არგენტინამ ჩილეს ვერ მოუგო, რომელსაც მთავარი ლიდერი არ ჰყავდა, ჩილესთვის ალექსის სანჩესი იგივე ძალას წარმოადგენს, რასაც მესი არგენტინისთვის, მაგრამ მაინც ყაიმი დაფიქსირდა. ლიონელ მესიმ თამაშის წინ წინააღმდეგობრივი განცხადება გააკეთა, ლეომ თქვა, რომ არგენტინა არასდროს ყოფილა მასზე დამოკიდებული, ამ სიტყვების მთავარი მოტივი თანაგუნდელების გამხნევება გახდა, ან დაცვა, შესაძლოა, იმის მცდელობაც იყო, რომ ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლებულიყო. მისი გუნდელები მუდმივი დარტყმის ქვეშ არიან, ფაქტობრივად უმაქნისებს უწოდებენ, მესიმ ალბათ იფიქრა მათი გამხნევება ცუდი არ იქნებაო, მაგრამ თამაში დასრულდა და მისი სიტყვების სრულიად საპირისპირო სურათი მივიღეთ, ვნახეთ ის, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვხედავთ, არგენტინა მესის გარეშე არაფერია.
გარდა იმისა, რომ ლეომ ანგარიში გახსნა, მატჩის მიწურულს ორი 100%-იანი შანსი შეუქმნა თანაგუნდელებს, მაგრამ ერთ შემთხვევაში მარცხნიდან ჩართულმა ფეხბურთელმა კარში დარტყმა ვერ გაბედა, რატომღაც, არ ვიცი, მეორე შემთხვევაში კი დარტყმა უზუსტო გამოდგა. არ ყოფილა მთავარი პრობლემა იგუაინი, მეორე მესის პოვნაა რთული, თორემ ახალ იგუაინებს რა გამოლევს?!
ასე დაიწყო არგენტინისთვის კოპა ამერიკა, ამის მერე მესის ალბათ ენა აღარ უნდა მოუბრუნდეს იმის სათქმელად, რომ არგენტინა მასზე დამოკიდებული არ არის.
ისე მეკარის მოგერიებულ პენალტს რო ისევ დამატებაზე გაგიტანენ მაგ დაცვას რა უნდა დავარქვა, სხვა რა ავალია დაცვას როცა პენალტს გირტყამენ? მოგერიებულზე ისევ მეტოქემ უნდა მიგასწროს? და თანაც არა დამრტყმელმა? მოკლედ კარში ვერ ურტყავენ მესის ჩაწოდებული თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე კარს ზემოთ როგორ უნდა გაუშვა. არვიცი მესის გარდა ვინ ყავს არგენტინას? ალბათ ის მეკარე, არტურის დარტყმული თერთმეტმეტრიანი რო მოიგერია.
Albicelecte,
ოტამენდის რომ ათამაშებ კაცი,აი მანდ გაქ დარხეული.
ვერ ვხვდები რატომ აქვს არგენტინას წიკები, რომ ნაკრების მწვრთნელი მაინცდამაინც არგენტინელი უნდა იყოს. იყოს დებილი, მაგრამ არგენტინელი. როგორც ბარსას არ ეღირსა ნორმალური მწვრთნელი, ისე არგენტინას არ ეღირსა ნორმალური მწვრთნელი.
ლაუტაროს ამბავს იმედია ისევ არ შემოგვიგდებენ, რომელმაც 6 მეტრიდან ვერ დაარტყა და ბურთს ფეხი ააცილა.
მაინც 1 მატჩი იყო და იმედია მოუმატებენ
9-იანი არ უვარგა გუნდს, ისევ ბებერი აგუერო, თორემ ლაუტაროს ფასი ლარი და ოცი თეთრია
ჩინური წარმოების გრაიზმანი უფროა ლაუტარო
დე პაულის კიდევ მეტი სითამამე და გამბედაობა სჭირდება
დაცვის ცენტრში იმედია მომდევნო მატჩიდან რომერო დადგება, და კიდევ, ფოიტი უნდა წაეყვანა, მაინც მაღალ დონეზე აქვს ტიპს ნათამაშები
არგენტინა ერთი საშუალო დონის ნაკრებია წავა მესი დიმარია აგუერო და ჩვეულებრივი ბოლივია იქნება ვისაც არ გჯერათ დაიმახსოვრეთ 2 წელში გაიხსენებთ…
დაცვაო, დაცვა კი არა არცერთი პოზიცია არ უვარგა არგენტინას, რას გავს მაგათი თამაში რა არი ეგ, რატო იციან კიდე ამ არგენტინელმა მწვრთნელებმა პროფესორობა, გამომიყვანენ ხოლმე იქ ვითომ არგენტინის ჩემპიონატში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებს და დარბიან მერე წყლიდან ამოსული თევზებივით, ან შტუტგარტში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს კიდე
ეგ იცი რისი ბრალია დი მარიას აგუეროს და კორეას რო სკამზე დატოვებ და შლანგებით გაავსებ ძირითადს
ბიჭო 100 პროცენტიან შანსებს რომ ქმნის რა ჯანდაბააა ვერც ერთი რომ ვერ იყენებს.. მარა აგუერო ეთამაშებინა. ჩემი აზრით მისი დაყენება ჯობს.