მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“ბეტისი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა”-“ბეტისი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ლა ლიგის მორიგი ტურინის მატჩები. ერთ-ერთ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად მიიღო “ბეტისი”. ძალიან დაძაბული და ყურებადი მატჩი გამოდგა, რაც შედეგზეც აისახა, 4:2კატალონიელთა სასარგებლოდ. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

 

სერხიო ბუსკეტსი: “ჩვენ ვიცოდით რა რთული მატჩის გველოდა “ბეტისთან”, ამის გამოცდილება წინა წელს შევიძინეთ. ძალიან გაგვიმართა, როცა ორი სწრაფი გოლი გავიტანეთ, რადგან ბრწყინვალე გუნდი ჰყავს მეტოქეს. მეორე ნახევარში უფრო მეტი ფეხბურთელით შევვუტიეთ. შესანიშნავი ტაიმი ჩავატარეთ და მატჩის ბედი შემოვატრიალეთ. გვარდიოლასგან ყოველდღე უდიდეს გამოცდილებას ვიძენ”.

 

ვიქტორ ვალდესი: “ვითამაშეთ ჩვეულად: პასები და შეტევები. სევილიელებმა შესანიშნავად იასპარეზეს და პირველ ტაიმში უდიდესი პრობლემები შეგვიქმნეს. მეორე ტაიმში კი ძალიან ძლიერები ვიყავით. მნიშვნელოვანია მხოლოდ გამარჯვება და სამი ქულა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ გოლს გაუშვებ”.

 

ანდრეს ინიესტა: “ვიცოდით, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა, რადგან ოპონენტი გუნდი ძალიან ძლიერია. მეორე სართულზე შესანიშნავად თამაშობენ, რაც დაამტკიცეს კიდეც მატჩის მიმდინარეობისას. როდესაც ბურთის გაკონტროლება გვსურდა, ისინი პრობლემებს გვიქმნიდნენ, თუმცა შეხვედრის მიწურულს მოვახერხეთ გამარჯვება. ყოვველ თამაშში შეიძლება გქონდეს პლიუსები და მინუსები, თუმცა უნდა ეცადო, რომ მინუსების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანო. იმედი მაქვს, ყვითელ ბარათს გამიუქმებენ. სიმულაციას არ ჰქონია ადგილი, მეტოქემ წამაქცია. კიდევ კარგი, ამან დაღი არ დაასვა ჩვენს თამაშს. “კლასიკო” იქნება შესანიშნავი მატჩი მაყურებელთა და ფეხბურთელთათვის. დარწმუნებული ვარ, ლამაზი და ინტენსიური შეხვედრა გაიმართება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში