მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა:”ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო”

გვარდიოლა:”ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო”

მოგეხსენებათ ხვალ კატალონიის “ბარსელონა”, “სამეფო თასის” 1/8 ფინალის განმეორებით მატჩს გამართავს “ოსასუნას” წინააღმდეგ. კატალონიელთა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრეს-კონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზეც ისაუბრა.

 

გვარდიოლა არ საუბრობს “სამეფო თასის” 1/4 ფინალზე, სანამ მისი გუნდი “ოსასუნასთან” განმეორებით შეხვედრას არ გამართავს. მას კარგად ახსოვს, თუ რა პრობლემები შეუქმნა მის გუნდს “ბეტისმა” შარშან ამ დროს: “მართალია ჩვენ პირველი შეხვედრა “ბეტისს” 5-0 მოვუგეთ, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში მათ უდიდესი პრობლემები შეგვიქმნეს. ამიტომ წინასწარ არაფერს ვიტყვი. სათამაშო კიდევ 90 წუთია და “ოსასუნა” შეეცდება თავისი სიტყვის თქმას.”

 

პეპმა კომენტარი გააკეტა იმასთან დაკავშირებით, რომ “ოსასუნა”  ამ სეზონში სახლში არ დამარცხებულა: “ყველგან არის მოგება შესაძლებელი. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ.“

 

კითხვაზე, ითამაშებს თუ არა მისი გუნდი, “კამპ ნოუზე” მოგებული 4-0-ის შემდეგ იგივე მოტივაციით, გვარდიოლამ უპასუხა: ” 4-0 დიდი იპირატესობაა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. მოსაგებად ვითამაშებთ და შევეცდებით გავაკონტროლოთ თამაშის მინდინარეობა და ტაბლოზე ანგარიში, ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებდეს.”

 

პეპმა იმაზეც ისაუბრა, რომ მისი გუნდი ამ სეზონში გასვლით შეხვედრებს კარგად ვერ თამაშობს: “ჩვენ მზად ვართ მოვიპოვოთ შესაძლო 63 ქულა ლა ლიგაში. “ვალენსიასთან” პირველი ტაიმი ჩავაგდეთ და რაღაც მომენტებში “კორნელაზეც” გვიჭირდა. სხვა ყველა შემთხვევაში ვაჯობეთ ჩვენს მეტოქეებს.”

 

პეპმა ახსნა მიზეზი, თუ რატომ არ შეიყვანა განაცხადში ინიესტა: ” მოგეხსენებათ მას ტრავმა ჰქონდა, რომელიც “ოსპიტალეტთან” მიიღო. “ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ, იგი მცირე ტკივილს გრძნობდა და გადავწყვიტე დამესვენებინა.”

 

გვარდიოლა აპირებს, აფრიკის თასზე წასული კეიტა, რეზერვის ფეხბურთელებით შეცვალოს: ” მე ვაპირებ სარეზერვო გუნდიდან გადმოვიყვანო ფეხბურთელები, რათა კეიტას წასვლა არ დაეტყოს გუნდს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში