“სპორტინგთან” მატჩი “კამპ ნოუზე” მესიმ შარშანაც გამოტოვა

“სპორტინგთან” მატჩი “კამპ ნოუზე” მესიმ შარშანაც გამოტოვა

მიმდინარე უქმეებზე “ბარსელონა” ხიხონის “სპორტინგს” დაუპირისპირდება მესის გარეშე. არგენტინელისთვის “ვისენტე კალდერონეზე” მიღებული ყვითელი ბარათი მეხუთე აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში, შესაბამისად იგი დისკვალიფიცირებულია. ასეთი რამ ახალი არ არის პეპ გუარდიოლასთვის, რომელსაც ანალოგიურ სიტუაციაში პრობლემის გადაწყვეტა შარშანაც მოუხდა.

 

“ატლეტიკოდან” “სპორტინგამდე”

გასულ წელს უჯფალუსის უხეში თამაშის გამო ლიონელ მესიმ მოედანი საკაცით დატოვა. აღნიშნული შეხვედრა “ბარსას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მიმდინარე სეზონის მსგავსად, კატალონიელთა მომდევნო მეტოქე შარშანაც “სპორტინგი” გახლდათ. ხიხონელები ვილიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დამარცხდნენ “კამპ ნოუზე” (1:0).

 

ოთხი გამარჯვება და ერთი ფრე მესის გარეშე

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებული 44 მატჩიდან ლეო მესიმ მხოლოდ 3 გამოტოვა. მათ შორის იყო თასის თამაშები “ოსპიტალეტთან”, რომელიც “ბარსამ” მოიგო აგარიშებით 1:0 და 9:0, და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა “ბატე ბორისოვთან”, რომელიც ასევე კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:0.

არგნენტინელი ორ მატჩში შევიდა მოედანზე შეცვლაზე. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა იყო “ანოეტაზე” (2:2) და მეორე “კამპ ნოუზე” “ოსასუნას” წინააღმდეგ (4:0). ამ უკანასკნელში ლეომ ორი გოლის გატანა მოახერხა. დარჩენილი 39 შეხვედრა მესიმ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

 

არავითარი მარცხი 2009 წლიდან

გასულ წელს მესიმ ექვსი შეხვედრა გამოტოვა (“სპორტინგი”, “ატლეტიკი”, “სეუტა”, “ლევანტე”, “დეპორტივო” და “მალაგა”), საიდანაც “ბარსამ” ხუთი მატჩი მოიგო, ხოლო ერთი დაასრულა ფრედ. 2009/10 სეზონიდან მოყოლებული გუნდს არ წაუგია არცერთი ის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას არ იღებდა მესი. ცნობისათვის გეტყვით, რომ მესის გარეშე “ბარსამ” ბოლოს 2008/09 სეზონში, 23 მაისს, საკუთარ მოედანზე წააგო “ოსასუნასთან”, ანგარიშით 0:1. აღნიშნულ შეხვედრაში პეპმა გუნდის უამრავი ლიდერი დაასვენა, რადგან მათ ელოდათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომში.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward