგო ბარსამ.. მარაა არ მინატრია ტრანვა ფეხბურთელის.. და ნაჩუქარ ბურთეებს თუ ეძახიი ამას აბა არა ნაჩუქარ ბურთი გაგვანათლე როგორიააა.. ? დამსახურებულათაც რო მოიგოს მაინც იგივეს იტყუიი. და ზიზღს და ფეხბურთს ნუ აურეევ.. ისიამოვნე თუარ მოგწონს და ასე გეზიზღება უგულშემატკივრე მოწინააღმდეგე გუნდს.. ალბათ ჩელსის ბალეშიკობდი . რეალი რო ვერ ასიამოვნა მაგრა გაგიტყდაა რასვიზავთ რეალიც სულ ვერ იგებს. .
აქ არსად არ არის, არც ზიზღი კონკრეტულად ვიმეს მიართ და არც სურვილი ვინმეს რაიმე ფორმის ფიზიკური ზიანი მიადგეს. ჩემი შეფასების შინაარსი ეხება მხოლოდ რეალის ტაქტიკურ მოქმედებას მოედანზე და ანჩელოტს ვაბრალებ ამ ტაქტიკის დამკვიდრებას. იქვე ვამბობ, რომ წინა ანჩელოტი ბევრად მიმზიდველ ფეხბურთს ათამაშებდა.
ცნობისთვის აქ კაციჭამიები არ ვართ, აქ ბარსას ფანები ვართ და პატივს ვცემთ როგორც ჩვენს გუნდს, ისე ზოგადად ფეხბურთს, ობიექტურად (შეძლებისდაგავარად) ვაფასებთ ყველა გუნდის თამაშს, მათ შორის რეალისაც, რომლის მიმართ პირადად მქონდა სიმპათიები ზიზუს რეალში მოთამაშედ ყოფნის დროს.
რეალის მენტალიტეტი ლიგაზე სულ სხვაა ისეთია რაც სხვას არ აქვს , ყისმათით ჩელსისთან ნამდვილად არ მოუგია თამაშია აბა მოგაწვება დაგაშვებინებს შეცდომას და გამოიყენებს აბა შეცდომის გარეშე გოლი არ გავა, ფაქტია პსჟსაც და ჩელსისაც სერიოზულად აჯობა თუმცა ბარსასთან გამოჩნდა თუ სწორ ტაქტიკურ ფეხბურთს დაუპირისპირებ უსუსურია ასე რომ ნახევარფინალი მითუმეტეს ერთ მატჩიანია და სიტი გაღუნავს.
კაი რა იყო ხუმრობის პონტში დავწერე დაიმტვრეს,აბა ისე 12(9) ქულას რა ამოქაჩავს თქო.ან რა გულთან ახლოს მიგაქვთ ბენზემაზე დაწერს,თუ სხვა ფეხბურთელზე ადამიანი.პირიქით შევაქე რეალის 75% ბენზემაა თქო და აქ ხალხს გული ეტკინა.შენ თუ ჩემს კომენტარზე არ გიგულისხმია,რაც დაწერე კონკრეტულად შენ არც გეხება ეს კომენტარი,ქვევითაც შემხვდა მსგავსები და მაგიტო ვწერ,რომ ხალხმა იფიქრა მართლა მინდა ბენზემას დედა ეტიროს.ყველაფრის გაზვიადება და თავისებურად გადაკეთება უყვარს ხალხს ზოგადად.
რას ფიქრობთ დღეს მოვიგებთ ვითომ გერმანიაში? წესით რთული თამაში გველოდება