workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელე: “მარადონამ არგენტინის გაწვრთნაზე თანხმობა ფულის გამო თქვა”

პელე: “მარადონამ არგენტინის გაწვრთნაზე თანხმობა ფულის გამო თქვა”

ყველასთვის კარგად ცნობილია მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ორი საუკეთესო ფეხბურთელის ედისონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს და დიეგო არმანდო მარადონას ძალიან ცუდი დამოკიდებულება. პელეს და მარადონას არაერთი ცუდი ჟესტი გაუკეთებიათ ერთმანეთის მიმართ, ბოლო კი ბრაზილიელი “ფეხბურთის მეფის” გახლდათ, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ.
პელემ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ჟურნალისტს სან-პაულოში და საუბარი ძიერითადად არგენტინელ “ფეხბურთის ღმერთს” შეეხო. ბრაზილიელის აზრით, მარადონამ მწვრთნალობაზე თანხმობა მხოლოდ ფულის გამო თქვა.

პელემ ინტერვიუ შემდეგი სიტყვებით დაიწყო: “რამდენიმე რამე ჩემთვის ძალიან გაუგებარია. როდესაც მარადონა აკეთებდა თავის პირველ სატელევიზიო პროგრამას არგენტინაში, მან მთხოვა და მე მას დავეხმარე, ჩავფრინდი ბუენოს-აირესში და ვითამაშე ფეხბურთი მასთან ერთად. შემდეგ რამდენიმე ღონისძიების მოწყობაში მივეხმარე, თუმცა ძალიან მსუბუქად ან საერთოდ არ აჩვენა ჩემი სახელი.” გესლიანად აგრძელებდა “შავი ჯენტლმენი”, როგორც მას დიეგო მარადონა მოიხსენიებს ხოლმე. “მე ვიცი მას სამხრეთ აფრიკაშიც გავახსენდები, დროა შემიყვაროს მარადონამ ”

ყოფილი სპორტის მინისტრი პელე, რომელმაც უარი განაცხადა ბრაზილიის მწვრთნელად დანიშვნაზე და გზა დუნგას დაუთმო არგენტინელი მარადონას მწვრთნელობას აფასებს.

“მან თანამდებობაზე თანხმობა მხოლოდ ფულის გამო თქვა, მას ჭირდებოდა სამსახური, სწორედ ამიტომ დათანხმდა გამხდარიყო არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მე დავინახე რა რთულად დაძლია გამოუცდელი მარადონას არგენტინის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ მარადონა ამაში დამნაშავე არაა, დამნაშავეები არიან ისინი ვინც ის ამ თანამდებობაზე დანიშნა” დაასრულა ბრაზილიელმა ლეგენდამ.”

წყარო: soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში