როგორც იცით დღეს 00:30 საათზე გაიმართება “ლა ლიგის” მე-18 ტურის მატჩი “ბარსელონა”-“ბეტისი”. “ბარსას” ფეხბურთელებმა უკვე გამართეს ბოლო ვარჯიში მატჩამდე. ვარჯიშს 19 ფეხბურთელი დაესწრო, აქედან 15 პირველი გუნდის წარმომადგენელი, ხოლო 4 “ბარსა ბ”_დან(კუენკა, სერხი რობერტო, დოს სანტოსი და მონტოია). ვარჯიში გაიმართა “კამპ ნოუზე”.
გუარდიოლას დღეს 5 ფეხბურთელი დააკლდება პირველი გუნდიდან, რომელთაგანაც 4 ტრავმირებულია(პედრო, აფელაი, ვილია, ფონტასი), ხოლო კეიტა ნაკრებში იმყოფება.
ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებმა ერთად ისადილეს. შემდეგ “მისტერის” ბრძანებით თავთავიანთ სახლებში დაბრუნდნენ და დაისვენეს. ფეხბურთელები “კამპ ნოუზე” ადგილობრივი დროით 20:00 საათზე უნდა იყვნენ, ხოლო თამაშისთვის მზად 21:300 საათზე უნდა იყვნენ.



