აურზაური მეტოქის ბანაკში!

აურზაური მეტოქის ბანაკში!

 L’equipe-ზე მაურისიო პოჩეტინოს მიღწევებს განიხილავენ და სულ მცირე ხანში ელიან, რომ პსჟ-ის მთავარ მწვრთნელად წარადგენენ. პარიზელებმა ტუხელი გაათავისუფლეს და მთავარი კანდიდატი არგენტინელი მწვრთნელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოლე გუნარ სულშერმა მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები, ალბათ მის გადაყენებას არ იჩქარებენ და არც მაურისიოს ექნება იმედი, რომ „მანჩესტერში“ დანიშნავენ, ამიტომ ფრანგული ვარიანტი რეალურია.

პოჩეტინო პსჟ-სთვის უცხო არ არის, რადგან უთამაშია ამ კლუბში და უცხო არ არის ჩვენთვის, რადგან მისი კარიერის თითქმის ყველა ეტაპზე გადავეყარეთ ერთმანეთს. არგენტინული ხასიათი აქვს, რაღაცით დიეგო სიმეონეს წააგავს და მისი ფეხბურთიც მეტწილად მსგავსია, პოჩეს გუნდები აგრესიულ და კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ.

ტუხელისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის მწვრთნელია, ამიტომ ცვლილებამ წესით და რიგით, პსჟ-ზე კარგად არ უნდა იმოქმედოს, სანამ ახალი მწვრთნელი თავის მეთოდებს დანერგავს და გუნდს თავის ჭკუაზე აათამაშებს, მანამდე მერვედფინალიც მოახლოვდება. თუ ეს მწვრთნელი პოჩეტინო იქნება, უფრო გართულდება ახალ სტილზე გადასვლა.

ტუხელი არ მიიჩნიეს იმ რანგის მწვრთნელად, რომ „ბარსასთან“ შეხვედრა ანდონ. წინა სეზონში ფრანგებს გაუმართლათ და ფინალამდე ია-ვარდით მოფენილ გზაზე იარეს. მიუხედავად მარტივი ბადისა, მაინც მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს „დორტმუნდი“, „ატალანტა“ და „ლაიფციგი“. ამჯერად მათი მეტოქე გრანდია, თანაც ის გუნდი, რომელთან მტრობაც დიდი ხანია გრძელდება, „ბარსელონასა“ და პსჟ-ს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიძაბა, როცა ვერატიმ „ბარსა“ უბრალოდ ხელფასის მოსამატებლად გამოიყენა. ამას მოჰყვა ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა, რომელსაც არაბი შეიხი ალბათ ვერასდროს დაივიწყებს და ერთგვარი შურისძიება სეზონის ბოლოს – ნეიმარის ტრანსფერი.

ბრაზილიელის დაბრუნებაზე ყოველ წელს მიდის საუბარი, ყოველ წელს ხვდებიან ხელმძღვანელები და განიხილავენ ვარიანტებს, მაგრამ შეთანხმება ვერ ხერხდება.

ერთი სიტყვით, ჩვენს დროში, „ბარსა“ და პსჟ ძალიან გამაღიზიანებელი გუნდები არიან ერთმანეთისთვის, ამიტომ ეს თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მერვედფინალი.

პოჩეტინოს ცენტრალური შეხვედრების მოგება შეუძლია. პრემიერ ლიგაში მწვრთნელები სწრაფად იზრდებიან, რადგან ყოველი მეორე ტური ცენტრალურია, პოჩემ „ტოტენჰემში“ დიდი სახელი დატოვა, ლიგის ფინალიც კი ითამაშა! პირველი თამაშების მერე, თითქოს „ბარსას“ და „აიაქსის“ საოცნებო ფინალი უნდა გვენახა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა და უსახური ინგლისური ფინალი ვიხილეთ.

თუმცა, ინგლისელებმა ფინალი დაიმსახურეს.

ფინალამდე „ბარსა“ „ტოტენჰემს“ ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა, გასვლაზე 4:2 მოვიგეთ, სახლში 1:1 ვითამაშეთ.

მას შემდეგ რაც პოჩეტინო გაათავისუფლეს, „ბარსას“ მწვრთნელადაც განიხილავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ესპანური გამოცემების გვერდებს არ გასცილებია.

რა მოხდება ამას სულ მცირე ხანში ვნახავთ. მანამდე კი დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მერვედფინალში განსხვავებულ პსჟ-ს ვიხილავთ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • KoCheQsa
    26 დეკ 2020, 15:04

    ძალიან მიყვარს პოჩეტინო, მაგრამ აი ვერ წარმომიდგენია მესი სხვა კლუბის მაისურში, რომც წავიდეს ვერ გამატყუნებ(ალბათ)

  • Albicelecte
    25 დეკ 2020, 21:33

    Shakespeare1,
    იმ 2:7-ზე ჯერ კიდევ პოჩეტინო იყო;
    მოურინიო ჩაკეტავდა, ჩააბეტონებდა და 7 არ გაუშვებდა იქ, მიუნხენში მხოლო 3 გაუშვა
    მაურინიოს მაქსიმუმ 5 მხოლოდ პეპის ბარსამ გაუტანა, მეტი არ მახსოვს
    ფლიკს რაც შეეხება, კოვაჩის ასისტენტი იყო, კოვაჩი ლაფატკაზე იჯდა და მაგ შედეგის გამო ფლიკს ენდნენ
    მე იმას ვამბობ, რომ ტუხელი დაუფასებელი მწვრთნელია და პარიზისთვის მისი გაშვება კარგი არაა
    პოჩეტინომ შეიძლება ან დიდი ანგარიშით მოიგოს, ან სასტიკად გაფარჩაკდეს, ახასიათებდა სულ ასეთი კონტასტები

  • AGU3RO
    25 დეკ 2020, 19:51

    პოჩეტინო კაიგუნდს შეკრავს

  • Sauketeso gundis fani
    25 დეკ 2020, 17:34

    ციტატა: Albicelecte
    Sauketeso gundis fani,
    742 მილიონი იყო გუნდის ღირებულება ტრასფერმაკეტზე, ეს ტოტენჰემი
    გუნდმა ფინალი ითამაშა იმ წელს და კაი 5 წელი აწყობდა პოჩეტინო მაგ გუნდს
    შემადგენლობას რომ გადახედო, ინგლისური ლიგისთვის ზედგამოჭრილი და ვარსკვლავური სასტავი იყო
    სკამიც ჰქონდა და ყველაფერი იმისათვის, რომ არ შერცხვენილიყო
    ეს ჩემი აზრია
    თუმცა ვერ ვხვდები, მადრიდისტას ეს რაში განაღვლებს?!


    Tu sworad gaxsosvs im wels gayshves pochetino roca waago da pochen kovachis bayerntan waago jgufur etapze mashin tote arijo formashi da kic gaushves. Tore roca kavda gundi formashi ki waamoixia gvardiolas city. Da mere meore ak bevrjer mak natkvari realis balenshikamde jer fexburtis fani var

  • Albicelecte
    25 დეკ 2020, 16:48

    პოჩეტინოს ჩვევია, ჯერ ყველაფერი მაგრად უნდა აურიოს და დრო დასჭირდება მის ჭკუაზე დალაგებისათვის

  • C.PC5
    25 დეკ 2020, 16:24

    ფსიქიკური 100%-იანი უპირატესობა გვაქვს. პოჩეტინო გვყავს დამარცხებული თავისი ტოტენჰემით, პსჟ-ს რაც დავმართეთ კი ახსოვს ყველას, პლიუს ამას არეულობა იქნება მწვრთნელის შეცვლის მერე, ამასობაში ჩვენთან ლაპორტას მოსვლით სიტუაცია დალაგდება და მეტი უკეთესი წინაპირობა რაღა უნდათ ნეიმარიც შეიძლება არ იყოს ფორმაში.

  • Albicelecte
    25 დეკ 2020, 16:21

    Sauketeso gundis fani,
    742 მილიონი იყო გუნდის ღირებულება ტრასფერმაკეტზე, ეს ტოტენჰემი
    გუნდმა ფინალი ითამაშა იმ წელს და კაი 5 წელი აწყობდა პოჩეტინო მაგ გუნდს
    შემადგენლობას რომ გადახედო, ინგლისური ლიგისთვის ზედგამოჭრილი და ვარსკვლავური სასტავი იყო
    სკამიც ჰქონდა და ყველაფერი იმისათვის, რომ არ შერცხვენილიყო
    ეს ჩემი აზრია
    თუმცა ვერ ვხვდები, მადრიდისტას ეს რაში განაღვლებს?!

  • rezi
    25 დეკ 2020, 16:04

    ძაან კარგია

  • BARCELONA FOREVER
    25 დეკ 2020, 15:44

    კაი ეს სანამ დააწყობს გუნდს იქამდე კი გაუბაბანებთ სავარაუდოდ :დ

  • Sauketeso gundis fani
    25 დეკ 2020, 15:35

    ციტატა: Albicelecte
    ტუხელი, ბრძოლაში 0:1 დათმო გუნდთან, რომელსაც პოჩეტინოც შეხვდა, 3:10 დათმო ორი შეხვედრის ჯამში მაგ სეტიენმა და მაინც ტუხელია ჩმორი? თუმცა ეს ფაქტი ურიგო არაა


    Mag fakti alogikuria imitomrom tuxeli finalshi shexvda sadac orive gundi ase tu ise f4txilobda radganac erti patarashecdona da psikologiuri muxti imxela ekneboda an erts an meores rom damtavrebuli ikneboda ik kvelaferi mitumetes sad psgs kamanda da sad totanhamis

  • Albicelecte
    25 დეკ 2020, 15:29

    ტუხელი, ბრძოლაში 0:1 დათმო გუნდთან, რომელსაც პოჩეტინოც შეხვდა, 3:10 დათმო ორი შეხვედრის ჯამში მაგ სეტიენმა და მაინც ტუხელია ჩმორი? თუმცა ეს ფაქტი ურიგო არაა

  • Ak47
    25 დეკ 2020, 15:12

    მე ნამდვილად ვერ ვიტყვი რო პოჩეტინოს მოსვლა კარგია ბარსელონასთვის. გასაგებია ახალ მწვრთნელს შდრო დაჭირდება რო თავის ჭკუაზე მოიყვანოს გუნდი და ა.შ მაგრამ წელს პესეჟე საშინელ ფორმაშია აშკარად ჯგუფიდანაც ისე გავიდნენ თავისუფლად შეიძლებოდა ჩარჩენილიყვნენ, ფერმერთა ლიგაშიც კარგად ბლომად თამაშები აქვთ წაგებული უკვე და ეს ცუდი ფორმა ჩვნეთვის პლიუსი იყო. პოჩეტინო თუ დანიშნეს ჩემი აზრით შეძლეს თებერვლამდე ამ გუნდის აზრზე მოყვანას თვე ნახევარზე მეტი დრო ექნება და დაატყობს თავის ხელს აუცილებლად. ამან თუ დაალაგა პსჟ ჩვენი შანსები ძალიან შემცირდება და მგონია რომ ამ თვე ნახევარში მოახერხებს გუნდის თავის ჭკუაზე გადაწყობას თან პლიუს მეორე თამაში მარტშია და რაც იმას ნიშნავს რომ მეორე და გადამწყვეტ თამაშამდე კიდე უფრო მეტი დრო ექნება გუნდისთვის. მოკლედ ჩემი აზრი ესეთია რომ პოჩეტინოს მოსვლა ბარსელონასთვის ძალიან ცუდი სიახლეა.

  • M10 S9 D11
    25 დეკ 2020, 14:47

    მშვენიერი რა მოხდა პესეჟეში სანამ ეს გუნდს გადააწყობს კი დავუბაბანებთ მანამდე

  • ფეოლა
    25 დეკ 2020, 14:35

    Iniesta. And messi,
    აგრესიული და კარგად ორგანიზებული არ ნიშნავს იმას, რომ უსახურ ფეხბურთს თამაშობდა. ტაქტიკური თვალსაზრისით ერთი-ერთში გავს ატლეტიკოს.
    და ჩოლოსაც მაგრად გავს, ჯერ მარტო იმით, რომ მაგარი მოტივატორია. კლოპის მერე ამათზე მაგარი მოტივატორი არ მეგულება არავინ.

  • Iniesta. And messi
    25 დეკ 2020, 14:29

    პოჩეტინიოს სტილი ჩოლოსგან შორს არის პოჩე ლაღ და ლამაზ თამაშს ათამაშებდა ტოტენჰემს. რაც შეეხება მისი პსჟ მე ვფიქრობ რომ პოჩე ბრწყინვაკე გუნდს შექმნის და ჩ.ლიგასაც მოიგებს თუ პოჩე დაინიშნა ბარსას კარგი დღე მართლაც არ ელის