ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა?! წინა მატჩის მიმოხილვაში დავწერეთ, რომ “ბარსას” დასვენება სჭირდებოდა, ძალების აღდგენა და მძიმე ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლა. არ არის მარტივი ორი ტურნირიდან ასე ზედიზედ გამოვარდე, ორივე დამატებით დროში წააგო, ორივე ბრძოლაში, როცა გრძნობა გაქვს, რომ მეტი გეკუთვნოდა. დასვენება აუცილებელი იყო და აღმოჩნდა, რომ ვერ დაისვენეს და არც ემოციური ფონი იყო შეცვლილი. გუნდი ფსიქოლოგიურად განადგურებულია, ალბათ, ფატის ტრავმამაც ძალაინ ცუდად იმოქმედა.
ასევე ვწერდით, რომ ფატის, დეპაისა და დემბელეს გარეშე, ამ თავდასხმის ხაზით თამაში ურთულესი ამბავი იქნებოდა, საერთოდ წარმოუდგენლად ჩანს გოლი როგორ უნდა გაიტანო. სეზონის წინ გარდა ამ სამეულისა აგუეროზეც იყო გათვლა, მაგრამ ეგეც გამოგვაკლდა. სამაგიეროდ, მოვიდა ფერან ტორესი, რომელსაც ადაპტირება სჭირდება, სადღაც ერთი თვე დასჭირდება, რომ თავის თამაში იპოვოს, უბრალოდ, “ბარსას” ერთი თვე არ აქვს.
ფატი ზუსტად ვიცით რამდენი ხნით გამოგვაკლდა, დემბელეს ირგვლივ სრული გაუგებრობაა და ბუნებრივია, გუნდზე ესეც მოქმედებს, ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ ვისი იმედი ჰქონდეთ და ვისი არა, თუმცა, დემბელეს იმედი მგონი მაინც არ აქვთ. ისეთი დრო დადგა, რომ გუნდის ლიდერია, შესაძლოა, ყველაზე მაგარი შემტევიც იყოს, ფატის არყოფნაში, და ზუსტად ამ დროს გაიგიჟა თავი, გამოდის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ზუსტად იქ აყენებს გუნდს დარტყმას, სადაც ყველაზე სუსტია. როგორც არ უნდა გვჭირდებოდეს ახლა, სულ წიხლით არის გასაგდები.
პირველი ტაიმი
როცა მატჩი აუცილებლად მოსაგები გაქვს და სადღაც ბოლოში ჩავარდნილ გუნდს ხვდები, როგორღაც უნდა მოახერხო და უკეთესი ტაიმი გვაჩვენო. ამაზე ცუდი ტაიმი ამ სეზონში არ მინახავს, „ბარსა“ მხოლოდ ჩაწოდებებით ქმნიდა მომენტებს, თამაშიდან, კუთხურიდან, ჩააწოდებდა ვინმე და იქნებ დე იონგს, პიკეს, არაუხოს, ან ვინმეს დაერტყა, ეს იყო და ეს, სხვა არაფერი არ შეუქმნიათ, სურდა ფერანს შორიდან გატანაც, მაგრამ არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ტაიმის ბოლოს „ალავესმა“ შეუტია ისე, როგორც „ბარსას“ არ შეუტევია, თითქმის ერთი-ერთზე გავიდა მეტოქე და ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, ანგარიშსაც გახსნიდა. ეგეთი ამბავია, კინაღამ ტაიმის ბოლოს გაგვატანეს გოლი, ისევ.
მეორე ტაიმი
არც არაფერი შეცვლილა, ან, რა უნდა შცვლილიყო?! ლუკ დე იონგი გყავს შეტევაში, დავალება გაქვს მოცემული, თავში უნდა გაარტყა და გოლი გაიტანო, სხვა გეგმა არ არსებობს. ეზალზულისგან სასწაულებს ნამდვილად არ ველით, მაგრამ ყოველთვის აქტიურია და მთელი მატჩის განმავლობაში მომენტებსაც ქმნის ხოლმე, ახლა ეს ვერ შეძლო და თუ “ალავესთან” ვერ შეძლო ამის გაკეთება, ესე იგი, მისი პოტენციალიც გადამეტებულად შეგვიფასებია.
ფრენკი ცდილობდა დრიბლინგით ბურთის ამოტანას, როცა პასით არ გამოდიოდა თავად მოჰქონდა ბურთი, უმეტეს შემთხვევებში წარმატებულად, თუმცა, დაუკარგავს კიდეც, თანაც, არაერთხელ. ისევ ეძებს თავის თამაშს და ვერ უპოვია, არ აქვს მნიშვნელობა ინდივიდუალურად როგორი იყო, გვინახავს მატჩები, სადაც საუკეთესოც ყოფილა, მაგრამ რამდენად ზის მთლიან მონახაზში, ეს არის საქმე, უკვე ღიად საუბრობენ მის გაყიდვაზე, ეჭვი არ მეპარება, რომ თავადაც სურს წასვლა, თავის დროზე ყველაფრის მოსაგებად მოვიდა, ხელში კი ახალი გუნდის მშენებლობის პროცესი შერჩა, რის ნაწილად ყოფნაც ნამდვილად არ ახარებს.
“ბარსას” ძალიან სჭირდება ფრენკი დე იონგი, მაგრამ, საკითხავია რამდენად უღირს მისი დატოვება. ზაფხულში ვნახავთ, მანამდე ლიგის ზონაში შესასვლელად უნდა დაგვეხმაროს.
გოლზე რა ვთქვათ? ის რაც ჩვენს ნახევარმცველებს უნდა გაეკეთებინათ ჟორდი ალბამ გააკეთა, ფერანის პასიც დროული იყო და ფრენკიმ გაიტანა. ბოლო წუთებზე, “ალავესთან”. კმაყოფილი არავინ არის, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ავიღეთ. მატჩის ბოლოს კი პირველი კუთხური მოაწოდა “ალავესმა” და კარშიც დაარტყა, გაგიჟდება კაცი.
დიდი პაუზის დრო მოდის. ორკვირიანი შესვენება იქნება და “ატლეტიკოს” დავეტაკებით. “ატლეტიკო” ის გუნდია, რომელიც ახლა მეოთხე ადგილს იკავებს, იმ პოზიციას, რომლისთვისაც ვიბრძვით, სეზონის ბოლოსკენ, ალბათ “ბეტისი” დაეშვება ამ პოზიციაზე, მაგრამ ბრძოლა, რომ ბოლომდე მოგვიწევს ფაქტია. შემდეგ ტურში ე.წ “მატჩი ექვსი ქულისთვის” გველის.
ამ ორ კვირაში აუცილებლად უნდა გაირკვეს დემბელეს ამბავი. გიჟი არავინ არ არის, რომ იმ ფეხბურთელში გადაყაროს თანხა, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, უბრალოდ “ნიუკასლს” ახლავე სჭირდება ეს ტრანსფერი, გუნდი გასავარდნ ზონაშია, არადა, სასწორზე ყველაზე დიდი პროექტი დევს, რაც ბოლო წლებში გვინახავს, ამიტომ, “ნიუკასლი” არის ჩვენი შანსი, რომ დემბელეში 20 მილიონი ევრო მაინც ავიღოთ, ამდენი მარტო მის მკურნალობაში გვაქვს დახარჯული, ამ 20-დან 5 შეიძლება გერმანიაში წავიდეს. თითქოს ვეღარაფერი უნდა დაუშავოს კლუბს, მაგრამ დრო გადის და მაინც ახერხებს რაღაცების გაფუჭებას.
ორ კვირაში ფატი ვერ დაბრუნდება, მაგრამ დეპაი შეიძლება დაბრუნდეს. დიდი შვება არ არის, კუმანის წასვლის მერე არაფერს არ ჰგავს. ტრავმის მერე მით უმეტეს, ძალიან უჭირს ფორმის აღდგენა.
