მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”მილანი” მასკერანოს შეძენას შეეცდება

”მილანი” მასკერანოს შეძენას შეეცდება

”მილანი” ძალიან ახლოსაა პატოს ”პსჟ”-ში გაშვებასთან და უკვე თითქმის ცნობილია, თუ სად გეგმავენ ისინი მიღებული თანხის დახარჯვას.

როგორც ცნობილია ”პსჟ” სერიოზულადაა დაინტერესებული პატოთი. იტალიურ გუნდს ნამდვილად შეუძლია თავს იმის უფლება მისცეს, რომ ბრაზილიელი გაყიდოს და იფიქროს, თუ სად დახარჯავს მიღებულ თანხას. ფრანგები ”მილანს” პატოში 40 მილიონ ევროს სთავაზობენ.

იტალიური პრესის ცნობით ზაფხულში ”მილანი” შეეცდება ”ბარსელონას” ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს შეძენას. იტალიის ჩემპიონის ხელმძღვანელებმა იციან, რომ მასკერანო გვარდიოლასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა მათი აზრით როცა ჯიბეში 40 მილიონი ევრო გიდევს კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებთან საუბარი ადვილი გახდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში