პსჟ-სთან თამაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური შეხვედრაა, კიდევ ბევრი ფაქტორი იჩენს თავს.
წილისყრის შედეგად, ფავორიტად პსჟ-ს მიიჩნევდნენ, მაგრამ მას შემდეგ კუმანის გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, პარიზელებს კი სერიოზული პრობლემა აქვთ, შეტევაში ანხელ დი მარია და ნეიმარი არ ეყოლებათ, ამიტომ, დევანდელი გადმოსახედიდან შანსებს თანაბრად აფასებენ.
თვალი გადავავლოთ იმ მოვლენებს, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
დემბელე VS მბაპე
მათი ორი მთავარი დაპირისპირება უკვე შედგა. პირველად მაშინ, როცა “ბარსამ” ნეიმარი გაყიდა, ბიუჯეტი 222 მილიონი ევროთი შეივსო და მსოფლიოს ყველა გარემარბი ოცნებობდა მესისთან და სუარესთან ერთად, ახალი ტრიო შეეკრა. მეოცნებეებს შორის იყვნენ დემბელე და მბაპე. უკვე ბევრჯერ განხილული ამბავია, რომ “ბარსას” ხელმძღვანელობამ დემბელე არჩია, მბაპეს მხრიდან ტრანსფერს კურირებდნენ მისი მამა და აგენტი, ორივე მზად იყო კონტრაქტის გასაფორმებლად, მაგრამ ფერნანდესმა არჩევანი დემბელეზე გააკეთა.
მცირე ხნის წინ ბორდასმა განაცხადა, რომ მბაპეს ყიდვა სულ რაღაც 100 მილიონ ევროდ შეგვეძლოო. რთულად წარმოსადგენია, მაგრამ პირველად შენატანად, ალბათ შეიძლებოდა.
იმ დროს, ამ ორ ფეხბურთელში დიდ განსხვავებას ვერ ხედავდნენ, მბაპეს მხოლოდ ერთი კარგი სეზონი უმაგრებდა ზურგს, დემბელე კი ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მონაცემებით ძალიან ჰგავდნენ, ორივე ძალიან სწრაფი, ტექნიკური, კარგი დარტყმით, დემბელეს სასარგებლოდ აღნიშნავდნენ, რომ ორივე ფეხს თანაბრად კარგად იყენებდა, მაგრამ ფეხბურთის მცოდნე ხალხი ხედავდა იმას, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს – მბაპე ჭკვიანი და მოაზროვნე ფეხბურთელია, დემბელე პირიქით, მბაპე პროფესიონალია, დემბელე – არა.
სწორედ აზროვნება და ჭკუა ხდება განვითარების მთავარი საწინდარი, ცოდნა იმისა თუ როგორ უნდა გამოიყენო და განავითარო ის მონაცემები, რომელიც ბუნებამ ასე გულუხვად გიწყალობა. ერთმა გამოიყენა და მომავალი ეპოქის მთავარ ვარსკვლავად მოიაზრებენ, მეორე კი მარიო ბალოტელის გზას ადგას.
მათი მეორე კონკურენცია ნაკრებში შედგა, დეშამს ძირითადში მხოლოდ ერთი ასეთი სტილის ფეხბურთელი სჭირდებოდა. დემბელემ მარსიალს მოუგო ბრძოლა განაცხადში მოსახვედრად, მაგრამ მბაპესთან ვეღარაფერი გააწყო. მბაპემ მუნდიალის მოგებაში უდიდესი წილი დაიდო, დემბელე კი სკამზე იჯდა, თუმცა მედალი მაინც დაისაკუთრა, “დამბოც” მსოფლიოს ჩემპიონია!
ეს მატჩი შანსია, რომ ქომაგებს წარმოდგენა ოდნავ მაინც შეუცვალოს, პირდაპირ უწევს მბაპესთან დაპირისპირება, ამაზე კარგი შანსი აღარ ექნება.
თავის მხრივ, მბაპე ეთამაშება კლუბს, რომელმაც დაიწუნა. აბა, ამაზე კარგი გამაღიზიანებელი რა უნდა იყოს?!
ნეიმარი VS მესი
მესი მოედანზე, ნეიმარი მონიტორთან. სავარაუდოდ მონიტორთან, თორემ ღამის კლუბში რომ წავიდეს ყავარჯნებით, არც ეგ გამიკვირდება. დიდი დაპირისპირება ჩაგვეშალა, არ აქვს მნიშვნელობა ნეიმარი რატომ წავიდა, უმრავლესობამ შეაფასა, როგორც მესის ჩრდილიდან გაქცევის მცდელობა. გაქცევით კი გაიქცა, მაგრამ ოდნავადაც კი ვერ შევიდა კონკურენციაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა და მაინც საუკეთესოებს მიღმა აღმოჩნდა.
ვერც “კამპ ნოუს” პუბლიკა დახვდება. არც ხალხი იქნება და არც ნეიმარი.
მეორე თამაშში მონაწილეობის მიღებას შეძლებს თუ ვერა, ჯერჯერობით უცნობია.
მესი კი მშვენიერ ფორმაშია, “ბარსას” ფანები ვარაუდობდნენ, რომ ამ ასაკში მესი უკან დაიხევდა, მთავარი შემტევი კი ნეიმარი იქნებოდა, დაიხია მესიმ სიღრმეში, მაგრამ მაინც ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ ნეიმარს პირველკაცობის შანსი არ ექნებოდა. მით უმეტეს, თუ მის ტრავმიანობასა და ხუშტურებსაც გავითვალისწინებთ.
ნეიმარისგან ყველა გაცილებით მეტს ელოდა, ჯერჯერობით ვერ ტოვებს ისეთ სახელს, როგორიც ლეგენდარულმა ბრაზილიელებმა დატოვეს, სტილით ჯადოქრებთან ახლოს დგას, რადგან ნეიც მუდმივად პუბლიკაზე თამაშობს, მაგრამ ადრეული პერიოდის რონალდოსთან, რონალდინიოსთან და რომარიოსთან ახლოსაც ვერ მივა.
ვერც შედარებით პრაგმატულ რივალდოსთან და კაკასთან. მხოლოდ ის შეძლო, რომ რობინიოსა და დენილსონს აღემატა, არადა, გაცილებით მეტი შეეძლო. დასანანია.
პოჩეტინო VS ბარსელონა
ცოტა ხნის წინ მის დანიშვანზეც იყო საუბარი, მაგრამ სხვაგვარად გადაწყდა. ადრე ნათქვამი აქვს, რომ არასდროს ჩაიბარებს “ბარსელონას”, რადგან “ესპანიოლს” წვრთნიდა. “ბარსასთან” ცუდი შედეგები აქვს, არც მისი “ტოტენჰემი” გამოდგა გამონაკლისი, იმავე წელს შანსი იყო ფინალში შევხვედროდით, მაგრამ როგორღაც ავცდით ფინალს. პოჩეტინოს მაქსიმუმი ეგ იყო, ლიგის ფინალი!
“ბარსას” კარგად იცნობს და აგრესიული ფეხბურთის მიმდევარია. მისი შეტევაც აგრესიულია და დაცვაც. ბევრი საკადრო პრობლემა შეექმნა და ვნახოთ, რას მოიფიქრებს.
მესი VS იკარდი
იკარდის ნაკრებში კარიერა ვერ აეწყო, ამის მიზეზი კი ლიონელ მესია. მართალია, თავად ლეო ამას უარყოფს, მაგრამ იკარდი სწორედ ასე ფიქრობს. ერთხელ დაპოსტა კიდეც მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ის პატარა კაცი მებრძვისო, მერე შეშინდა და წაშალა.
ყველაფრის თავი და თავი ის ქერა ქალია, მაგრამ მანამდე იყო “ბარსელონა”. იკარდი “ბარსას” აკადემიაში ირიცხებოდა, კარგი შედეგებით გამოირჩეოდა, მაგრამ გვარდიოლამ ცრუ ცხრიანი მოიფიქრა და იკარდის დაწინაურება გამოირიცხა, მესი ამის საშუალებას არავის მისცემდა.
ასევე, “ბარსაში” ირიცხებოდა მაქსი ლოპესი, მესის მეგობარი, რომელმაც ერთ დროს “ჩელსისთან” მოგვაგებინა, მაქსი და იკარდი “ბარსადან” წავიდნენ, ერთად დაისვენეს და ამ დასვენების მერე მაქსი ლოპესის ცოლი მაურო იკარდისთან გაიქცა.
მესი კიდე მეოჯახე კაცია, ჰოდა, ასეთ პიროვნებებს, როგორც ჩანს, ნაკრების მაისურს ვერ ანდობს. რამდენჯერმე ითამაშეს ერთად, გასახდელში ფოტოც გადაიღეს, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი აღმოჩნდა. ასე დარჩა იკარდი ნაკრებს მიღმა და ყველანაირად შეეცდება, მესიზე შური იძიოს.
რაფინიას დაბრუნება
რაფინია ალკანტარა იმ ლეგენდარული შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში იყო. ნეიმართან, სუარესთან და მესისთან ერთად უტევდა. დიდად დასამახსოვრებელი ვერაფერი გააკეთა, მაგრამ ამ საოცრების ნაწილი მაინც გახდა.
“ბარსაში” კარიერა ვერ ააწყო, ცოტა ნაწყენიც არის და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ გაორმაგებული ძალით ითამაშებს.
ფრანგები
“ბარსას” ოთხი ფრანგი ჰყავს, აქიდან სამი დიდი ალბათობით ძირითადში იქნება, შესაძლოა მეოთხეც იყოს. ფრანგული გამოცემების კითხვისას ერთ საინტერესო რამეს წავაწყდი – როგორც ჟურნალისტების, ისე გულშემატკივრის ნაწილი, “ბარსას” ქომაგობს. “მარსელის” ფანები ლოცულობენ კიდეც, რომ პსჟ გავარდეს, მაგრამ ეგ სულ სხვა ამბავია. აი დანარჩენი საფრანგეთი მაინც ორად არის გაყოფილი, “ბარსას” ფრანგებმა ხომ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინეს, უმტიტიმ, გრიზმანმა, დემბელემ, მეორე მხარეს კი არაბების შეკრული გუნდია, მბაპეს გარდა არც იციან ვის უქომაგონ. მას მერე რაც პსჟ ფულის ხარჯზე სხვა გუნდებთან შედარებით ბევრად დაწინაურდა, ეს გუნდი მთელმა საფრანგეთმა მოიძულა, პარიზელების გარდა ამხელა ქვეყანაში ქომაგი არ ჰყავთ.
საფრანგეთის ნაკრების ძირითადში “ბარსას” უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ვიდრე პსჟ-ს. საინტერესო ამბავია.
იყო საუბარი უმტიტის, გრიზმანისა და დემბელეს ტრანსფერებზე, ნეიმართან მიმართებაში, რაც პარიზელ გულშემატკივარს ძალიან გაახარებდა, მაგრამ არაბებს დიდად არ ანაღვლებთ, რა ეროვნების ფეხბურთელები ეყოლებათ.
“ბარსა” VS პსჟ
ურთიერთდაპირისპირებების ისტორიას მატჩისწინ მიმოვიხილავთ. აქ სათქმელი მხოლოდ ის არის, რომ ეს ორი გუნდი, ბოლო წლებში, უპირველეს მტრებად ჩამოყალიბნენ, რაც ერთი მხრივ ურთიერთდაპირისპირებამ გამოიწვია, ხოლო მეორე მხრივ ნეიმარის ტრანსფერმა.
ასეთი ამბავია, ორი დღეც და დავეტაკებით!




https://www.youtube.com/watch?v=_oOInDvCBok
ძალიან კარგად იყო ყველაფერი განხილული. დაე დავეტაკოთ 🤗😀💙❤️
მშვენიერი სტატია იყო.
იმის ფონზე, რიცა მთელი პსჟ თავის ფანებიანად ზიზღს და შეურაცყოფას ანთხევენ ბარსას მიმართ, ვინ რას ელოდა, თუმცა ეგეთი ზიზღი მე ვერ შევნიშნე. მითუმეტეს ეს ბარსას საიტია და არა ნეიტრალური. 👌👍
Gia grigalavas ფან-კლუბი,
რა საიტზე ხარ, დაგავიწყდა? : ))) ვაააჰ
დემბელემ მოიგოთქო დავწერე? მე მგონი მარტო ის წერია, რომ განაცხადში მოიპოვა ადგილი.
მედალი ვისაც აქვს, ყველა მსოფლიო ჩემპიონია.
ოჰ, მეტი ყურადღება მკითხველნო : )
პ.ს: გია მომიკითხეთ!
ამონარიდი სტატიიდან – "მბაპემ მუნდიალის მოგებაში უდიდესი წილი დაიდო, დემბელე კი სკამზე იჯდა".
აი, ამ წინადადების მერე, ეგ დასკვნა რანაირად გამოიტანე?

ანდრეს ინიესტა თანაშობდა პსჟ თან განსაკუთრებით კარგად
პსჟ რეალზე მეტად თუ არ მეზიზღებოდეს რავი რა, ბარსას მტრების სამეულში შედის, ბართომეუს და პერესის მერე. თან ზიზღი არ ვიცი და ანტიპატია ჩანს სტატიაში რაც აბსოლიტურად მისაღებია ჩემთვის. მბაპემ რო მსოფლიოს მოსაგებად სხვებივით წვლილი შეიტანა და ბევრზე დიდიც, მაგას კი ამბობს ავტორიც.
cool სტატია უდაოდ)))
რაღაცნაირად გული კარგს მიგრძნობს))
ძალინ კარგ ფორმაშია გუნდი და ვნახოთ აბა.
ისე კი ფატი პიკე რობერტო და არაუხო მალე რო დსბრუნდნენ და ითამაშონ როგორც თამაშოდბნენ ,არ გამოვრიცხავ ლიგაზე რო გაიწიონ ჩვენმა ბიჭებმა👑
ბარსას საიტზე ხარ მეგობარო და ცოტა რო ზიზღი იგრძნობოდეს ეგ არაფერი))თან უწერია ქვევით რო გამოყენებული აქ თავისი აზრები.
პსჟ-ს ქომები ისეთებს აკეთებენ ცოტა ზიზღი მოსულა ესეთ სტატიაში.
ისე კი იასნა თუ მსგავსი ტიპის ბლოგი არაა,უეჭველი ნეიტრალური უნდა იყოს:)
[u]ასეთი ამბავია, ორი დღეც და დავეტაკებით![/u]
'ფეოლა' ბ რ ა ვ ო !!!
გრიზმანი დაადებს პსჟ-ს 100% დარწმუნებული ვარ. მესიმ და გრიზმა ითამაშოს ისე როგორც გრანადასთან და გაცამტვერდება
პირველი გოლი არ უნდა დაგვასწრონ ეგ უმნიშვნელოვანესი იქნება თორე მერე კონტრშეტევებზე დაიწყებენ თამაშს და მბაპე გაბერავს მთელ დაცვას ერთი რაც უნდა ვქნათ ცენტრი არ უნდა დავანახოთ მესი მონდომებული იყოს და დემბელემაც იჭენაოს კარგად თუ ყველაფერი ესე წავიდა კარგი ანგარიშით მოვუგებთ 2-0 იდეულური იქნება ჩემი აზრით. ან 1-0 იც ან 3-1
მე პირადად დღესაც ვნანობ, რომ დორტმუნდიდან დემბელე წამოიყვანეს, იმ დროს და დღესაც ობემიანგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ბარსასთვის.
შენ გენაცვალე გულში ფოტო ყველაფერზე მეტყველებს წლებია ამ თამაშს ველოდები…იმ მათხოვარ ნეიმაარს ველოდებოდი კამპ ნოუზე ხალხი როგორ არ უნდა იყოს ამ თამაშზე საცოდაობაა
cruyff9,
როგორ არა, ძალიან ბევრ ბრაზილიელზე დაბლა დგას. ობიექტურად.
შიგ ვანდა ნარაში უნდა გაუკეთოს მესიმ გოლები
ისეთი მატჩია რომ ჩვენ კბილებდაკრეჭილები ვართ რომ ვიბრძოლოთ და სხვა ნებისმიერი გუნდის ფანები ემზადებიან "სეირს" რომ უყურონ. კლასიკოც აღარაა მემგონი ბოლო წლებში ასეთი დაუნდობელი. ძაან დიდი ბრძოლა იქნება და მგონია რომ ყველაფერი მაინც პარიზში გადაწყდება, რადგან ამ ბარსასგან ყველაფერი მოსალოდნელია!
აუუ ნეიმარი ისე მოიხსენია თითქოს ვიღაცაზე წერს და არა ნეიმარზე))))არცერთ ბრაზილიელზე ნაკლები არ არი ნემოო,,,მესი რონალდოს ეპოქაში იყო ესეთი გამოკვეთილი ვარსკვლავი ადვილი საქმე არაა!!არამქვეყნიურად ნიჭიერია და ბევრი სიტყვაც აქ უკვე ნათქვამი და კიდევ იტყვის
მგონია რომ გავცდებით პესეჟეს მაინც 🤨