მძიმე მატჩი იქნება.
სხვისი არ ვიცი და პირადად მე ოთხეულში შესვლას ვითხოვ ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ზაფხულში ტრანსფერების გაკეთება შევძლოთ ანუ მომსვლელ ფეხბურთელს ინტერესი ჰქონდეს რომ ის გუნდი სადაც გადადის ლიგაზე ითამაშებს ! სხვა არაფერს ნამდვილად … ჯერ საძირკველია ჩასაყრელი ყველა რგოლში ვინ იქნება ლიდერი და მერე მათ გარშემო გუნდის აწყობა საკმაოდ რთული პროცესია და დრო უნდა
100%
სხვისი არ ვიცი და პირადად მე ოთხეულში შესვლას ვითხოვ ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ზაფხულში ტრანსფერების გაკეთება შევძლოთ ანუ მომსვლელ ფეხბურთელს ინტერესი ჰქონდეს რომ ის გუნდი სადაც გადადის ლიგაზე ითამაშებს ! სხვა არაფერს ნამდვილად … ჯერ საძირკველია ჩასაყრელი ყველა რგოლში ვინ იქნება ლიდერი და მერე მათ გარშემო გუნდის აწყობა საკმაოდ რთული პროცესია და დრო უნდა
rivaldo80,
არ ვითხოვ არაფერს ზედმეტს,მხოლოდ მინდა,რომ ახლა ალავესი-ელჩე-კადისი, ასეთ გუნდებს მარტივად ვუგებდეთ 2:0 ს😕
ბევრი რეალობისგან ძალიან შორს ხართ მანახეთ გუნდი სადაც ეზლა და ლუკ დეიონგით შეტევაში დაფრინავს ??? ერთი გუნდი მაინც მოიყვანეთ მაგალითად ??ტორესი ახალი დაბრუნებული ტრავმის მერე ისიც სხვა კლუბში.ფრენკი რომელიც ლიდერია ცენტრში ვერ თამაშობს პედრი ახალი დაბრუნებულია თვებია არ ქონდა ნათამაშები.დესტი ორი თვეა არ უთამაშია.რას ითხოვთ გაუგებარია.ორი ფინალი ითამაშა გუნდმა და საკმაოდ კარგად იბრძოლა ბოლომდე არ წაგო 90 წუთი.ამ რესურსით ნამეტანი ბევრს ითხოვთ.და კიდევ ერთხელ დავწერ რომ არა პიკე ბუსი ალბაა ახლა გუნდი იქნებოდა გასავარდნ ზონაში.
ამ თამაშმა რატომღაც კუმანის ბარსა გამახსენა, სრული ბარდაკი, არეულობა, არავინ არ იცის რა აკეთოს და როგორ. ერთმანეთს პასებსაც კი ვერ უკეთებენ. ამ ალავესს რო დაცვაზე ნაკლები ეფიქრა და შეეტია ისე მგონია გაგვიტანდა კიდეც როგოც კამპ ნოუზე გვიქნა. მეორე მხრივ ჩავიმ რა ქნას, ერთხელ ვერ შეკრიბა გუნდი სრულად ტრამვა ტრამვაზე მოდის. არვიცი ასე როდემდე შეიძლება გაგრძელდეს. ერთი თვის წინ მეჩვენებოდა რომ ოთხეულში შესვლა არ გაჭირდებოდა ახლა ამისიც აღარ მჯერავს. ბეტისიც კი 5 ქულით გვისწრებს, რეალზე და სევილიაზე ლაპარაკიც არ მინდა.
დეპაი მგონი აქ კუმანის გამო მოვიდა და ახლა მგლოვიარეა.
ლალიგაში 3-4 გუნდს თუ ჰყავს ჩვენზე სახელებით ძლიერი შემადგენლობა… თუნდაც,ასტონ ვილას თამაშებს ვუყურებ ბოლო დროა. პრემიერ ლიგის გუნდებს,თუნდაც მანჩესტერს ან ევერტონს,რომლებიც ლალიგის გუნდებს ბევრად ჯობია,თამაშს უკონტროლებს, ბურთი უჭირავს,გააზრებულად უტევს. იმათ რა ჩვენზე მაგარი გუნდი ჰყავთ? ჩვენს გუნდში არიან ღორები,არ უყვართ გუნდი, გაპიარებული ფეხბურთელებით არის სავსე კლუბი… ჩავის არაფერს ვაბრალებ ჯერ ჯერობით იმის გარდა,რომ ძმაკაცებს ათამაშებს,უბრალოდ დააკვირდით, ალბას,ბუსკეტსის,ალვეშის,პიკეს გარდა არავინ არ ყოფილა ისეთი ვინც ძირითადში სულ უთამაშია, მიუხედავად იმისა კარგად ითამაშა თუ ცუდად… აქ ადრე წერდნენ,სანამ ჩავის ძმაკაცები არ წავლენ კლუბიდან არაფერი გამოვა! მართლები იყვნენ,ვინც ამას წერდა, ჩავი კიარ იქცევა მწვრთნელივით, იქცევა ძმაკაცივით. როგორ ცუდადაც არ უნდა ითამაშოს ბუსკეცმა,ალბამ, ძირითადი გარანტირებული აქვთ,ეს არ არის სწორი… მხოლოდ ამის დაწერა მინდოდა. ტრანსფერები იქნება,მაგრამ მანამდე სუსტ გუნდებთან ძლიერად თამაშს უნდა მიეჩვიოს გუნდი,თორემ მერე მომავალშიც მაგას იტყვიან,ტრანსფერების მიუხედავად,გუნდი არ გვყავს და ვერ ვიგებთო…
ანუ 2 უკიდურესობა გვაქვს. ან კარგად ვთამაშობთ და ვაგებთ, ან ვიგებთ და ვაი ასეთ გამარჯვებას :))) ამ თეორიებიდან გამომდინარე ფაქტია რომ კარგი თამაშიც შეგვიძლია და მოგებაც.
ყურადღება შეკითხვა:
რატომ არ შეგვიძლია კარგი თამაშით გამარჯვება?
რა წარმატებაზეა საუბარი როცა გუნდში მთავარი მეპასე და კრეატორი ტერ შტეგენია, ისეთი გრძელი პასები არიგა დე იონგი და პედრი უყურებდნენ პირღია.
ატლეტიკო გარღვევა შუაზე . საცოდაობაა
ისე გახსნილ გუნდებთან უფრო გამოგვდის თამაში ვიდრე ესე 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ჩამჯდარებთან, რეალთანაც და ბილბაოსთანაც უფრო მეტი სივრცე იყო ვიდრე დანარჩენ სუსტებთან, იქნებ ატლეტიკოსთანაც მაგან გაგვიმართლოს
თავდამსხმელი გვინდა კიდევ ერთი უეჭველი…
იქნება დაწეროთ რამე ელ პისტოლეროზე დაბადების დღეაქ ლეგენდაა ბოლო ბოლო ჩვენი გუნდის ❤
😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢
დეიონგში რა მოგწონთ? დუყლუყი როჟაა, საშუალო დონისაა, მე მაგას ტოპ ნახევარმცველს ვერ დავარქმევ. კარგი იქნება თუ გაყიდიან და წესიერ შემტევ ნახევარმცველს მოიყვანენ.. ბუსის ვერავინ შეცვლის ჯერ, არავინ მახსენდება მისი დონის და ინტელექტის, დღესდეღეობით ალბათ კანტე და კაზემირო საუკეთესოები არიან მაგრამ ფიზიკურად, ისე ბუსის ინტელექტთან და ხედვასთან დღევანდელ ფეხბურთში ახლოც არავინაა, ამას რომ კანტეს ჯანი მიცა მარტო გააკეთებდა ყველაფერს. მოკლედ ნიკომ ბევრი უნდა ისწავლოს ბუსკეცისგან.