მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გორდონა: “მესი საუკეთესოა მსოფლიოში”

გორდონა: “მესი საუკეთესოა მსოფლიოში”

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხულიო გორდონა აცხადებს, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. იტყობინება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ უამრავი ადამიანი მესის იმ შემთხვევაში აღიარებს საუკეთესოდ, თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

 

“რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება “ალბისელესტეს” შემადგენლობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მესის შემთხვევაში არ არის აუცილებელი მსოფლიოს ჩემპიონობა, რათა იგი აღიარონ მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ფეხბურთელად. მას უკვე აქვს ეს სტატუსი, რადგანაც არგენტინელმა უამრავი ტიტული მოიგო. სწორედ ჩვენ ვამაყობთ მესითი და არა მესი – ჩვენით”. დაასრულა გორდონამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში