სამუელ ეტო’ომ, რომელიც გამოირჩევა მგზნებარე ხასიათით, წელს გვაჩვენა თუ რა ისწავლა ტოტალური ფეხბურთისგან და საკუთარი თავი საუკეთესო თვისებებით წარმოაჩინა. მან გაიტანა 28 გოლი ლა ლიგაში, ეს მისთვის პირადი რეკორდია და ასევე იგი ლიდერობს პრიმერას საუკეთესო ბომბარდირებს შორის.
საქმე ისაა რომ პრიმერა დივიზიონი უკვე დასრულების პირასაა და “ბარსას” იგი თითქმის მოგებული აქვს. კატალონიელები გადართულები არიან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და ლა ლიგაში ძირითადის ფეხბურთელები ისვენებენ.
კამერუნელი ფორვარდის ოცნებაა კარიერაში მეორედ გახდეს პიჩიჩი და მოიპოვოს ოქროს ბუცი, რაშიც უმთავრესი კონკურენტი დიეგო ფორლანი მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. ამიტომ ეტო’ო არ დაისვენებს სხვა მისი თანაგუნდელებისავით და ესპანეთის ჩემპიონატში ისევ გააგრძელებს თამაშს, რის საშუალებასაც გუნდის სამწვრთნელო შტაბი მისცემს. თუ მას პერსონალური ტიტულების მოგება სურს ამისთვის დიდი ენერგიის გაღება მოუწევს.
წყარო www.sport.es