მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი “არსენალის” მატჩს დაესწრო

სესკი “არსენალის” მატჩს დაესწრო

რამდენიმე დღიანი არდადეგები, რომელიც “ბარსელონას” ფეხბურთელებმა პეპ გუარდიოლასგან მიიღეს, სესკ ფაბრეგასმა ლონდონის მოსანახულებლად გაატარა. ფაბრე თავისი ყოფილი გუნდის, “არსენალისა” და “ნიუკალის” თამაშს დაესწრო.

 

სესკ ფაბრეგასი კვლავ დატკბა ინგლისური ფეხბურთით, რომელშიც თავად 8 წლის განმავლობაში ტრიალებდა. კატალონიელი ეწვია “ემირეითს”, სადაც დაძაბულ ბრძოლაში “არსენალმა” 3 ქულა გამოგლიჯა “ნიუკასლს”.

 

სხვათაშორის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კლუბის შეცვლის შემდეგ სესკმა ლონდონი მოინახულა. სულ რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელი წამყვანის რანგში მოგვევლინა Brit Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში