workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
დიდი დაბრუნება – ახალი ერა დაიწყო!

დიდი დაბრუნება – ახალი ერა დაიწყო!

ლაპორტა პრეზიდენტია!

დიდი დაბრუნება შედგა, მიულოცეს, გაიხარა და პარიზისთვის მოემზადა. ფეხბურთელებისთვის ამაზე დიდი სტიმული არ არსებობს, ის კაცი დაბრუნდა, ვისაც გაღატაკებული “ბარსელონას” აღზევება უკავშირდება, რაიკაარდის და გვარდიოლას ეპოქა, სანახაობა, საუკეთესო ატმოსფერო, გამართული აკადემია და რომის იმპერიად ქცეული გუნდი.

ადრე ენერგია მეტი ჰქონდა, ახლა გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

ოდისევსმა ითაკა დატოვა და 20 წელი მოუწია სახლის მიღმა ყოფნა, იომა, იხეტიალა, დაიკარგა, ტყვედ ჩავარდა, გათავისუფლდა და სახლისკენ გასწია, ამასობაში, მისი სამეფო სასიძოებმა გააჩანაგეს, მისი წყალი დალიეს, მისი ქონება გაფლანგეს, მიწა მიისაკუთრეს და მკვდრად გამოაცხადეს, მაგრამ ითაკელებს სჯეროდათ ჭეშმარიტი მმართველის დაბრუნების. 20 წლის მერე, რთულად საცნობი გამოდგა, ერთგული ძაღლის გარდა ვერავინ იცნო, გამოკეტა სასიძოები თავისივე სახლ-კარში და სისხლად დაღვარა.

ლაპორტა რთული საცნობი ნამდვილად არ არის, უბრალოდ ჭაღარა შეეპარა.

– ცხვირი ჰგაავს?

– ჰგავს!

რა თქმა უნდა, არ ველოდები, რომ მიტოვებული სახლ-კარის აოხრებისთვის ბართომეუს სარზე გასვამს, მაგრამ მისი დაბრუნება თავისთავად ჰომეროსული სანახაობაა. ოდისევსი სახლში დიდი ძღვენით დაბრუნდა, რადგან სახელი დიდი ჰქონდა, ჰოდა, ლაპორტას საქმეც ასეა, ინვესტიციის მოზიდვა არასდროს უჭირდა და არც ამჯერად გაუჭირდება.

სავარაუდოდ UNICEF-თან ურთიერთობას განაახლებს. არ ვიცი, მაისურის წინა მხარეს რამდენად დაიტანს წარწერას, მაგარამ ძველ კონტაქტებს აუცილებლად აღადგენს.

მოდი, მის განხორციელებულ ტრანსფერებსაც გადავხედოთ:

2003 წელს, ლაპორტას მთავარი დაპირება დევიდ ბექემი იყო და კიდევ კარგი, რომ “რეალმა” წაიღო, თორემ რონალდინიოსკენ აღარც გავიხედავდით. მთავარი შენაძენი ბრაზილიელი გამოდგა და სამბაც დაიწყო!

აქვე სიბრძნეც გამოავლინა, ყოველთვის უსმენდა იმას, ვისაც სპორტული მიმართულება მასზე უკეთ ესმოდა, ლაპორტას მთავარ ღირსებად სწორედ ამას მივიჩნევ. პრეზიდენტებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ყველაფრის მცოდნენი არ არიან, ალბათ სავარძლიდან ყველა პატარა კაცად მოსჩანს და მათი მოსმენა რთულია, აი ლაპორტა ყოველთვის უსმენდა იოჰან კრუიფს და ამიტომ, სპორტული მიმართულებით პრობლემა არასდროს ჰქონია. სხვათა შორის, უსმენდა არა მხოლოდ კრუიფს. 2003 წელს, მას შემდეგ, რაც ბექემის ტრანსფერი ჩაიშალა, სანდრო როსელის შეთავაზებული რონალდინიოს ვარიანტი უფრო მოიწონა, ვიდრე კრუიფის შეთავაზებული “სამი ღამურა”: აიმარი, აიალა და ალბელდა. ამას გონიერებასთან ერთად, გამბედაობაც სჭირდება.

რონის გარდა მოიყვანა რაფა მარკესი, რომელიც ჩვენი დაცვისა და საყრდენი ზონის უმნიშვნელოვანეს წევრად ჩამოყალიბდა, მოიყვანა ახალგაზრდა ვარსკვლავი რიკარდო კუარესმა, რომელმაც ვერ გაამართლა და ზამთარში იჯარით გადმოიბირა ედგარ დავიდსი, რომელიც იდეალურად ჩაეწერა გუნდში და რომ არა მისი მძიმე ხასიათი, ალბათ დავიტოვებდით კიდეც.

