“ბარსა” ჩემპიონია!
რა თქმა უნდა, ქალთა გუნდს ვგულისხმობ, აბა კაცები სრულ გაუგებრობაში არიან და ზედიზედ მეორე წელია ლა ლიგის თასი ხელიდან გაგვაგდებინეს, თან ისე, რომ ერთხელაც არ ვყოფილვართ პირველ ადგილზე, თუმცა, ესპანეთის თასი მოვიგეთ და კუმანს შეუძლია თქვას, რომ კიკე სეტიენზე კარგი მწვრთნელია!
ლამაზი, დომინანტი და ნამდვილი “ბარსელონური” თამაშით ვიჩემპიონეთ, დავაგდეთ “ჩელსი” ბეჭებზე. ფინალი არ მინახავს და ნამდვილად არ ვიცი, გვყავს თუ არა ქალთა გუნდში ვინმე მესის მსგავსი მონსტრი, არ გამომდის ქალების ფეხბურთის ყურება, რაღაც სხვა სპორტია, ბურთი მრგვალია, მოედანზე 11-11-ის წინააღმდეგ თამაშობენ, მაგრამ არ ჰგავს იმას, რასაც მიჩვეული ვარ, ოდესმე, შესაძლოა დაემსგავსოს, მაგრამ ჯერ ადრეა და ვერც თავს დავატან ძალას, მხოლოდ იმიტომ, რომ გერბია იგივე.
თუმცა, ანგარიშს და მიმოხილვას რომ შევხედე, ყველაფერი ნათელი გახდა, აკადემია ერთი სტილით და სისტემით მუშაობს, შესაბამისად, გუნდის ფილოსოფია იდენტურია.
გაიხარეთ ქალებო! ან გოგონებო, ეგეც არ ვიცი, ვინ რამდენი წლის არის, ეგ ერთი და სხვა მრავალი, იმედია, აღარასდროს იქნება თქვენი წარმატება “ბარსელონას” მთავარი გამარჯვება.
წიხლით გაგდებული ლეგენდა
“პისტოლერომ” კიდევ ერთხელ გაისროლა, დიდი ალბათობით საჩემპიონოდ გაისროლა, ერთი თამაშიც და წიხლით გაგდებული კაცი ლა ლიგას მოიგებს. მართალია, სეზონის მიმდინარეობისას მესის გოლებში ჩამორჩა, მაგრამ მთავარ ტიტულს სახლში წაიღებს, თანაც “ატლეტიკო” თუ ვინმეს ხარჯზე მოიგებს ტიტულს, პირველ რიგში ლუის სუარესის და იან ობლაკის, დანარჩენები უბრალოდ ჩხუბობენ, მთელი სეზონის განმავლობაში, ფეხბურთს ამას ვერ დაარქმევ, ჟოაო ფელიშიც კი რაღაც აბდა-უბდაზეა გადასული და მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში თუ შეგვახსენებს, რა ტალანტთან გვაქვს საქმე. ადრე მისი გრიზმანში გაცვლა იყო აქტუალური, მაგრამ არ გამოვიდა ეს ამბავი, “ატლეტიკომ” დაბლოკა, არადა ცოდოა ეგ ბიჭი იმ გუნდში, სადაც ფეხბურთის გარდა ყველაფერს თამაშობენ.
გოლი ბოლო წუთებზე სუარესმა გაუტანა “ოსასუნას”, გაუტანა “რეალს” და გაუტანა რონალდ კუმანს, ერთი მოქნევით ორი გუნდი და ერთი ბულდოგივით კაცი დააგდო. თუ გოლი ჯერ კიდევ არ გინახავთ, გაიხსენეთ რონალდინიოს გოლი კუმანის “ბენფიკას” კარში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, პასის და გოლის ავტორის განლაგება ანალოგიური იყო, ფლანგი იგივე იყო, პასის ტრაექტორია იგივე იყო, დარტყმის ტრაექტორიაც იგივე იყო და სულ თვალწინ დამიდგა ყველაფერი, პირველ რიგში კი კუმანის გამო გამახსენდა, მაშინაც დაღვრემილი იყო და სუარესის გოლიც ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენებდა, რადგან კიდევ ერთხელ გაიაზრებს, რომ მაგრად შეეშალა.
კიდევ ერთი მარცხი “კამპ ნოუზე”
სამი რამ არის აღსანიშნავი, მატჩამდე კუმანს ლაპორტა შეხვდა და რამდენიმე საკითხზე ესაუბრა, მათ შორის რიკი პუჩსა და მირალემ პიანიჩზე. როგორც ჩანს, ლაპორტას თავის მოთხოვნები აქვს, რაღაც შესრულდა, რაღაც ვერა, პუჩი და პიანიჩი ვიხილეთ, მოგება ვერა. სეზონის ბოლოა და ბევრს არაფერს გვიწყვეტდა “სელტასთან” გამარჯვება, მაგრამ ლაპორტასთვის ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან ჯერ კიდევ ფიქრობს კუმანის საკითხზე. ჰოლანდიელი კი მის იმედებს ვერ ამართლებს, ის არასდროს ყოფილა ლაპორტას კანდიდატურა და პრეზიდენტსაც მიზეზები სჭირდება იმისათვის, რომ მისი გადაწყვეტილება კლუბის ლეგენდის მიმართ სამართლიანი იყოს, არა ისეთი უსამართლო, როგორც ლუის სუარესის მიმართ, არამედ არგუმენტირებული, გასაგები და სამართლიანი, ჰოდა, აგერ ცხვირწინ გვაქვს ეს მიზეზები, ლა ლიგის ამ სეზონში უკვე მეშვიდე ასეთ მიზეზს მოვუყარეთ თავი, ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ხელი დაგიქნიონ.
უმოტივაციო გუნდის ყურება ძალიან რთულია, მით უმეტეს, მაშინ, როცა პარალელურად, სადღაც რომში ორი გლადიატორი ებრძვის ერთმანეთს, იქნევენ ჩოგანს და დანებებას არ აპირებენ, ჰექტორი-აიასივით ასკდებიან ერთმანეთს და არის დიდი სანახაობა, მაგრამ ცალი თვალით თუ შეხედავ, რადგან შენი კლუბი გირჩევნია, თუნდაც უმოტივაციო და დაღვრემილი.
გოლი კარგი იყო, ლამაზი, მესის თავით ბევრი არ გააქვს, მაგრამ გააქვს ხოლმე, პასიც მშვენიერი გამოვიდა, ეს მხოლოდ ჩავის შეეძლო გაეკეთებინა ისეთი პასი, რომელიც რიო ფერდინანდისთვის მიუწვდომელი იქნებოდა, ხოლო მესისთვის მისაწვდომი, ბუსკეტსსაც შეძლებია, იმასთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ პასი ნამდვილად კარგი იყო.
სხვა მხრივ უხასიათოდ მყოფ ფეხბურთელებს ვუყურეთ. ახლა რომ ჩამოვუყვეთ ბევრი ცუდი შეფასება დაიწერება და რაღაც შემთხვევებში ცუდზე ცუდიც, მხოლოდ მესი თუ გაგვახარებდა, დენის ბერგკამპის მსგავსი ფინტებით, ორჯერ მის მსგავსად ჩამოიტოვა მცველი, დიდად სასეირო რამე გამოდგა, მაგრამ გოლით ვერ დამთავრდა ეგ ამბავი, ან როგორ უნდა დამთავრებულიყო, თავის პასს თვითონვე ხომ ვერ დახვდებოდა?!
რაღა დარჩა..
ერთი ტურიც და მთლიან სეზონს შევაჯამებთ, მერე კი არანაკლები ბრძოლა დაიწყება სატრანსფერო ბაზარზე. “ბარსა” აუცილებლად დაიმატებს თავისუფალ აგენტებს, სხვა გზა არ არის, ფულიც არ არის, კონტრაქტი კიდე რამდენიმე კარგ ფეხბურთელს უმთავრდება, ამის გამოუყენებლობა არ შეიძლება.
ჯერჯერობით ოთხი ფეხბურთელი სახელდება – აგუერო (თითქმის გადაწყვეტილი), დეპაი (კუმანის საკითხზე ჩამოკიდებული), ვეინალდუმი – საყრდენი ზონის ერთადერთი გამაძლიერებელი, რომელსაც წინა სეზონში სტატია მივუძღვენით, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან ვერ გადმოვიბირეთ და ერიკ გარსია (ასევე, თითქმის გადაწყვეტილი).
ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული თანხით ერთ დიდ ვარსკვლავზე დავიწყებთ ნადირობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ ურთულესი ამბავი იქნება, მთავარი სამიზნე კი ორია – ერლინგ ჰოლანდი, რომელზეც ვაცკემ დაიფიცა და კიდევ უარესიც ქნა, რომ არსადაც არ წავა, ხოლო მეორე ჰარი კეინი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა ლინეკერობაზე, ახლა აბარგებაც უნდა და ლონდონელ ფანებს რომ გული არ დაწყვიტოს, შესაძლოა ქვეყნის დატოვებაზეც იფიქროს, თუმცა, ებრაელებთან ფასზე მორიგება წარმოუდგენლად რთული ამბავია.
ზაფხულში კი ნამდვილად არ მოვიწყენთ, გარდა იმისა, რომ სატრანსფერო ომი ატყდება, ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა გავქვს წინ, არგენტინა ნელ-ნელა განვითარდა, თუმცა დიდი ხანია არ შეკრებილა, ბრაზილია და ჩილე წინა ფორმაციის ნაკრებებთან შედარებით დასუსტდნენ, ასე რომ მესის კიდევ ერთი შანსი ექნება, მასთან ერთად კი სავარაუდოდ ჩვენი ახალწვეულიც ითამაშებს, რომელსაც სულ სხვა თვალით დავაკვირდებით.
მოკლედ აგეტირება კაცს, ეს "მწვრთნელი ლეგენდა" რას გვიშვრება. მაშინ როცა პირველი გოლის ავტორი ხან ერთ, ხან მეორე კუმანის ნარჩევ "გოლეადორებ" პასებს უნაწილებდა და ისინიც, ზოგი კარს ზევით და ზოგიც პირდაპირ მეკარეს ურტყავდნენ, ეკრანის კუთხეში გამოჩნდა წარწერა "ატლეტიკო-ოსასუნა" 2-1 სუარესი 88 წუთი. აი რა უნდა ქნა გარდა იმისა, რომ კუმანსაც და ბართოსაც დედის რაღაცეები შეაგინო, მაგრამ ნერვებს რო ვერ იწყნარებ მაინც? ეხლა თამამად ვთქვათ რაც გრიზმან-დემბელე-ბრეითვეიტ-ალბა-მორიბა- პედრი-ტრინკაომ გუშინ მაზეს ლეოს საგოლეები სუარესი რამდენს გაიტანდა იქიდან? სწორია, ალბათ 2-3-ს მაინც. და ვაღიაროთ, კუმანი მოსული არ იყო რომ ჩემპიონობის შანსი ფაქტიურად სეზონის დასაწყისშივე დაგვაკარგინა.ამ დროს ლეოს ეძახიან ჩაჯ-ულს და არც რცხვენიათ. ლეო წელს წავა ამას წყალი არ გაუვა. მამამისმა უკვე დაიწყო გუნდის ძებნა პსჟ რამდენსაც ითხოვს გადაუხდის, მაგრამ ლეომ ჯერ სიტის მიმართა და ხელფასად როგორც წერენ 580 000 მოითხოვა კვირაში. ეს დაახლოებით 30 მილიონია. აბა რა ქნას? როცა ლაპორტა თურმე მზადაა ჰოლანდის მოსაყვანად ლეოს ტრანსფერზე უარი თქვას.
საქმეც იმაშია, რომ არ ქონია, ნიდერლანდებში დამრჩაო.
ბოლო ტურიც მივაძაღლოდ და მოვიხოდოთ შემდეგი სეზონისთვის
ვერ მომინელებია როცა გრიზმანში გავტყორცნეთ 120 მილიონი და ფელიქსზე უარი ვთქვით 6 მილიონის გამო. 126 ხო ჩვენც ვიყიდიდით და მბაპეზე და ჰალანდზე არანაკლეები ტალანტი გვეყოლებოდა გუნდში. ატლეტიკომ კი უბრალოდ მოკლა ფელიქსი
რაის ალეგრი თუ ძმა ხარ.ჩაიჯვავს ეგეც ეჭვიც არ მეპარება.ახალგაზრდა შემტევი კაცი გვინდა,ცოტა რისკიანიც და ქარიზმატული.
ალეგრი თავისთან უნდა რეალში.😁
totti10,
რაის ალეგრი თუ ძმა ხარ.ჩაიჯვავს ეგეც ეჭვიც არ მეპარება.ახალგაზრდა შემტევი კაცი გვინდა,ცოტა რისკიანიც და ქარიზმატული.
მოკლედ ეიბართან ბოლო თამაში იქნება კუმანისთვის დიდი ალბათობით არ შეიძლება ამ კაცის დატოვება კიდევ ერთი სეზონი იქნება უკვე დაკარგული. პმიენტა ან ჩავი უნდა დანიშნონ უეჭველი
ოქეი, შევეცდები მოვერიო მაგ თემას ✊
მადლობები❤️🙏
C.PC5,
ოქეი, შევეცდები მოვერიო მაგ თემას ✊
ბოდიში ფეოლა, ვიცი ამ სტატიაშიც გული და სული ჩადე, მაგრამ ამ წუთას მთავარი გუნდის ფარჩაკობაზე კიდევ ერთი სტატიის წაკითხვას მირჩევნია გოგოების წარმატებებზე დაწერილი სტატია წავიკითხო🙏🙏🙏 გთხოვთ დადეთ გოგოების სეზონის ან თუნდაც ფინალის მიმოხილვა🙏❤️
მესიმ კლასიკოსთვის წვერი რო გაიპარსა იმის მერე მთლა უკან უკან წავიდა ჩვენი საქმე ამ სეზონში))
პ.ს ბოდიშით აღარ ვიცი უბრალოდ რაღას დავაბრალო ეს ხელიდან ჩვენი ნებით გაშვებული თასის ამბავი))
კუმანს თავმოყვარეობა თუ აქვს თითონ უნდა თქვას მივდივარო სანამ ლაპორტა კარისკენ მიუთითებს ბოლო ტურის შემდეგ