ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ რაღაც მექანიზმების მეშვეობით, კიდევ ერთი წლით დავიტოვებდით, მაგრამ არ გამოვიდა. ლეგენდა წავიდა.
ტაშისა და ოვაციების გარეშე.
მისი მოსვლა კი გუშინდელივით მახსოვს, რადგან იმ სამი ტრანსფერიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მსურდა.
იშვიათია შემთხვევა, როცა შენი საყვარელი გუნდი იმ ფეხბურთელს შეიძენს, რომელიც ყველაზე მეტად გინდა, რომ შეიძინოს. უფრო იშვიათია შემთხვევა, როცა ეს შენაძენი გაამართლებს.
ყველას თავის სია აქვს, მე კი მხოლოდ სამი ტრანსფერი მსურდა:
პირველი იყო რონალდინიო, მხოლოდ მისი მეიმედებოდა და მხოლოდ მისთვის მემეტებოდა რივალდოს 10 ნომრიანი მაისური. ერთი წლით შეაგვიანდა მოსვლა, მაგრამ როგორც კი ტრანსფერი შედგა, უმალ დაიწყო იმედების გამართლება, მერე მოლოდინს გადააჭარბა და ბოლოს ბრაზილიურად დაეშვა.
მეორე იყო ტიერი ანრი. “ბარსას” ფანები სულ მცირე 4 წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ მთავარ სამიზნედ. “ჰაიბერი” დაანგრიეს და ვიფიქრეთ, რომ ანრიც გადმოვიდოდა, მაგრამ ერთი წელი კიდევ გაჩერდა. გადამწყვეტი ალბათ ამხანაგური შეხვედრა გამოდგა, რომელიც რონალდინიოსა და შევჩენკოს მეგობრებს შორის გაიმართა, “კამპ ნოუზე”, სულ რაღაც 15 წუთით შემოსულ ანრის, მთელმა სტადიონმა ოვაციები მოუწყო და აგრძნობინა, რომ მთელი გულით ველოდით.
მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ საქმე ისე ვერ წავიდა, როგორც გვსურდა, პირველ რიგში ტრავმების გამო, მერე იყო უიღბლობა, საწყის 5 ტურში, ექვსჯერ მოარტყა ბურთი ძელს და გოლის შეგდება დაუგვიანდა. სამი სეზონიდან უმაღლეს დონეზე მხოლოდ ერთი ჩაატარა. მეტი გვსურდა, მაგალითად, ხუთი წელი რომ ეთამაშა და სამი მაინც ჩაეტარებინა მაღალ დონეზე.
ერთი სიტყვით, ანრისგან ის გვსურდა, რაც სუარესმა გვაჩვენა.
ტატა მარტინოს “ბარსამ” კარგად დაიწყო, მაგრამ საშინლად გააგრძელა, ეგეთი უსახური “ბარსა” დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, აღარ ველოდი ყველა ტურს ისეთი სიხარულით, როგორც ადრე. სამაგიეროდ ლამაზი ფეხბურთის დანაკლისი “ლივერპულმა” ამინაზღაურა, ბრენდან როჯერსი ყოველთვის აღიარებდა, რომ გვარდიოლას მიმდევარი იყო და “ლივერპულშიც” რაღაც მსგავსი დაატრიალა. შეტევის ხაზში სტერლინგი, კოუტინიო და სუარესი ბრწყინავდნენ, ასევე დანიელ სტარიჯი, რომელმაც კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა, მათ უკან კი კაპიტნები – ჯერარდი და ჰენდერსონი. მშვენიერი გუნდი იყო და ბოლომდეც გაიბრძოლეს, მაგრამ კაპიტანი მოსრიალდა.. გული დამწყდა, პირველ რიგში სუარესის გამო, იშვიათია მსგავსი სეზონი, ყველანაირი გოლი გაიტანა, ყველანაირი ტექნიკური ილეთის გამოყენებით, ძველი ცხრიანები გაგვახსენა, რომელთა მსგავსნიც დღევანდელ ფეხბურთში აღარ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონი გვიან დაიწყო (ივანოვიჩი დაკბინა), მაინც პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იგივე ელოდა “ბარსაშიც”, სეზონი მოგვიანებით დაიწყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე კიელინი დაკბინა. ეს მისთვის მესამე მსხვერპლი იყო. “ბარსამ”, როცა კონტრაქტი გაუფორმა, ლუის სუარესს უკვე სამი კაცი ჰყავდა დაგლეჯილი.
ისე ველოდი მის თამაშს, რომ დღეები საშინლად გაიწელა, პირველი მატჩი “კლასიკო” იყო, მარჯვენა ფლანგზე დააყენეს და თამაში წავაგეთ, თუმცა ნეიმარმა მისი პასით გაიტანა.
აქვე გამოჩნდა, რომ ეს ახალი თავსატეხი იყო. მესი ცენტრს წლების განმავლობაში არ თმობდა. იბრასთანაც კი არაფერი დათმო, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე სუარესმა მისი პატივისცემა და აღიარება მოიპოვა. ლუისმა ყველას ანახა, რომ ნდობას იმსახურებდა. ზამთრის პაუზის მერე ყველაფერი შეიცვალა, მიიღო კუთვნილი ადგილი და დაიწყო დიდი ტრიოს ისტორია.
დროთა განმავლობაში, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ცხრიანი გახდა. 90-ანებში საოცარი სეზონი ჰქონდა “ფენომენოს”, მაგრამ მისი ერთი სეზონი, “ბარსასთვის” არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სუარესის 6 წელი გამოდგა.
სუარესი გოლების რაოდენობით მხოლოდ სესარსა და მესის ჩამორჩება. სულ რაღაც ორი გოლი დააკლდა 200 გოლამდე.
ჩემთვის პირადად, 21-ე საუკუნის საუკეთესო ტრანსფერია. ამავე დროს, თავისი თაობის საუკეთესო ცხრიანი.
“ბარსელონაში” თამაშის დროს აღმოვაჩინე, რომ კონკრეტულად ერთ კომპონენტში, ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელია. არ არსებობს და არ არსებულა ფეხბურთელი, რომელიც სუარესზე მაგრად ურტყამს ბურთს, მიწაზე დაუშვებლად. მხოლოდ მარკო ვან ბასტენს თუ შევადარებთ ამ კუთხით და მასაც კი, ბევრად ნაკლები გოლი აქვს ამ სტილში გატანილი. რამდენიმე თვის წინ, ეს გოლები სათითაოდ ამოვკრიბე და ცალკე ვიდეო გავაკეთე.
არადა, ურუგვაის ნაკრებში, “აიაქსსა” და “ლივერპულშიც” მრავლად აქვს ასეთი გოლები შეყრილი.
გამოვყოფდი “ეფეთი” (ტერფის გარეთა ნაწილი) გატანილ გოლებს, მახვილი კუთხიდან გატანილ გოლებს, გამოვყოფდი იმას, რომ ორივე ფეხით ძალიან მაგრად ურტყამს და კორპუსით ისე ფარავს ბურთს, რომ ყოველთვის მომგებიან პოზიციაშია.
აღსანიშნავია მისი სირბილის მანერა, როცა სუარესი დარბის, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ერთი ფეხი მარცხნივ გარბის, მეორე კი მარჯვნივ, ამას როგორ ახერხებს და აქამდე კისერი როგორ არ მოტყდა არ ვიცი, მაგრამ მცველისთვის, რომ კოშმარია, ფაქტია. როგორი კორდინაციაც არ უნდა გქონდეს, ასე ალაგ-ალაგ რომ მორბის შენსკენ ფორვარდი, დაღუპული ხარ.
ასევე არ დაგვავიწყდება, ქუჩის ენაზე, რომ ვთქვათ, მისი “გადირკული” მცველები. უცნაური ჩვევა აქვს, თუ ერთხელ მაინც ფეხებს შორის არ გაუტარა მცველს ბურთი, მთელი თამაში უკმაყოფილოდ ბუზღუნებს. ეს ქუჩაში ნასწავლი ილეთებია, ამიტომ არის თავის თაობაში გამორჩეული, ასეთ რამეს დავარცხნილ და გაპრიალებულ აკადემიაში ვერ ისწავლი, სუარესმა ჩვენ დროში, ქუჩის ფეხბურთის ელემენტები დააბრუნა, რითიც სამხერთ ამერიკელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ.
ასევე, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მესისა და რონალდუს ბომბარდირთა დავაში ჩაერია. 2015/16 წლების სეზონში, ლა ლიგაში 40 გოლი შეაგდო და 18 საგოლე გადაცემაც მიაყოლა.
არც ლეოს ჰყოლია მასზე კარგი მეწყვილე, იყო რამდენიმე ლეგენდარული ტრიოს წევრი, მაგრამ სუარესთან დუეტი მაინც გამორჩეული მოვლენაა. ორივე მეოჯახეა, ერთ ფასეულობებზე დგანან, ოჯახი მათთვის ყველაფერს ნიშნავს. როგორც მესიმ, ისე სუარესმა, ცოლად ის ქალი შეირთეს, ვინც ბავშვობიდან უყვარდათ, გამდიდრებულებს და გაღმერთებულებს არ დაუწყიათ მოდელებისთვის დევნა, რადგან ორივეს ესმის, რომ არსებობს წარმავალი და არსებობს მარადიული ფასეულობები.
ერთხელ არსენ ვენგერმა თქვა – “სუარესი მოედანზე ეშმაკია, მოედნის მიღმა კი ანგელოზი.” – როგორც ჩანს, იცოდა რასაც ამბობდა.
არც კი ვიცი, კიდევ როდის შევიძენთ ასეთი დონის ფეხბურთელს, რომელიც ბოლომდე გაამართლებს და 6 წლის განმავლობაში, უმაღლეს დონეზე ითამაშებს.
ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ მხოლოდ ერთი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. დღემდე ვერ დამიჯერებია, რომ 2015/16 წლების სეზონი, ხელიდან გავუშვით. როცა ასე აშკარა იყო “ბარსას” დომინირება. ახლოს იყო ლიგის თასთან 2018/19 წლების სეზონში, მაგრამ ფავორიტად ქცევა და წინასწარ ზეიმი კოშმარად გვექცა.
გულდასაწყვეტია.
ლუის სუარესი, “ბარსელონასთვის” უპირველესი “ლუის სუარესი” გახდა. ეს მარტივი საქმე არ ყოფილა, რადგან ლუის სუარეს მირამონტესი, რომელმაც ასევე ექვსი წელი გაატარა “ბარსაში”, (1955-61) კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდაა, მის ანგარიშზე ერთი “ოქროს ბურთი” და “კლასიკოში” გატანილი 8 გოლია. მერე, “ინტერში” გაგვექცა.
ჩვენმა ლუისმა კი 11 გოლი გაიტანა “კლასიკოში” და აქაც მხოლოდ სესარსა და მესის ჩამორჩება.
ურუგვაელმა ქოფაკმა, “იმ” სუარესზე, გაცილებით დიდი სახელი დატოვა.
ჩემთვის ასეა.
მესის თუ ხშირად აქილევსს ვადარებთ, მაშინ სუარესი პატროკლოსია, მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც უდიდესი გმირი იყო და მხოლოდ აქილევსი იდგა მასზე მაღლა, მაგრამ ღმერთებმა სასტიკი ბედი არგუნეს. თავად სინათლის ღმერთი, მიზანსაუცდენელი აპოლონი გადაწყვეტს მის ბედს, ზურგიდან მიეპარება და დაჭრის. ჰექტორს მიუგდებს საჯიჯგნად.
სასტიკი სიკვდილია. ღმერთისგან გაწირული.
ვერ ვიტყვი, რომ ბართომეუ ან კუმანი, ღმერთები არიან, მაგრამ სუარესსაც ზურგში მოხვდა. არა მგონია ამ სეზონში რამე გაეფუჭებინა, მით უმეტეს, რომ მზად იყო სკამიდანაც ჩართულიყო თამაშში, სეზონის ბოლოს კი სავსე “კამპ ნოუ” გააცილებდა.
არ გამოვიდა.
მაგრამ რაც აქამდე გამოვიდა, ძალიან მაგარი იყო!
Gracias Luis!
წარმატებები მადრიდულ დერბიში!
წავიდა სიტყვა სულ არ ასახავს სიტუაციას. გაუშვეს ისე,როგორც ფეხმოტეხილი ვილა ატლეტიკოში. ოღონდ სუარესი ჯერ კიდე ბევრად ჯანმრთელი და პროდუქტიული იყო ვიდრე ვილა ,როცა გაუშვეს. სუარესი რო ორჯერ მეტს გაუყრის ბლაუგრანას ვიდრე ვილამ ქნა როხიბლანკოს მაისურით მაგასაც მოესწრება ბართომეო . მაგის საბოტაჟისტი იმპოსტორი დდშვც მე . :დ:D
წავიდა არა, გააგდეს… კუმანმა, ხელმძღვანელობამ და ფანებმაც!
სუა შენ თუ ბარსას გოლს გაუტან ვინც არ აღნიშნოს იმას გავარტყი მეე ასე უნდა დაეხმარო კონკურენტებს ვისკა ბართო ❤️
წარმატებები ლეგენდავ და მადლობა ყველაფრისთვის ❤❤❤❤❤❤❤
უდიდესი შეცდომა უბრალოდ ამაზე უაზრო ნაბიჯი არვიცი რა იქნებოდა ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშეს უფასოდ რო უშვებ. ან კუმანი ვინ ჩემი ფეხებუა როგორც მწვრთნელი რო მოდის და ამხელა ლეგენდას წიხლს კრავს კერ უნდა დაამტკიცოს რამე ეხლა რო შედეგი ვერ დადოს მაშინ დედა უნდა უტირო პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით. ნახავთ ატლეტიკო რამაგრად მოიხოდება და სუარესი გრიზმანზე მეტ გოლს შეყრის. ფუ რა გული მერევა უკვე ბარსას ქმედებებზე სუას წასვლა მესიზეც იმოქმედებს და შემდეგ ზაფხულს კიდე უფრო დიდი შანსია დატოვოს გუნდი მესიმაც და მერე ვინმეს იმის გჯერათ რო ბარსას რამე წარმატებას მიაღწევს ამხელა დანაკლისის შემდეგ? არა და დაემსგავსება გუნდი მილანს
მაგრად მეწყინა ბარსას გულშემატკივრისგან მადლობის მეტი ვერაფერს რომ ვერ იღებს არადა ძალიან ცოტაა ამ კაცისთვის მარტო მადლობა
აი მე საერთოდ გრიზმანის ყიდვის არსს ვერ ვხდები რა. ვინგერად ვერ თამაშობს ცენტრფორვარდად ვერ თამაშობს.კი გრიზმო უმაღლესი კლასის ფორვარდია და ძალიანაც მევასება მაგრამ მაგრამ ბარსელონაში უბრალოდ ვერ ეეგება ვერსად.და დაცვას სართოდ რატო არ აქცევენ ყურადღებას ვერ ვხდები რა.რატო არ ჩალიჩობენ უპამეკანოზე.იმედია დესტს მაინც იყიდიან
აუ სუას წასვლა ვისაც გინახიათ ვინ გვყავს ამაზე კაი მის პოზიციაზე?
ლეგენდა გაუშვეს და ბრეითვეითი დატოვეს. რა უნდა ელაპარაკო ამ ხელმძღანელობას.
მიტყდება უკვე მიტყდებააა😔😔😔მე ასეთი ბარსელონა არ შემყვარებია,მე შემიყვარდა გუნდი,რონელიც მეტი იყო ვიდრე კლუბი❤მე შემიყვარდა გუნდი,რომელმაც იცოდა ლეგენდების დაფასება❤მე შემიყვარდა გუნდი,რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა მოედანზე❤რათქმაუნდა ყველა კლუბს აქვს ჩავარდნა და თაობათა ცვლა და რაღაც პერიოდი უჭირს,მაგრამ ეს სხვა რაღაცაა საერთოოოდ😑ბარსელონას ლეგენდას უშვებეეენ მადრიდშიიი თან 6 მილიონააად🥺🥺🥺მეტირება დედას ვფიცავარ უკვე და ვინც მესის აფურთხებდით და ასხმადით რატო მიდისო აჰაა პასუხიიი❤არაა ეს ბარსელონა იმის ღირსი რო მესი ყავდეს😑ტიპებმა რა წლები წაართვეს კაცს,ბართომეუ ნაბიჭვარი ყოველ წელს,რომ იძახდა მესიმ დაიმსახურა როცა უნდა მაშინ წასვლაო და ტიპმა 700მილიონად შეაფასა და აქ ზოგი ვითომ ბარსელონას ფანი აპრავებდა მაგ საქციელს😐ძაან ცუდი ფანობა ყავს ბარსელონას ძაან ცუდი და ეგეთებს გთხოვთ რო ჩვენ მაინც ნუ გვარცხვენთ😎
ჩვენი ჯეკა არის და იქნება საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი თუ როგორი უნდა იყოს ფორვარდი. ძირეული ცვლილებები მართალია ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ სანამ რამეში არ ხარ დარწმუნებული არ უნდა გადადგა ასეთი ნაბიჯი. იმედია კუმანს მართლა აქვს კარგი გეგმა და უფორვარდოდ არ დატოვებს გუნდს.სუას წარმატებებს ვუსურვებ სადაც არ უნდა წავიდეს, ბოლო წლებში აღარ იყო ისეთი როგორიც წლების წინ, მაგრამ მისი კლასი მაინც გვაოცებდა რიგ შემთხვევებში, სხვისი არ ვიცი და მე ძაან მიყვარს ეს კაცი და ძაან მწყდება გული რომ ასე უბრალოდ გავუშვით😭.
ძირეული ცვლილებები ხშირად მტკინვეული მისაღებია
ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს
ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ კლუბის ისტორიაში ლეგენდარულ ცხრიანს
მადლობა, ლეგენდავ! <3 არასდროს დაგვავიწყდები <3
ბათლომეუს დედაც….ამის გაშვებიზა. აი ნახავს ამის გამშვები.ატლეტიკო ბარსას თამაშზე როგორი გოლი გაუტანოს ბარსას.
ლუისს სამწუხაროააა ჩემს კომემტარს რომ ვერ წაიკითხავ <3 თუ არ ვცდები 1/4 ფინალი იყო 2010-ში ურუგუაი-განა აი მაქედან მოყოლებული მაგრად მევასები და მიყვარხარ <3 ძალიან ბევრი მადლობა ამდენი ლამაზი მომენტისთვია, გოლისთვის, წაუშლელი კვალი დატოვე და სულ გვემახსოვრები El Pistolero 💛 ბარსას თუ გაუტან აუცილებლად აღნიშნე ასეთი ცუდი მოპყრობის გამო 💙❤️ Iconic კაცი ხარ , Iconic კარიერით 💙❤️
არ წასულა!! გაუშვეს!! თან სად?!!!!!!! დაუნახავი ვირთხები. ამაზე მაგარს ვის მოიყვანენ ერთი ვნახოთ.. კაცი ზამენაზეც თანახმა იყო..
გაიხარე.100%. სუას წასვლის შემდეგ, ბართომეუ-კუილა(კუმანი) იტყვიან ახალ ბარსას მესის გარშემო ვაშენებთო? ისემც მაგათი კეთილები მოიკითხა მიხოს ვირმა გურჯანიდან…მააშ!
ფ ე ო ლ ა 👏🏼👏🏼
Gracias Luis!❤️💙
ვერც კი ვიაზრებ როგორ უნდა წარმოვიდგინო სუარესი ატლეტიკოს მაისურში, ბარსას წინააღმდეგ
მაგარი ვინმე გავუშვით, და ძაან ცუდად. ამას არ გვაპატიებს კანონზომიერება