11-1 – ელ კლასიკო, რომელიც ორივე გუნდისთვის სამარცხვინოა

11-1 – ელ კლასიკო, რომელიც ორივე გუნდისთვის სამარცხვინოა

“ბარსელონას” გულშემატკივრებს არაერთი საამაყო “ელ კლასიკო” გვაქვს. ბევრი ჩვენგანი მოესწრო მადრიდში 6-2 და ბარსელონაში 5-0 მოგებას, ასევე იყო 4-0 “ბერნაბეუზე”, 5-1 “კამპ ნოუზე”, 3-0 მოგებებს ვინ მოთვლის, გინდ მადრიდში და გინდ ბარსელონაში. უფრო სტაჟიან გულშემატკივრებს 1994 წელის 5-0 მოგებაც ახსოვთ. კიდევ უფრო ადრე მადრიდში გვაქვს 5-0 მოგებული. ყველა ამ მოგების გვეამაყება.

“რეალს” კი, ერთი შეხედვით, ყველაზე მეტად საამაყო 11-1 მოგება უნდა ჰქონდეს. ანგარიში, რომელიც ზუსტად 78 წლის წინ, 1943 წლის 13 ივნისს დაფიქსირდა, სამარცხვინოა როგორც “ბარსელონასთვის” და მისი გულშემატკივრებისთვის, ასევე “რეალისთვის” და მისი ქომაგებისთვის.

რა მოხდა 1943 წლის 13 ივნისს? ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ადგილი ჰქონდა როგორც პოლიტიკურ ჩარევას, ასევე ძალადობას. ამას “რეალის” ოფიციალური საიტიც კი აღიარებს.

ერთი კვირით ადრე, 6 ივნისს “ბარსელონას” ესპანეთის თასის პირველი თამაში 3-0 ჰქონდა მოგებული. ერთი კვირის შემდეგ, 13 მაისს, მადრიდში გამართული მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, კატალონიელები 0-8 აგებდნენ, საბოლოოდ კი 1-11 წააგეს.

არაერთი ცნობით, თამაშის დაწყებამდეც და შესვენებაზეც “ბარსელონას” გასახდელს ფაშისტი დიქტატორი ფრანკოს ჯარისკაცები ეწვივნენ და “ბლაუგრანას” მოთამაშეებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, თუ “რეალს” არ “დაუწვებოდნენ”. მადრიდული მხარეს ამას არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ სპორტში პოლიტიკისა და ძალადობის ჩარევას ადგილი პირველ შეხვედრაშიც ჰქონდა, რომელიც “ბარსამ” 3-0 მოიგო. შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რა მოხდა ზუსტად ამ 2 თამაშში. ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ დაფიქსირებული შედეგი სპორტული შედეგისგან ძალიან შორსაა.

ყველაფერი რომ რიგზე არ იყო, ეს თამაშის შემდეგად დადასტურდა. ორივე კლუბის პრეზიდენტი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა და ერთი შეხედვით ეს ორივე შემთხვევაში უცნაური იყო. “რეალის” პრეზიდენტი ანტონიო სანტოს პერალბა გახლდათ. გადადგომა “ბარსელონასთან” 11-1 მოგების შემდეგ? ძალიან უცნაურია. რაც შეეხება “ბარსელონას” პრეზიდენტს – ენრიკე პინეირო დიქტატორ ფრანკოს მიერ დანიშნული კაცი იყო და ის კატალონიურ კლუბში ფაშისტური იდეოლოგიის გატარებისთვის იბრძოდა, თუმცა სპორტში პოლიტიკისა და ძალადობის გაუგონარი ჩარევის შემდეგ ისიც იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

ძნელია, მომხდარში “რეალი” დავადანაშაულოთ. მადრიდული გუნდი ამ თამაშის გახსენებას დღემდე ერიდება. “სამეფო კლუბის” საიტზე ამ ფაქტს მხოლოდ 2 აბზაცი აქვს მიძღვნილი და იქაც აქცენტი არა სპორტულ შედეგზე, არამედ პოლიტიკასა და ძალადობაზეა გაკეთებული.

მომხდარს ერთადერთი დამნაშავე ჰყავს, ეს ფაშისტური რეჟიმია, რომლის გამოც ყველაზე მეტად “ბარსელონა” დაიჩაგრა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • ამირან ხარზიანი
    16 ივნ 2021, 01:49

    8-0ს აგებდნენ პირველ ტაიმს და მერე შეუვარდნენ დაუწექით რეალსო და მეორე ტაიმი 3-1 წააგეს. მგონი რაღაც არალოგიკურია. ჯერ მეორე ტაიმი ხო არ ჩატარდა და 3-1 რო იყო მერე შეუვარდნენ შესვენებაზე და 8 გოლი გაუშვეს პირველ ტაიმში? 🤣🤣

  • me da barca
    14 ივნ 2021, 15:02

    ციტატა: La Pulga10
    დღეს პატარა ფრანკო ჰყავთ მადრიდელებს პერესის სახით.


    დემოკრატის მანტიაში გამოწყობილი, ან ცხვრის ქურქში.

  • El pistolero 9
    13 ივნ 2021, 23:56

    ამიტო არ მევასება ეა რეალი. ყველა ყოველთვის მაგათ უმართავდა ხელს

  • M10 S9 D11
    13 ივნ 2021, 17:51

    ფრანკოს დედა მივაცენზურე ეს სალოსეთი რო გააბლატავა თავის დროზე

  • nika 54
    13 ივნ 2021, 16:33

    მადრიდული მხარეს ამას არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ სპორტში პოლიტიკისა და ძალადობის ჩარევას ადგილი პირველ შეხვედრაშიც ჰქონდა, რომელიც "ბარსამ" 3-0 მოიგო.
    ეს როგორ გავიგოთ? ფრანკოს დანიშნული კაცი, მის წინააღმდეგ წავიდა და მადრიდელები დააშინა. ფრანკოსაც ხო არ დაემუქრა. თუმცა მადრიდელებისაგან რა უნდა გაგიკვირდეს.

  • Albicelecte
    13 ივნ 2021, 14:31

    ბართომეუ ყოფილა პინიეროს რეინკარნაცია

  • ჩავი
    13 ივნ 2021, 14:17

    რეალის და ცალკე ფრანკოს დდშვცი.

  • La Pulga10
    13 ივნ 2021, 13:55

    დღეს პატარა ფრანკო ჰყავთ მადრიდელებს პერესის სახით.

  • Diana
    13 ივნ 2021, 13:49

    კატალონიას განსაკუთრებით ავიწროებდნენ ფაშისტური რეჟიმისას