არგენტინამ მორიგი მატჩი მოიგო, მოკრძალებული ანგარიშით, თუმცა ყველა მოგება სამი ქულაა და ანგარიშს არავინ გამოეკიდება. კარგია, რომ გოლი არ გაუშვიათ. მატჩის წინ სკალონის სურდა, რომ მესის დაესვენა, მაგრამ ლეომ იუარა, “ბარსას” მწვრთნელებისგანაც ვიცით, რომ ლეოს დასვენება არ უყვარს, თავის ორგანიზმს კარგად იცნობს და რაციონალურად თამაშიც შეუძლია, დასვენების შემდეგ კი რიტმიდან ვარდება. ამას ჯერ კიდევ გვარდიოლა ამბობდა, მართლაც ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომ მესიმ დასვენება გადაწყვიტოს.
მესი, აგუერო, დი მარიას ტრიო ვიხილეთ. აგუეროზე შეიძლება ითქვას, რომ ახლა იწყებს ფორმაში შესვლას, მთელი სეზონი სკამზე იჯდა და ეტყობა, რომ ფორმაში არ არის, ამიტომ, ფლეიოფებისთვის ისევ სკამზე გადაინაცვლებს. ვერც სიზუსტით გამოირჩა, ვერც მომენტების რეალიზებით. მაგრამ ეტყობა, რომ მოუმატებს, რამდენად მოასწრებს ფორმაში შესვლას გადამწყვეტი ეტაპისთვის, ამას ერთად ვნახავთ. მე მგონი, რომ ვერ მოასწრებს.
კარგი მატჩი ჩაატარა დი მარიამ, გამახსენდა, რომ “ბარსას” სურდა მისი დამატება და არც თავად იყო წინააღმდეგი, მაგრამ სხვაგვარად გადაწყდა. ვაღიარებ – არ მსურდა მისი ხილვა გუნდში, მაშინ არც დემბელეს გადმოსვლა მსურდა და არც დი მარიასი, სულ სხვა ფეხბურთელები მეგულებოდნენ ნეიმარის შემცვლელად, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რომ მესი მართალი იყო, ჯობდა დი მარია მოეყვანათ. ნეიმარს ვერ შეცვლიდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში გაცილებით დიდ სარგებელს მოიტანდა, ვიდრე უსმანმა მოიტანა.
ევრო
სენსაციების გარეშე, ყველაფერი ლოგიკურად მიდის. ლოგიკურია ისიც, რომ დემბელემ ტრავმა მიიღო, თითქოს დაგვავიწყდა, რომ ტრავმისკენ მიდრეკილი ფეხბურთელია და უმალ შეგვახსენა თავი. რაც ითამაშა, იქაც არაფერი შეცვლილა, თუ საქმე გაქცევას და დარტყმას, ანუ, სწორხაზოვან თამაშს ეხება, მაშინ ბადალი არ ჰყავს, მაგრამ როცა ზუსტი პასია გასაცემი, რაღაც სიგიჟეებს აკეთებს. როგორც ამბობენ, დიდი დრო გაუცდება, ეს კი საქმეს ართულებს, ამ სეზონის მერე ფასმა ოდნავ მოიმატა და ახლა ისევ ფსკერამდე დაეშვება.
როგორც წინა მიმოხილვისას ვივარაუდეთ, გრზიმანმა გოლი შეაგდო და წაადგება კიდეც ეს ამბავი. გასაკვირი არ არის, რომ ბენზემას თამაში არ გამოუვიდა, ეს ორი ერთმანეთს ვერ ეწყობა, ამიტომ, ბენზემას დაბრუნება დიდი შეცდომა მგონია, რა თქმა უნდა, ყველას სურდა ასეთი მაღალი დონის ფორვარდის დაბრუნება, მაგრამ, საქმე ის არის, რომ ბალანსი დაირღვა. გრიზმანს მის წინ სწორედ ისეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა, როგორიც ჟირუა, პირველ ბურთზე ძალიან კარგია, სწრაფად გასცემს ბურთს და სივრცესაც ათავისუფლებს, ბეზნემა კი გაცილებით დიდი ინდივიდუალისტია, შესაბამისად გრიზმანი შეიზღუდა, ჩვენ კიდე ვიცით როგორ თამაშობს, როცა იზღუდება. ახლა დეშამის ამოცანაა, რომ როგორმე ბენზემას და გრიზმანს საჭირო სივრცეები დაუთმოს, მაგრამ არა მგონია, დიდიემ ის გააკეთოს ერთ კვირაში, რაც “ბარსას” მწვრთნელებმა ორი წელია ვერ გააკეთეს. ასე რომ ფრანგებისთვის ჯობია აქცენტი ისევ გრიზმანზე გააკეთონ.
მბაპე კი დაფრინავს. საერთოდ არ აინტერესებს, ვინ არის მის გვერდით და რომელ სივრცეში.
რამდენი ვეინალდუმი გოლს გაიტანს, იმდენჯერ გული მწყდება, რომ ცხვირწინ აგვაცალეს. მხოლოდ გოლებშიც არ არის საქმე, დე იონგთან და დეპაისთან ერთად ძალიან კარგად გამოიყურება, იდეალურად უგებენ ერთმანეთს. ვიფიქრე, კუმანის ფაქტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებდა, მაგრამ შევცდი, ვეინალდუმმა არაფრად ჩაგვაგდო. ფული ამჯობინა, თუმცა, არა მხოლოდ ფული, პსჟ უკვე ლიგის მთავარ ფავორიტად ითვლება ხოლმე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რაც აქამდეც აღმინიშნავს და ძალიან საშიშ ამბად მეჩვენება – ფრანგებს არასდროს გაუშვიათ ის ფეხბურთელი, რომლის გაშვებაც არ სურდათ. როგორღაც მოახერხეს და დააბეს ვარსკვლავები. ეს ჯერ კიდევ ვერატის ჩაშლილი ტრანსფერის დროს გამიკვირდა, მას მერე კი ნეიმარს და მბაპეს ხელი არ გაუშვეს.
იმ ბოღმა კაცმა კი ასეთი რამ თქვა – მბაპეს არასდროს გავყიდით და ვერც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავაო. – აბა როგორ უნდა გავიგოთ ეს ამბავი, როცა კილიანი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. რას ქვია ვერ წავა?! არ ვიცი, ამ მუქარანარევი სიტყვების მიღმა რა ამბები ტრიალებს, მაგრამ პსჟ-მა თუ ასე სათითაოდ განაგრძო ვარსკვლავების გადაბირება, მიაღწევენ კიდეც საწადელ ტიტულს.
ჩვენ კი ჯერ ახლა ვიწყებთ ახალი გუნდის შენებას.
ესპანეთზე ამბობდნენ, ფავორიტი ვერ იქნებაო და ყველაფერი ისე მიდის როგორც ელოდნენ, იმ გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომელსაც თამაში ვერ უპოვია. ჩავიმაც თქვა ტურნირის მოგებას ამ გუნდს ვერ მოვთხოვთო, მაგრამ ევროს ვინ ჩივის, იქნებ ერთი თამაში მაინც მოიგონ?!
ასე რომ, მოუთმენლად ველი საფრანგეთი-პორტუგალიის დაპირისპირებას, იმის სანახავად თუ რას მოუხერხებს დეშამი ბენზემას და გრიზმანს, თუ რამე ჭკვიანურს მიაკვლია, იქნებ ჩვენც წაგვადგეს მერე..
"მესი მართალი იყო, ჯობდა დი მარია მოეყვანათ. ნეიმარს ვერ შეცვლიდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში გაცილებით დიდ სარგებელს მოიტანდა, ვიდრე უსმანმა მოიტანა. "
დი მარია ვითომ რატომ ვერ შეცვლიდა ნეიმარს? პსჟ-ში რო ტრავმიანობს ხოლმე ბრაზილიელი ვარსკვლავი სულ დი მარიას არ მიყავს პარადი.
აან მინდა მესიმ კარიერა ისე არ დაასრულოს კოპა ან მსოფლიო რო არ ქონდეს მოგებული 🙂
არგენტინა 3 თამაში 3 გოლი
ბრაზილია 2 თამაში 7 გოლი.
წეიიიღო ეს კოპაც ბრაზილიამ როგორც ჩანს.
2007 წლის კოპა გამახსენდა
ფინალამდე არგენტინამ ყველა მატჩი მოიგო 16:3 ბურთების შეფარდება 5 მატში… +3 გოლი გაჰქონდა საშუალოდ
როცა ბრაზილია ურუგვაისთან პენალტებით გაძვრა ფინალში, ჯგუფში კი მექსიკამ აჯობა
მთავარია საჭირო დროს რა ფორმაში შეხვდები, გადამწყვეტ ეტაპზე
მესი თუ არ დაასვენა ბოლივიასთან ერიკსენი დაემართება გუშინ ვერ იყო ხოდზე
სასწაული უნდა მოხვდეს არგენტინამ კოპა რო მოიგოს
გუშინ საშინელება იყო პირველ ტაიმში მესი.10-ჯერ მაინც დაკარგა საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი.
1:0 არგენტინის სტილი გახდა. თუ იგებენ მინიმალური სხვაობით.
არგენტინა 3 თამაში 3 გოლი
ბრაზილია 2 თამაში 7 გოლი.
წეიიიღო ეს კოპაც ბრაზილიამ როგორც ჩანს.
ფეოლა, მაგარი ხართ!

ყოველი თამაშის შემდეგ ველოდები თქვენს ანალიტიკურ სტატიებს!
იქნება ერთი-ორი სიტყვა კუმანს მიწეროთ და რამე შეაგნებინოთ ვინ რომელ პოზიციაზე ათამაშოს…