მოგეხსენებათ გუშინ “დელ რეის თასის” 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “ოსასუნა” დაამარცხა (1-2). “ბლაუგრანას” კიპერმა ხოსე მანუელ პინტომ კომენტარი გააკეთა გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით და ისიც თქვა, რომ მადრიდის “რეალთან” სეხვედრაზე ფიქრი ჯერ ადრეა:
“ჩვენ არც ისე კარგად ვითამაშეთ და ეს ალბათ პირველ მატჩში მოგბეული 4-0-ის ბრალია. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე და გუშინაც შევძელით ეს. “რეალი”? ახლა ჩვენ “ბეტისთან” მატჩზე ვფიქრობთ. საკმარისი დრო გვექნება “რეალზე” საფიქრელად და სასაუბროდ,” განაცხადა პინტომ.



