მეორე მატჩი და კუმანის ბარტყები

მეორე მატჩი და კუმანის ბარტყები

მოსამზადებელი ეტაპის მეორე მატჩიც ჩავატარეთ, ნელ-ნელა გუნდი ივსება, ერთ კვირაში კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი უნდა გვყავდეს, ჯერჯერობით მესი ვერ დაგვემატება, რადგან მისი საკითხი არ გარკვეულა და რომც გარკვეულიყო ხანგრძლივი დასვენება არ აწყენს, ასევე, ოლიმპიელების ლოდინიც მოგვიწევს, ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაბრუნებაც არ ივარგებს, თუ ვინმეს დასვენება სჭირდება ეს პედრია, ენერგიას ამ ასაკში რა გამოლევს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის კუნთები და სახსრები ამხელა დატვირთვისთვის, როგორც წესი, მზად არ არის, ამიტომ, ერთი დიდი ამოსუნთქვა დასჭირდება, მერე კი ნელ-ნელა ფორმის აკრეფა, ახლა მცირე პაუზა და ფორმიდან ამოვარდნა ერთი იქნება, ასე რომ, გეგმაზომიერი მუშაობა მოუწევს იმისათვის, რომ გუნდს სრულყოფილად დაუბრუნდეს. 

ყველაზე დიდ ინტერესს ახალწვეულები იწვევევენ, მემფის დეპაი უკვე ვნახეთ, გოლიც შეაგდო, მართალია თერთმეტმეტრიანით, მაგრამ მაინც, ეგეც გოლია, მაგასაც გატანა უნდა და კარგადაც დაარტყა. კუმანმა გრიზმანს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ დეპაის პენალტის დარტყმის უფლება მისცა. შესაძლოა, უკანასკნელი მადლობაც კი იყოს, მესი კონტრაქტს ელოდება და როგორც მთელი მსოფლიო პრესა აღნიშნავს, ამის გასაღები ანტუან გრიზმანია. ერთი სიტყვით, ფრანგი განწირულია. 

კუმანის შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ დეპაის უპირობოდ უპირებს ძირითადში დაყენებას, მით უმეტეს, თუ გრიზმანი წავა, ალტერნატივა თითქოს აღარც ეყოლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ფატისა და აგუეროს შორის იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ძირითადისთვის, მესი ხელშეუხებელია, დემბელეს საერთოდ აღარც განიხილავენ, გრიზმანი ცალი ფეხით უკვე წასულია და ბევრი ვარიანტი აღარც არის დარჩენილი. თავის მხრივ, დეპაისაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და ფატისაც, უფრო სწორად, მარცხნივ და ცენტრში არიან ყველაზე ეფექტურები, შესაბამისად, მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი გადაწყობა იქნება ამ ფეხბურთელებს შორის, ოღონდ სეზონის წინ ისე ჩანს, რომ დეპაის კუმანისგან ყველაზე დიდი ნდობა ექნება. 

მოსამზადებელი ეტაპი ახალი სახეებისთვის არის, ვარსკვლავები გვიან შედიან ფორმაში, ზოგი საერთოდ არ ესწრება შეკრებებს, ახალი სახეები კი ცდილობენ თავი გამოიჩინონ და აგერ გამოიჩინეს კიდეც, ნიკო გონსალესიც გვყოლია, მორიგი კარგი ფეხბურთელი, ოღონდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ეს მათ შესაძლებლობებს სრულად არ ასახავს. გავიხსენოთ წინა მოსამზადებელი ეტაპი, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფრანციშკუ ტრინკაუ, გვაფიქრებინა, რომ სერიოზული შევსება მივიღეთ, მერე დაიწყო სეზონი და ერთმანეთზე ცუდი მატჩები ჩაატარა, ჰქონდა გამონათებები, მაგრამ 31 მილიონი ევრო გამონათებებში არ გადაუხდიათ, იმედები საერთოდ ვერ გაამართლა, მისი ნაქები მარცხენა ფეხისგან ბევრად მეტს ველოდით, ამიტომ, არ ღირს ჭკუიდან გადასვლა, როცა მოსამზადებელ ეტაპზე ვინმე თავს გამოიჩენს, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ყურადღებას იმსახურებენ, ხოლო მათი რეალური შესაძლებლობები მაშინ გამოჩნდება, როცა გუნდის დარჩენილ წევრებთან ჩაებმებიან კონკურენციაში. 

მანაიმ კიდევ გაიტანა, მეტი რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა ყურადღების მისაპყრობად?! ორ თამაშში ოთხი გოლი შეაგდო, მცირე დაზიანებაც მიიღო, მაგრამ როგორც ითქვა, სერიოზული არაფერია. მანაი არის ფეხბურთელი, რომელსაც ძირითად გუნდში გარკვეული დრო დაეთმობა, ისევე როგორც დაუთმეს კონრად დე ლა ფუენტესს, შესაძლოა უფრო მეტი თამაში მოუწიოს, შესაძლოა ნაკლები, მაგრამ სათამაშო დროს დაიმსახურებს. ჩემი გადმოსახედიდან კი მორიგი დე ლა ფუენტე იქნება, ანუ, ფეხბურთელი, რომელიც "ბარსას" რამდენიმე მილიონს მოუტანს სეზონის ბოლოს. 

თავი გამოიჩინეს დემირმა და კოლიადომ, თავიანთი თაობის გამორჩეული ფეხბურთელები არიან, ჯერ ახლოსაც არ არიან იმ ნიშნულთან, სადაც ილაიშ მორიბა იმყოფება, მაგრამ პოტენციალი აშკარად ჩანს, განსაკუთრებით დემირის დაყენებულ დარტყმას გამოვარჩევდი, მორიბასაც კარგი დარტყმა აქვს, მაგრამ არა ასეთი დაყენებული, სიზუსტე დემირს არ დაეწუნება და თუ ამ კომპონენტში ვარჯიში გააგრძელა სერიოზული უპირატესობებიც გაუჩნდება. 