2004 წელი ჩემი აზრით ლაპორტას სატრანსფერო ისტორიაში საუკეთესო იყო და კლუბის ისტორიაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა:

იყიდა სამუელ ეტო’ო, დეკუ, ლუდოვიკ ჟიული, ბელეტი, (ოქროს გოლის ავტორი), ჯოვანი ვან ბრონჰოსტი, ედმილსონი და ჰენრიკ ლარსონი. მას შემდეგ, რაც ლარსონმა მძიმე ტრავმა მიიღო, ზამთარში სცადა გაბრიელ ბატისტუტას გადმობირება. გაბი იმ დროს კატარში თამაშობდა, ლაპორტამ ექვსთვიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ არგენტინელმა იუარა, სწორედ ამიტომ გადავერთეთ მაქსი ლოპესზე, რომელმაც “ჩელსისთან” იდეალურად დაიწყო და მას მერე, საერთოდ არანაირი სარგებელი არ მოუტანია.

2005 წელს გუნდში მოვიდა მარკ ვან ბომელი, სანტი ესკერო და რაც მთავარია, დუბლებიდან დაწინაურდა ლიონელ მესი. მიუხედავად იმისა, რომ მესიმ მერვედფინალში მიღებული ტრავმის გამო მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვა და ჩავი ერნანდესსაც იგივეს გაკეთება მოუხდა კარიერაში მიღებული ყველაზე მძიმე დაზიანების გამო, “ბარსამ” ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მაინც მოიგო.

2006 წელი – უკვე ტრიუმფატორები ვიყავით, მაგრამ ახალი სისხლი მაინც გვჭირდებოდა, გრანდები გაკოტრებულ “იუვენტუსს” დაეტაკნენ და მათი ვარსკვლავები გადაინაწილეს, ჩვენ ძამბროტა და ტურამი გვერგო, საუკეთესო პერიოდი ორივემ “იუვეში” გაატარა, საერთოდ, იტალიელებს უჭირთ ესპანეთში თამაში, არც კანავაროს ჰქონია კარგი მადრიდული კარიერა.

ამის გარდა, მოვიყვანეთ გუდიონსენი, რომელიც კარგი უნივერსალი გამოდგა, ფორვარდობისთვის მოვიდა და გვარდიოლამ მოგვიანებით ნახევარმცველად გამოიყენა, ასევე, ლაპორტამ ეტო’ოს ტრავმის გამო დააბრუნა ხავიერ სავიოლა, დიდი სიყვარულით და ტაშით შევხვდით, მაგრამ არაფერი კარგი ამას არ მოჰყოლია.

2007 წელს, ლაპორტამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ფრანკ რაიკაარდს კიდევ ერთი შანსი მისცა, გამომდინარე იქიდან, რომ იოჰან კრუიფმა მწვრთნელობაზე უარი თქვა, ცოლმა არ დაანება, როგორც თავად ლაპორტამ განმარტა.

მოიყვანა ტიერი ანრი, ერიკ აბიდალი და იაია ტურე, სამივე მათგანი “ბარსას” ოქროს ეპოქის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბ გუნდიდან დაწინაურდნენ ბოიან კრკიჩი და ჯოვანი დოს სანტოსი, რომლებიც ამომავალ ვარსკვლავებად ითვლებოდნენ, თუმცა, შევცდით, ჩვენც, ლაპორტაც და მთელი საფეხბურთო სამყაროც.

2008 წლის მთავარი ტრანსფერი პეპ გვარდიოლა იყო, ამჯერადაც კრუიფს დაუჯერა, ჟოზეს მომზადებული პრეზენტაცია არაფრად ჩააგდო და გვარდიოლას ნდობა გამოუცხადა, ნდობის შედეგი იყო ის, რომ ხელი არ შეუშლია გუნდის დალაგებაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ კაცს სიბრძნე არ აკლია, ამიტომ, როცა უთხრეს, რომ რონალდინიო და დეკუ აღარ გვჭირდებაო, დახარა თავი და ორივე გაუშვა, ასე, მორჩილად, მიუხედავად იმისა, რომ რონი პუბლიკის საყვარელი ფეხბურთელი იყო და “ბარსასთვის” დიდი შემოსავალები მოჰქონდა.

პეპის გარდა, მოიყვანა დანი ალვესი და დააბრუნა ჟერარ პიკე, შეხსენება არ სჭირდება იმას, რა როლი აქვთ ამ ფეხბურთელებს “ბარსელონას” ისტორიაში. ასევე, გაიფორმა გლები, რომელმაც იზარმაცა, პოსტსაბჭოთა კომპლექსები გამოავლინა და ჩაიკარგა, იყიდა სეიდუ კეიტა, გვარდიოლას გეგმა ბ-ს მთავარი ფიგურა და დუბლებიდან დაწინაურდა სერხიო ბუსკეტსი.

2009 წელი – ყველაზე უცნაური და წარუმატებელი სატრანსფერო ფანჯარა, აქაც მორჩილად აღასრულა გვარდიოლას სურვილები, პეპის გარდა არავინ თანახმა არ ყოფილა ამ ყველაფერზე, მაგრამ ერთ წელში ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ ვერავინ მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, გავუშვით ეტო’ო და მივიღეთ, იბრა, ბონუსად კი 25 მილიონი ევრო გავისროლეთ დმიტრი ჩიგრინსკიში!

