workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მზადება ”რეალისთვის” დაიწყო

მზადება ”რეალისთვის” დაიწყო

პირველმა გუნდმა დღეს დილით სიუტატ ესპორტივაზე დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა. გუნდი მთლიანად კონცენტირებულია ”რეალთან” გასამართ შეხვედრაზე.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ”ბეტისთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყვენენ მსუბუქად ვარჯიშობდნენ. ფილიალიდან პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ კუენკა, მონტიოა, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი, ოიერი, არმანდო, სერხი გომესი, ორიოლ როსელი, გუსტავო და კიკო.

პეპ გვარდიოლამ ”რეალისთვის” მოსამზადებლად ყველა ფეხბურთელი ავარჯიშა გარდა ტრავმირებულებისა (აფელაი, ვილია, ფონტასი, პედრო) და სეიდუ კეიტასი, რომელიც აფრიკის თასის გათამაშებისთვის ემზადება.

გუნდი ვარჯიშს ხვალ, 18 საათზე დაუბრუნდება. სესია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, რის შემდეგაც პეპ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward