რა კავშირი აქვს კლასიკოს მსაჯს რეალთან?

რა კავშირი აქვს კლასიკოს მსაჯს რეალთან?

“ელ კლასიკოს” მსაჯი შეიცვალა. “ბარსელონასთვის” არცთუ სასურველმა ანტონიო მატეუ ლაოსმა ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დანიშნა ხესუს ხილ მანსანო, რომელსაც ესპანეთში იცნობენ, როგორც “მადრიდისტას”.

რატომ მიჩნევენ მანსანოს “რეალის” გულშემატკივრად? ალბათ იმიტომ, რომ ის “რეალის” ლოგოსთან ერთად პოზირებას არასდროს ერიდება და არც მადრიდელთა სასარგებლო და “ბარსელონას” საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი. ხილ მანსანო ესპანეთის პატარა ქალაქ დონ ბენიტოშია დაბადებული. ამ ქალაქში ფუნქციონირებს “რეალის” ოფიციალური ფანკლუბი სახელწოდებით Peña Dombenitense del Real Madrid. ხესუს ხილ მანსანოსა და ამ ფანკლუბთან დაკავშირებით 3 სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელებულა: 1) ხესუს ხილ მანსანო ამ ფანკლუბის ყოფილი პრეზიდენტია; 2) ხესუს ხილ მანსანოს ძმა ამ ფანკლუბის მოქმედი პრეზიდენტია; 3) ხესუს ხილ მანსანო თავადაა ამ ფანკლუბის მოქმედი პრეზიდენტი. უარყო, რომ მანსანოსთან რაიმე კავშირი აქვს ან ოდესმე ჰქონია. რაიმე კავშირის კატეგორიულად უარყოფა ცოტათი უცნაური კია. ქალაქში იმაზე დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე გლდანში, მანსანო კი ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეა.

“რეალის” ფანკლუბმა ოფიციალური განცხადება 2017 წლის 28 თებერვალს გააკეთა. რატომ დასჭირდა “რეალის” ოფიციალურ ფანკლუბს 2017 წლის 28 თებერვალს ამ ინფორმაციის უარყოფა? 2017 წლის 26 თებერვალს “რეალი” “ვილიარეალს” ეწვია. მადრიდელები 0-2 მარცხდებოდნენ, მაგრამ 3-2 მოიგეს. მასპინძლები მთავარი არბიტრის, ხესუს ხილ მანსანოს მსაჯობით უკმაყოფილოები იყვნენ, ჩვენში დარჩეს და, არცთუ უსაფუძვლოდ. თამაშის შემდეგ კი გავრცელდა სურათები, სადაც ჩანს, რომ მანსანო და მისი ასისტენტები მოედანს “რეალის” ლოგოიანი ჩანთებით ტოვებდნენ. მადრიდულმა მედიამ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და მას არა მხოლოდ “რეალი”, არამედ სხვა ესპანური და არაესპანური გუნდებიც მისდევენ. Marca წერდა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩების დროს მასპინძელი გუნდი მსაჯებს სამახსოვრო სუვენირებით ასაჩუქრებენ. პრობლემა კი ისაა, რომ კონკრეტულად ეს დაპირისპირება არა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, არამედ “ვილიარეალის” სტადიონზე გაიმართა. რაც შეეხება არსებულ პრაქტიკას – არც ხესუს ხილ მანსანო გვინახავს სხვა რომელიმე კლუბის ატრიბუტიკით და არც სხვა მსაჯები.

რომელ გუნდს უკეთესი შედეგები აქვს ხესუს ხილ მანსანოს მსაჯობის დროს, “ბარსელონას” თუ “რეალს”? “ბარსას” თამაშების მხოლოდ 59% აქვს მოგებული (კატალონიელთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი), ხოლო “რეალს” 79% (მადრიდელთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). სტატისტიკა უფრო დეტალურად ამ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.

სტატისტიკა სტატისტიკად დავტოვოთ, ხშირად ტყუის ხოლმე.

მაგრამ რა ვუყოთ იმს ფაქტს, რომ მანსანომ ამ ეპიზოდში ნეიმარს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა?

ან ის რით ავხსნათ, რომ იმავე მსაჯმა ამ ეპიზოდში ლუის სუარესსაც წითელი ბარათი უჩვენა?

რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ფეხბურთის მსაჯებს ფეხბურთი უყვართ და მათ ფავორიტი გუნდებიც აქვთ შერჩეული. თუ ხილ მანსანო მართლაც “რეალის” გულშემატკივარია, მას ამის გამო ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებთ. მაგალითად, გვინახავს კადრები, როგორ გულშემატკივრობს ცნობილი ინგლისელი არბიტრი საყვარელ გუნდს ტრიბუნებიდან, მაგრამ ის ამ გუნდის თამაშის მსაჯი არასდროს იქნება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კი განაგრძობს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში იმ მსაჯის დანიშვნას, რომლის ობიექტურობასთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • ACRAB
    10 აპრ 2021, 11:08

    კალჩოპოლია საჭირო ესპანეთში და იმდენი მძღნერი ამოტივტივდება გაავსებს ბერნაბეუს

  • El pistolero 9
    10 აპრ 2021, 10:39

    დედას მოუფრთხილდი თორე დაახრჩობს დღეს სლოკინი

  • DE PE FA
    10 აპრ 2021, 01:28

    ხვალ თუ რამეა უეჭველად ასაღები კლასიკოზე ეს წითელი ბარათია დანარჩენს არ გავეკარებოდი😁იქით გული გაგისკდება ფეხბურთის გულშემატკივარს რა დაცვაა და აქეთ ლენგლეა სპასობნი და იმედს ვიტოვებ ის დამსახურებული პიროვნება ლენგლე არ იქნება😁

  • MARI=BARCA-fan
    10 აპრ 2021, 00:00

    სანაგვეთია დედაბუდიანად და რა გინდა რომ ქნა..😡😡😡
    😏😏😏😏😏😏😏😏😏😏
    მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება გასაჩივრება, რომ მიკერძოებული მადრიდისტა მსაჯი თამაშიდან მოხსნან??? 🤔🤔🤔

  • M10 S9 D11
    09 აპრ 2021, 22:35

    მე არ მაქვს იმის იმედი რო მსაჯი არ იკისრებს რაღაცას ამიტომ მსაჯიანად უნდა ჩავახტეთ გლანდებში

  • Don_Andresito
    09 აპრ 2021, 21:53

    ციტატა: BEQA BARCA
    სანამ ტებასია პრეზიდენტი რამე არ გვეშველება სამწუხაროდ☹


    ვინც გინდა მოვიდეს მადრიდისტა იქნება. არ დაუშვებენ სხვანაირად რო იყოს. ტებასს კასილიასი ალონსო გუტი ან ვინმე ეგეთი შეცვლის. და ამ გუნდის ფანები რო თავებს იდებილებენ და რა მსაჯები გუნდია მაგარიო ეგაა სამარცხვინო

  • BEQA BARCA
    09 აპრ 2021, 20:40

    სანამ ტებასია პრეზიდენტი რამე არ გვეშველება სამწუხაროდ☹

  • nika 54
    09 აპრ 2021, 20:25

    არც პირველია და არც უკანასკნელი, მადრიდიდან ასეთი ამბები და დააკვირდით ეს ყველაფერი იწყება მაშინ როცა რეალი 1-2 ქულაშია ბარსასგან. და ყოველ ქულას ტიტულის ფასი აქვს. გახსოვთ ალბათ როცა ვალვერდე თითქმის 20 ქულიანი სხვაობით იგებდა ტურნირს რეალიც წყნარად იქცეოდა, აი შარშან სხვაობა ერთ თამაშში იყო და ჩანდა მსაჯების განწყობაც.

  • Nicolaus_Geo
    09 აპრ 2021, 19:50

    არასწორი საქციელია