ასე დასრულდა მისი ეპოქა, ამოფრქვეული ვულკანით და “ინტერთან” მარცხით, არადა, შეიძლებოდა, რომ “ბერნაბეუზე” მოგებული ჩემპიონთა ლიგით გაგვეცილებინა, თუმცა, ძალიან ბევრმა რამემ და ვინმემ შეგვიშალა ხელი.

ფაქტობრივად წელი არ გასულა, რომ მნიშვნელოვანი ტრანსფერი არ განეხორციელებინოს, ეს ყველაფერი კი აკადემიის ოქროს ხანის და აღზევების პარალელურად ხდებოდა. როგორც წარსულში აღგვინიშნავს, რისკის მოყვარული ადამიანია, ამიტომ, მილიარდიანი ვალის მიუხედავად, ახალი ვალის აღებასაც არ მოერიდება.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორ დააკომპლექტებს დირექტორთა საბჭოს, ვინ იქნება სპორტული დირექტორი, ვინ ჩაიბარებს ფინანსებს, ვინ იქნებიან მისი მრჩევლები, ამას ნელ-ნელა გავიგებთ, ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ვიქტორ ვალდესი ბრუნდება.

საინტერესოა, გახდება თუ არა ჩვენი გუნდის წევრი ჟორდი კრუიფი, ჰოლანდიელი ჩავის ფავორიტი იყო და თავად კრუიფსაც სურდა მასთან მუშაობა, მაგრამ ლაპორტა კუმანს ენდობა, ჯერჯერობით მაინც, ამიტომ ცოტა ბუნდოვანი ამბავია.

ასევე მაინტერესებს, დაბრუნდებიან თუ არა საშუალო რგოლის მენეჯმენტში ქართველები. თავის დროზე, მათი აქტიურობის შედეგად, “ბარსას” აკადემიამ ძალიან ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გადაიბირა. მერე როგორ წარმართა კარიერა, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ტრანსფერი ლაპორტას ბანაკის დამსახურებით შედგა. იქნებ ამჯერადაც მიანიშნონ ერთ ნიჭიერ ქართველზე, გაფუჭებით ნამდვილად არაფერს გააფუჭებს.

ესეც ასე, მომილოცავს ახალი ერის დასაწყისი! 

წავედით პარიზში! 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (28)

  • Bobi
    schedule 09 მარ 2021, 00:27
    #28

    ღვედი შევიკარი, აღმავლობის გზაზე სასიარულოდ მზად ვარ 😁💙❤️

  • Diana
    schedule 08 მარ 2021, 21:36
    #27

    ეს თუ ჰალანდს მოიყვანსსსს ….💙❤💙❤💙❤

  • Bakero
    schedule 08 მარ 2021, 19:44
    #26

    ლაპორტას დაბრუნებას ყველა კულეს ვულოცავ პირველ რიგში ! მართალი ხარ ფეოლა აი ეგ ააქვს მაგ კაცს ძალიან მაგარი ყურის გდება იცის რისკთან ერთად !

  • პავლოვიჩი56
    schedule 08 მარ 2021, 16:58
    #25

    გილოცავთ !
    2020 წლის ნოემბრში განვაცხადე ,რომ კომენტარს პრეზიდენტის არჩევამდე არ დავდებდი და შევასრულე. ეს ისე…
    ბარსას- მესის, ბოლოდროინდელი გამოცოცხლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი,ლაპორტას მოახლოვებული გამარჯვების წინათგრძნობაც იყო.
    ბარსა გადარჩა…დიახ ლაპორტა ბოლო იმედი-შანსი იყო გადარჩენის. ბარსას სერიოზული მტრები ჰყავდა-ჰყავს,როსელი-ბართომეუ "აისბერგის" მხოლოდ მწვერვალი იყო.
    წინ ბარსა-ლაპორტა…წინ!

  • NN
    schedule 08 მარ 2021, 15:54
    #24

    მადრიდის ქუჩებში რო იყო ამის ბილბორდი მაშინ მივხვდი რო ყვერებიანი ტიპია ასაკიდან გამომდინარე დიდად არ მახსოვს ამის მოღვაწეობა მაგრამ ფაქტია ყველა სმოსწონს და მეც იმედები მნეძლევა <3 წარმატეტბები <3 <3

  • Albicelecte
    schedule 08 მარ 2021, 15:02
    #23

    ფეოლას სტილი, მაგარი სტატიაა!

  • AF10
    schedule 08 მარ 2021, 14:20
    #22

    ფეოლა როგორც ყოველთვის 🔝

  • basa7
    schedule 08 მარ 2021, 13:44
    #21

    ისე ძალიან საამაყო კია რომ ყველაზე დიადი ბარსას მენეჯმენტში ქართველებიც იყვნენ