კოლიადოზე კი ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ეგრეც არ ბრწყინავს, რომ ამდენ ქებად ღირდეს, 22 წლის არის! 22-ის! უკვე რეალიზებული უნდა იყოს, სირცხვილია, როცა 22 წლის ფეხბურთელს დღემდე პერსპექტიულს ეძახიან, ეს ხომ "ბარსელონაა" და არა საქართველოს პირველი ლიგა. საერთოდ, არ მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებსაც 22 წლის ასაკში ურჩევნიათ, რომ B გუნდში იყვნენ, ვიდრე სხვა რანგის ძირითადში მოსინჯონ ძალები, ამაზეც ეტყობა, რომ მისგან დიდი ფეხბურთელი ვერ დადგება, ის ვისაც დუბლიორობა აკმაყოფილებს, მთელი კარიერა დუბლიორი იქნება, 

ბალდე კი ძალიან საინტერესო ბიჭია, კუმანმა აღნიშნა ალბას შემცვლელად განვიხილავო და 17 წლის ბიჭისთვის გადასარევი ვარიანტია, იმის გათვალისწინებით, რომ ალბას დიდი დრო არ დარჩენია და ვერც ამ სეზონში ჩაატარებს ყველა მატჩს შეუცვლელად. მუშაობა მასაც მოუწევს, ისევე როგორც დესტი ცდილობს მომატებას, მონაცემები და პოტენციალი სახეზეა, ახლა ვნახავთ რა ბიჭები არიან. 

ასეთი ამბავია, უკეთესი ბარტყებიც გვყოლია, მორიბას მსგავსი ფეხბურთელი ამ თაობაში არ ჩანს, არც პუჩის და ბოიანის, მაგრამ რაღაც სარგებლის მიღება მაინც შესაძლებელია. 

მომდევნო თამაშში დეპაის ვნახავთ უფრო დიდხანს, გრიზმანს ალბათ საერთოდ ვეღარ ვნახავთ და მორიბას ამბავიც გაირკვევა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 26 ივლისი 2021 10:24
    0
    კუმანმა გრიზმანს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ დეპაის პენალტის დარტყმის უფლება მისცა.
    აბა თვითონ არ იყო დარწმუნებული რო გაიტანდა, სხვა რა გზა ქონდა.
    მწერალი [?]
    #10 26 ივლისი 2021 00:12
    0
    პენდრაგონი,
    მოუმატებს, ეგრე ვატყობ, თუ არადა ვუყუროთ ემერსონს
    ფანი [?]
    #9 25 ივლისი 2021 19:02
    0
    ციტატა: ფეოლა
    პენდრაგონი,
    დემირთან, კოლიადოსთან და მანაისთან შედარებით? ყველაფრით : )

    ხო რავი, საერთოდ არაფრით არ აღემატება არცერთი ჩამოთვლილ ახალგაზრდებს. ბოიანზე შეიძლება მხოლოდ დავა, ეგეც 17 წლის ტალანტში ჩარჩენილ უნიჭო ფეხბურთელად ფორმულირდა საბოლოოდ.
    მწერალი [?]
    #8 25 ივლისი 2021 17:50
    0
    პენდრაგონი,
    დემირთან, კოლიადოსთან და მანაისთან შედარებით? ყველაფრით : )
    ფანი [?]
    #7 25 ივლისი 2021 14:55
    1
    აი რით გადაგრიათ ან მორიბამ, ან პუჩიმ და ან ბოიანმა?.დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 ივლისი 2021 14:45
    0
    ფეოლა,
    დესტი მეც მომწონს,უბრალოდ რისკზე არ მიდის და რაღაცეები არ გამოსდის.დაცვაში ძალიან მოსამატებელი აქვს,უნდა მოინდომოს თორემ ემერსონიც მომენტს ელოდება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    მწერალი [?]
    #5 25 ივლისი 2021 14:23
    0
    პავლოვიჩი56,
    მე მომწონს, კარგი ბიჭია, დაცვაში უნდა მოუმატოს პროსტა
    ფანი [?]
    #4 25 ივლისი 2021 14:08
    0
    დანარჩენი კაი.აი...დესტის პოტენციალს სად-რაში ხედავ?! დესტი არის, აბსოლიტურად უპოტენციალო-უპერსპექტივო.პასები:დიაგონალური-მაღალი ჩაწოდება- გამჭოლი(პრასტრელი)-შეყოლებითი უვარგისი,ბურთის სწრაფი ამოტანა ცუდი,ერთი-ერთზე ვერავის სცდება... disappointed_relieved
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 ივლისი 2021 13:26
    2
    მე თუ მკითხავ მორიბა დიდი ვერაფერია,აი გავი 16 წლისაა და უკვე ზრდასრულივით აზროვნებს და მოქმედებს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 25 ივლისი 2021 13:09
    6
    ეს რიკი პუჩი ამხანაგურებშიც ვერ შვრება ვერაფერს. როგორც ჩანს დაბალი კალიბრის ფეხბურთელია. ყოველთვის ცდილობს განსაკუთრებული რამე გააკეთოს მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერი გამოსდის
    Culé [?]
    #1 25 ივლისი 2021 12:57
    1
    გავიზეც გეთქვა ფეოლა რამე:))) ვერ ვუყურე თამაშებს და აქ ძალიან აქეს და მაინტერესებდა შენი აზრიც