მემფისი დაფრინავს, გრიზმანი უმატებს, თუმცა…

მემფისი დაფრინავს, გრიზმანი უმატებს, თუმცა…

ვინც შორიდან გვაკვირდებოდა და იმედი ჰქონდა, რომ “ბარსა” უკუსვლას განაგრძობდა, მისთვის ცუდი ამბავი გვაქვს, “ლა მასია” წინა სეზონივით გვამარაგებს, აკადემია მთავარი გუნდის გაჭირვების ტალკვესი აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა წინა სეზონში შემოგლიჯეს ძირითადი გუნდის კარი და ისე ჩანს, რომ ამ სეზონშიც წაგვეხმარება ერთი-ორი ფეხბურთელი, კუმანის დამოკიდებულება კი მათთვის დიდი სტიმულის მიმცემია, ყველა “ლა მასიელს” აძლევს შანსს. როგორც მინიმუმ “ბარსას” იმაში მაინც წაადგებიან, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს, თორემ, ყველა რომ ვერ შეძლებს ადგილის დამკვიდრებას ფაქტია. 

ამ გუნდს აქვს მომავალი, მოსამზადებელი ეტაპის მერე არ ღირს შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, მაგრამ გუშინაც გამოჩნდა ისეთი ნიუანსები, რომელიც იმედიანად განგაწყობს ადამიანს, მაგალითად, სამივე გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, პირველი ჰოლანდიური იყო, დე იონგის ძალიან მაგარი პასი და დეპაის ბრაზილიური მოძრაობები, ყოველთვის შეეძლო ლამაზად თამაში და მომავალ სეზონში წესით ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი უნდა გვაჩუქოს, რაც მთავარია, სათამაშო რიტმში ზის, ამოვარდნილი არ არის, ორი კვირის მოსული კაცი უკვე გუნდის ნაწილია, ჩვენ კი ვიცნობთ ფეხბურთელს, რომელიც წლებია “ბარსაშია” და ვერა და ვერ გახდა გუნდის ნაწილი, თავად სად დარბის და გონება სად აქვს კაცი ვერ გაიგებს. 

მოკლედ, დეპაიმ თავის თამაშით მოლოდინი თავადვე გაზარდა, კუმანი, რომ მაგრად ენდობა ესეც ვიცით, ულაპარაკოდ ძირითადში უნდა მისი გამწესება. ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ანტუან გრიზმანს, მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა, ის გაუგებარი კაცი, რომ არ დამტვრეულიყო ვიცით რაც მოხდებოდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და დიდი ლუკმა გვაქვს გადასაგდები, ეს დიდი ლუკმა კი გრიზმანია, წინა სეზონი სადებიუტოზე უკეთესი ჰქონდა, ახლა ბევრს იმედი აქვს, რომ მესამე სეზონი მეორეზე უკეთესი იქნება, უკვე მრავლად არიან მისი დარჩენის მსურველები, მაგრამ მესი იცდის კონტრაქტის გასახანგრძლივებლად და სწრაფად თუ არ დავცალეთ ხაზინა ვერ მოხდება ეს ამბავი, ცოტა სევდიანი ამბავია გრიზმანის ასეთი კარგი თამაშის ფონზე, მაგრამ ასეა საქმე, სხვაგვარად არ გამოვა, სხვა არც არავინ გვყავს დიდი ფასი რომ გადაიხადონ, უფრო სწორად, გვყავს დე იონგი, პედრი, შტეგენი, მაგრამ ყველა ხელშეუხებელია, იმიტომ, რომ მომავალი “ბარსას” საფუძვლად ითვლებიან, გრიზმანი კი ასეთი არ არის. 

თუ რაიმე სხვა გამოსავალიც მოიძებნა, (რაც ჯერჯერობით ვერ იძებნება) და გრიზმანი დარჩა, ხუთი მაღალი დონის თავდამსხმელი სამი პოზიციისთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება, პლუს აკადემიის ბიჭები, მათ შორის დემირი, რომელსაც სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში და გადასარევი მარცხენა აქვს. 

დეპაი ვნახეთ რა ბიჭია, ახლა აგუერო გვყავს საქმეში სანახავი და ფატისაც უნდა შევავლოთ თვალი, საინტერესოა რა ფორმაში დაუბრუნდება მოედანს, იქნება თუ არა ისევ ისეთი სწრაფი, შეძლებს თუ ვერა ისევ ისე ბურთის კონტროლს და შენარჩუნებას, აჩქარებას და თამაშის გამწვავებას, ამხელა პაუზის მერე დრო დასჭირდება, მაგრამ ნიჭი არსად ქრება, ამას ვერავინ წაართმევს. 

აგუერო წესით და რიგით, მომდევნო მატჩში უნდა ვიხილოთ, ნაადრევად დაიწყო ვარჯიში, ესმის, რომ მარტო მესისთან ძმაკაცობის გამო სასტარტოში არავინ დააყენებს, გრიზმანი თუ დარჩა დიდი ბრძოლა მოუწევს ძირითადისთვის. მისგან ველით გოლებს და არა დაცვაში აქტიურ მუშაობას, არც განსაკუთრებულ ფინტებს, უბრალოდ გოლებს, შორიდანაც ბევრი გაუტანია, მაგრამ საჯარიმოს კაცია, ძალიან კარგი ალღოთი, ზუსტად ასეთი ფორვარდი გვაკლდა წინა სეზონში, ჰოდა, ვნახოთ. 

ნიკო და გავი ისე თამაშობენ ვეინალდუმი აღარც გაგვახსენდება. მაგალითად, წინა მოსამზადებელზე ტრინკაუმ გაიბრწყინა, მაგრამ მთელი სეზონი ჩააგდო, მაგრამ, საპირისპიროც ხომ ვნახეთ? პედრიმ დატოვა ძალიან მაგარი შთაბეჭდილება და იქიდან მოყოლებული აღარც გაჩერებულა, თამაშობს და თამაშობს, გაიხედავ სხვა კონტინენტზე და იქაც ნახევარფინალშია, ევროსი არ იყოს. იმედია ამჯერად ფინალამდეც მივა, საშინლად დატვირთული სეზონი გამოუვიდა, მაგრამ იმხელა გამოცდილება შეიძინა, ამ მოკლე პერიოდში ასე სწრაფად გაზრდილ ფეხბურთელს უბრალოდ ვერ იპოვით. ერთი დიდი ამოსუნთქვა ოლიმპიადის შემდეგ და ყველაფერი დაიწყება ისევ თავიდან. 

გარსიამ ბოლომდე ითამაშა, მინგესამ ტრავმა მიიღო. მესი კი ისევ იცდის, ძალიან უყვარს გამპერის თასზე თამაში, ამიტომ, იმ დროისთვის წესით ბევრი რამ უნდა მოგვარდეს. მოლოდინი კარგი მაქვს, თუმცა, მოლოდინზე მერე, სეზონის დაწყების წინ, ტრადიციულად შემოვაგდებთ ვარაუდებს. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • azulgerana
    03 აგვ 2021, 20:53

    ფეოლა,
    ხო

  • Don_Andresito
    02 აგვ 2021, 12:08

    ციტატა: Zura Gviniashvili

    ციტატა: nika 54
    კიდევ მესიზე და კიდევ გამპერის თასზე ვლაპარაკობთ? ითქვა რო კონტრაქტზე ხელმოწერამდე არ ივარჯიშებს. აფორმებენ ანუ ვარჯიშს იწყებს 8-ში და ერთ დღეში გინდათ რო ფორმაში შევიდეს? არ მითხრათ ეხლა ხო ვარჯიშობდა შვილებთან ერთადო. მოკლედ მეეჭვება ლეომ თასზე ითამაშოს.


    რომს ერთი დღე ქონდეს მოსამაზადებლად ეს მესია მეორე ტაიმში ან შემდეგ თამაშზე მაინც ათამაშებს .. ერთი მაგის ზუსტი პასი ერთი კაცის მოტყუება ან ერთი ლამაზი გოლიც საკამრისია


    ტრავმის რისკიც დიდია. მოდუნებული კუნთი ადვილად ზიანდება

    ციტატა: azulgerana

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმანს არ უშვებე რჩება და ხელფასსაც იკლებს სექტემბრამდე ეგება ის უმაქნისი დემბელე შევტენოთ ვინმეს თუ ვერა და ეგეც დაიკლებს არ დაიკლებს და დააკლებინებენ


    დემბელეც მოდის მოლაპარაკებაზე, დაჟე კოუს დარჩენის შანსიც გაჩნდაო, არ გვჭირდება მარა მაინც. პიანიჩი კოუ და უმტიტი რო გაგვაყრევინა, სხვებმა კი ხელფასი შეიმცირონ, მოგვარდება ყველაფერი. მთავარი მესის დაბრუნებაა. და მერე მორიბა, რეალის და პსჟ ეს უფასო ლუკმად არ აქციონ. გაუხანგრძლივონ და მერე გაყიდონ 20-25 ად. მაგის დიდი ხნით დატოვება მაინც არ ღირს. რუიზ ატილი მინდს კიდე საქმეში, კოვიდი აღარ აქვს და ვნახოთ თუა ისევ ისეთი კლასნი როგორც ადრე


    პიანიჩი მეგა ტრანსფერი არისო შარშან ყვიროდით და ესე როგორ ჩაიჯვა


    ჯერ ერთი მანახე სად ვყვიროდი პიანიჩზე მეგა ტრანსფერია თქო, ორი შენნაირიც და ისე გაგსროკავენ თვალი არც დაფიქრდებიან :დდდდ მერე კიდე პიანიჩი თავის დროზე 5 ტოპ ნახევარმცველში შედიოდა და თუ ფეხბურთში რამე გაგეგება უნდა იცოდე მაგისი დონე. უბრალოდ ყიდვა დააგვიანეს და ბოლოს, იქნებოდა მშვენიერი ტრანსფერი სი.რი მწვრთნელი და მისი ახირება რო არა.

  • nikusha
    02 აგვ 2021, 00:21

    ზალზბურგთან ამ შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ:

    პირველი ტაიმი

    ნეტუ
    დესტი-პიკე-უმტიტი-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    კოლიადო-გრიზმანი-დეპაი

    მეორე ტაიმი:

    პენია
    ემერსონი-არაუხო-ლენგლე-ბალდე
    პიანიჩი-ნიკო გონსალესი-გავი
    დემირი-აგუერო-ბრაითვაიტი

  • Zura Gviniashvili
    01 აგვ 2021, 16:35

    ციტატა: nika 54
    კიდევ მესიზე და კიდევ გამპერის თასზე ვლაპარაკობთ? ითქვა რო კონტრაქტზე ხელმოწერამდე არ ივარჯიშებს. აფორმებენ ანუ ვარჯიშს იწყებს 8-ში და ერთ დღეში გინდათ რო ფორმაში შევიდეს? არ მითხრათ ეხლა ხო ვარჯიშობდა შვილებთან ერთადო. მოკლედ მეეჭვება ლეომ თასზე ითამაშოს.


    რომს ერთი დღე ქონდეს მოსამაზადებლად ეს მესია მეორე ტაიმში ან შემდეგ თამაშზე მაინც ათამაშებს .. ერთი მაგის ზუსტი პასი ერთი კაცის მოტყუება ან ერთი ლამაზი გოლიც საკამრისია

  • La Pulga10
    01 აგვ 2021, 15:58

    დე იონგი არის ერთ-ერტი საუკეთესო ნახევარმცევლი მსოფლიოში,წინა თამაშში ყველაზე 1 თავით მაღლა იყო,დაფრინავს,ამ კაცს პიანიჩი გერჩივნოს რავი.

  • ფეოლა
    01 აგვ 2021, 15:54

    nika 54,
    როცა უნდა მაშინ ითამაშებს. სულ ეგრე იყო, დაბრუნებიდან ეგრევე იწყებდა თამაშს.

  • nika 54
    01 აგვ 2021, 14:49

    კიდევ მესიზე და კიდევ გამპერის თასზე ვლაპარაკობთ? ითქვა რო კონტრაქტზე ხელმოწერამდე არ ივარჯიშებს. აფორმებენ ანუ ვარჯიშს იწყებს 8-ში და ერთ დღეში გინდათ რო ფორმაში შევიდეს? არ მითხრათ ეხლა ხო ვარჯიშობდა შვილებთან ერთადო. მოკლედ მეეჭვება ლეომ თასზე ითამაშოს.

  • azulgerana
    01 აგვ 2021, 13:32

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმანს არ უშვებე რჩება და ხელფასსაც იკლებს სექტემბრამდე ეგება ის უმაქნისი დემბელე შევტენოთ ვინმეს თუ ვერა და ეგეც დაიკლებს არ დაიკლებს და დააკლებინებენ


    დემბელეც მოდის მოლაპარაკებაზე, დაჟე კოუს დარჩენის შანსიც გაჩნდაო, არ გვჭირდება მარა მაინც. პიანიჩი კოუ და უმტიტი რო გაგვაყრევინა, სხვებმა კი ხელფასი შეიმცირონ, მოგვარდება ყველაფერი. მთავარი მესის დაბრუნებაა. და მერე მორიბა, რეალის და პსჟ ეს უფასო ლუკმად არ აქციონ. გაუხანგრძლივონ და მერე გაყიდონ 20-25 ად. მაგის დიდი ხნით დატოვება მაინც არ ღირს. რუიზ ატილი მინდს კიდე საქმეში, კოვიდი აღარ აქვს და ვნახოთ თუა ისევ ისეთი კლასნი როგორც ადრე


    პიანიჩი მეგა ტრანსფერი არისო შარშან ყვიროდით და ესე როგორ ჩაიჯვა

  • GURCHO
    01 აგვ 2021, 13:27

    მორიბაზე რამ გაგიჟდათ ხალხო სწრაფი არ არის ტექნიკური არ არის პასებსაც აფუჭებს და რავი ძალების ფეხბურთელად არ მივიჩნევ ეგ ბარსაში კი არა ოსასუნაშიც ვერ მოხვდება ძირითადში

  • Don_Andresito
    01 აგვ 2021, 12:03

    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმანს არ უშვებე რჩება და ხელფასსაც იკლებს სექტემბრამდე ეგება ის უმაქნისი დემბელე შევტენოთ ვინმეს თუ ვერა და ეგეც დაიკლებს არ დაიკლებს და დააკლებინებენ


    დემბელეც მოდის მოლაპარაკებაზე, დაჟე კოუს დარჩენის შანსიც გაჩნდაო, არ გვჭირდება მარა მაინც. პიანიჩი კოუ და უმტიტი რო გაგვაყრევინა, სხვებმა კი ხელფასი შეიმცირონ, მოგვარდება ყველაფერი. მთავარი მესის დაბრუნებაა. და მერე მორიბა, რეალის და პსჟ ეს უფასო ლუკმად არ აქციონ. გაუხანგრძლივონ და მერე გაყიდონ 20-25 ად. მაგის დიდი ხნით დატოვება მაინც არ ღირს. რუიზ ატილი მინდს კიდე საქმეში, კოვიდი აღარ აქვს და ვნახოთ თუა ისევ ისეთი კლასნი როგორც ადრე

  • La Pulga10
    01 აგვ 2021, 11:58

    ნიკო,დემირი,ბალდე ამათ დრო მიეცემათ მთავარ გუნდში,გავი ძაააალიან მაგარია,მაგრამ მაინც ადრეა,თანაც თუ გადაეკიდა კუმანი დამართავს ფატის.კოლიადო გააიჯარონ.დეპაი-გრიზმანის დუო მომწონს,ვნახოთ,ვნახოთ,წესით უკეთესი სეზონი უნდა იყოს.

  • M10 S9 D11
    01 აგვ 2021, 11:50

    გრიზმანს არ უშვებე რჩება და ხელფასსაც იკლებს სექტემბრამდე ეგება ის უმაქნისი დემბელე შევტენოთ ვინმეს თუ ვერა და ეგეც დაიკლებს არ დაიკლებს და დააკლებინებენ

  • ფეოლა
    01 აგვ 2021, 11:35

    vitorborbafereira,
    პარაზიტები.