მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პატარა პრინცი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პატარა პრინცი

საიდან დავიწყოთ? ალბათ თურქების გასროლილი ფეერვერკით უნდა დავიწყოთ. ფანები მიადგნენ სასტუმროს, როგორც ებრაელები იერიქონს, საყვირის ნაცვლად ფეერვერკები გამოიყენეს მეტოქისათვის ძილის საშუალება რომ არ მიეცათ. ესეც კი ალამაზებს ფეხბურთს, უძველესი ხერხი მტერთან ბრძოლისა, თუმცა, მაინცდამაინც ლამაზად არ გამოუვიდათ საქმე, მათთვის ისეთი შედეგი დადგა, უფრო ივა კუზანოვი გაახსენდება ადამიანს, ვიდრე ბიბლიური ბრძოლა. 

ისროლეს თურქებმა და გაირტყეს თავ-პირში!

ყოველთვის საინტერესოა ძირითადი შემადგენლობის ხილვა, რა არჩევანს აკეთებს ჩავი, ეს მხოლოდ ფეხბურთელების ფორმაზე და შესაძლებლობებზე არ არის დამოკიდებული, მეტოქესაც გააჩნია, რა თქმა უნდა. ვიცოდით, რომ ადამა ძირითადში დაიწყებდა, რადგან, ლა ლიგის წინა ტურში დასვენების საშუალება მისცეს, აი, მეორე ფლანგს კითხვის ნიშანი ჰქონდა დასმული, მე ვივარაუდე, რომ დემბელეს უნდა დაეწყო, გამომდინარე იქიდან, რომ “ბარსელონური” კარიერის მანძილზე საუკეთესო ფორმაში შევიდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ჩავი მარჯვენა გარემარბად უფრო განიხილავს, ამიტომ, ადამას პირდაპირ კონკურენტად ჩამოყალიბდა. დემბელე, რომ მარჯვნივ უკეთესად თამაშობს ეს ჯერ კიდევ მაშინ აღვნიშნეთ, როცა ბართომეუს დაშვებულ შეცდომებზე ვსაუბრობდით, წესით ნეიმარის შემცვლელი უნდა მოეყვანა, მან კი მოიყვანა ფეხბურთელი, რომელიც საპირისპირო ფლანგზე, ანუ, მესის ფლანგზე უფრო კარგად თამაშობდა, თუმცა, ეგ ძველი ამბავია და გახსენებაც არ ღირს. 

მოკლედ, მარცხენა ფლანგზე ვიხილეთ ფერან ტორესი. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი, ან, რამით გამორჩეული მატჩი ჰქონდა, მაგრამ, პასი ძალიან მომეწონა, მერე პედრიმ ისეთები აკეთა ფერანის პასი რა მოსატანია, მაგრამ, არ მინდა რომ დავუკარგო, ყველაფერი მისი პასით დაიწყო. საკმარისია-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ, თუ ეს ბიჭი თამაშობს, რაღაც დასამახსოვრებელს ყოველთვის ტოვებს. პოტენციალიც დიდი აქვს, აშკარად ჩანს, რომ მოუმატებს. პასმა კი დანაშაული გადაფარა, კუთხურის დროს გოლი, მისი ბრალი იყო. 

მეორე და უფრო საკამათო გადაწყვეტილება ერიკ გარსიას დაყენება იყო რონალდ არაუხოს ნაცვლად. აი, აქაც ცუდი რაღაცები გამახსენდა, გაგიკვირდებათ და უმტიტი გამახსენდა, რომელიც საოცარ ფორმაში იყო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლებოდა, მისი ფასი 80 მილიონ ევრომდე ავარდა, რომელსაც ინგლისელები სიამოვნებით იხდიდნენ, ზუსტად ამ დროს, “რომასთან” მეოთხედფინალის წინ, ახალი კონტრაქტი მოითხოვა, დიდი ხელფასით, თუ არადა, აგერ, ინგლისელები მექაჩებიანო, სანამ ეს ამბავი დალაგდებოდა, “რომასთან” ძირითადში დააყენეს და იქიდან დაიწყო მისი დაღმასვლა. 

მსგავსი ამბავია ახლაც, “ბარსას” ძალიან უჭირს არაუხოს პირობები დააკმაყოფილოს, ინგლისიდან კი დიდი ინტერესია, განსაკუთრებით “მანჩესტერი” აქტიურობს, მათი კაპიტნის შემხედვარე, არაუხოს ალბათ კალთებს დაახევენ. ცუდი საფიქრელია, გინდა თუ არა, მაინც აგაღელვებს, ეს ბიჭი ხომ ჩვენი მომავალია?! კაპიტნის სამკლავურსაც კი გავიმეტებდით მისთვის. არაუხო ამაზე ფიქრობს, ანერვიულებს და რაღაც ვერ არის რიგზე. მანამდე დისკომფორტიც ჰქონდა, მაგრამ, კონტრაქტის ამბავი სანერვიულოა. პირველ მატჩში საშინელი შეხვედრა ჩაატარა, თითქმის ყველა პირველი პასი გააფუჭა, მოიკოჭლა იმაში, რაშიც ერიკ გარსიას აქებენ, თუმცა, ქება ქებად რჩება, მასაც ჰქონდა ამ მხრივ მინუსები, მხოლოდ ერთი კარგი პასი გაჭრა ზონებს შორის. არაუხო კი ფორმაში შესული დესტის ნაცვლად გამოვიდა და მშვენივრად დადგა მარჯვნივ. არ შეიძლება ამ კაცის დაკარგვა. თუ ვინმესთვის ღირს გადახდა, ერთ-ერთი არაუხოა. 

სხვა საკამათო არაფერი ყოფილა. გავი ჯერჯერობით ვერ ახერხებს პედრის, ან დე იონგის დაჩაგვრას. ყველაზე რთული გასაკეთებელი არჩევანი ალბათ მაინც ეს არის. მომდევნო წელს უფრო გართულდება საქმე, რადგან, გავი ძალიან სწრაფად პროგრესირებს, არაუხოსი არ იყოს, მისი კონტრაქტიც ჰაერშია. 

ნახევარდაცვის ტრიომ ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლოს როდის ვნახეთ, რომ მთელი ტაიმის განმავლობაში მოედნის მესამედზე ეთამაშათ ბურთი, თუ ტიერი ანრის დავუჯერებთ, ეს გვარდიოლას მთავარი მოთხოვნა იყო, ბურთის სწრაფად მიტანა მოედნის მესამედში, ჩავიც ამ გზას მიჰყვება და ლამაზია, კარგი სანახავია, ცოცხალია ჩვენი “ბარსა” და შემდეგი ვინც გინდათ ის იყოს, გუნდმა თამაში იპოვა. 

პირველი მომენტი იდეალურად გათამაშებული “მესამეზე პასით” შეიქმნა, ბუსკეტსის ბოლო პასი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, დე იონგის დამუშავებაც არ იყო ნაკლები, მაგრამ, მარცხენათი გატანა ვერ შეძლო. უნდა გაეტანა, ამ ეტაპზე ასეთ მომენტებს უნდა იყენებდე, ვალდებულიც კი ხარ, მაგრამ, არ გამოვიდა, ვერ არის კარგი ფინიშერი. ბუსკეტსი კი ბრწყინვალე იყო! გახსოვთ კუმანს რას საყვედურობდნენ? ლუის ენრიკესთან ბუსკეტსი იდეალურია, გამოდის, რომ შენ არ იცი როგორ უნდა გამოიყენოო, ჰოდა, მოვიდა ის კაცი, ვინც იცის, ბუსკეტსი ისევ საუკეთესოა თავის პოზიციაზე! არასტაბილური, მაგრამ საუკეთესო. 

პედრიზე რა უნდა ვთქვათ? ვიცით რაც არის, ვინც არის, მაგრამ ამას არ ველოდი. ბევრმა შეახსენა ლიონელ მესი, ლეოს ბევრი გაუტანია ასე, მიმოუფანტავს საჯარიმოში მცველები, “ატლეტიკოსთან”, “სიტისთან” და ა.შ, ეს მესის პაუზაა, მისი სახელობის შეყოვნებული წამი, ლეო აუცილებლად ნახავს ამ გოლს, რაღაც მისწავლებიაო გაიფიქრებს ალბათ, პედრიმ მეფე გაგვახსენა, თავად უფლისწული ყოფილა! ნელ-ნელა იწყებს სპექტაკლების დადგმას, წინა სეზონში თუ სიზუსტის, გამძლეობისა და აზროვნების გამო ვაქებდით, ახლა უკვე დირიჟორად ყალიბდება, გაიქნია ჯოხი ჰარი პოტერევით და მცველები სადღაც ჯანდაბაში გაუშვა! 

კიდევ ერთი ისტორიული გოლი!

აქიდან ვერ ამოშლით! 

ალბათ ყველა ვინც ამ თამაშს უყურებდა, მიხვდა, რომ დამთავრდა. ამ გოლის შემდეგ “გალა” გატყდა. თითქოს ისეთი ძალით შემოარტყეს თურქულ თავში, რომ მომენტალური ნოკაუტი გამოიწვია, დაადგა თავზე დანიელე ორსატო და დაითვალა ოთხმოცდაათამდე, მაგრამ “გალა” ეგდო, ძაან გემრიელად ეგდო. 

დე იონგის პასით და ობას მორიგი გოლით “ბარსამ” წერტილი დასვა. ასეთი მატჩის მერე, ერთი სული მაქვს მომდევნო ეტაპი როდის მოვა. ვიცი, რომ იმავეს გრძნობთ, ვიცი, რომ ყველას მოგენატრათ ასეთი “ბარსა”, ჰოდა, ყველაფერი კარგად მიდის. 

უსახური თამაშის გამო ტრაორე გაიყვანეს და “დამბო” შემოვიდა. თვალებს ვერ ვუჯერებ, ჩავიმ პასით თამაში ასწავლა, უკვე ხვდება როდის უნდა ითამაშოს პასით და როდის წავიდეს დრიბლინგზე, ასეთი ტრანსფორმაცია ბევრი ნამდვილად არ მინახავს. თავის დროზე, იგივე სამსახური გაუწია ფერგიუსონმა რონალდუს, ცუდია, რომ დემბელემ ეს ყველაფერი მხოლოდ 24 წლის ასაკში ისწავლა. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. 

კარგად შემოვიდა მემფის დეპაიც, წინა მატჩისგან განსხვავებით მეტად მონდომებული იყო და მომენტებიც შექმნა. 

რა ხდება ახლა? ხდება ის, რომ ‘კლასიკოა” წინ. ამაზე კარგი დრო “კლასიკოსთვის” ჩვენთვის ვერ იქნებოდა. ბოლოს ის “კლასიკო” ვიხილეთ, რომელშიც “ბარსა” დამარცხდა, მაგრამ, ლაპორტამ ფეხბურთელები მაგრად აქო და ადიდა, რატომ? იმიტომ, რომ სწორ გზაზე იდგა გუნდი, იმიტომ, რომ თვითრწმენა დაებრუნებინათ და სულ მცირე ხანში ეჩვენებინათ რომ “რეალის” დამარცხება შეუძლიათ. იცის ამ კაცმა სწორი სიტყვის პოვნა. 

აი, სად გაჭირდება შემადგენლობის დაყენება.. უჰ, არ იქნება მარტივი. ამჯერად, დემბელესა და არაუხოს, აუცილებლად ძირითადში ველი. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • Fc Barca Batumi
    18 მარ 2022, 14:56

    მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ყველა გუნდს უჭირს თამაში, ჩვენმა ბარსამ მაინც მაღალი დონის მატჩი ჩაატარა. მიხარია, რომ ხავიმ, მიაღწია იმას, რომ ახლანდელი ბარსასთვის საკუთარ და მეტოქის მოედანს მნიშვნელობა არ აქვს! მიხარია ისიც რომ გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი არ იბნევა და მალე ახერხებს ჩვეულ რიტმში თამაშს, ასევე საპასუხო გოლების დროულად გატანას! კონკრეტულად არცერთ ფეხბურთელზე არ ვილაპარაკებ, რადგან საერთო ჯამში მთლიანად გუნდმა კარგად ითამაშა! გარდა ამისა, მომეწონა, რომ მეორე ტაიმში გალათასარაის ბარსას კარში არ დაურტყამს!! უფრო მეტიც, თურქული გუნდი აგებდა, და შეტევაში გადასვლა კი არა, თავისი საჯარიმოდან უჭირდა ბურთის ამოტანა!!! ახლა წინ კლასიკო გველოდება, რეალთან ბოლო თამაშების დინამიკას თუ გადავხედაცთ, წესით ეს კლასიკო ჩვენმა გუნდმა არუნდა წააგოს! წარმატებები ჩვენ ბარსას კლასიკოში და ლალიგაში!

  • nika 54
    18 მარ 2022, 11:50

    არც ტრაორეს და არც დემბელეს საუკეთესო მატჩი ეს არ ყოფილა. ორივეს ეშინოდა მცველებთან ურთიერთობა და უაზროდ იცილებდნენ ბურთს. შტეგენი კი დროა გადაეჩვიოს ამ საუკეთესო გაგრძელებების ძებნა და მარტივად მოიცილოს ხოლმე ბურთი, იმისთანა პასს აკეთებს დიდი ხნის ფიქრის შემდეგ რო მეტოქეს ფეხზე ასვავს ბურთს. არც ნოიერობის თამაში გამოადგება, გუშინ კი ერთი დონარუმა-ბენზემა კინაღამ წარმატებით დაუსრულეს.

  • Tyler Durden
    18 მარ 2022, 11:43

    მხოლოდ პასების მომენტები რად ღირს, ვუყურებდი და სიხარულისგან ხმამაღლა ვიცინოდი რო აბურთავებდნენ გალას ფეხბურთელებს. ესაა ყველა ინტერვიუში რო ხავი ამბობს ‘ჩვენ ბარსელონა ვართ’ ყველას გააგებინა რას ნიშნავს ეს ფრაზა. მოსვლისას ინტერვიუში რაღაც თქვა ფეხბურთელების მომატებაზე, ზუსტად არმახსოვს როგორ თქვა მაგრამ მორალი ეს იყო ახლა რასაც ვუყურებთ-დესტის გამოღვიძება, დემბელეს აზროვნება, რავიცი ამას თუ რომელიმე მწვრთენი იზამდა ვერ წარმომედგინა. პედრის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველზე კიარა, საუკეთესო ნახევარმცველობაზე აქვს პრეტენზია. ბრავო!!!

  • Zura Gviniashvili
    18 მარ 2022, 11:39

    ციტატა: Davita
    მე პირადად დეიონგს გავი მირჩევნია უბრალოთ 17 წლისაა და ის გამოცდილება არაქვს რაც დეიონგს, ასევე ის რომ ჯერ კიდევ ბავშვია თორე თავისუფლედ შეუძლია ძირითადი იყოს.


    22 წლის გავი წარმოიდგინე რა მხეცი იქნება. ფიზიკურადაც რომ მოუმატებს

  • RiquiPuig
    18 მარ 2022, 11:23

    არაუხო ცალი ფეხით მირჩევნია ბრმა ერიკ გარსიას, მიუხედავად იმისა, რომ ბარტრაზე მეტი პოტენციალი აშკარად აქვს ამ ბიჭს, არაუხო ბევრსდ უკეთესია, მეტსაც ვიტყვი, ლენგლეც კი ბევრად უკეთესია ვიდრე გარსია და მნიშვნელოვან თამაშებში ჯობს ლენგლე ათამაშოს მარცხნივ. გავი თუ დე იონგი? დარწმუნებული ვარ, გავი მალე აჯობებს დე იონგს, ასაკთან ერთად ისეთი პროგრესი აქვს, დე იონგი კონკურენციას ამ პოზიციაზე ვერ გაუწევს. დე იონგს ბუსკეს ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა, მაგრამ, რა ვიცი, ეგეც მეეჭვება, თან კესი მოყავთ. ტორესს რაც შეეხება, მაგ პასს დეპაიც გააკეთებდა და ხოსე მანუელ პინტოც.. აშკარად ნაცნობობითაა გუნდში ეგ კაცი😂 არც დრიბლინგი აქვს, დარტყმა თითქოს აქვს,მაგრამ ჩიტების ჩამოხსნის მეტს ვერაფერს აკეთებს. სწრაფ ვინგერებზე საუბრობს ჩავი და რაში ჭირდება ეს უნიჭო ტორესი, გასაგებია მომავალზეა გათვლა, მაგრამ თავიდანვე კოჭებში ეტყობა ყველას, რაც იქნება მომავალში. ტორესი დრიბლინგს ვერ ისწავლის და რაში ჭირდებათ, ან რატო გადაყარეს მაგდენი ფული. ერთი ყ.ეობა უნდა ექნათ და ეგაა რა

  • Davita
    18 მარ 2022, 10:25

    მე პირადად დეიონგს გავი მირჩევნია უბრალოთ 17 წლისაა და ის გამოცდილება არაქვს რაც დეიონგს, ასევე ის რომ ჯერ კიდევ ბავშვია თორე თავისუფლედ შეუძლია ძირითადი იყოს.

  • Barca1980
    18 მარ 2022, 10:08

    დაბრუნდაა !!! არა გუნდი არაა , არც მწვრთნელიი და არც პრეზიდენტი , თუნდაც სათამაშო სტილი !! ყველაზე მთავარი დაბრუნდააა !!! დაბრუნდა ის შეგრძნებები და ემოცია , დასრულებული თამაშის შემდეგ , რომ მოუთმენლობა გიპყრობს შემდეგ თამაშამდე , ყოველი განვლილი წუთი რომ ამ მაგიურ მომენტთან გაახლოვებს და შფოთავ , გრძნობები კონტროლი გიჭირს , ისე , როგორც მოზარდობისას პირველი სიყვარულისა და პირველი პაემნის დროს . რამდენი წელი ველოდებოდი ამ შეგრძნების დაბრუნებას !!! თამამად ვიტყვი , არ არსებობს ამაზე დიდი გუნდი და არც ამაზე დიდი სიყვარულის ისტორია , რაც ჭეშმარიტ გულშემატკივრებს მასთან აკავშირებს . ეს არის სამუდამო ტანჯვაც და სიხარულიც , ტკივილიც და ბედნიერებაც და ეს ჩვენს მთელს სხეულში , თითოეულ უჯრედშია გამჯდარი . მხოლოდ ხავისა და ლაპოს მატჩის შემდგომი ემოცია სცემს პასუხს იმას თუ რას ნიშნავს ფრაზა : მეტი ვიდრე გუნდი !!! ახალი თავგადასავლები დაიწყო განძზე ნადირობის , აფრები აშვებულია , გემის ეკიპაში დაკომპლექტებული , ცვლილებები იქნება , თუმცა მთავარია რომ კაპიტანი ყავს გუნდს უკვე საიმედო და ყველანაირი შტორმის გადატანას შეძლებს მასთან ერთად !!!

  • me da barca
    18 მარ 2022, 07:11

    ფეოლა მაგარი ხარ.👍

  • riva
    18 მარ 2022, 04:28

    ყველა როგორ სწრაფად იზრდება. გუნდურად და ინდივიდუალურად… ამდენი წლის მერე პირველად გვყავს მწვრთნელი რომელმაც ბარსას ფილოსოფია იცის (ნუ ვალოდია მწვრთნელი იყო უბრალოდ ბარსასთან საერთო არაფერი ქონდა)