“ბარსასთვის” დღევანდელი შეხვედრა იყო მე-100 მოგებული მატჩი “პრიმერაში”, პეპ გვარდიოლას ხემძღვანელობით, იტყობინება Infostrada.
მოგეხენებათ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კატალონიის “ბარსელონასა” და სევილიური “ბეტისის” შეხვედრა, სადაც “ბლაუგრანამ” 4-2 გაიმარჯვა. კატალონიური კლუბისთვის, ეს შეხვედრა გამოდგა მე-100 მოგებული მატჩი “პრიმერაში”, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით.
ცნობისთვის პეპ გვარდიოლა “ბარსას” 2008/09 წლების სეზონიდა უდგას სათავეში და მას შემდეგ 3-ჯერ მოიგო ლა ლიგა. მიმდინარე სეზონში პეპის გუნდს 41 ქულა აქვს და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ “რეალს”.



